„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023362
151
29/03/2022
ვებგვერდი, 29/03/2022
470230000.10.003.023362
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151

2022 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-3 მუხლის პირველი23, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის ჭერქვეშ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. პირბადის ტარებისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით.“.

4. 51 და მე-6 მუხლები და მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 მუხლის მე-2 – 41 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-11 მუხლის 4​​​​​1 პუნქტის:

ა) ​​​3 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან;“.

7. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) გარდამავალ ეტაპზე უწყვეტად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) 2022 წლის 1 მაისამდე არ განახორციელოს სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა, გარდა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა. ამ შემთხვევაში, გასაცემლის ადმინისტრირება განხორციელდება შესაბამისი გასაცემლის ადმინისტრირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს შეუჩერდეთ სახელმწიფო გასაცემლის გაცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებსა (ფორმა №IV-50/4) და, შესაბამისად, ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2022 წლის 1 მაისამდე. ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის გაცემის უწყვეტობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ადმინისტრირება განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სახელმწიფო გასაცემლის მიმღებ პირებს, რომლებზეც გავრცელდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება და 2022 წლის 1 მაისამდე ვერ წარმოადგინეს შშმ სტატუსის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი), თუ 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ხელახლა მიენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და ამავე ვადაში სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებითა და საჭირო დოკუმენტით (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი) მიმართავენ სააგენტოს, სახელმწიფო გასაცემელი დაენიშნებათ მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და აუნაზღაურდებათ 2022 წლის 1 მაისიდან მიუღებელი თანხა, შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის ოდენობით.“;

დ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:

„62. 2022 წლის 1 აპრილის შემდეგ, მონაცემთა ბაზისა და „საარსებო შემწეობის“ ადმინისტრირება გრძელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს „საარსებო შემწეობის“ გაცემა, სარეიტინგო ქულის შენარჩუნება იმ ოჯახებზე, რომლებსაც ამ მუხლის 61 პუნქტის მოქმედების პერიოდში წარმოეშვათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის და/ან „საარსებო შემწეობის“ შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები, მანამ, სანამ არ განხორციელდება ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამოწმების შედეგებიდან გამომდინარე განახორციელოს შემდგომი ადმინისტრირება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) სააგენტომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების (მათ შორის, იმ ოჯახების, რომლებზეც გავრცელდა 61 პუნქტის მოქმედება) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად;

გ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს რაიმე სხვა დამატებითი ადმინისტრირების ღონისძიება, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისა, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებთან მიმართებით.“.

8. მე-18 მუხლის:

ა) პირველი და  მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის მინისტრის ბრძანებით განხორციელდეს სპეციალური სამედიცინო დაწესებულებების განსაზღვრა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროსთან კოორდინაციით შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის მობილიზება ან გამოყოფა სამინიტროს მითითების შესაბამისად, მათ შორის:

ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულებაში საჭირო საწოლფონდის მობილიზება) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ  სამედიცინო დაწესებულებებში; და/ან

ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად,  სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა;

გ) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, COVID-19-ით ინფიცირებულ ორსულთა მართვა „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 22, 23 და 24 პუნქტები:

„22. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის მობილიზება ან გამოყოფა სამინისტროს მითითების შესაბამისად.

23. ამ მუხლის პირველი და 22 პუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ სასამართლოს განჩინებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

24. ამ მუხლის პირველი და 22 პუნქტებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, საქმიანობის სანებართვო პირობად განსაზღვრის მიუხედავად, წარმოადგენს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 28 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი