დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 119 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022662 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება 2021 წლის 26-28 მარტს, ქ. თბილისში გასამართ ძიუდოს „გრან-სლემის“ ტურნირსა და 2021 წლის 28 მარტს, ქ. თბილისში გასამართ ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე (საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის) და ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებებზე დაიშვება მაყურებელთა 30%, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი: „43. 2021 წლის 19 მარტიდან დასაშვებია რესტორნებში/ბარებში/კაფეებში ცოცხალი მუსიკა, ამავე დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები