დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 410 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022965 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-2 მუხლის 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „72. 2021 წლის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება რეგულარული სამგზავრო გადაყვანა (გარდა რუსთავი-თბილისისა), ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით სამგზავრო გადაყვანა.“. 2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. 2021 წლის 14 აგვისტოდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის სპორტული (გარდა საერთაშორისო მატჩებისა), გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათის) ღონისძიების ჩატარება.“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. 2021 წლის 14 აგვისტოდან აკრძალულია ბავშვთა გასართობი ცენტრების საქმიანობა.“. 4. მე-5 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებას თან ახლავს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობა ან ხორციელდება ამ ტიპის ღონისძიების გამართვის ორგანიზება, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა.“. 5. მე-6 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. 2021 წლის 14 აგვისტოდან დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 05:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო 23:00 საათიდან 05:00 საათამდე დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.“. 6. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. 2021 წლის 14 აგვისტოდან კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღების მიზნით 05:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“) საათობრივი შეზღუდვის გარეშე. სტუმრის მიღებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები