„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022440
718
30/11/2020
ვებგვერდი, 30/11/2020
470230000.10.003.022440
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 718

2020 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაევალოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს,  განახორციელოს ოპერაციული შტაბის საქმიანობის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის,  ოპერაციული შტაბის საქმიანობისათვის საჭირო სამუშაო სივრცის გამოსაყოფად შესაბამის უძრავ ნივთზე თხოვების ხელშეკრულების გაფორმება, აღნიშნული ფართის მოვლა-პატრონობა (დასუფთავების, კომუნალური გადასახადებისა და კავშირგაბმულობის ხარჯი) და ოპერაციულ შტაბში საქმიანობის განმახორციელებელი პირების კვებითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია