„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022613
61
09/02/2021
ვებგვერდი, 09/02/2021
470230000.10.003.022613
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2021 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“:

1. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, კერძოდ, ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და, დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის გაზიარებას.  მითითებულ ინფორმაციაზე წვდომისა  და დამუშავების უფლება აქვთ კოვიდ და საკარანტინო სასტუმროებს, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე  ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.“.

3. მე-11 მუხლის 43 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​3.  ამ მუხლის 4​2 პუნქტით გათვალისწინებული პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები  და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:

„44. საკატანტინო სივრცეებში განთავსების მიზნით, ამ წესის 114 მუხლით განსაზღვრული პირების აღრიცხვასა და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამავე წესის მე-11 მუხლის 42 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) – registration.gov.ge-ის მეშვეობით. ინფორმაციის აღრიცხვისა და მასზე წვდომის უფლებამოსილება გააჩნიათ აგრეთვე შესაბამის კოვიდ და საკარანტინო სასტუმროებს საკუთარ სასტუმროში განთავსებული პირთა წრის ფარგლებში.“.

5. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის 41 პუნქტის შემთხვევაში, პირის მიერ ივსება სპეციალური განაცხადი  ვებგვერდზე – www.stopcov.ge  განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით, ხოლო იზოლაციაში (თვითიზოლაცია, კარანტინი) მყოფი პირების შესახებ მონაცემების დამუშავება და პროცესის მართვა შეიძლება, განხორციელდეს ამ მუხლის 42 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით.“.

6. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკარანტინე სივრცეებში შესაბამისი პირების გადაყვანას, კომპეტენციების შესაბამისად, ახორციელებენ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით). სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირების გადაყვანას ახორციელებს მხოლოდ აჭარის რეგიონის მასშტაბით, ხოლო დანარჩენი საქართველოს მასშტაბით პირების გადაყვანა ხორციელდება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიისა.“.

7. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირის საკარანტინო სივრცეში გადაყვანისა და განთავსების მიზნით, სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მხოლოდ აჭარის რეგიონის მასშტაბით), სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უფლებამოსილნი არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცენ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი პირის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია).“.

8. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე კერძო დაწესებულებები, რომლებიც დაკისრებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ამ წესითა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით, უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას პირთა იზოლაციის/კარანტინის ღონისძიებებისა და COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ეფექტიანი და კოორდინირებული მართვის მიზნით, რისთვისაც უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ მათ სისტემაში არსებული სხვადასხვა ელექტრონული სისტემა ან/და განახორციელონ მონაცემების გაცვლა, მათ შორის, აღნიშნულ სისტემებს შორის კავშირის გზით. ამასთან, მონაცემთა გაცვლის საკითხები დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დარეგულირდეს  მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია