დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 526 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 21/08/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022245 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ 162 მუხლის სათაური და ამავე მუხლის პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 162. მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულები 1. მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე: ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, გარდა მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის მიმოსვლისა, რომელიც გულისხმობს: ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე; ა.ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას; ა.გ) მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისათვის ავიარეისების განხორციელებას; არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით; ბ) აიკრძალოს მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება: ბ.ა) სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას; ბ.ბ) სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას; ბ.გ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; გ) აიკრძალოს მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და საბაგიროთი გადაადგილება; დ) სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით; ე) მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა: ე.ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; ე.ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; ე.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა; ე.დ) სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობისა; ე.ე) ღია ტიპის კვების ობიექტების საქმიანობისა; ე.ვ) სამშენებლო სამუშაოებისა; ე.ზ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; ე.თ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა; ე.ი) საბანკო დაწესებულებების საქმიანობისა, ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა; ე.კ) მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული იმ მეწარმე სუბიექტების საქმიანობისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები; ვ) იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები. 3. მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში კარანტინს, მე-11 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 21 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები