დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 576 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 08/12/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023132 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 33 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტატუსის შესამოწმებლად ამ დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა უნდა გამოიყენონ ელექტრონული პორტალი – www.covidpass.moh.gov.ge ან აპლიკაცია CovidPass Georgia-ს QR წამკითხველი და მოახდინონ სტატუსის შემოწმება/დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ხოლო, www.covidpass.moh.gov.ge ან CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, მწვანე სტატუსის შემოწმება მოახდინონ სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ვალიდური ნეგატიური PCR ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნით.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 8 დეკემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები