დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 601 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022316 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 163 მუხლი:
„მუხლი 163. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩერდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; საბაგიროთი გადაადგილება. მუნიციპალიტეტებს ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ან/და უკუმიმართულებით ჩერდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რესტორნები/ბარები/კაფეები ფუნქციონირებენ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამატებული 163 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2020 წლის 25 სექტემბრიდან. დადგენილებით დამატებული 163 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 26 სექტემბრიდან; ხოლო დადგენილებით დამატებული 163 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 25 სექტემბრის 22:00 საათიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები