დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 322 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 23/05/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022034 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (16/09/2020 - 16/09/2020)
|
მუხლი 1 |
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები.“
|
მუხლი 2 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმებული M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანა ჩაითვალოს ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულად.
|
მუხლი 3 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, წარმოადგენს ამ დადგენილების შემადგენელ ნაწილს.
|
მუხლი 31 |
ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 112 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე თანხმობის გაცემა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 24.07.2020წ. |
მუხლი 4 |
1. დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 23 მაისიდან.
2. (ამოღებულია - 10.07.2020, №433). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №433 – ვებგვერდი, 10.07.2020წ. |
|
იზოლაციისა და კარანტინის წესები
|
თავი I. ზოგადი რეგულაციები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ დადგენილების მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იზოლაციისა და კარანტინის წესების, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე (აგიტაციაზე). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ. მუხლი 2. მიმოსვლის რეგულირება 1. ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. 2. ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე. 21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა 2020 წლის 13 ივლისიდან არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: ა) მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); ბ) პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); გ) რიგა (ICAO-ს კოდი EVRA). 22. გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას.. 5. (ამოღებულია - 15.07.2020, №440); 6. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 7. იკრძალება ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. 71. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილებისას ყველა პირი (მათ შორის, მძღოლი) აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით. 8. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 81. საქართველოში მეზღვაურთა გადაადგილებისას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. 82. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება ტრანზიტულად და საქართველოს საზღვარს კვეთს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან საქართველოს საზღვარს კვეთს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით, მაგრამ დასტურდება, რომ იგი იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა, საქართველოში შემოსვლის შემდეგ ექვემდებარება ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფ მარტივ ტესტირებას ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 9. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, კერძოდ, ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისთვის გაზიარებას. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №337 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №341 – ვებგვერდი, 29.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №350 – ვებგვერდი, 04.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ივნისის დადგენილება №355 – ვებგვერდი, 08.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ივნისის დადგენილება №375 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №433 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის რეგულირება 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 11. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოები და გამოცდების ჩატარება უზრუნველყოს არადისტანციურად (ფიზიკურად), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 21. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე/სტუდენტთა საგრანტო კონკურსში/საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენის მიზნით ჩასატარებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი/აპლიკანტი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, დაექვემდებარება ტესტირებას პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით გამოცდაზე/კონკურსზე/ ტესტირებაზე დაშვებამდე და შემდეგ განმეორებით ყოველ 72 საათში. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში. 22. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდის/კონკურსის/ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ინფორმაციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმირებას. 3. (ამოღებულია - 03.07.2020, №410). 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე. 5. (ამოღებულია - 03.07.2020, №410). 6. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა). 7. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი, საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №367 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №393 – ვებგვერდი, 30.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №410 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ივლისის დადგენილება №413 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №546 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №578 – ვებგვერდი, 16.09.2020წ.
მუხლი 4. კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა 1. კულტურული ღონისძიებების ჩატარება, გარდა სამუზეუმო და დახურულ სივრცეში სარეპეტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულისა, ასევე ღია სივრცეში ჩასატარებელი კულტურული ღონისძიებებისა, დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით. 2. იკრძალება დახურულ სივრცეში ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა. 21. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ღონისძიებები და ასევე მათზე დასწრება ღია სივრცეში უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არაუმეტეს 200 ფიზიკური პირის თავშეყრით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ სასწავლო-საწვრთნელ ღონისძიებებზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ღია სივრცეში არსებულ გასართობ აქტივობებზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №367 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №374 – ვებგვერდი, 18.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №439 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის დადგენილება №456 – ვებგვერდი, 23.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
მუხლი 5. თავშეყრის რეგულირება 1. იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.). 11. (ამოღებულია - 09.09.2020, №566). 2. დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივლისის დადგენილება №450 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება 1. დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: ა) სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა; ბ) (ამოღებულია - 06.07.2020, №414); გ) გასართობი დაწესებულებების, ე.წ. ღამის კლუბების საქმიანობისა. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება სამუზეუმო საქმიანობასა და დახურულ სივრცეში სარეპეტიციო საქმიანობაზე, ასევე ღია სივრცეში ჩასატარებელ სპორტულ, კულტურულ ღონისძიებებსა და გასართობი პარკების/ატრაქციონების ფუნქციონირებაზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 3. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 4. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 5. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 6. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი გათამაშებისა). 7. სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ: ა) საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 71. სპორტულ-გამაჯასანსაღებელი პროცედურის/აქტივობის განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 8. ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით (გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა, სადაც ამ პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია განისაზღვრება არანაკლებ 1 მეტრით), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 9. ამავე მუხლის პირველი პუნქტით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) ან/და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი. 10. ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის, კერძოდ, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების ან/და დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განახლება განხორციელდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №337 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №374 – ვებგვერდი, 18.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №410 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ივლისის დადგენილება №414 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №439 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის დადგენილება №456 – ვებგვერდი, 23.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №515 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №537 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №546 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
მუხლი 7. საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების დროებითი წესები 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია: ა) განსაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე, ნოტარიუსებისა და კერძო აღმასრულებლების საქმიანობების ადმინისტრირების, აგრეთვე, მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული წესები და პირობები; ბ) პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია: ა) დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; ბ) დაადგინოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში; გ) განსაზღვროს საერთაშორისო დაცვის პროცედურების კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები. 3. საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, გამოიყენონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ. მუხლი 8. ოპერაციული შტაბი 1. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი შეირჩევა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა მოადგილეებიდან. 3. ოპერაციული შტაბის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით. 4. ოპერაციული შტაბი უფლებამოსილია, მის დაქვემდებარებაში შექმნას ადგილობრივი ოპერაციული შტაბები. 5. ოპერაციული შტაბის ადმინისტრაციულ და სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი. მუხლი 9. დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და მათი უფლებამოსილება 1. ამ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს. 2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის ან მეწარმე სუბიექტის (გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა) მიერ სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში − შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი) უშუალოდ ან/და ამ დადგენილების მიზნებისათვის შემდეგი საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების დახმარებით: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახური. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისთვის დახმარება ეთხოვოთ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურებს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საზედამხედველო სამსახურებს. 4. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, როგორც სამუშაო ადგილების, დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოების ძირითად მაკონტროლებელს, მიეცეს უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უშუალოდ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 41. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების თაობაზე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უშუალოდ ან/და ამავე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების დახმარებით უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო/საინფორმაციო ღონისძიებები. 5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური არსებული რესურსის ფარგლებში, საკარანტინე სივრცის/ტერიტორიის გარე პერიმეტრის კონტროლის გზით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს დახმარებას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირების მხრიდან კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით. 6. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ცალკეულ უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის გზით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი ზომების გატარების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე და ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით. ასევე ზემოაღნიშნულ უწყებებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ ძალისხმევას. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №515 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.
თავი II. ფიზიკური პირის მიმართ გასატარებელი იზოლაციისა და კარანტინის წესები მუხლი 10. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე თავი არეგულირებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის, რეაგირებისა და მზადყოფნის მიზნით, იზოლაციასა და კარანტინთან დაკავშირებულ საკითხებს და პირობებს და ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირზე. 2. ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნით ყველა პირი ვალდებულია: ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას ან გაზრდას; ბ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ისეთი გარემოებების შესახებ, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების რისკების შესაფასებლად; გ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად; დ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; ე) ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად დაიცვას იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებები; ვ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები. მუხლი 11. ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის წესები 1. ამ თავის მიზნებისთვის, იზოლაცია ხორციელდება კორონავირუსის გავრცელების რისკის აღკვეთის მიზნით, კორონავირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი პირების მიმართ. 2. ამ თავის მიზნებისთვის, იზოლაცია შეიძლება, მოხდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში (კარანტინი) ან თავად ამ პირის მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში (თვითიზოლაცია). 3. იზოლაციის ღონისძიებები ხორციელდება ფიზიკური პირის, ფიზიკურ პირთა ჯგუფების, საცხოვრებელი სახლის/კორპუსის, სამედიცინო დაწესებულების, თავშესაფრებისა და დასახლებული პუნქტების/დასახლებების/მუნიციპალიტეტის მიმართ. 4. კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში იზოლაციას. 41. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი იზოლაციაში თავსდება 8 დღით. 42. ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრულ იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ პირს PCR ტესტირება უტარდება იზოლაციის მე-8 დღეს და საიზოლაციო სივრცეს ტოვებს უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ამასთან, იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს პირი ვალდებულია, ჩაიტაროს PCR ტესტირება. აღნიშნული პროცესის მართვა ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება: ა) იზოლაციის მე-8 დღეს ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემების იდენტიფიცირება საკარანტინე სივრცეების მიხედვით; ბ) მე-8 დღეს ტესტირებაჩატარებული პირების შესახებ მონაცემების დამუშავება საკარანტინე სივრცეების დატოვების მიზნით; გ) იმ პირთა გამოვლენა, რომელთაც მე-12 დღეს არ ჩაიტარეს ტესტირება. 43. ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. 5. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ჩაღრმავებულ გამოკითხვას და აღრიცხვას „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის“ (დანართი №9) შევსებით, რომელიც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ. 6. კონტაქტირებული პირების დადგენას ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი სამსახურები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები) უფლებამოსილი პირები (ეპიდემიოლოგები), რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ. 7. თვითიზოლაციის სურვილის შემთხვევაში, პირი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმას (ხელმისაწვდომია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.moh.gov.ge), რომლის საფუძველზეც სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განსაზღვრავს პირის ამ მუხლის 71 პუნქტთან შესაბამისობას და ახორციელებს თვითიზოლაციისთვის მითითებული საცხოვრებელი გარემოს შესწავლას. შესაფერისი საცხოვრებელი პირობებისა და ამავე მუხლის 71 და 72 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პირის თვითიზოლაციაში მოთავსების/ გადაყვანის შესახებ. 71. თვითიზოლაციაში მოთავსება/გადაყვანა შესაძლებელია: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგ.: ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვა) გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას; ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტებული პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობის გათვალისწინებით, თვითიზოლაციის წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია ან დიპლომატიური მისია; გ) სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას. 72. იზოლაციისას პირის ტესტირების საკითხები რეგულირდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების შესაბამისად. 8. საკარანტინე სივრცეებში შესაბამისი პირების გადაყვანას ახორციელებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. 9. იზოლაციამდე (კარანტინი, თვითიზოლაცია) ფიზიკური პირი ხელს აწერს ინფორმირების ფორმას (დანართი №3). ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ფორმაში კეთდება შესაბამისი შენიშვნა, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 10. იზოლაციამდე პირს განემარტება/გადაეცემა შესაბამისი ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელიც უნდა დაიცვას იზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის პერიოდში. 11. დადასტურებული შემთხვევის კონტაქტის იზოლაციის ვადის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების უფლებამოსილი პირ(ებ)ი. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/ კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა. 12. ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არაუმეტეს 5 დღისა გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება. 13. გადაწყვეტილებაში აღინიშნება ფიზიკური პირის იზოლაციაში მოთავსების თარიღი და ვადა. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის მიზნებისთვის, გადაწყვეტილებად ჩაითვლება „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №9-ის გაფორმება ან სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ან სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შევსება (რაც შესაძლებელია იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). 15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული აქტის გამოცემა არ არის სავალდებულო, როდესაც კარანტინი ცხადდება კონკრეტული ტერიტორიის (მუნიციპალიტეტი, დასახლება) მიმართ. 16. პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. 17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შესაბამისი ფაქტის ან/და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გააკონტროლოს იზოლაციაში (თვითიზოლაციაში, კარანტინში) მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვა, რაც მოიცავს, მათ შორის, მის ფიზიკურად ადგილზე გადამოწმებას, პერიოდული სატელეფონო ზარების განხორციელებასა და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საშუალებებით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №344 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №378 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №545 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
მუხლი 111. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაციების წევრთა, ასევე საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები 1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან: ა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები; ბ) საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან. საქართველოს
მთავრობის 2020 წლის
29
ივნისის
დადგენილება №3
91
– ვებგვერდი,
29.06
.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
მუხლი 112. საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები 1. (ამოღებულია - 27.08.2020, №538). 2. საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. 4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეს. 41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო დაწესებულება, ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსულ პირებზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში ასევე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ამ წესების შესაბამისად, ვიზიტორისათვის PCR ტესტირების/კვლევების ჩატარების შესახებ; ბ) ვიზიტორის კარანტინში განთავსების შესახებ. 5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 6. ის უცხოელი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება და ტესტირების პასუხის მიღებამდე განთავსდეს 24 სთ-ით კარანტინში საკუთარი ხარჯით, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უწყების გადაწყვეტილების შესაბამისად: ა) მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა; ან ბ) საკუთარი ხარჯით განთავსდეს 8-დღიან კარანტინში და საკარანტინე სივრცის დატოვებისას აგრეთვე მე-12 დღეს ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR კვლევა. 7. (ამოღებულია - 14.09.2020, №577). 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას თან იქონიონ უკანასკნელი 72 სთ-ის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ივლისის დადგენილება №418 – ვებგვერდი, 08.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №538 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
მუხლი 113. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში მონაწილე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა/წარმომადგენელთა მიმართ გასატარებელი პროცედურები 1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე/წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში: ა) „მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლება „NOBLE PARTNER 20“; ბ) „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები (Joint Combined Exercise Training /JCET)“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე 8-დღიანი კარანტინის გავლისა და უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთები. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №504 – ვებგვერდი, 17.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
მუხლი 114. იმ უცხოელი ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოდან დისტანციურად ახორციელებენ სხვა ქვეყნებში ბიზნეს/შრომით საქმიანობას 1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს. 4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სამინისტროები, ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მხარეს. 5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები. 6. ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი, ხოლო 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ და ასევე მე-12 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. ასეთმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №525 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
მუხლი 115. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები 1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდეგში – უცხოელი სტუდენტები) ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა) სპეციალური აპლიკაციის ფორმის – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით. 2. ელექტრონულ პროგრამაში უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გასცემს თანხმობას ან უარს. 4. საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 5. უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, გაიარონ კარანტინი ამ დადგენილებით ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის წესებით განსაზღვრული ვადით. კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ უცხოელ სტუდენტებს. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტის სტატუსიც აქვს მინიჭებული უცხოელ სტუდენტს, ვალდებულია: ა) შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები; ბ) უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება; გ) უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას; დ) უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №565 - ვებგვერდი, 09.09.2020წ. მუხლი 12. იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები 1. იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება. 2. დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა. 3. საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით. 4. იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით. 5. იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით). 6. იზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი ასევე შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა სამსახურებმა. 7. იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე. 8. იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება. 9. იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს. 10. იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე. მუხლი 13. ამ თავით გათვალისწინებული წესების კონტროლი ამ თავით დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 14. ინფორმაციის გაცვლა 1. სსიპ – შემოსავლების სამსახური კორონავირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირების თერმული სკრინინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციასა და „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათით“ (დანართი №9) გათვალისწინებულ ინფორმაციას, კომპეტენციის ფარგლებში, გადასცემს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ან მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, კონტაქტირებული პირების დადგენისა და იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 2. პირის საკარანტინო სივრცეში გადაყვანის მიზნით, სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უფლებამოსილი არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცენ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი პირის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია). 3. იზოლაციას (თვითიზოლაცია, კარანტინი) დაქვემდებარებული ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. 4. თვითიზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვის კონტროლის მიზნით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თვითიზოლაციას დაქვემდებარებული ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაციას (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციასა და თვითიზოლაციის/საცხოვრებელ მისამართს) უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავი III. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივლისის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 15. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 16.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივლისის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 16. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 04.06.2020წ. თავი III1. ეპიდემიური კერების მართვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ. მუხლი 161. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №493 – ვებგვერდი, 10.08.2020წ.
მუხლი 162. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №493 – ვებგვერდი, 10.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №526 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №547 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
თავი IV. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დროებითი ღონისძიებები მუხლი 17. სოციალური დაცვის მიმართულება 1. სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, და ა.შ.) გარდამავალ ეტაპზე უწყვეტად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) არ განახორციელოს სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული სახელმწიფო გასაცემლების თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას. 2. შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ორგანო გათავისუფლდეს გასაცემლის ადმინისტრირების ვალდებულებისაგან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გასაცემლის შეჩერება. 3. (ამოღებულია - 01.06.2020, №344). 4. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებს (ფორმა №IV-50/4) და, შესაბამისად, ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის მარტი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2020 წლის 1 ივლისამდე. 5. „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ არ განახორციელოს ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმება (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცეს ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გარდა ამ პროგრამის ფარგლებში დადგენილი გამონაკლისებისა. 6. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციისა და/ან „საარსებო შემწეობის“ დამატებითი ადმინისტრირების კუთხით: ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, არ განხორციელდება სააგენტოს ინიციატივით და/ან „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირველადი ან განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ; ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ; ამასთანავე, ამ ნორმის საფუძველზე ამავე პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან; დ) თუ ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის/შეფასების შედეგად მოიპოვებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, სააგენტო ვალდებულია, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა განახორციელოს ავტომატურად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე; ე) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად; ვ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესის“ მე-14 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის/ბავშვის დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან თუ ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები; ზ) სააგენტო უფლებამოსილია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებისა და „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემები, რაც სააგენტოს მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით. 7. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში მომსახურების მიწოდება (გარდა 24-საათიანი სერვისებისა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა) შეჩერდეს 2020 წლის 1 ივლისამდე. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის აღნიშნულ პერიოდში მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობებით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №344 – ვებგვერდი, 01.06.2020წ. მუხლი 18. სამედიცინო დახმარების მიმართულება 1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გაგრძელდეს პაციენტების მკურნალობა სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში (№1 და №2 დანართების შესაბამისად). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს: ა) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის მობილიზება სამინისტროს მითითების საფუძველზე, №1 დანართის შესაბამისად, მათ შორის: ა.ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულებაში საჭირო საწოლფონდის მობილიზება) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში; და/ან ა.ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად, სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა; ა.გ) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა; ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, COVID-19 დადებით ორსულთა მართვა „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად; ბ) ინფექციის კონტროლის წესების სრულად დაცვით და ინფექციის ნოზოკომიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, №2 დანართით განსაზღვრული კლინიკების საწოლფონდის მობილიზება ცხელების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის, სამინისტროს მითითების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს: ა) №1 დანართით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, დანართ №2-ით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებიდან რეფერირებული პაციენტების, მართვას; ბ) №2 დანართით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს №1 დანართით განსაზღვრულ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების საფუძველზე; COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით. 5. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოსაკვლევი მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად. 6. №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამავე დანართებით განსაზღვრულ დაწესებულებებში. ამასთან, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 7. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართით („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 8. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია, მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ. 9. დაევალოს: ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით; ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს: ბ.ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება; ბ.ბ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირების უზრუნველყოფა, დადგენილი მომსახურების საფასურის საფუძველზე, ამ მუხლის მე-10 პუნქტის და/ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მათ შორის: ბ.ბ.ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება, შენახვა და ტრანსპორტირება ან COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით (უშუალოდ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით); ბ.ბ.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის განმახორციელებელი/მიმწოდებელი დაწესებულების/ლაბორატორიების მეშვეობით (სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და შესაბამის დაწესებულებას/ლაბორატორიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად); გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს: გ.ა) საჭიროებისამებრ, კლინიკის სრულად მობილიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დახმარება მიმდინარე პაციენტების შესაბამისი მომსახურების სხვა მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილების პროცესში; გ.ბ) უზრუნველყოს ამ დადგენილების შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება. 10. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შემსყიდველ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. 11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 12. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დადგინდეს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა. 13. ამ დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ მიეცეს უფლება, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №2-ში მდებარე ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.27.09.011) მისამართზე საქმიანობა აწარმოოს არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. 14. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ“ (ს/კ: 205165453) არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე უზრუნველყოს №43.10.42.174 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდზე (მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული/დამაგრებული შენობა-ნაგებობის ჩათვლით) გამოყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2-ით) გამოწვეული ინფექციის (COVID-19-ის) სამართავად. ამ პუნქტის მიზნებისათვის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ უფლებამოსილია, გამოიყენოს მის ბალანსზე არსებული აქტივები, ძირითადი საშუალებები და სხვა რესურსი 15. სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ფუნქციონირებას განაგრძობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების/მოთხოვნების, ფუნქციონირების წესის შესაბამისად. 16. სამინისტროს სისტემაში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გათავისუფლდეს ფორმა №3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივლისის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. მუხლი 19. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა ფარმაცევტული პროდუქტის I რიგის „ა“ ტიპის ცვლილების რეგისტრაციის, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის და საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანის შეტყობინების (მათ შორის, სტომატოლოგიური მასალის და სადიაგნოსტიკო საშუალებების) განცხადების განხილვის ვადად განისაზღვროს ერთი თვე. მუხლი 20. საჯარიმო სანქციების აღსრულება 1. 2020 წლის 1 ივლისამდე, გაგრძელდეს მორატორიუმი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით განსაზღვრული საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების, ამავე დადგენილების №1 დანართის 191 მუხლითა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები, მითითებული ვადით, გავრცელდეს ასევე შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მათ შორის, 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში განსაზღვრული საჯარიმო სანქციების აღსრულებაზე. 3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების წერილობითი შეთანხმების მოქმედება შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფის (ვალდებულების ოდენობის შესაბამისი გარანტია) მოქმედების ვადის გადაწევას შესაბამისი პერიოდით და განმახორციელებლისათვის წერილობითი ფორმით წარდგენას. მუხლი 21. ქონების მართვასთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ-ებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში მოძრავი სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანიზაციისთვის/დაწესებულებისთვის გადაცემა განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილების და/ან „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილების შესაბამისად. 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებს მიეცეს თანხმობა, კორონავირუსის პრევენციის მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, გადაცემა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილებით. 3. სამინისტრო და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები გათავისუფლდნენ: ა) „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების მოთხოვნებისაგან; ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორცილებისას: ბ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან; ბ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების მოთხოვნებისაგან. 4. ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში სამინისტროსა და მის სახელმწიფო კოტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების, აგრეთვე ამ დადგენილების მე-18 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შემსყიდველი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ: ა) არ გავრცელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე დადგენილი სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების მინიმალური ვადები; ბ) გავრცელდეს ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის დებულებები, შინაარსის გათვალისწინებით. |
დოკუმენტის კომენტარები