„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023044
499
06/10/2021
ვებგვერდი, 06/10/2021
470230000.10.003.023044
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №499

2021 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-6 მუხლის:

1. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. 2021 წლის 6 ოქტომბრიდან დასაშვებია სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება  მომსახურების გაწევის მიზნით 05:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო 23:00 საათიდან 05:00 საათამდე დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის.“.

2. 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​​1. 2021 წლის 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია  როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღების მიზნით 05:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“)  საათობრივი შეზღუდვის გარეშე. სტუმრის მიღებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი