„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023286
78
17/02/2022
ვებგვერდი, 17/02/2022
470230000.10.003.023286
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №78

2022 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

ა) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, კერძოდ, ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და, დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის გაზიარებას. მითითებულ ინფორმაციაზე წვდომისა და დამუშავების უფლება აქვთ იმ კოვიდ და საკარანტინო სასტუმროებს, რომლებთანაც სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.“;

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების შესრულებაზე, კომპეტენციის შესაბამისად, პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აღსრულების პროცესში მონაწილეობა აგრეთვე  ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.  ამასთანავე, 2022 წლის 15 თებერვლიდან, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის „ა1“ – „ა4“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული  საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესის  ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის, ბაზრის კვლევისა და მიმწოდებელთა შერჩევის ღონისძიებები, მიმწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი, ინსპექტირება/მართვა და ინსპექტირების აქტების სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდება (საანგარიშგებო პერიოდის მიხედვით), ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, დაევალოს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.“;

გ) მე-11 მუხლის 43 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​​3.  ამ მუხლის 4​​2 პუნქტით გათვალისწინებული პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ხოლო საკარანტინო და კოვიდსასტუმროებში პირების შესვლისა და აღნიშნული საკარანტინო სივრცეების დატოვების მონიტორინგს, ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით, ახორციელებს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.“;

დ) მე-18 მუხლის:

დ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი, 4​1 და მე-8 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების შესაბამისად.“;

დ.ბ) მე-11 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა პირველი მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებისა. ხოლო პირველი მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი