„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022589
37
29/01/2021
ვებგვერდი, 29/01/2021
470230000.10.003.022589
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2021 წლის 29 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

„მუხლი 32. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული რეგულაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, წარმოადგენს ამ დადგენილების შემადგენელ ნაწილს და სავალდებულოა შესასრულებლად. ამ განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტესტირების ჩატარების საკითხები, მათ შორის, ტესტირებიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები და ინფორმაციის დამუშავების პროცედურები, დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილია, დაამუშაოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) 31  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში,          ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში ამ დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას საქმიანობის განხორციელების თაობაზე, თუ საქმიანობის განსახორციელებლად  „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დამტკიცებული დანართ 1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად მოთხოვნილია ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების სავალდებულოდ ტესტირება, ამავე განკარგულებით დადგენილი წესით.‘‘;

ბ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესის დარღვევის ან/და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობა.“;

ბ.გ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილია, დაამუშაოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ  კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე).

შენიშვნა: სუბიექტი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება.“;

გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ტესტირების განხორციელების პროცედურების დაცვის თაობაზე მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც ამ მიზნით, ასევე აღნიშნული სუბიექტების მიერ ამ დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელების თაობაზე დასკვნის გაცემის მიზნით, უფლებამოსილია:

ა) „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისგან მიიღოს ინფორმაცია შესაბამის ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის ვადით, რომლის გაუქმების შემდგომაც ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ინფორმაციის წაშლა/განადგურება;

ბ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან მიიღოს ინფორმაცია „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების  დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისა და მასში მომუშავე პირების შესახებ  კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებით გამოიყენოს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის სპეციალიზებული  ელექტრონული პორტალი www.labour.moh.gov.ge.“;

დ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებსა (ფორმა №IV-50/4) და, შესაბამისად, ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2021 წლის 1  აპრილამდე. ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის გაცემის უწყვეტობა, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ადმინისტრირება განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.“;

ე) 21-ე მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ-ებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში მოძრავი სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანიზაციისთვის/დაწესებულებისთვის გადაცემა განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილების და/ან „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, არ გავრცელდეს სახელმწიფო ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ამავე დადგენილებებით განსაზღვრული ვადები.‘‘;

ე.ბ) მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილების მოთხოვნებისაგან.‘‘.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 21 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია