„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 638
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022358
638
21/10/2020
ვებგვერდი, 21/10/2020
470230000.10.003.022358
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №638

2020 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. კორონავირუსის გამო სამედიცინო დახმარების შესახებ შეტყობინების მიღებისას, პირის მოთხოვნის შემთხვევაში, პირის შესაბამის სადაზღვევო ორგანიზაციაში/სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერატიულად გადამისამართების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია,  პირის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ბაზაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ ბაზა უნდა მოიცავდეს დაზღვევით მოსარგებლე პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, დაზღვევის დასაწყისს, დაზღვევის დასასრულს, დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის თარიღს, დამზღვევს (საბიუჯეტო − დამზღვევი, რომელიც ახორციელებს დაზღვევას საბიუჯეტო სახსრებით; არასაბიუჯეტო) და სადაზღვევო ორგანიზაციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია