დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 554 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 28/11/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023110 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ამ წესით განსაზღვრული სტატუსის მიუხედავად), რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდება მოგზაურობის ისტორია „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნებიდან, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან კარანტინს საკარანტინე სივრცეში, საკუთარი ხარჯით, გარდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისებისა; ვ.ა) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნტში განსაზღვრულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანის რესპუბლიკა, ზიმბაბვეს რესპუბლიკა, ნამიბიის რესპუბლიკა, ლესოთოს სამეფო, ესვატინი, მოზამბიკის რესპუბლიკა, მალავის რესპუბლიკა; ვ.ბ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან კარანტინს საკარანტინე სივრცეში 14 დღის განმავლობაში, ხოლო მისი დასრულების შემდეგ – ტესტირებას პჯრ მეთოდით (PCR კვლევას); ვ.გ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების ტესტირების კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 28 ნოემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები