დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 413 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022128 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე/სტუდენტთა საგრანტო კონკურსში/საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენის მიზნით ჩასატარებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი/აპლიკანტი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, დაექვემდებარება ტესტირებას პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით გამოცდაზე/კონკურსზე/ ტესტირებაზე დაშვებამდე და შემდეგ განმეორებით ყოველ 72 საათში. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში. 22. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდის/კონკურსის/ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ინფორმაციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმირებას.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები