„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 812
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022535
812
30/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
470230000.10.003.022535
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №812

2020 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6​​1. საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.“;

ბ) 62 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 2020 წლის 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2021 წლის 1 იანვრის 05:00 საათის ჩათვლით პერიოდზე და 2021 წლის 6 იანვრის 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათის ჩათვლით პერიოდზე.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) 31 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში,   ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში მდებარე ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობაზე.“;

გ) მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და  მე-12 პუნქტები:

„11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრავენ იმ მეწარმე სუბიექტებს ან/და საქმიანობებს, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

12. „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა ანგარიშვალდებული საწარმოსი) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

7. „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 3 იანვრიდან.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია