დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 322 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 23/05/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022034 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (06/01/2022 - 14/01/2022)
|
მუხლი 1 |
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 მარტის დადგენილება №122 – ვებგვერდი, 23.03.2021წ. |
მუხლი 2. (ამოღებულია) |
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მაისის დადგენილება №219 – ვებგვერდი, 17.05.2021წ.
|
მუხლი 3 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, წარმოადგენს ამ დადგენილების შემადგენელ ნაწილს.
|
მუხლი 31 |
ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 112 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე თანხმობის გაცემა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 24.07.2020წ. |
მუხლი 32 |
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული რეგულაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, წარმოადგენს ამ დადგენილების შემადგენელ ნაწილს და სავალდებულოა შესასრულებლად. ამ განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტესტირების ჩატარების საკითხები, მათ შორის, ტესტირებიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები და ინფორმაციის დამუშავების პროცედურები, დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. |
მუხლი 33 |
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიზნებისათვის „მწვანე“ სტატუსის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ პირობას:
ა) ვაქცინირებულია სრულად, „იზოლაციისა და კარანტინის წესებისა“ და „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანების შესაბამისად; ბ) ფლობს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციაზე ჩატარებული PCR ტესტირების ან/და უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ჩატარებულ ანტიგენ/სწრაფი ტესტირების ნეგატიურ პასუხს; გ) გადატანილი აქვს კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) და ლაბორატორიულად დადასტურების თარიღიდან გასულია 14 დღეზე მეტი. 2. ეს წესები განსაზღვრავს „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს. დასაქმებული პირებისთვის დასაქმების ობიექტებზე დაშვებისათვის, ასევე 18 წლამდე პირებისათვის ამ წესებით განსაზღვრული „მწვანე“ სტატუსის მოთხოვნა სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს. 21. საახალწლო ღონისძიების გამართვა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე დასაშვებია მხოლოდ იმ სასტუმროებში, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებზე, რომელთა ყველა თანამშრომელსა და სტუმარს აქვს „მწვანე“ სტატუსი. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების გამართვა სასტუმროებს, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ამოქმედებული რეგულაციების დაცვით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტატუსის შესამოწმებლად ამ დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა უნდა გამოიყენონ ელექტრონული პორტალი – www.covidpass.moh.gov.ge ან აპლიკაცია CovidPass Georgia-ს QR წამკითხველი და მოახდინონ სტატუსის შემოწმება/დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ხოლო, www.covidpass.moh.gov.ge ან CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, მწვანე სტატუსის შემოწმება მოახდინონ სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ვალიდური ნეგატიური PCR ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნით. 4. ელექტრონული პორტალის www.covidpass.moh.gov.ge-სა და აპლიკაციის CovidPass Georgia და Georgia e-health ოპერირების, ასევე სტატუსის შემოწმებაზე კონტროლის პროცედურები დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №576 – ვებგვერდი, 08.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №614 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
|
მუხლი 4 |
1. დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 23 მაისიდან.
2. (ამოღებულია - 10.07.2020, №433). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №433 – ვებგვერდი, 10.07.2020წ. |
|
იზოლაციისა და კარანტინის წესები
|
თავი I. ზოგადი რეგულაციები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ დადგენილების მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იზოლაციისა და კარანტინის წესების, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. 2. (ამოღებულია - 03.12.2020, №725). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №725 – ვებგვერდი, 03.12.2020წ.
მუხლი 2. მიმოსვლის რეგულირება 1. საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა დასაშვებია ამ წესის მე-11 მუხლის 41 პუნქტითა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრულ შემთხვევებში. 2. (ამოღებულია - 29.01.2021, №40). 21. (ამოღებულია - 29.01.2021, №40). 22. (ამოღებულია - 29.01.2021, №40). 3. (ამოღებულია - 29.01.2021, №40). 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას.. 5. (ამოღებულია - 15.07.2020, №440); 6. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 61. (ამოღებულია - 22.06.2021, №294). 62. (ამოღებულია - 22.06.2021, №294). 63. (ამოღებულია - 22.06.2021, №294). 7. ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით. 71. (ამოღებულია - 24.02.2021, №73). 72. 2021 წლის 14 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება რეგულარული სამგზავრო გადაყვანა (გარდა რუსთავი-თბილისისა), ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით სამგზავრო გადაყვანა. 73. (ამოღებულია - 29.04.2021, №198). 8. (ამოღებულია - 20.11.2020, №697). 81. საქართველოში მეზღვაურთა გადაადგილებისას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. 82. (ამოღებულია - 20.11.2020, №697). 83. (ამოღებულია - 08.10.2021, №500). 9. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, კერძოდ, ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და, დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის გაზიარებას. მითითებულ ინფორმაციაზე წვდომისა და დამუშავების უფლება აქვთ კოვიდ და საკარანტინო სასტუმროებს, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №337 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №341 – ვებგვერდი, 29.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №350 – ვებგვერდი, 04.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ივნისის დადგენილება №355 – ვებგვერდი, 08.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ივნისის დადგენილება №375 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №433 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №585 – ვებგვერდი, 17.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №634 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №670 – ვებგვერდი, 09.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №674 – ვებგვერდი, 10.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №685 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №693 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №697 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №812 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 30.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №49 – ვებგვერდი, 04.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 09.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 24.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 მარტის დადგენილება №122 – ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აპრილის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №187 – ვებგვერდი, 27.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 აპრილის დადგენილება №198 – ვებგვერდი, 30.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მაისის დადგენილება №219 – ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის დადგენილება №248 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივნისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 22.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №410 – ვებგვერდი, 13.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №443 – ვებგვერდი, 31.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №500 – ვებგვერდი, 08.10.2021წ.
მუხლი 21. სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა 1. 2021 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით აიკრძალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №187 – ვებგვერდი, 27.04.2021წ.
მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის რეგულირება 1. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – შრომის ინსპექციის სამსახური) უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 21. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები არ განახორციელებენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს 2021 წლის 4 ოქტომბრამდე, ხოლო 2021 წლის 4 ოქტომბრიდან აღნიშნული დაწესებულებები სრულად აღადგენენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს. 22. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი) 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. 23. ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) სრულად ვაქცინირებულია; ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ; გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი. 24. 2021 წლის 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში; ბ) პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში. 3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა). 4. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 5. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 51. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე. 52. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ. 53. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი. 6. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართი №1-ის პირველი პუნქტის „შ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილია, დაამუშაოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება. 7. ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე. 8. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირთა იდენტიფიცირებისას ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და ეცნობება დაცული ფორმით მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას გამოსაცდელი. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების შესახებ მიღებული ინფორმაცია სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება. 9. გამოსაცდელი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს გამოცდაში 72 საათით ადრე პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შემდეგ. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გამოსაცდელი უფლებამოსილია, გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით მიმართოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციას. საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციას გამოსაცდელმა უნდა წარუდგინოს საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. თუ საკარანტინე სივრცეში მყოფი გამოსაცდელი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ურთიერთშეთანხმებული, დაცული ფორმატით, მიაწოდოს გამოსაცდელის თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც ასევე შეთანხმებული, დაცული ფორმატით გასცემს შესაბამის ინფორმაციას. 11. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის წარდგენის შემთხვევაში, გამოსაცდელის ტესტირების საკითხი რეგულირდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №367 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №393 – ვებგვერდი, 30.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №410 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ივლისის დადგენილება №413 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №546 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №578 – ვებგვერდი, 16.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №670 – ვებგვერდი, 09.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 13.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 21.01.2021წ.
საქართველოს
მთავრობის
2021
წლის 2
9
იანვრის
დადგენილება
№
3
7 –
ვებგვერდი
, 29.01.2021
წ
.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №49 – ვებგვერდი, 04.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 26.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივნისის დადგენილება №310 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №359 - ვებგვერდი, 15.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 ივლისის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 17.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №371 – ვებგვერდი, 23.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 31.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №459 – ვებგვერდი, 13.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 15.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №481 – ვებგვერდი, 30.09.2021წ.
მუხლი 4. კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა 1. დასაშვებია მუზეუმების და ბიბლიოთეკების საქმიანობა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2. დასაშვებია საშემსრულებლო/სახელოვნებო შემოქმედებითი კოლექტივების სარეპეტიციო საქმიანობა მაყურებლის გარეშე, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 3. დასაშვებია სპორტული გუნდების წვრთნები/ვარჯიშები მაყურებლის გარეშე, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 4. დასაშვებია სპორტული, სახელოვნებო/შემოქმედებითი წრეების/სტუდიების საქმიანობა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 5. (ამოღებულია - 07.04.2021, №158). 6. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება, ხოლო სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათის ღონისძიება უნდა ჩატარდეს იმ სტუმართა/ვიზიტორთა დასწრებით, რომელთაც აქვთ „მწვანე“ სტატუსი. 61. დასაშვებია ბავშვთა გასართობი ცენტრების საქმიანობა, თუ ცენტრში მყოფ ყველა სტუმარს/ვიზიტორს აქვს „მწვანე“ სტატუსი. 62. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე და ამასთან, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკონცერტო ინფრასტრუქტურა და კონცერტი უნდა ჩატარდეს სასტუმროს „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრებისთვის/ვიზიტორებისთვის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 63. დასაშვებია მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრებები, შეკრებები) ჩატარება და, ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, ან ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ მომდევნო 6 თვის მანძილზე, ან ღონისძიებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. 64. ამ მუხლის 63 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა (მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიების ჩატარების თაობაზე) არ ვრცელდება საქართველოს უმაღლესი ლიგების მატჩებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე/მატჩებზე (სპორტის ნებისმიერ სახეობაში), რომლებზეც დაიშვებიან „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრები/ვიზიტორები „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 65. 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე. 7. (ამოღებულია - 07.04.2021, №158). 8. იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. 9. 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №367 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №374 – ვებგვერდი, 18.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №439 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის დადგენილება №456 – ვებგვერდი, 23.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №579 – ვებგვერდი, 16.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №657 – ვებგვერდი, 31.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 26.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მარტის დადგენილება №109 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №119 – ვებგვერდი, 19.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 აპრილის დადგენილება №158 – ვებგვერდი, 07.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №359 - ვებგვერდი, 15.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №410 – ვებგვერდი, 13.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №422 – ვებგვერდი, 24.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №450 – ვებგვერდი, 07.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 15.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 19.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 18.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №645 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 იანვრის დადგენილება №1 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.
მუხლი 5. თავშეყრის რეგულირება 1. იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან. 11. (ამოღებულია - 09.09.2020, №566). 12. აკრძალულია პირისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ ადგილის/ფართის გადაცემა/დათმობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით. ადგილის/ფართის გადამცემი/დათმობი პირი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა (მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით), რათა თავიდან იქნეს აცილებული ადგილის/ფართის გამოყენებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმის დარღვევა. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს. 13. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებას თან ახლავს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობა ან ხორციელდება ამ ტიპის ღონისძიების გამართვის ორგანიზება, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა. 14. 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ამ მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე. 2. ღია და დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. პირბადის ტარებისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივლისის დადგენილება №450 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 მარტის დადგენილება №122 – ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 აპრილის დადგენილება №158 – ვებგვერდი, 07.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივნისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 22.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №407 – ვებგვერდი, 11.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №410 – ვებგვერდი, 13.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №417 – ვებგვერდი, 17.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №645 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 იანვრის დადგენილება №1 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.
მუხლი 51. პარტიის წევრთა ყრილობის (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.) ან მსგავსი ტიპის პარტიული შეკრების რეგულირება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პარტიის წევრთა ყრილობის (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.) გამართვა ან მსგავსი ტიპის პარტიული შეკრება ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №725 – ვებგვერდი, 03.12.2020წ.
მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება 1. დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: ა) (ამოღებულია - 24.02.2021, №73); ბ) (ამოღებულია - 18.03.2021, №109); გ) (ამოღებულია - 26.02.2021, №78); დ) (ამოღებულია - 23.03.2021, №122); 11. (ამოღებულია - 26.11.2020, №699). 12. სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურის/აქტივობის, ღია/დახურული ტიპის აუზების, სპაცენტრების განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შრომის ინსპექციის სამსახურის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 13. ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შეთავაზება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტუმრებზე/ვიზიტორებზე, რომლებსაც აქვთ „მწვანე“ სტატუსი. 14. დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით. 2. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 21. დასაშვებია სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების, კვების ობიექტების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება, თუ მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრები/ვიზიტორები. 22. დასაშვებია სამთო კურორტების დახურულ (გონდოლის ტიპის) საბაგიროებზე სტუმართა/ვიზიტორთა დაშვება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 23. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, სამთო კურორტებზე, დახურულ (გონდოლის ტიპის) საბაგიროების შემთხვევაში, სტუმრები/ვიზიტორები დაიშვებიან მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას. 24. ამ მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება უამინდობის გამო კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში დახურული (გონდოლის ტიპის) საბაგიროების მგზავრთა გადაადგილების საშუალებად გამოყენების შემთხვევაში. 3. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 31. (ამოღებულია - 18.03.2021, №109). 32. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში ამ დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას საქმიანობის განხორციელების თაობაზე, თუ საქმიანობის განსახორციელებლად „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დამტკიცებული დანართ 1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად მოთხოვნილია ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების სავალდებულოდ ტესტირება, ამავე განკარგულებით დადგენილი წესით. 4. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 41. კვების ობიექტების (რესტორნების/ბარების/კაფეების/სასტუმროს კვების ობიექტების) როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღება დასაშვებია მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრებისათვის, ასევე დასაშვებია მიტანის მომსახურება (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“). კვების ობიექტების (რესტორნების/ბარების/კაფეების/სასტუმროს კვების ობიექტების) ფუნქციონირებისას დაცულ უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. 42. სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია, როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრის მიღებით, ასევე პროდუქტის გატანისა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“) და მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი). 43. 2021 წლის 19 მარტიდან დასაშვებია რესტორნებში/ბარებში/კაფეებში ცოცხალი მუსიკა, ამავე დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით. 5. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 51. ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა ხორციელდება არსებული ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით. 6. დასაშვებია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე შესვლა მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვის. აღნიშნულის შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას (გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე ორგანიზებული წამახალისებელი გათამაშებისა). 7. სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ: ა) საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით; ბ) შრომის ინსპექციის სამსახურის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 71. (ამოღებულია - 24.02.2021, №73).. 8. ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით (გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა, სადაც ამ პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია განისაზღვრება არანაკლებ 1 მეტრით), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 9. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესის დარღვევის, „მწვანე“ სტატუსის არმქონე პირის ობიექტზე დაშვების ან/და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობა. 91. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილია, დაამუშაოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). შენიშვნა: სუბიექტი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება. 10. ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის, კერძოდ, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების ან/და დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განახლება განხორციელდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. 11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრავენ იმ მეწარმე სუბიექტებს ან/და საქმიანობებს, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. 12. „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. 13. (ამოღებულია - 24.02.2021, №73). 14. (ამოღებულია - 24.02.2021, №73). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №337 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №374 – ვებგვერდი, 18.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №410 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ივლისის დადგენილება №414 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №439 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის დადგენილება №456 – ვებგვერდი, 23.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №515 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №537 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №546 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №579 – ვებგვერდი, 16.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №584 – ვებგვერდი, 18.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №657 – ვებგვერდი, 31.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №659 – ვებგვერდი, 03.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №670 – ვებგვერდი, 09.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №674 – ვებგვერდი, 10.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №783 – ვებგვერდი, 23.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №812 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 21.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს
მთავრობის
2021
წლის 2
9
იანვრის
დადგენილება
№
3
7 –
ვებგვერდი
, 29.01.2021
წ
.
საქართველოს
მთავრობის
2021
წლის 2
9
იანვრის
დადგენილება
№
38
–
ვებგვერდი
, 29.01.2021
წ
.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №49 – ვებგვერდი, 04.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 თებერვლის დადგენილება №63 – ვებგვერდი, 16.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №64 – ვებგვერდი, 17.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 24.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 26.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მარტის დადგენილება №109 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №119 – ვებგვერდი, 19.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 მარტის დადგენილება №122 – ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 16.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მაისის დადგენილება №219 – ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივნისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 22.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №410 – ვებგვერდი, 13.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №422 – ვებგვერდი, 24.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №499 – ვებგვერდი, 06.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №614 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №645 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 იანვრის დადგენილება №1 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.
მუხლი 7. საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების დროებითი წესები 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია: ა) განსაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე, ნოტარიუსებისა და კერძო აღმასრულებლების საქმიანობების ადმინისტრირების, აგრეთვე, მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული წესები და პირობები; ბ) პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია: ა) დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; ბ) დაადგინოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში; გ) განსაზღვროს საერთაშორისო დაცვის პროცედურების კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები. 21. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი უფლებამოსილია, დაადგინოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ადმინისტრირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული წესები და პირობები. 22. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია, დაადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ადმინისტრირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული წესები და პირობები. 3. საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, გამოიყენონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. 4. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ პირთა მომსახურების დისტანციურად მიწოდება, გარდა იმ მომსახურებებისა, რომელთა დისტანციურად მიწოდებაც შეუძლებელია ან გადაუდებელ აუცილებლობას უკავშირდება. 5. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის სამსახურში ფიზიკურად ყოფნა/გამოცხადება აუცილებელია. 6. საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. 7. „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №812 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 16.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივნისის დადგენილება №293 – ვებგვერდი, 22.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №402 – ვებგვერდი, 11.08.2021წ.
მუხლი 8. ოპერაციული შტაბი 1. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი შეირჩევა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა მოადგილეებიდან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ. 3. ოპერაციული შტაბის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით. 4. ოპერაციული შტაბი უფლებამოსილია, მის დაქვემდებარებაში შექმნას ადგილობრივი ოპერაციული შტაბები. 5. დაევალოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, განახორციელოს ოპერაციული შტაბის საქმიანობის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის, ოპერაციული შტაბის საქმიანობისათვის საჭირო სამუშაო სივრცის გამოსაყოფად შესაბამის უძრავ ნივთზე თხოვების ხელშეკრულების გაფორმება, აღნიშნული ფართის მოვლა-პატრონობა (დასუფთავების, კომუნალური გადასახადებისა და კავშირგაბმულობის ხარჯი) და ოპერაციულ შტაბში საქმიანობის განმახორციელებელი პირების კვებითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №718 – ვებგვერდი, 30.11.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №83 – ვებგვერდი, 05.03.2021წ. მუხლი 9. დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და მათი უფლებამოსილება 1. ამ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს. 2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის ან მეწარმე სუბიექტის (გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა) მიერ სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექციის სამსახური უშუალოდ ან/და ამ დადგენილების მიზნებისათვის შემდეგი საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების დახმარებით: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური. 21. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ტესტირების განხორციელების პროცედურების დაცვის თაობაზე მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც ამ მიზნით, ასევე აღნიშნული სუბიექტების მიერ ამ დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელების თაობაზე დასკვნის გაცემის მიზნით, უფლებამოსილია: ა) „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისგან მიიღოს ინფორმაცია შესაბამის ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის ვადით, რომლის გაუქმების შემდგომაც ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ინფორმაციის წაშლა/განადგურება; ბ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან მიიღოს ინფორმაცია „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისა და მასში მომუშავე პირების შესახებ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება; გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებით გამოიყენოს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის სპეციალიზებული ელექტრონული პორტალი www.labour.moh.gov.ge. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურისთვის დახმარება ეთხოვოთ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურებს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საზედამხედველო სამსახურებს. 4. შრომის ინსპექციის სამსახურს, როგორც სამუშაო ადგილების, დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოების ძირითად მაკონტროლებელს, მიეცეს უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უშუალოდ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე. შრომის ინსპექციის სამსახურსა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 41. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების თაობაზე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური უშუალოდ ან/და ამავე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების დახმარებით უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო/საინფორმაციო ღონისძიებები. 5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური არსებული რესურსის ფარგლებში, საკარანტინე სივრცის/ტერიტორიის გარე პერიმეტრის კონტროლის გზით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს დახმარებას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირების მხრიდან კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით. 6. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ცალკეულ უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის გზით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი ზომების გატარების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე და ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით. ასევე ზემოაღნიშნულ უწყებებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ ძალისხმევას. 7. (ამოღებულია - 26.03.2021, №140). 8. (ამოღებულია - 26.03.2021, №140). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №515 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 21.01.2021წ.
საქართველოს
მთავრობის
2021
წლის 2
9
იანვრის
დადგენილება
№
3
7 –
ვებგვერდი
, 29.01.2021
წ
.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 05.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 09.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №140 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
თავი II. ფიზიკური პირის მიმართ გასატარებელი იზოლაციისა და კარანტინის წესები მუხლი 10. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე თავი არეგულირებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის, რეაგირებისა და მზადყოფნის მიზნით, იზოლაციასა და კარანტინთან დაკავშირებულ საკითხებს და პირობებს და ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირზე. 2. ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნით ყველა პირი ვალდებულია: ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას ან გაზრდას; ბ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ისეთი გარემოებების შესახებ, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების რისკების შესაფასებლად; გ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად; დ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; ე) ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად დაიცვას იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებები; ვ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები. მუხლი 11. ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის წესები 1. ამ თავის მიზნებისთვის, იზოლაცია ხორციელდება კორონავირუსის გავრცელების რისკის აღკვეთის მიზნით, კორონავირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი პირების მიმართ. 2. ამ თავის მიზნებისთვის, იზოლაცია შეიძლება, მოხდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში (კარანტინი) ან თავად ამ პირის მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში (თვითიზოლაცია). 3. იზოლაციის ღონისძიებები ხორციელდება ფიზიკური პირის, ფიზიკურ პირთა ჯგუფების, საცხოვრებელი სახლის/კორპუსის, სამედიცინო დაწესებულების, თავშესაფრებისა და დასახლებული პუნქტების/დასახლებების/მუნიციპალიტეტის მიმართ. 4. კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებითა და ამ მუხლის 41 და 45 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში იზოლაციას. 41. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირებისათვის იზოლაციის (თვითიზოლაცია/კარანტინი) პირობები განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია არანაკლებ 14 დღისა) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს; ა1) (ამოღებულია - 08.08.2021,№500); ა2) საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული გეგმის დანართი №2-ის 11 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირები ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის (მათ შორის „ა3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეები), ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვთ COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია 14 დღე) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარებიან ამ წესით განსაზღვრულ შეზღუდვებს; ა3) საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინის სრული კურსი ჩატარებული აქვთ საქართველოში, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო საზღვრის კვეთისას თავისუფლდებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის ვალდებულებისგან. ბ) უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე: ბ.ა) საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით; ბ.ბ) საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას); გ) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“, „ა2“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამ წესის 115 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება; დ) (ამოღებულია - 23.04.2021, №184); ე) საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან; ვ) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ამ წესით განსაზღვრული სტატუსის მიუხედავად), რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდება მოგზაურობის ისტორია „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნებიდან, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან კარანტინს საკარანტინე სივრცეში, საკუთარი ხარჯით, გარდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისებისა; ვ.ა) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნტში განსაზღვრულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანის რესპუბლიკა, ზიმბაბვეს რესპუბლიკა, ნამიბიის რესპუბლიკა, ლესოთოს სამეფო, ესვატინი, მოზამბიკის რესპუბლიკა, მალავის რესპუბლიკა; ვ.ბ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან კარანტინს საკარანტინე სივრცეში 14 დღის განმავლობაში, ხოლო მისი დასრულების შემდეგ – ტესტირებას პჯრ მეთოდით (PCR კვლევას); ვ.გ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების ტესტირების კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. 42. ამ მუხლის 41 და 45 პუნქტებით განსაზღვრულ კარანტინში მყოფ პირს ტესტირება უტარდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესით. აღნიშნული პროცესის მართვა ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება: ა) კარანტინში ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემების იდენტიფიცირება საკარანტინო სივრცეების მიხედვით; ბ) კარანტინში ტესტირებაჩატარებული პირების შესახებ მონაცემების დამუშავება საკარანტინო სივრცეების დატოვების მიზნით. 43. ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 44. საკატანტინო სივრცეებში განთავსების მიზნით, ამ წესის 114 მუხლით განსაზღვრული პირების აღრიცხვასა და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამავე წესის მე-11 მუხლის 42 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) – registration.gov.ge-ის მეშვეობით. ინფორმაციის აღრიცხვისა და მასზე წვდომის უფლებამოსილება გააჩნიათ აგრეთვე შესაბამის კოვიდ და საკარანტინო სასტუმროებს საკუთარ სასტუმროში განთავსებული პირთა წრის ფარგლებში. 45. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, გადმოსული პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიშვებიან საკარანტინო ღონისძიებების გარეშე. ტესტის პოზიტიური პასუხის ან/და კორონავირუსისათვის (SARS-CoV-2) დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს, რომელსაც დატოვებენ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დადგენილი წესების შესაბამისად. 5. (ამოღებულია - 26.03.2021, №132) . 51. (ამოღებულია - 26.03.2021, №132) . 6. კონტაქტირებული პირების დადგენას ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი სამსახურები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები) უფლებამოსილი პირები (ეპიდემიოლოგები), რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ. 7. ამ მუხლის 41 პუნქტის შემთხვევაში, პირის მიერ ივსება სპეციალური განაცხადი ვებგვერდზე – www.stopcov.ge განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით, ხოლო იზოლაციაში (თვითიზოლაცია, კარანტინი) მყოფი პირების შესახებ მონაცემების დამუშავება და პროცესის მართვა შეიძლება, განხორციელდეს ამ მუხლის 42 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით. 71.(ამოღებულია - 21.10.2020, №637). 72. იზოლაციისას პირის ტესტირების საკითხები რეგულირდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების შესაბამისად. 8. საკარანტინე სივრცეებში შესაბამისი პირების გადაყვანას, კომპეტენციების შესაბამისად, ახორციელებენ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით). სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირების გადაყვანას ახორციელებს მხოლოდ აჭარის რეგიონის მასშტაბით, ხოლო დანარჩენი საქართველოს მასშტაბით პირების გადაყვანა ხორციელდება სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. 9. იზოლაციამდე (კარანტინი, თვითიზოლაცია) ფიზიკური პირი ხელს აწერს ინფორმირების ფორმას (დანართი №3). ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ფორმაში კეთდება შესაბამისი შენიშვნა, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 10. იზოლაციამდე პირს განემარტება/გადაეცემა შესაბამისი ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელიც უნდა დაიცვას იზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის პერიოდში. 11. დადასტურებული შემთხვევის კონტაქტის იზოლაციის ვადის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების უფლებამოსილი პირ(ებ)ი. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/ კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა. 12. ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არაუმეტეს 5 დღისა გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება. 13. გადაწყვეტილებაში აღინიშნება ფიზიკური პირის იზოლაციაში მოთავსების თარიღი და ვადა. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის მიზნებისთვის, გადაწყვეტილებად ჩაითვლება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ან სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შევსება (რაც შესაძლებელია, იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). 15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული აქტის გამოცემა არ არის სავალდებულო, როდესაც კარანტინი ცხადდება კონკრეტული ტერიტორიის (მუნიციპალიტეტი, დასახლება) მიმართ. 16. პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. 17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შესაბამისი ფაქტის ან/და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გააკონტროლოს იზოლაციაში (თვითიზოლაციაში, კარანტინში) მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვა, რაც მოიცავს, მათ შორის, მის ფიზიკურად ადგილზე გადამოწმებას, პერიოდული სატელეფონო ზარების განხორციელებასა და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საშუალებებით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №344 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №378 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №545 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №607 – ვებგვერდი, 01.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 07.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №637 – ვებგვერდი, 21.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №697 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №719 – ვებგვერდი, 02.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №770 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 30.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 09.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №65 – ვებგვერდი, 17.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მარტის დადგენილება №108 – ვებგვერდი, 17.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №132 – ვებგვერდი, 26.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აპრილის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 აპრილის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 14.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 აპრილის დადგენილება №184 – ვებგვერდი, 23.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის დადგენილება №292 – ვებგვერდი, 16.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №407 – ვებგვერდი, 11.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №500 – ვებგვერდი, 08.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №554 – ვებგვერდი, 29.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №555 – ვებგვერდი, 29.11.2021წ.
მუხლი 111. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაციების წევრთა, ასევე საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები 1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან: ა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები; ბ) საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან. საქართველოს
მთავრობის 2020 წლის
29
ივნისის
დადგენილება №3
91
– ვებგვერდი,
29.06
.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
მუხლი 112. საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები 1. (ამოღებულია - 27.08.2020, №538). 2. საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. 4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეს. 41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო დაწესებულება, ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსულ პირებზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში ასევე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ამ წესების შესაბამისად, ვიზიტორისათვის PCR ტესტირების/კვლევების ჩატარების შესახებ; ბ) ვიზიტორის კარანტინში განთავსების შესახებ. 5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 6. ის უცხოელი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება და ტესტირების პასუხის მიღებამდე განთავსდეს 24 სთ-ით კარანტინში საკუთარი ხარჯით, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უწყების გადაწყვეტილების შესაბამისად: ა) მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა; ან ბ) საკუთარი ხარჯით განთავსდეს 8-დღიან კარანტინში და საკარანტინე სივრცის დატოვებისას აგრეთვე მე-12 დღეს ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR კვლევა. 7. (ამოღებულია - 14.09.2020, №577). 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას თან იქონიონ უკანასკნელი 72 სთ-ის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ივლისის დადგენილება №418 – ვებგვერდი, 08.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №538 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
მუხლი 113. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში მონაწილე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა/წარმომადგენელთა მიმართ გასატარებელი პროცედურები 1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე/წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში: ა) „მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლება „NOBLE PARTNER 20“; ბ) „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები (Joint Combined Exercise Training /JCET)“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე 8-დღიანი კარანტინის გავლისა და უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთები. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №504 – ვებგვერდი, 17.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
მუხლი 114. იმ უცხოელი ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოდან დისტანციურად ახორციელებენ სხვა ქვეყნებში ბიზნეს/შრომით საქმიანობას 1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს. 4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სამინისტროები, ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მხარეს. 5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები. 6. ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი, ხოლო 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ და ასევე მე-12 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. ასეთმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №525 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
მუხლი 115. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები 1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდგომში – უცხოელი სტუდენტები) (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტებისა) საქართველოში შემოსასვლელად ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“, ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა), შემდეგი სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით, კერძოდ: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ელექტრონული პროგრამის სპეციალური ფორმის – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით; ბ) ამ მუხლის 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ელექტრონული პროგრამის სპეციალური ფორმის – „ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების/რეზიდენტების რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით. 2. ელექტრონულ პროგრამაში უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გასცემს თანხმობას ან უარს. 4. საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 5. უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში და 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო კარანტინს არ ექვემდებარებიან ის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც: ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვთ COVID-ინფექცია (დადასტურებული PCR დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია 14 დღე) ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) არიან „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა საქართველოში შემოსვლისას სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. 52. (ამოღებულია - 08.08.2021,№500). 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტის სტატუსიც აქვს მინიჭებული უცხოელ სტუდენტს, ვალდებულია: ა) შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები; ბ) უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება; გ) უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას; დ) უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №565 - ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №54 – ვებგვერდი, 05.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აპრილის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 აპრილის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 14.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №407 – ვებგვერდი, 11.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 31.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №500 – ვებგვერდი, 08.10.2021წ.
მუხლი 12. იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები 1. იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება. 2. დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა. 3. საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით. 4. იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით. 5. იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით). 6. იზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი ასევე შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა სამსახურებმა. 7. იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე. 8. იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება. 9. იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს. 10. იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე. მუხლი 13. ამ თავით გათვალისწინებული წესების კონტროლი ამ თავით დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 14. ინფორმაციის გაცვლა 1. (ამოღებულია - 26.03.2021, №132). 2. პირის საკარანტინო სივრცეში გადაყვანისა და განთავსების მიზნით, სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მხოლოდ აჭარის რეგიონის მასშტაბით), სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უფლებამოსილნი არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცენ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი პირის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია). 3. იზოლაციას (თვითიზოლაცია, კარანტინი) დაქვემდებარებული ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. 4. თვითიზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვის კონტროლის მიზნით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თვითიზოლაციას დაქვემდებარებული ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაციას (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციასა და თვითიზოლაციის/საცხოვრებელ მისამართს) უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 5. COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე ინფორმაცია (წინა საანგარიშგებო დღეს სტატისტიკურად აღრიცხული ახალი შემთხვევების სახელობითი სია ელექტრონული ფორმატით, მათი საკონტაქტო მონაცემების მითითებით) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ასევე მართავს დღის მანძილზე მიღებულ შეტყობინებებს, რომლებიც არ არის შესული ზემოაღნიშნულ ელექტრონულ სიაში), რომელიც პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებს. 51. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინებები (პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეგზავნება „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცრებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებს. 6. კორონავირუსის გამო სამედიცინო დახმარების შესახებ შეტყობინების მიღებისას, პირის მოთხოვნის შემთხვევაში, პირის შესაბამის სადაზღვევო ორგანიზაციაში/სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერატიულად გადამისამართების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, პირის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ბაზაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ ბაზა უნდა მოიცავდეს დაზღვევით მოსარგებლე პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, დაზღვევის დასაწყისს, დაზღვევის დასასრულს, დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის თარიღს, დამზღვევს (საბიუჯეტო − დამზღვევი, რომელიც ახორციელებს დაზღვევას საბიუჯეტო სახსრებით; არასაბიუჯეტო) და სადაზღვევო ორგანიზაციას. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებები/ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ პროგრამულ უზრუნველყოფაში შეავსონ COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვის პროცესში მათი მოქმედების შესაბამისი ინფორმაცია. 8. ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე კერძო დაწესებულებები, რომლებიც დაკისრებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ამ წესითა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით, უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას პირთა იზოლაციის/კარანტინის ღონისძიებებისა და COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ეფექტიანი და კოორდინირებული მართვის მიზნით, რისთვისაც უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ მათ სისტემაში არსებული სხვადასხვა ელექტრონული სისტემა ან/და განახორციელონ მონაცემების გაცვლა, მათ შორის, აღნიშნულ სისტემებს შორის კავშირის გზით. ამასთან, მონაცემთა გაცვლის საკითხები დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დარეგულირდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №635 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №638 – ვებგვერდი, 21.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 27.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №750 – ვებგვერდი, 17.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 09.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №132 – ვებგვერდი, 26.03.2021წ.
თავი III. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივლისის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 15. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 16.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივლისის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 16. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 04.06.2020წ. თავი III1. ეპიდემიური კერების მართვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ. მუხლი 161. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №493 – ვებგვერდი, 10.08.2020წ.
მუხლი 162. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №493 – ვებგვერდი, 10.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №526 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №547 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
მუხლი 163. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №601 – ვებგვერდი, 24.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №613 – ვებგვერდი, 06.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №624 – ვებგვერდი, 15.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №631 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №659 – ვებგვერდი, 03.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №715 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
მუხლი 164. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №624 – ვებგვერდი, 15.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 20.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №659 – ვებგვერდი, 03.11.2020წ.
თავი IV. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დროებითი ღონისძიებები მუხლი 17. სოციალური დაცვის მიმართულება 1. სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) გარდამავალ ეტაპზე უწყვეტად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) არ განახორციელოს სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა, გარდა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა. ამ შემთხვევაში, გასაცემლის ადმინისტრირება განხორციელდება შესაბამისი გასაცემლის ადმინისტრირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს შეუჩერდეთ სახელმწიფო გასაცემლის გაცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. 2. შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ორგანო გათავისუფლდეს გასაცემლის ადმინისტრირების ვალდებულებისაგან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გასაცემლის შეჩერება, გარდა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა, რა დროსაც გასაცემლის ადმინისტრირება განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით. 21. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო გასაცემლებისა და სოციალური დახმარებების დანიშვნა, განახლება და/ან მათ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით მიწოდებული განცხადების და/ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის საფუძველზე. 3. (ამოღებულია - 01.06.2020, №344). 4. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებსა (ფორმა №IV-50/4) და, შესაბამისად, ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2022 წლის 1 აპრილამდე. ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის გაცემის უწყვეტობა, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ადმინისტრირება განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით. 5. (ამოღებულია - 31.12.2021, №640). 6. (ამოღებულია - 31.12.2021, №640). 7. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში მომსახურების მიწოდება (გარდა 24-საათიანი სერვისებისა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა) შეჩერდეს 2020 წლის 1 ივლისამდე. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის აღნიშნულ პერიოდში მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობებით. 8. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“, „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“, „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“, „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მხოლოდ დღის ცენტრების კომპონენტის ფარგლებში არსებული მომსახურებების ბენეფიციარებში ან/და დასაქმებულ პერსონალში ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) დადასტურებული შემთხვევების ან/და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების არსებობისას, მომსახურებას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეჩერების შესახებ არა უმეტეს 14 დღისა, რომლის თაობაზე წერილობით აცნობებს სამინისტროს ან/და სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების აღდგენამდე მათი დაფინანსების პრინციპები, წესი და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. ამ მუხლის საფუძველზე გაცემული სახელმწიფო გასაცემლების/სოციალური დახმარებების თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №344 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №651 – ვებგვერდი, 29.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №715 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №764 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 21.01.2021წ.
საქართველოს
მთავრობის
2021
წლის 2
9
იანვრის
დადგენილება
№
3
7 –
ვებგვერდი
, 29.01.2021
წ
.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის დადგენილება №193 – ვებგვერდი, 28.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 30.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 ივლისის დადგენილება №373 – ვებგვერდი, 27.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 18. სამედიცინო დახმარების მიმართულება 1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გაგრძელდეს პაციენტების მკურნალობა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის მობილიზება სამინისტროს მითითების საფუძველზე, მათ შორის: ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულებაში საჭირო საწოლფონდის მობილიზება) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში და/ან ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად, სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა; გ) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა; დ) საჭიროების შემთხვევაში, COVID-19-ის დადებით ორსულთა მართვა „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად. 21. „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანების 24 პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის სამინისტროს პორტალზე – COVMOB.MOH.GOV.GE არასრულად და/ან ვადის დარღვევით ატვირთვა ან აუტვირთველობა გამოიწვევს დაჯარიმებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს: ა) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების სამართავად მობილიზებული დაწესებულებების (შემდგომში – კოვიდკლინიკა) მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან რეფერირებული პაციენტების, მართვას; ბ) COVID-19-ის საეჭვო შემთხვევების სამართავად მობილიზებული დაწესებულებების (შემდგომში – ცხელების კლინიკა) მიერ ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს უახლოეს კოვიდკლინიკაში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მითითების საფუძველზე; COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით. 41. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ვალდებულია, ადგილზე უზრუნველყოს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვა იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით. 42. ამ მუხლის 41 პუნქტითა და მე-8 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება დროებითი ღონისძიების სახით გათავისუფლდეს ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სანებართვო დანართის ფლობის ვალდებულებისგან. 43. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გადაუდებელი აუცილებლობისას, COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის სამართავად, მობილიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად გამოყენებულ იქნეს არასამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის სივრცე. 44. ამ მუხლის 43 პუნქტით განსაზღვრულ სივრცეში პაციენტების სამართავად შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მობილიზება და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა განხორციელდეს შესაბამისი მობილიზებული სამედიცინო დაწესებულების, ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ან განმახორციელებლის მიერ, სამინისტროს მითითების შესაბამისად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოსაკვლევი მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად. 51. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების მიხედვით, ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და დანართებს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში, სამინისტროს მითითების საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულების ბაზაზე უზრუნველყოს COVID-19 ვაქცინაციისთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების ორგანიზება, დადგენილი წესის მიხედვით. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში. ამასთან, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 61. ამ მუხლის მიზნებისათვის, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, COVID-19-ის მართვის უფლება (გარდა რეანიმაციული მიმართულებისა), მიეცეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად; 62. ამ მუხლის მიზნებისათვის, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, სამინისტრო უფლებამოსილია, გონივრული ვადით გადადოს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება. 7. ამ მუხლის პირველი, 41 და მე-8 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართით („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 8. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია: ა) მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული ან/და არასამედიცინო დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულებების მობილიზაციის სქემიდან გამორთვის შესახებ, მობილიზებული საწოლების რაოდენობის, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებლის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის სპეციალიზებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის სურათის, ასევე საწოლების კონსოლიდაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ამასთან: ბ.ა) კლინიკებში, რომლებიც დაექვემდებარებიან მობილიზაციის სქემიდან გამორთვას, გარდა ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, სამინისტროს მიერ მითითებული თარიღიდან წყდება COVID-19-ის დიაგნოზის მქონე ახალი პაციენტების შეყვანა; ბ.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კლინიკებს, სურვილისა და ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით ჰიბრიდულ რეჟიმში ოპერირების შესაძლებლობის შემთხვევაში, უფლება აქვთ, მიიღონ COVID-19-ის დიაგნოზის მქონე ახალი პაციენტები სამართავად; ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, კლინიკებისთვის COVID-19-ის შემთხვევების დაფინანსება განხორციელდება განსხვავებული წესით, ვიდრე მობილიზებული კლინიკებისთვის. 81. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით: ა) სამინისტროს სისტემის/სამინისტროს მართვაში მყოფი ორგანიზაციის ბაზაზე ამოქმედდეს ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომელიც განახორციელებს ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლის განხორციელებას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა სამუშაო პროცესში ადმინისტრაციული, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერისი დავალებების შესასრულებლად, დაკომპლექტდეს ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან, შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ; გ) სადაზღვევო კომპანიებმა უზრუნველყონ კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვა, მეთვალყურეობა და სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმების/პედიატრების/შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მეშვეობით; დ) სადაზღვევო კომპანიებმა მოახდინონ დაზღვეული პირების ინფორმირება COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაციის თუ სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ; ე) ამ პუნქტით განსაზღვრული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან; ვ) სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებას, შესაძლებელია, დარეგულირდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 82. ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ ექთნებსა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად. 9. დაევალოს: ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით; ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს: ბ.ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება; ბ.ბ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირების უზრუნველყოფა, დადგენილი მომსახურების საფასურის საფუძველზე, ამ მუხლის მე-10 პუნქტის და/ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მათ შორის: ბ.ბ.ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება, შენახვა და ტრანსპორტირება ან COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით (უშუალოდ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით); ბ.ბ.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის განმახორციელებელი/მიმწოდებელი დაწესებულების/ლაბორატორიების მეშვეობით (სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და შესაბამის დაწესებულებას/ლაბორატორიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად); გ) სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს: გ.ა) საჭიროებისამებრ, კლინიკის სრულად მობილიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დახმარება მიმდინარე პაციენტების შესაბამისი მომსახურების სხვა მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილების პროცესში; გ.ბ) უზრუნველყოს ამ დადგენილების შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება. 91. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის სამართავად, მიეცეს უფლება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, მის ბალანსზე არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა/მანქანები, სამინისტროს მითითების შესაბამისად, დროებით სარგებლობაში გადასცეს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, მის მართვაში არსებულ კლინიკებში COVID-19 საეჭვო ან/და დადასტურებული პაციენტების ტრანსპორტირების მიზნით. 10. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შემსყიდველ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. 11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 12. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დადგინდეს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა. 13. ამ დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ მიეცეს უფლება, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №2-ში მდებარე ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.27.09.011) მისამართზე საქმიანობა აწარმოოს არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. 14. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ“ (ს/კ: 205165453) არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე უზრუნველყოს №43.10.42.174 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდზე (მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული/დამაგრებული შენობა-ნაგებობის ჩათვლით) გამოყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2-ით) გამოწვეული ინფექციის (COVID-19-ის) სამართავად. ამ პუნქტის მიზნებისათვის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ უფლებამოსილია, გამოიყენოს მის ბალანსზე არსებული აქტივები, ძირითადი საშუალებები და სხვა რესურსი 15. სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ფუნქციონირებას განაგრძობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების/მოთხოვნების, ფუნქციონირების წესის შესაბამისად. 16. სამინისტროს სისტემაში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გათავისუფლდეს ფორმა №3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივლისის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 27.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №686 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №764 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 09.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აპრილის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 09.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №417 – ვებგვერდი, 17.08.2021წ.
მუხლი 19. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა 1. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შესულ განცხადებებზე არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელდეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 117 და 118 მუხლებით, 1111 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, მე-9 და მე-10 პუნქტებით (მათ შორის, ფარმაცევტული პროდუქტის, სტომატოლოგიური მასალისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების რეგისტრაციისათვის) განსაზღვრული ვადის დინება. 2. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შესული ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი კორესპონდენციის განხილვის ვადად განისაზღვროს არა უმეტეს ორი თვე. 3. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შესული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის განცხადებებზე 30 კალენდარული დღით გაგრძელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დინება. 4. საქართველოში Covid-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზნებისთვის გამოიყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული ნებისმიერი მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს (SRA) მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია; ან რომელზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარდგენილია გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაციის ან პრეკვალიფიკაციის განაცხადი, მისი დოსიე განხილვის სტადიაშია და ამასთან, უკვე მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტების სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) დადებითი დასკვნა, ასევე აქვს არანაკლებ სხვა 20 ქვეყნის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია და, ამავდროულად, აღნიშნული ვაქცინით მსოფლიო მასშტაბით აცრილია ქვეყნის სამიზნე პოპულაციაზე 10-ჯერ მეტი პირი. 5. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად: ა) არაკომერციული მიზნით, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას, „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის შექმნის შესახებ“ მინისტრის 2020 წლის 16 მარტის №01-101/ო ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ გამიზნულ იმ ფარმაცევტულ პროდუქტ(ებ)ზე გასცეს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (Emergency Use Authorization), რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ან ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (Emergency Use Authorization); ბ) უკვე გაცემული გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის (Emergency Use Authorization) მქონე ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი განხორციელდეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (1113 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №327/ნ ბრძანებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. 6. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია დროებით ჩერდება ან უქმდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, FDA-ის და/ან EMA-ის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებ(ებ)ის/რეკომენდაცი(ებ)ის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №715 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 19.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №476 – ვებგვერდი, 27.09.2021წ.
მუხლი 20. საჯარიმო სანქციების აღსრულება 1. 2020 წლის 1 ივლისამდე, გაგრძელდეს მორატორიუმი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით განსაზღვრული საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების, ამავე დადგენილების №1 დანართის 191 მუხლითა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები, მითითებული ვადით, გავრცელდეს ასევე შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მათ შორის, 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში განსაზღვრული საჯარიმო სანქციების აღსრულებაზე. 3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების წერილობითი შეთანხმების მოქმედება შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფის (ვალდებულების ოდენობის შესაბამისი გარანტია) მოქმედების ვადის გადაწევას შესაბამისი პერიოდით და განმახორციელებლისათვის წერილობითი ფორმით წარდგენას. მუხლი 21. ქონების მართვასთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ-ებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში მოძრავი სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანიზაციისთვის/დაწესებულებისთვის გადაცემა განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილების და/ან „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, არ გავრცელდეს სახელმწიფო ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ამავე დადგენილებებით განსაზღვრული ვადები.‘ 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებს მიეცეს თანხმობა, კორონავირუსის პრევენციის მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, გადაცემა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილებით. 3. სამინისტრო და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები გათავისუფლდნენ: ა) „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების მოთხოვნებისაგან; ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორცილებისას: ბ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან; ბ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილების მოთხოვნებისაგან.‘ 4. ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში სამინისტროსა და მის სახელმწიფო კოტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების, აგრეთვე ამ დადგენილების მე-18 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შემსყიდველი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ: ა) არ გავრცელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე დადგენილი სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების მინიმალური ვადები; ბ) გავრცელდეს ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის დებულებები, შინაარსის გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება № 3 7 – ვებგვერდი , 29.01.2021 წ .
დანართი №1 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №686 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
დანართი №2 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №686 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
|
დოკუმენტის კომენტარები