დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 64 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022616 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:
„13. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 71 პუნქტით დაწესებული შეზღუდვები 2021 წლის 20 თებერვლიდან 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით პერიოდში არ ვრცელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში არსებულ იმ სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირებასა და შესაბამისი სასტუმროების საქმიანობაზე, რომლებმაც ზემოაღნიშნულ ვადებში შესაბამისი მომსახურება უნდა გასწიონ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გასამართ, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპების გათამაშებასთან დაკავშირებით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში არსებული იმ სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება და შესაბამისი სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გასამართ, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპების გათამაშების ჩატარების მიზნით და მისი მონაწილისთვის/მონაწილე გუნდებისათვის.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები