დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 456 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 22/07/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022173 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იკრძალება დახურულ სივრცეში ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ღონისძიებები და ასევე მათზე დასწრება ღია სივრცეში უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“. 3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ღია სივრცეში არსებულ გასართობ აქტივობებზე.“. 4. მე-6 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება სამუზეუმო საქმიანობასა და დახურულ სივრცეში სარეპეტიციო საქმიანობაზე, ასევე ღია სივრცეში ჩასატარებელ სპორტულ, კულტურულ ღონისძიებებსა და გასართობი პარკების/ატრაქციონების ფუნქციონირებაზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 22 ივლისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები