„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022133
418
08/07/2020
ვებგვერდი, 08/07/2020
470230000.10.003.022133
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №418

2020 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი:

მუხლი 112.  საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან  ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს.

4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები ერთობლივი ბრძანების შესაბამისად და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეს.

5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები.

6. ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.

7. უცხოელ ვიზიტორს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი კვლევების ჩატარების ვალდებულება არ წარმოეშვება იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარი ხარჯებით განთავსდება კარანტინში.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია