„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022222
504
14/08/2020
ვებგვერდი, 17/08/2020
470230000.10.003.022222
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №504

2020 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 112 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

„მუხლი 113. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში მონაწილე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა/წარმომადგენელთა მიმართ გასატარებელი პროცედურები

1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე/წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში:

ა) „მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლება „NOBLE PARTNER 20“;

ბ) „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები (Joint Combined Exercise Training /JCET)“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე  უნდა წარადგინონ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე 12-დღიანი კარანტინის გავლისა და უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია