„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023231
24
18/01/2022
ვებგვერდი, 18/01/2022
470230000.10.003.023231
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2022 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 61 პუნქტები:    

„51. 2022 წლის 1 აპრილამდე, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში, სააგენტომ არ განახორციელოს ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმება (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცეს ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გარდა ამავე პროგრამის ფარგლებში დადგენილი გამონაკლისებისა (სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული ბაზის მიხედვით: გარდაცვალება, მოქალაქეობის შეწყვეტა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზის მიხედვით − საზღვრის კვეთა).“.

„61. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციის და/ან „საარსებო შემწეობის“ დამატებითი ადმინისტრირების კუთხით, 2022 წლის 1 აპრილამდე:

ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, არ განხორციელდება სააგენტოს ინიციატივით და/ან „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირველადი ან განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ;

ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით, სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების  ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსება, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსება, საზღვრის კვეთა), გამოკლებული წევრ(ებ)ის უკან დაბრუნების/დამატების შემთხვევაში, სააგენტო, ოჯახის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას, სხვა შემთხვევაში საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება გადაანგარიშებული ოდენობით, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით;

ე) თუ ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის/შეფასების შედეგად მოიპოვებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, სააგენტო ვალდებულია, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა განახორციელოს ავტომატურად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე;

ვ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად;

ზ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესის“ მე-14 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის/ბავშვის დეკლარაციის  შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან თუ ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები ან ოჯახმა, მისამართის ცვლილების საფუძვლით, განმეორებითი შეფასების განაცხადით მიმართა სააგენტოს და ახალ მისამართზე სოციალური აგენტის ვიზიტ(ებ)ის შედეგად დასტურდება, რომ ოჯახი არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;

თ) სააგენტო უფლებამოსილია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებისა და „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში, პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის, ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემები, რაც სააგენტოს მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი