„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 19/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022733
178
16/04/2021
ვებგვერდი, 16/04/2021
470230000.10.003.022733
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №178

2021 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებითა და  ამ მუხლის 41 და 45 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში იზოლაციას.“.

2. 41 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა​1) ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით);“.

3. 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ მუხლის 41 და 45 პუნქტებით განსაზღვრულ კარანტინში მყოფ პირს ტესტირება უტარდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესით. აღნიშნული პროცესის მართვა ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:

ა) კარანტინში ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემების იდენტიფიცირება საკარანტინო სივრცეების მიხედვით;

ბ) კარანტინში ტესტირებაჩატარებული პირების შესახებ მონაცემების დამუშავება საკარანტინო სივრცეების დატოვების მიზნით.“.

4.  44 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45 პუნქტი:

„45. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, გადმოსული პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიშვებიან საკარანტინო ღონისძიებების გარეშე. ტესტის პოზიტიური პასუხის ან/და კორონავირუსისათვის (SARS-CoV-2) დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს, რომელსაც დატოვებენ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დადგენილი წესების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 19 აპრილიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი