„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022994
443
31/08/2021
ვებგვერდი, 31/08/2021
470230000.10.003.022994
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №443

2021 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. 2021 წლის 14 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება რეგულარული სამგზავრო გადაყვანა (გარდა რუსთავი-თბილისისა), ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით სამგზავრო გადაყვანა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი