„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023093
537
18/11/2021
ვებგვერდი, 18/11/2021
470230000.10.003.023093
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 537

2021 წლის 18 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-4 მუხლის 64 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„64. ამ მუხლის 63 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა (მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიების ჩატარების თაობაზე) არ ვრცელდება საქართველოს უმაღლესი ლიგების (ფეხბურთში − „ეროვნული ლიგა 1“, რაგბიში − „დიდი 10“) მატჩებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე/მატჩებზე (სპორტის ნებისმიერ სახეობაში), რომლებზეც დაიშვებიან მაყურებლები „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად და ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველმა უნდა წარადგინოს შესაბამის ღონისძიებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა, ან მოცემულ ღონისძიებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი