დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 170 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/04/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022725 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აპრილის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2021, 470230000.10.003.022724) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად) ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯით;“. 2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები (მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა) კი დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს;“. 3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 2 1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 15 აპრილიდან. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 14 აპრილიდან. 2. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი არ ვრცელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე კარანტინში მოთავსებული პირების მიმართ. 3. 2021 წლის 14 აპრილს ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი პირების სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის ხარჯების დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ერთჯერადად დაფინანსებას უზრუნველყოფს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტების (მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს დაფარავენ საკუთარი ხარჯით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 14 აპრილიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები