დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 697 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/11/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022418 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-2 მუხლის მე-8 და 82 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს (მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გავლით ჩამოსვლის შემთხვევაში), აგრეთვე (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ჩაღრმავებულ გამოკითხვასა და აღრიცხვას „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის“ (დანართი №9) შევსებით, რომელიც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ.“. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208–№01-55/ნ–№127 ერთობლივი ბრძანება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 20 ნოემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები