დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 38 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022590 |
38
29/01/2021
ვებგვერდი, 29/01/2021
470230000.10.003.022590
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის
№32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/01/2021, 470230000.10.003.022583) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი: „42.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება გარე სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა შაბათ-კვირისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა.“.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები