„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022441
719
02/12/2020
ვებგვერდი, 02/12/2020
470230000.10.003.022441
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №719

2020 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-11 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი, გარდა ამ წესის 115 მუხლით გათვალისწინებული პირებისა, იზოლაციას (თვითიზოლაციას/კარანტინს)  ექვემდებარება შემდეგი წესის მიხედვით:

ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას 8 დღით, ხოლო თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას;

ბ) PCR ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას 12 დღით, ხოლო თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას.“.

2. №3 დანართის („იზოლაციას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ფორმა“) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შეჩერების მიზნით, ქვეყანა, როგორც დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი, მიმართავს კანონმდებლობით განსაზღვრულ იზოლაციის (შემზღუდავ) ღონისძიებას (კარანტინს), რაც გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიაზე თქვენი გადაადგილებისა და განთავსების შეზღუდვას 8/12 დღის განმავლობაში, იზოლაციის პერიოდში (თვითიზოლაცია ან კარანტინი)“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია