დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 228 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022783 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოში Covid-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზნებისთვის გამოიყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული ნებისმიერი მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს (SRA) მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია; ან რომელზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარდგენილია გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაციის ან პრეკვალიფიკაციის განაცხადი, მისი დოსიე განხილვის სტადიაშია და ამასთან, უკვე მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტების სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) დადებითი დასკვნა, ასევე აქვს არანაკლებ სხვა 20 ქვეყნის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია და, ამავდროულად, აღნიშნული ვაქცინით მსოფლიო მასშტაბით აცრილია ქვეყნის სამიზნე პოპულაციაზე 10-ჯერ მეტი პირი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები