„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022615
63
16/02/2021
ვებგვერდი, 16/02/2021
470230000.10.003.022615
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №63

2021 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ მე-6 მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურისა, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძისა და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა, დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება გარე სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა და შაბათ-კვირისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 15 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია