დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 647 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022367 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებები/ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ პროგრამულ უზრუნველყოფაში შეავსონ COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვის პროცესში მათი მოქმედების შესაბამისი ინფორმაცია.“. 2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით: ა) სამინისტროს ბაზაზე ამოქმედდეს ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომელიც განახორციელებს ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლის განხორციელებას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა სამუშაო პროცესში ადმინისტრაციული, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერისი დავალებების შესასრულებლად, დაკომპლექტდეს ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან, შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ; გ) სადაზღვევო კომპანიებმა უზრუნველყონ კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვა, მეთვალყურეობა და სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმების/პედიატრების/შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მეშვეობით; დ) სადაზღვევო კომპანიებმა მოახდინონ დაზღვეული პირების ინფორმირება COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაციის თუ სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ; ე) ამ პუნქტით განსაზღვრული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან; ვ) სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებას, შესაძლებელია, დარეგულირდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები