დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 614 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023170 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 33 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საახალწლო ღონისძიების გამართვა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე დასაშვებია მხოლოდ იმ სასტუმროებში, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებზე, რომელთა ყველა თანამშრომელსა და სტუმარს აქვს „მწვანე“ სტატუსი. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების გამართვა სასტუმროებს, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ამოქმედებული რეგულაციების დაცვით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-6 მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. დასაშვებია სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების, კვების ობიექტების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება, თუ მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრები/ვიზიტორები.“; ბ) 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, სამთო კურორტებზე, დახურულ (გონდოლის ტიპის) საბაგიროების შემთხვევაში, სტუმრები/ვიზიტორები დაიშვებიან მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას.“; გ) 23 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი: „24. ამ მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება უამინდობის გამო კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში დახურული (გონდოლის ტიპის) საბაგიროების მგზავრთა გადაადგილების საშუალებად გამოყენების შემთხვევაში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 24 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები