დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 241 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022797 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა დასაშვებია ამ წესის მე-11 მუხლის 41 პუნქტითა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. 2. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღების მიზნით დასაშვებია 05:00 საათიდან 23:00 საათამდე, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა, მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“). სტუმრის მიღებისას დაცულ უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.“. 3. მე-6 მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება შაბათ-კვირას ასევე დასაშვებია როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღებით, ასევე პროდუქტის გატანისა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“) და მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).“. 4. მე-11 მუხლის 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს, გარდა ამავე პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“. 5. მე-11 მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული გეგმის დანართ №2-ის 11 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირები, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარებიან ამ წესით განსაზღვრულ შეზღუდვებს, გარდა ამავე პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“. 6. მე-11 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“, „ა2“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამ წესის 115 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება;“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები