დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 444 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022995 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 – 24 პუნქტები: „21. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები არ განახორციელებენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს 2021 წლის 4 ოქტომბრამდე. 22. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი) 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. 23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილნი არიან, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი, ჩაატარონ სრულად ვაქცინირებული პერსონალის მეშვეობით, არადისტანციურ რეჟიმში, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 24. 2021 წლის 4 ოქტომბრიდან იმ სოფელში/დაბაში/ქალაქში, სადაც ინფიცირების (ტესტის დადებითობის) მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი იქნებიან, სასწავლო პროცესი განაახლონ არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო, თუ ინფიცირების (ტესტის დადებითობის) მაჩვენებელი იქნება 4%-ზე მეტი, სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.“. 2. 115 მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვთ COVID-ინფექცია (დადასტურებული PCR დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია 14 დღე) ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, ხოლო სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ – PCR ტესტირების ჩატარებას;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები