„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023261
53
04/02/2022
ვებგვერდი, 04/02/2022
470230000.10.003.023261
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №53

2022 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 33 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებულიიზოლაციისა და კარანტინის წესების“:

) მე-4 მუხლის:

.) მე-6 − 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება.

61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბავშვთა გასართობი ცენტრების საქმიანობაზე.

62. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე და ამასთან, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკონცერტო ინფრასტრუქტურა და კონცერტი უნდა ჩატარდეს სასტუმროს სტუმრებისთვის/ვიზიტორებისთვის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“;

.) 64 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„64. ამ მუხლის 63 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა (მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიების ჩატარების თაობაზე) არ ვრცელდება საქართველოს უმაღლესი ლიგების მატჩებსა და საქართველოში დაგეგმილ  საერთაშორისო შეჯიბრებებზე/მატჩებზე (სპორტის ნებისმიერ სახეობაში), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“;

) მე-6 მუხლის:

.) 13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) 21, 23  და 24 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

.გ) 41 და 42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. დასაშვებია კვების ობიექტების (რესტორნების/ბარების/კაფეების /სასტუმროს კვების ობიექტების) ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის დაშვებით, ასევე დასაშვებია მიტანის მომსახურება (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“). კვების ობიექტების (რესტორნების/ბარების/კაფეების/სასტუმროს კვების ობიექტების) ფუნქციონირებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

42. დასაშვებია სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღებით, ასევე პროდუქტის გატანისა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“)  და  მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).“;

.) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილების ფუნქციონირება.“;

.) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესის დარღვევის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი