„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022722
168
08/04/2021
ვებგვერდი, 09/04/2021
470230000.10.003.022722
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №168

2021 წლის 8 აპრილი 

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების მიხედვით, ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და დანართებს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში, სამინისტროს მითითების საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულების ბაზაზე უზრუნველყოს COVID-19 ვაქცინაციისთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების ორგანიზება, დადგენილი წესის მიხედვით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი