დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 55 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 05/02/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022607 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი − 71 პუნქტების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემიდან, დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფიზიკური პირის/მეწარმე სუბიექტის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს. აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში ან/და ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდონ მხოლოდ მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტების თაობაზე. 8. ის ფიზიკური პირი/მეწარმე სუბიექტი ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომლის მხრიდანაც დარღვეულია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი − 71 პუნქტები და აღნიშნული დარღვევის თაობაზე შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში ან/და ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია მიღებული აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად: ა) ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით − „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ და „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ განსაზღვრული თანადაფინანსებით/სუბსიდირებით (აქვე იგულისხმება 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილების პირველი მუხლის „დ“ და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფიზიკური პირიც, რომელიც არ საჭიროებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციას და ამავე პირის მიერ დაფუძნებული საწარმო), თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის თანადაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე; ბ) ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკრო სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ განსაზღვრული სუბსიდირებით, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე; გ) ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „საკრედიტო საგარანტიო სქემა“, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს სქემის ფარგლებში სესხის დამტკიცებამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აწარმოე საქართველოში ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის უზრუნველყოფა და მოითხოვოს გაცემული საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია; დ) ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს ხსენებულ მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აწარმოე საქართველოში ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ საანგარიშო თვეში სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას; ე) ვერ ისარგებლებს „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებითა და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით/პროექტებით, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს მეწარმე ფიზიკური პირისთვის/იურიდიული პირისთვის თანადაფინანსების/დაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე. ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის/პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემა ან/და გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემის დღისთვის ან საანგარიშო თვეში სუბსიდირების/თანადაფინანსების/დაფინანსების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 5 თებერვლიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები