„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022742
187
27/04/2021
ვებგვერდი, 27/04/2021
470230000.10.003.022742
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2021 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-2 მუხლში:

ა) 62 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 2021 წლის 1 მაისის 21:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდსა და  2021 წლის 2 მაისის 04:00 საათიდან 05:00 საათის ჩათვლით პერიოდზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 და 73 პუნქტები:

„72. 2021 წლის 3 მაისიდან 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით ჩერდება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება, მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე მეტროპოლიტენის, საბაგიროს ფუნქციონირებაც.

73. დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფისა და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.“.

2. მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა

1. 2021 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით აიკრძალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი