დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 562 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023118 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 32 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 მუხლი: „ მუხლი 33 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიზნებისათვის „მწვანე“ სტატუსის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ პირობას: ა) ვაქცინირებულია სრულად, „იზოლაციისა და კარანტინის წესებისა“ და „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანების შესაბამისად; ბ) ფლობს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციაზე ჩატარებული PCR ტესტირების ან/და უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ჩატარებულ ანტიგენ/სწრაფი ტესტირების ნეგატიურ პასუხს; გ) გადატანილი აქვს კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) და ლაბორატორიულად დადასტურების თარიღიდან გასულია 14 დღეზე მეტი. 2. ეს წესები განსაზღვრავს „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს. დასაქმებული პირებისთვის დასაქმების ობიექტებზე დაშვებისათვის, ასევე 18 წლამდე პირებისათვის ამ წესებით განსაზღვრული „მწვანე“ სტატუსის მოთხოვნა სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტატუსის შესამოწმებლად ამ დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა უნდა გამოიყენონ ელექტრონული პორტალი www.covidpass.moh.gov.ge ან აპლიკაცია CovidPass Georgia-ს QR წამკითხველი და მოახდინონ სტატუსის შემოწმება/დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 4. ელექტრონული პორტალის www.covidpass.moh.gov.ge-სა და აპლიკაციის CovidPass Georgia და Georgia e-health ოპერირების, ასევე სტატუსის შემოწმებაზე კონტროლის პროცედურები დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“: ა) მე-4 მუხლის: ა.ა) მე-6 – 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება, ხოლო სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათის ღონისძიება უნდა ჩატარდეს იმ სტუმართა/ვიზიტორთა დასწრებით, რომელთაც აქვთ „მწვანე“ სტატუსი. 61. დასაშვებია ბავშვთა გასართობი ცენტრების საქმიანობა, თუ ცენტრში მყოფ ყველა სტუმარს/ვიზიტორს აქვს „მწვანე“ სტატუსი. 62. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე და ამასთან, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკონცერტო ინფრასტრუქტურა და კონცერტი უნდა ჩატარდეს სასტუმროს „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრებისთვის/ვიზიტორებისთვის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“; ა.ბ) 64 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „64. ამ მუხლის 63 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა (მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიების ჩატარების თაობაზე) არ ვრცელდება საქართველოს უმაღლესი ლიგების მატჩებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე/მატჩებზე (სპორტის ნებისმიერ სახეობაში), რომლებზეც დაიშვებიან „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრები/ვიზიტორები „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“; ბ) მე-6 მუხლის: ბ.ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურის/აქტივობის, ღია/დახურული ტიპის აუზების, სპაცენტრების განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შრომის ინსპექციის სამსახურის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.“; ბ.ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შეთავაზება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტუმრებზე/ვიზიტორებზე, რომლებსაც აქვთ „მწვანე“ სტატუსი.“; ბ.გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. დასაშვებია სასტუმროებსა და სხვა განთავსების ობიექტებზე კვების ობიექტის, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება, თუ მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრები/ვიზიტორები.“; ბ.დ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები: „22. დასაშვებია სამთო კურორტების დახურულ (გონდოლის ტიპის) საბაგიროებზე სტუმართა/ვიზიტორთა დაშვება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 23. ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შეთავაზება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტუმრებზე/ვიზიტორებზე, რომლებსაც აქვთ „მწვანე“ სტატუსი.“; ბ.ე) 41 და 42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. კვების ობიექტების (რესტორნების/ბარების/კაფეების/სასტუმროს კვების ობიექტების) როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღება დასაშვებია მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრებისათვის, ასევე დასაშვებია მიტანის მომსახურება (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“). კვების ობიექტების (რესტორნების/ბარების/კაფეების/სასტუმროს კვების ობიექტების) ფუნქციონირებისას დაცულ უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. 42. სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია, როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრის მიღებით, ასევე პროდუქტის გატანისა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“) და მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).“; ბ.ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დასაშვებია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე შესვლა მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვის. აღნიშნულის შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას (გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე ორგანიზებული წამახალისებელი გათამაშებისა).“; ბ.ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესის დარღვევის, „მწვანე“ სტატუსის არმქონე პირის ობიექტზე დაშვების ან/და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები