დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 538 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022258 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. 112 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი. 2. 112 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.“. 3. 112 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო დაწესებულება, ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსულ პირებზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში ასევე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ამ წესების შესაბამისად, ვიზიტორისათვის PCR ტესტირების/კვლევების ჩატარების შესახებ; ბ) ვიზიტორის კარანტინში განთავსების შესახებ.“. 4. 112 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ის უცხოელი ვიზიტორი, რომლის მიმართაც მიღებული იქნება ამ მუხლის 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. 7. ის უცხოელი ვიზიტორი, რომლის მიმართაც მიღებული იქნება ამ მუხლის 41 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება, ვალდებულია, აანაზღაუროს კარანტინში განთავსების ხარჯები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები