დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1908 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/04/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13(20), 01/05/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.000.518 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (23/03/2010 - 28/06/2010)
საქართველოს კანონი
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს, აგრეთვე განსაზღვრავს ამ აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასურის განაკვეთებს, გადახდის წესსა და პირობებს, გარდა ამ კანონის 171 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194
საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):
ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;
ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის;
ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;
[მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194
საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66
საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №784 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.23
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3534 - სსმ I, №37,27.08. 2006წ., მუხ.275
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1282 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.65
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1687 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.170
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 21. ქონებრივი შეზღუდვა
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს.
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1945 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.250
თავი II
სააღსრულებო დაწესებულებები
მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები
1. სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში –აღსრულების ეროვნული ბიურო) და მისი ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები (შემდგომში – სააღსრულებო ბიურო), რომელთა ძირითადი ფუნქციაა ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები).
2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1914 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.224
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიურო
1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.
5. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს და აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აქვს თავისი უფლებამოსილებების დელეგირების უფლება.
8. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
9. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ კანონით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.
10. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს სამსახურებრივი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საბანკო ანგარიში. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ამოცანებისათვის.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 5. სააღსრულებო ბიურო
1. სააღსრულებო ბიურო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო.
2. ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები (შემდგომში – აღმასრულებელი).
3. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი – უფროსი აღმასრულებელი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
4. სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
5. სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
6. სააღსრულებო ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. სააღსრულებო ბიუროს აქვს სადეპოზიტო ანგარიში. სააღსრულებო ბიუროს ამოღებული თანხების დეპონირებისათვის შესაძლებელია ჰქონდეს ორი ან ორზე მეტი სადეპოზიტო ანგარიში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით. სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ამოცანებისათვის.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
თავი III
აღმასრულებელი
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 6. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები
1. აღმასრულებლის თანამდებობის დაკავება ხდება კონკურსის წესით.
2. აღმასრულებლის თანამდებობა ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ:
ა) რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება (განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, – უმაღლესი განათლება);
ბ) რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) რომელსაც ჩაბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ან ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან ადვოკატთა ტესტირება საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ან აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი და წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება 3 თვის ვადით (აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით ეს ვადა შეიძლება შემცირდეს) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულში ან სააღსრულებო ბიუროში ან გავლილი აქვს აღმასრულებლის სასწავლო კურსი, მიღებული აქვს სერტიფიკატი და წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება 6 თვის ვადით აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულში ან ტერიტორიულ ორგანოში, ან აქვს აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება, ან აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
3. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას, აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. პირის მიერ აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის ვადაში პირის მიერ სააღსრულებო საქმიანობის განუხორციელებლობისა.
5. პირი აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №824 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 7. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა
1. აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. თანამდებობაზე დანიშვნისას აღმასრულებელს ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივი ფორმა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.
2. აღმასრულებლის მიერ თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს, აღმასრულებელს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 8. აღმასრულებლის მიერ მუშაობის დაწყება
1. აღმასრულებელი მუშაობას უნდა შეუდგეს თანამდებობაზე დანიშვნიდან ათი დღის ვადაში.
2. აღმასრულებელს აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფორმით, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, და სამსახურებრივი ბეჭდით საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამსახურებრივ ბეჭედზე აღინიშნება აღმასრულებლის სახელი და გვარი, სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 9. აღმასრულებლის საქმიანობის სამსახურებრივი შეზღუდვები
აღმასრულებელს არა აქვს უფლება, იმსახუროს სხვა დაწესებულებაში, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №885 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 12. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები
1. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების დამატებითი საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) თანამდებობრივი გადაცდომა, გათვალისწინებული აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
ბ) სხვა გამოვლენილი გარემოებანი, რომლებიც დაუშვებელს ხდის აღმასრულებლად მუშაობას.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 13. აღმასრულებლის შვებულება და პენსია
1. აღმასრულებლის ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
2. აღმასრულებელს უფლება აქვს, მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აღმასრულებლისათვის ყოველწლიური შვებულების მიცემის თანამიმდევრობას განსაზღვრავს და პენსიის დასანიშნად საჭირო საბუთებს ამზადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 14. აღმასრულებლის სოციალური გარანტიები
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღმასრულებლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით. აღმასრულებლის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
2. აღმასრულებელს დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 5 ათასი ლარისა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია თავისი შემოსავლებიდან გასცეს დამატებითი კომპენსაცია, რომლის ოდენობას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
თავი III1
აღსრულების პოლიცია
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 141. აღსრულების პოლიციის სამმართველო
1. აღსრულების პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით.
4. სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
5. სამმართველოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 142. აღსრულების პოლიციელი
1. აღსრულების პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
3. აღსრულების პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.
5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლითაც მას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღსრულების პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 143. აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობანი
1. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია:
ა) დაეხმაროს აღმასრულებელს ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში;
ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;
გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას აღმასრულებელი და სხვა პირები;
დ) უზრუნველყოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების შენობების, აგრეთვე ამ შენობებში საზოგადოებრივი წესრიგისა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვა.
2. აღსრულების პოლიციელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს მართლწესრიგის დაცვა;
ბ) აღკვეთოს პირთა უკანონო ქმედებები;
გ) აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას;
დ) თავისი უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად კანონით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 144. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, პირადი, აღსრულების ეროვნული ბიუროს პერსონალის და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუ იგი ძალის გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
2. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება;
ბ) რეზინის ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის.
3. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა, აგრეთვე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.
4. აკრძალულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის და ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვა ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
5. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
6. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 145. აღსრულების პოლიციელის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას.
2. აღსრულების პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
3. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
4. აღსრულების პოლიციელის წლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
5. ზიანი, რომელიც აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით. აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
7. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 5 ათასი ლარისა.
8. აღსრულების პოლიციელის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
თავი III2
კერძო აღმასრულებელი
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 146.კერძო აღმასრულებელი
1. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. სავალდებულოა კერძო აღმასრულებელს ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული საზღაური.
3. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
4. ამ თავის მიზნებისათვის სააღსრულებო საქმიანობად აგრეთვე მიიჩნევა დაინტერესებული პირებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით.
5. კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, მე-7–მე-9 და მე-12–მე-14 მუხლებისა, III1 თავისა, მე-15 და მე-16 მუხლებისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 171 მუხლისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 28 1 მუხლისა, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, 50-ე და 51-ე მუხლებისა, 62-ე მუხლისა, 72-ე–771 მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901 და 91-ე მუხლებისა, XVII, XVIII, XVIII1, XVIII2, XIX თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 147. კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია
1. კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.
2. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები.
4. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას კრედიტორის მოთხოვნის და აღსრულების საზღაურის ამოღების უზრუნველსაყოფად მოვალის საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალებების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე.
5. კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით:
ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს;
ბ) სარეალიზაციო ქონების მდებარეობის (სარეალიზაციო ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში – ერთ-ერთის მდებარეობის) მიხედვით სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, სააღსრულებო ბიუროს წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომელიც შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
6. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე.
7. სააღსრულებო ბიურო აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ კერძო აღმასრულებლის განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე ამ განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
8. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია კერძო აღმასრულებლის მიერ სააუქციონო მომსახურების საფასურის გადაუხდელობა ან/და სააღსრულებო ბიუროსათვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის შეუსაბამობა ამ კანონის მოთხოვნებთან. ასეთი ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.
9. სააღსრულებო ბიუროს უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე შეიძლება კერძო აღმასრულებელმა გაასაჩივროს სასამართლოში მისი შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.
10. კერძო აღმასრულებლის განაცხადში არსებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან მის მიერ პირველი აუქციონის ჩატარებამდე განაცხადის გამოთხოვის შემთხვევაში მას უბრუნდება სააღსრულებო ბიუროსათვის გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი.
11. სააუქციონო მომსახურება გულისხმობს:
ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის განთავსებას ამ კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) სააღსრულებო ბიუროს მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე ამავე ბიუროს აღმასრულებლის მიერ კერძო აღმასრულებლის ორგანიზებული აუქციონის (პირველის და განმეორებითის) ჩატარებას, ამ კანონის 76 1 მუხლით დადგენილი წესით ნივთის რეალიზაციას და კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემას;
გ) პირველი აუქციონის ჩატარებას ამ მუხლით დადგენილი განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
დ) აუქციონზე ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე, ამ კანონით დადგენილი წესით განაწილებას.
12. სააღსრულებო ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობაზე. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1687 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.170
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 148. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა
1. კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ამ თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური პირი, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ბ) ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება;
გ) ჩაბარებული ჰქონდეს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით;
დ) ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ადგილი.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 149. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმოთხოვნებს;
ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;
გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
დ) რომელიც განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ანდა რომელსაც შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო;
ე) რომლის საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად;
ვ) რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 1414 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი ან ადვოკატია;
თ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება.
2. კერძო აღმასრულებელი არ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 1410. განცხადება სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად
1. ფიზიკური პირი სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
2. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტებისა, უნდა დაერთოს:
ა) ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის 149 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას;
გ) სამუშაო ადგილის მისამართი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე, სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.
3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და წარუდგინოს მას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 1411. კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს:
ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;
ბ) ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ ანგარიშის ნომერს;
გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 14 12 . სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა
კერძო აღმასრულებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 1413. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება
1. ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელს შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება სალიცენზიო პირობის დარღვევის აღმოფხვრამდე. კერძო აღმასრულებელმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნასთან შესაბამისობა.
2. კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება.
3. პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
4. კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 1414. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებისა, არის:
ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს;
ბ) კერძო აღმასრულებლის გარდაცვალება, ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან შეზღუდულქმედუნარიანად/ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
გ) ამ კანონის 1411 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
დ) კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
ე) კერძო აღმასრულებლისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) კერძო აღმასრულებლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სააღსრულებო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
ზ) ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევა, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს;
თ) კერძო აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ი) ამ კანონის 1413 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
მუხლი 1415. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში შეჩერებული საქმეების აღსრულების წესი
1. კერძო აღმასრულებლისათვის ამ კანონის 1413 ან 1414 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსასრულებლად გადასცემს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების აღსრულებას ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააღსრულებო საქმეზე კრედიტორი თავისუფლდება აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდისაგან.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 1416. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობა
1. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია სააღსრულებო წარმოების მხარეების წინაშე მის მიერ მიყენებული ზიანისათვის.
2. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და ამ კანონის 14 14 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევებისათვის კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. კერძო აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირობებითა და ფორმით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 1417. საზღაური
1. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით.
2. კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.
3. სააღსრულებო ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შედეგად ამოღებული თანხებიდან:
ა) კრედიტორის მიერ გადახდილი საზღაური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კრედიტორს. კრედიტორს ასევე გადაერიცხება ამოღებული მოთხოვნა;
ბ) კრედიტორის მიერ გადასახდელი საზღაური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კერძო აღმასრულებელს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 1418. აღსრულების პოლიციის მონაწილეობა კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობაში
1. კერძო აღმასრულებელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართავს სამმართველოს, რომელიც მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კერძო აღმასრულებელს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით სამმართველოს მიერ მომსახურების გაწევაზე თანხმობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა წინასწარ უნდა აუნაზღაუროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამმართველოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა, სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით, დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 14 19 . კერძო აღმასრულებლის აცილების საფუძვლები, აცილების წესი და თვითაცილება
1. კერძო აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2.კერძო აღმასრულებლის აცილების საკითხს მოვალის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე წყვეტს ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
თავი IV
აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 15. აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება
1. აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს კრედიტორს, მოვალეს და განმცხადებელს.
3. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 16. სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. სააღსრულებო ბიურო იქმნება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. სააღსრულებო ბიუროს უფროსი:
ა) იღებს ამ კანონით განსაზღვრულ სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს აღმასრულებლებს მათთვის გამოყოფილი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით;
ბ) აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებლებს;
გ) წყვეტს აცილებული აღმასრულებლის სხვა აღმასრულებლით შეცვლის საკითხს;
დ) პერიოდულად მოახსენებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;
ე) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;
ვ) აღსრულების პერიოდში მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლას აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც გადავიდა მოვალე, და კრედიტორს;
ზ) წყვეტს ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სხვადასხვა აღმასრულებლის წარმოებაში არსებული საქმეების გაერთიანების საკითხს;
თ) წყვეტს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას აღსრულების საფასურის განსაზღვრისთვის კრედიტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნის დასაშვებობის საკითხს.
3. აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავას განიხილავს აღსრულების ეროვნული ბიურო.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 17. აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2. ყველა სახელმწიფო ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში აღმასრულებელს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, საბანკო ანგარიშებისა და მათზე დარიცხული თანხის შესახებ.
3. აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ხდება სულ მცირე ორი ქმედუნარიანი პირის თანდასწრებით და ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ დამსწრეები, მოვალე და აღმასრულებელი.
5. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) გადახდევინება:
ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;
ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;
ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;
გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.
6. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ფულადი გადახდევინების თაობაზე იძულებით აღსრულებას, აღმასრულებელი აჩერებს აღსრულებას მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებამდე.
7. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
8. თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.
9. აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლისა და დამსწრეთა თანდასწრებით.
10. აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს მოვალე სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, მიიღოს ზეპირი ინფორმაცია ან წერილობითი შეტყობინება, თუ ეს აუცილებელია აღსრულების განსახორციელებლად.
11. აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.
12. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და დასვენების დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 171. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტიდან აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსრულება
1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტიდან აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელებისაგან შეიძლება შეიქმნას მიზნობრივი სპეციალური ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, აღასრულოს მისთვის გადაცემული საქმე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმეების სპეციალური ჯგუფისათვის აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად მისი ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლით გათვალისწინებული ამოღება და რეალიზაცია ხორციელდება ამავე მუხლების შესაბამისად დადგენილი წესით.
[3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად მისი ქონების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლებითა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლით გათვალისწინებული ამოღება და რეალიზაცია ხორციელდება იმავე მუხლების შესაბამისად დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 18. კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი
1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:
ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;
ბ) მორიგდნენ;
გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;
დ) აღმასრულებელთან წარადგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
ე) სასამართლოში გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში.
2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში, მორიგების შემთხვევაში აღმასრულებელს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი სამი დღის ვადაში მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს.
3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 181. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში
1. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულების ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ეძლევა მიზნობრივი დაფინანსება.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 18 2 . დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა
დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა. მისი შენახვის წესი, პირობები და ამგვარი დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობა დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 19. აღსრულების დოკუმენტების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა
პირს, რომელიც მონაწილეობს აღსრულების პროცესში, უფლება აქვს გაეცნოს აღსრულების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა და მათი ასლებისა.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
თავი IV1
მოვალეთა რეესტრი
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 191. მოვალეთა რეესტრის წარმოება
1. მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.
2. მოვალეთა რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან.
4. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობას ამ კანონის 19 2 მუხლში მითითებული ორგანოებისათვის, აგრეთვე მონაცემების მუდმივ განახლებას.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ რეესტრის მონაცემების საფუძველზე შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა ამ მუხლით დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
6. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად დაწესებული საფასურის განაკვეთია 10 ლარი. საფასური არის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 19 2 . რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის სახელზე სატრანსპორტო საშუალების და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ ამ ნივთებზე შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე, გარდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, აგრეთვე სხვა შესაბამისი რეესტრების მწარმოებელმა ორგანოებმა (პირებმა) რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე, გარდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისა.
3. საბანკო დაწესებულებამ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებებით უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს საბანკო ანგარიშის გახსნიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შეტყობინების ელექტრონული საშუალებებით გაგზავნის პირობები განისაზღვრება საბანკო დაწესებულებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 193. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა
რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 194. რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და რეესტრიდან ამორიცხვა
1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე.
2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია:
ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება;
ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა;
გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილება ;
ე) რეესტრში რეგისტრირებული პირის საკუთრებაში არსებული ისეთი ნივთის (ნივთების) დაყადაღება, რომლის (რომელთა) შემდგომი რეალიზაციის (ნატურით გადაცემის) მინიმალური ფასი, დასაბუთებული ვარაუდით, უზრუნველყოფს აღსრულებას მოთხოვნის სრული ოდენობით (იგულისხმება აღსრულების საფასურისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობა).
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
თავი V
აღსრულება
მუხლი 20. სააღსრულებო ფურცელი
1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.
2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.
3. სასამართლო გადაწყვეტილებით აღსრულების შეჩერება, შეწყვეტა ან განახლება არ დაიშვება შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის (დედანი) გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
მუხლი 21. სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება, სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები
1. გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიღებისას და კრედიტორისათვის დაბრუნებისას სააღსრულებო ფურცლის ბოლოში უნდა დაემატოს სააღსრულებო ბიუროს უფროსის ან ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში კერძო აღმასრულებლის ხელმოწერა, თარიღი და სამსახურებრივი ბეჭედი.
2. სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.
3. სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსრულების გადაწყვეტილება;
ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;
გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი;
დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი;
ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი;
ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება სავალდებულო არ არის სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სრულ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისათვის).
31. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;
ბ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსისთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები;
გ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი;
დ) ვალდებულების შესრულების დრო;
ე) აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა;
ვ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი;
ზ) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის ნომერი.
32. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) სესხის გაცემის საფუძველი (განკარგულების მიმღები და მიღების თარიღი);
დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თარიღი;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი, აღსრულების წესისა და საშუალების მითითებით.
4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს მიერ.
5. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში.
6. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285
საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1282 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.65
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 22. ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა
თუ აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე, ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლოს შეუძლია რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა აღსრულების ადგილის და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს.
მუხლი 23. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.
მუხლი 24. სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ
სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 25. აღსრულების დაწყება
1. აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. თუ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს გზავნის სააღსრულებო ბიუროში მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. სააღსრულებო ფურცელი უნდა წარედგინოს სააღსრულებო ბიუროს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ან ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში კერძო აღმასრულებელს. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.
3. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას სააღსრულებო ფურცელთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნა.
4. აღმასრულებლის მიერ აღსრულების დაწყების შესახებ მხარეთა ინფორმირება ხდება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების გადაცემისათვის დადგენილი წესითა და საშუალებებით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედების დაწყება
აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმეებზე – იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 27. აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება
აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება მხარეთა განცხადების ან აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 28. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ
1. აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
2. თუ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.
3. წინადადება მოვალეს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის გასვლისთანავე იძულებითი აღსრულების დაწყების და საფასურის დაკისრების შესახებ. ამ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება მხოლოდ საფასურის კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი ნაწილი – 2%, რაც ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ უფლებებთან ერთად ასევე განემარტება მოვალეს.
4. წინადადების ჩაბარებისას აღმასრულებელი ასევე აფრთხილებს მოვალეს მისი რეესტრში რეგისტრაციის შედეგების შესახებ.
41. აღმასრულებელი წინადადებაში აფრთხილებს მოვალეს მის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებებისა და მოსალოდნელი შედეგების, აგრეთვე აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების თაობაზე. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროისა და ადგილის შესახებ დამატებით არ ეცნობება.
5. აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალე სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 28 1 . აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი
აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულის და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია – მისი თანხმობის გარეშე), მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.“.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2939 - სსმ I, №14, 15.05.2006წ., მუხ.91
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 282. სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით შეტანილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა
1. გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, ამ ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) ვალდებულია, აღმასრულებლის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან, ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილ ვადაში, გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონება გირაოს სახით განსაზღვრული თანხის იძულებით ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიიქცევა ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 29. ოქმი
1. აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი.
2. ოქმი უნდა შეიცავდეს:
ა) შედგენის ადგილსა და დროს;
ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი, აგრეთვე იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას;
გ) სააღსრულებო საბუთის დასახელებას, რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება;
დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას;
ე) სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგანს.
3. ოქმს ხელს აწერენ აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე და პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ოქმის შედგენას. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. მოვალეს უნდა გადაეცეს ოქმის ასლი.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
თავი VI
სასამართლო კომპეტენცია
მუხლი 30. მოვალის ძებნა
საქმეებზე ალიმენტის გადახდევინების, სხეულის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, მოსამართლეს აღმასრულებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნის შესახებ.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 31. მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას
1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას, აგრეთვე ამავე კანონის 83-ე, 84-ე, 88-ე, 90-ე და 901 მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო ამ მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე, აღმასრულებელს, ბიუროს უფროსის თანხმობით, შეუძლია დროებით გადადოს აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 10 დღის ვადით.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში ფაქტობრივი ვითარება არ იცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს სამი თვის ვადით.
3. თუ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, სასამართლოს შეუძლია კრედიტორის განცხადების საფუძველზე გააუქმოს ან შეცვალოს აღსრულების თაობაზე გამოტანილი განჩინება.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადებები განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 32. მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ
1. თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
2. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
3. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
თავი VII
აღსრულების გადადება, შეწყვეტა, შეჩერება, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება
მუხლი 33. სააღსრულებო მოქმედების გადადება
აღმასრულებელს, გარდა ამ კანონის 31-ე, 34-ე, 35-ე მუხლებით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ შეუძლია კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს აღსრულება, დაუბრუნოს კრედიტორს სააღსრულებო საბუთები, სხვა დროისათვის გადადოს სააღსრულებო მოქმედების შესრულება, ამორიცხოს ყადაღადადებული ქონება აღწერის სიიდან. ასეთი მოქმედებები აღმასრულებელს შეუძლია შეასრულოს სასამართლოს შესაბამის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 34. აღსრულების შეწყვეტა
1. აღსრულება შეწყდება, თუ:
ა) კრედიტორმა უარი თქვა გადახდევინებაზე;
ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ;
გ) კრედიტორის ან მოვალის სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე;
დ) გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, გაუქმებულია;
ე) გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებო საბუთი დაუბრუნდება კრედიტორს. აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება უქმდება.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 35. სააღსრულებო საბუთის დაბრუნება
1. სააღსრულებო საბუთი, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა გადახდევინება, უბრუნდება კრედიტორს:
ა) კრედიტორის განცხადებით;
ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ იქ არ იმყოფება ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;
გ) თუ კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ აღმასრულებლის მიერ მიცემული გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგაც კრედიტორი არ ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება;
დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. სააღსრულებო საბუთის დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება.
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 36. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები
1. სასამართლო აღსრულებას აჩერებს:
ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;
ბ) მოვალის მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნისას;
გ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;
ე) სარჩელის წარდგენისას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. აღმასრულებელი უფლებამოსილია, აღსრულება შეაჩეროს:
ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს სამი თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;
ბ) აღმასრულებლის მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით;
გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3437 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.244
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 37. სასამართლოს გადაწყვეტილება
თუ ეჭვს იწვევს აღსრულების შეწყვეტის ან სააღსრულებო საბუთის უკან დაბრუნების მართლზომიერება, გადაწყვეტილებას აღმასრულებლის, კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე იღებს სასამართლო.
თავი VIII
აღსრულების საფასური და ხარჯები
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 38. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური
1. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური (შემდგომში – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
2. საფასურიდან მიღებული შემოსავალი (დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით) სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების სადეპოზიტო ანგარიშებზე საბანკო დაწესებულებების მიერ პროცენტების სახით დარიცხული თანხები, ასევე სხვა შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
4. საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება ამ კანონით.
5. საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.
6. ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება.
7. თანხის გადახდევინებისას საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7% (არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს). კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას იხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს, ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა), რომელიც უბრუნდება მას ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.
8. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება საფასური ამოღებული თანხის პროპორციულად, ხოლო შემდეგ – აღსასრულებელი მოთხოვნა.
9. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა (ფიზიკური პირისათვის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა). ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი საფასურს წინასწარ იხდის მის მიერ სააღსრულებო დოკუმენტთან ერთად წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნის შესაბამისად. კრედიტორს შეუძლია მის მიერ გადახდილი საფასური და შეფასების ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისგან სასამართლო წესით.
10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებისათვის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის საფასურს 100 ლარის ოდენობით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, აღსრულებისათვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 7%, რომელიც მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.
12. საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით;
ბ) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სასამართლოს შეუძლია კრედიტორი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით).
13. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების კრედიტორები თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან. ამ კანონის 771 მუხლით დადგენილი წესით ქონების ნატურით მიმღები სახელმწიფო ორგანო თავისუფლდება საფასურის გადახდისაგან.
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორების ფულადი მოთხოვნების მოვალეებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას საფასურის სახით ეკისრებათ აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%.
15. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააღსრულებო მოქმედებებისათვის, რომლებიც უკავშირდება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე შეტანილ თანხებს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 680-ე მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად შეტანილ თანხებს.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 39. აღსრულების ხარჯები
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულებისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
2. (ამოღებულია).
3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
თავი IX
აღსრულება მოძრავ ქონებაზე
მუხლი 40. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
1. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.
2. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ქონებაზე ყადაღის დადება ხელს არ უშლის მოგირავნეს, განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოგირავნის მიერ ყადაღადადებული გირავნობის საგნის რეალიზაცია იწვევს ყადაღის გაუქმებას.
4. აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებს და ძვირფასეულობას იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები რჩება მოვალესთან ან შესანახად ბარდება სხვა პირს, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით. ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის – შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
5. ნაყოფს, რომელიც ჯერ არ არის მოცილებული მიწას, შეიძლება დაედოს ყადაღა მანამ, სანამ არ მომხდარა უძრავ ქონებაზე აღსრულება. ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის მოწევამდე ერთი თვით ადრე.
6. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე.
7. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღმასრულებელი ათავისუფლებს ამ ქონებას ყადაღისაგან.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 41. სარჩელის უპირატესი წესით დაკმაყოფილება
1. მესამე პირს შეუძლია სარჩელის საშუალებით პრეტენზიის წამოყენება ამონაგებიდან უპირატესი წესით დაკმაყოფილებაზე, იმის გაუთვალისწინებლად, ექვემდებარება თუ არა მისი მოთხოვნა აღსრულებას.
2. სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში.
3. თუ სარჩელი მიმართულია კრედიტორის და მოვალის წინააღმდეგ, მაშინ ისინი ითვლებიან საპროცესო თანამონაწილეებად.
4. თუ პრეტენზია დასაბუთდება, მაშინ სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მოგების დეპონირება.
მუხლი 42. მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა
1. (ამოღებულია).
2. აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისგან ეკუთვნის.
3. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა ის მონაცემი, რომელიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა.
4. თუ მოვალე აღმასრულებელს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
41. აღმასრულებელი ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს.
5. (ამოღებულია).
6. მოვალე, რომელიც იძლევა წერილობით გარანტიას, ასეთი გარანტიის მიცემიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ვალდებულია, განმეორებითი გარანტია მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მოვალემ ქონება გვიან მიიღო ან ახალი შრომითი ურთიერთობები წარმოეშვა.
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 43. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 44. ყადაღის საგანი
1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
2. კრედიტორის მოთხოვნით აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 45. ქონება, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება
1. ყადაღას არ ექვემდებარება:
ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;
ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;
გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით_ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;
დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;
ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება იმ საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომელიც აუცილებელია პირის ყოფითი საჭიროებისათვის.
3. ყადაღისაგან გათავისუფლება ზემოაღნიშნული საფუძვლით ეხება საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს.
4. დავა გადახდევინებისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ განიხილება სასამართლო წესით.
მუხლი 46. რეალიზაციის დროებითი შეჩერება
1. აღმასრულებელს შეუძლია მოვალის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ნივთების რეალიზაცია დროებით შეაჩეროს გადახდის განვადებით, კრედიტორის თანხმობით, თუკი ეს მოვალის პიროვნებისა და ეკონომიკური მდგომარეობისთვის დასაშვებ მოქმედებად იქნება მიჩნეული და კრედიტორის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
2. შესაბამისი განკარგულებანი შეიძლება რამდენჯერმე გაიცეს, მაგრამ რეალიზაცია არ შეიძლება გადაიდოს ყადაღის დადების შემდეგ სამ თვეზე მეტი ვადით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 47. ყადაღადადებული ქონების შეფასება
1. ყადაღადადებულ ქონებას აღმასრულებლის მოთხოვნით, ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით აფასებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. შეფასების მიზნით აღმასრულებელს შეუძლია მოიწვიოს ასევე ექსპერტი ან აუდიტი.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით შეფასება შესაძლებელია ქონების აღწერის დროს, თითოეულ ყადაღადადებულ ნივთზე საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონების აღწერის აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 48. ქონების აღწერის აქტი
1. ქონების აღწერის (ყადაღის დადების) აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;
ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;
გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;
დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;
ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა);
ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა;
ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და მათზე დადებული ბეჭდების რაოდენობა;
თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;
ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი. მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;
კ) კრედიტორის, მოვალის, აღწერის დამსწრე პირების შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი.
2. ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად აღწერის აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.
3. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 49. რეალიზაცია
1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ გადახდილ თანხას, საფასურის გამოკლებით, აღმასრულებელი გადასცემს კრედიტორს.
2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს აღმასრულებელი საჯაროდ ყიდის აუქციონზე.
3. (ამოღებულია).
4. აღმასრულებელს შეუძლია აუქციონის ჩატარებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღმასრულებლის კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური და კრედიტორის მოთხოვნები.
5. მოძრავი ნივთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე აღმასრულებელს უფლება აქვს, მოახდინოს ყადაღადადებული ნივთის ამოღება მოვალის მფლობელობიდან.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 50. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა
1. აღმასრულებელი ატარებს აუქციონს ყადაღადადებული ქონების შეფასებიდან ერთი თვის ვადაში.
2. აუქციონზე ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაცია ხორციელდება აუქციონზე უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 51. აუქციონის შეწყვეტა
თუ აუქციონზე გატანილი მოძრავი ნივთების ნაწილის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა უკვე საკმარისია საფასურისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად, სხვა ნივთებზე აუქციონი წყდება.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 52. ფასიანი ქაღალდები
ფასიან ქაღალდებზე ვრცელდება მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები.
მუხლი 53. სხვაგვარი რეალიზაცია
კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე აღმასრულებელს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ნივთის რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული. ამასთანავე, დაცული უნდა იქნეს კრედიტორის ინტერესები.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 54. მრავალჯერადი ყადაღის დადება და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობა
1. ნივთს ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. უკვე ყადაღადადებულ ნივთს შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. ამისათვის აღმასრულებელს ყადაღის დადების აქტში შეაქვს განცხადება, რომ ის ნივთს ყადაღას ადებს შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ნივთს პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა გადაეცეს ყადაღის დადების აქტის ასლი. მოვალეს უნდა ეცნობოს შემდგომი ყადაღის დადების შესახებ.
2. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა იარაღსა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, საზღვაო ხომალდებზე – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ფასიან ქაღალდებზე – ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო სხვა ქონებაზე – საჯარო რეესტრში. აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის დროის მიხედვით (საათობრივად და წუთობრივად).
3. ყადაღის რეგისტრაცია ხდება როგორც უშუალოდ ყადაღის დადების დამადასტურებელი დოკუმენტის (აქტის), ისე ამ დოკუმენტის (აქტის) ელექტრონული ასლის საფუძველზე.
4. ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. ქონების რეალიზაციის შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემდეგი კრედიტორის აღმასრულებელს.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
თავი X
მოთხოვნათა აღსრულება
მუხლი 55. ყადაღის დადების პრინციპი
1. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას.
2. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.
მუხლი 56. ყადაღის დადების განკარგულება
1. თუ უნდა მოხდეს მოთხოვნაზე ყადაღის დადება, აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემულ უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე.
2. ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა.
3. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო გამოცემული ყადაღის დადების განკარგულება შეიძლება ამავე დროს შეეხოს კრედიტორის მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც მომავალში გახდება აღსასრულებელი.
4. ყადაღის დადების განკარგულება, რომელიც ეხება პრეტენზიებს ხელფასზე ან მსგავსი რეგულარული შემოსავლისაგან შემდგარ მოვალის პრეტენზიებს დავალებული პირის წინააღმდეგ, ვრცელდება აგრეთვე იმ თანხებზე, რომლებიც გადასახდელია ყადაღის დადების შემდეგ.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 57. ყადაღის დადების შედეგები
1. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ.
2. ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი.
3. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღძვრისათვის საჭირო ინფორმაცია და, აგრეთვე, ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები. კრედიტორს შეუძლია მათ მიღებას მიაღწიოს იძულებითი აღსრულების გზით.
4. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 58. დავალებული პირის განცხადება
დავალებულმა პირმა ყადაღის დადების განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს:
ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის;
ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს;
გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა – რომელი პრეტენზიის გამო.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 59. მრავალჯერადი ყადაღა. უარი ყადაღადადებულ მოთხოვნაზე
1. მოთხოვნაზე მრავალჯერადი ყადაღის დადებისას კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება იმ რიგითობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მესამე დავალებულ პირს გადაეცა განკარგულება მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადების ერთდროულად წარდგენისას კრედიტორები დაკმაყოფილდებიან მათი მოთხოვნების პროპორციულად.
2. მრავალჯერადი ყადაღის დადებისას დავალებული პირი ვალდებულია განახორციელოს გადახდა აღმასრულებლის მეშვეობით, რომელიც ამოღებულ თანხას ანაწილებს ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას აღმასრულებელს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 60. ვინდიკაციების ყადაღის დადება
1. ნივთის გადაცემაზე მოთხოვნების დროს ყადაღის დადების განკარგულებაში უნდა განისაზღვროს, რომ დავალებულმა პირმა ნივთი უნდა გადასცეს აღმასრულებელს. იძულებითი ქმედება დავალებული პირის წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ შეიძლება გატარდეს, თუ კრედიტორი ნივთის გადმოცემაზე მოიპოვებს აღმასრულებელ დოკუმენტს დავალებული პირის წინააღმდეგ.
2. თუ ხდება მოძრავი ნივთის გადაცემა, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესი.
3. თუ გადასაცემია უძრავი ნივთი, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება უძრავი ქონების მიმართ აღსრულების წესი.
თავი XI
აღსრულება უძრავ ქონებაზე
მუხლი 61. გამოყენების სფერო
უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 62. აღსრულების ქვემდებარეობა
1. აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.
2. თუ უძრავი ქონება იმყოფება სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს ერთ-ერთი სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს.
3. სარეალიზაციო უძრავი ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში სააუქციონო მომსახურებას კერძო აღმასრულებელს გაუწევს ის სააღსრულებო ბიურო, რომელსაც კერძო აღმასრულებელმა, ამ კანონის 147 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმართა აუქციონის ჩატარების განაცხადით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 63. აღსრულების სახეები
1. უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით).
2. კრედიტორმა ამ აღსრულების ღონისძიებებიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე ღონისძიება.
3. კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის მეორით შეცვლა.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 631. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
1. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.
2. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2640 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.48
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
თავი XII
იძულებითი იპოთეკა
მუხლი 64. იძულებითი იპოთეკის გამოყენება
1. იძულებითი იპოთეკის შეტანა რეესტრში ხდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით. უძრავი ქონება ასევე წარმოადგენს რეგისტრაციის ხარჯების გარანტიას, რომელიც ეკისრება მოვალეს.
2. თუ იძულებითი იპოთეკით იტვირთება მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება, მაშინ მოთხოვნის თანხა უნდა განაწილდეს შესაბამის უძრავ ქონებაზე. განაწილების მოცულობას განსაზღვრავს კრედიტორი.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 65. იძულებითი იპოთეკის აღსრულება
კრედიტორს შეუძლია იძულებითი იპოთეკის შესახებ შეიტანოს განცხადება იძულებით აუქციონზე ან სეკვესტრზე ისე, რომ მას არ დასჭირდეს ახალი სააღსრულებო საბუთის წარდგენა.
მუხლი 66. იძულებითი იპოთეკის მოპოვება მესაკუთრის მიერ
თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების მეშვეობით სააღსრულებო საბუთი უქმდება ან აღსრულება დაუშვებლად ცხადდება, მაშინ იძულებითი იპოთეკა გადადის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა მოვალე აკმაყოფილებს კრედიტორს.
თავი XIII
იძულებითი აუქციონი
მუხლი 67. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 68. განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ
1. განცხადება სააღსრულებო საბუთის საფუძველზე იძულებითი აუქციონის შესახებ აღმასრულებელთან შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე კრედიტორმა.
2. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს უძრავი ქონება, მესაკუთრე, მოთხოვნა და სააღსრულებო საბუთი.
3. თუ სააღსრულებო ფურცელში აღსრულების საშუალება და წესი განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის (ქონების რეალიზაციის) სახით, აუქციონის დასანიშნად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორის განცხადება არ არის სავალდებულო.
[3. თუ სააღსრულებო ფურცელში აღსრულების საშუალება და წესი განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის (ქონების რეალიზაციის) სახით, აუქციონის დასანიშნად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორის განცხადება, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას, სავალდებულო არ არის. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 69. იძულებითი აუქციონის პირობები
1. აღმასრულებელს შეუძლია გამოსცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონების შეფასებიდან ერთი თვის ვადაში.
2. (ამოღებულია).
3. ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღმასრულებელი ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.
4. იძულებით აუქციონზე სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში აუქციონს ამ ნივთზე ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა ამ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში.
[41. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში აუქციონს სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად მის მიერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ყადაღის რიგითობისა. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
5. ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებული ნამეტი თანხის (თანხა, რომელიც აჭარბებს იძულებით აუქციონზე საფასურს და კრედიტორის მოთხოვნას) არსებობის შემთხვევაში, სხვა კრედიტორის აღმასრულებლის მიერ ამ კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იძულებითი აუქციონის დაწყებამდე წარმოდგენილი მტკიცებულების (დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის) საფუძველზე, მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ თანხაზე ყადაღის დადების წესი.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 70. აუქციონის შეჩერება და შეწყვეტა
1. თუ აუქციონის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ მის დასრულებამდე მოვალე ან სხვა პირი გადაიხდის საფასურის, კრედიტორის მოთხოვნის და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას, აუქციონი წყდება.
2. (ამოღებულია).
3. თუ მოვალის ქონებაზე გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მაშინ იძულებითი აუქციონი შეჩერდება მეურვის განცხადების საფუძველზე, ანდა თუ შეტანილია სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორების მოვალესთან შეთანხმების წინადადება.
[4. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას აუქციონის შეჩერება ან შეწყვეტა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საფუძვლებით შესაძლებელია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს დასაბუ-თებული მიმართვის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4524 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.89
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 71. სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასის, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა
1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ საჯარო განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) უძრავი ქონების მესაკუთრის სახელს და საცხოვრებელ ადგილს;
ბ) აღმასრულებლის სახელს და საკონტაქტო მონაცემებს;
გ) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;
დ) უძრავი ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებული ან ექსპერტის/აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%;
ე) უძრავი ქონების მოკლე აღწერას, მის ადგილმდებარეობას, ასევე მითითებას გარდამავალი უფლების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;
ზ) აუქციონის პირობებს.
2. აღმასრულებელი ვალდებულია აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვებგვერდზე და შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს საინფორმაციო დაფაზე.
3. აუქციონის შესახებ მხარეებს პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საშუალებებით.
[3. აუქციონის შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საშუალებებით. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 72. აუქციონის ჩატარების წესები
1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა (მათ შორის, კრედიტორმა და მოვალემ) აუქციონის დაწყებამდე შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს სარეალიზაციო ქონების გამოცხადებული საწყისი ფასის ერთი მეათედი კონკრეტული აუქციონის მითითებით ან უნდა წარმოადგინოს ამავე ოდენობის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მიმღებია შესაბამისი სააღსრულებო ბიურო. წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა უნდა შეადგენდეს 14 საბანკო დღეს აუქციონის ჩატარების დღიდან. საჯარო აუქციონის მონაწილეებს (გარდა ქონების შემძენისა) აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა უბრუნდებათ გარანტიის სახით სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეტანილი თანხა ან მათ მიერ აუქციონზე წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
11. აუქციონს ატარებს აღმასრულებელი, რომელიც:
ა) აუქციონის დაწყებამდე ადგენს, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება აღსრულება (გარდამავალი უფლება);
ბ) პირველი აუქციონის შესახებ აცნობებს გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოთხოვნების მფლობელ პირებს, მათ შორის, შესაბამის საგადასახადო ორგანოს სარეალიზაციო ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების არსებობისას, ხოლო განმეორებითი აუქციონის შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საშუალებებით;
გ) აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.
2. აღმასრულებელი ადგენს აუქციონის ჩატარების ოქმს.
3. აუქციონზე აღმასრულებელი აცხადებს:
ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასეთის არსებობისას), ძალაში რჩება;
ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებას და კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით სხვა უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ);
გ) (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 73. აუქციონის წესების განმარტება
აღმასრულებელი მონაწილე პირებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტავს აუქციონის წესებსა და პირობებს.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 74. ფასის საბოლოო შემოთავაზება
1. აუქციონი გრძელდება ფასის ყველაზე მაღალი შემოთავაზების დაფიქსირებამდე. აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის საბოლოო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის საწყის ფასზე ნაკლები.
2. აუქციონზე ფასის საბოლოო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში.
6. თუ აუქციონზე რეალიზებული ნივთიდან მიღებული თანხა კრედიტორების მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება ამ კანონის XIV1 თავით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება
1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები.
[1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას განკარგულების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგადასახადო ორგანოს. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
2. განკარგულების გამოცხადება ხდება აუქციონის დასრულებისთანავე, არა უგვიანეს ერთი კვირისა.
3. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. აუქციონზე ქონების შემძენს შეუძლია მიიღოს განკარგულება და ამ ქონების მიმართ გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლება მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ.
4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება, ხოლო თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი (საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი), საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ნივთზე უცვლელი რჩება.
41. აუქციონზე რეალიზებულ ნივთზე რეალიზებული გირავნობის/ იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასეთის არსებობისას, ძალაში რჩება.
5. აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
6. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 76. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება
1. თუ აუქციონზე ნივთის შემძენმა მთლიანი თანხა არ დაფარა ამ კანონის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას. ეს თანხა გადაირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და გამოიყენება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანებისათვის.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზით იძულებითი აუქციონის შედეგის გაუქმების შემთხვევაში აღმასრულებელი გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის გაუქმების შესახებ და განკარგულების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 761. ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონამდე
1. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ნივთი პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნივთის შემძენი მიმართავს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით, რომელსაც უნდა ერთოდეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ნივთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც მას გადაეცემა ამ ნივთზე საკუთრების უფლების მიღების თაობაზე აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელიც უნდა შეიცავდეს შეძენილი ნივთის დასახელებას და ადგილმდებარეობას, ნივთის შემძენის რეკვიზიტებს და გადახდილ ფასს.
3. თუ ნივთის რეალიზაცია ხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ამ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება, ხოლო როდესაც აღსრულების პროცესში მონაწილეობენ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებიც ამ ნივთზე რეგისტრირებულია ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ნივთზე უცვლელი რჩება.
31. აუქციონის შემდეგ ამ მუხლით დადგენილი წესით რეალიზებულ ნივთზე რეალიზებული გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასეთის არსებობისას, ძალაში რჩება.
4. რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
5. ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 77. განმეორებითი აუქციონი
1. თუ პირველ აუქციონზე ან ამ კანონის 761 მუხლით გათვალისწინებული წესით არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აღმასრულებელი პირველი აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს.
2. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება განმეორებით.
3. განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის ნახევარს. თუ კრედიტორის (კრედიტორების) მოთხოვნა და საფასური ამ ოდენობაზე ნაკლებია, მაშინ განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და საფასურის ჯამური ოდენობით. განმეორებით აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ამ პუნქტით დადგენილ საწყის ფასზე ნაკლები.
31. (ამოღებულია).
4. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება და კრედიტორს ეძლევა წინადადება ამ კანონის 771 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ნივთის ნატურით მიღების შესახებ.
41. ნივთის ნატურით მიღების თაობაზე კრედიტორის განცხადების წარმოდგენამდე ნივთის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ საწყის ფასად, ამ კანონის 761 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 771. ნივთის ნატურით გადაცემა
1. თუ ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ნატურით გადაცემა განმეორებითი აუქციონის ჩატარებიდან 15 დღის ვადაში, რის თაობაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს სააღსრულებო ბიუროს.
[11. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებას დაქვემდებარებული ნივთის სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში აღმასრულებელი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ნივთის ნატურით მიღების თაობაზე, აგრეთვე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ნივთის ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაწყების შესახებ. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორი არ მოითხოვს ნივთის ნატურით გადაცემას ან მოითხოვს, მაგრამ მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში ვერ ასრულებს ამ მუხლით დადგენილ შესაბამის პირობებს:
ა) ნივთი თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ნივთზე იმავე კრედიტორისათვის იმავე მოთხოვნაზე აღსრულება არ დაიშვება;
ბ) კრედიტორის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებების გამოყენება ჩაითვლება ამ ნივთის ნატურით მიღებაზე უარის თქმად;
გ) ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ ნივთზე აღსრულებას აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.
[2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორი არ მოითხოვს ნივთის ნატურით გადაცემას ან მოითხოვს, მაგრამ მოთხოვნიდან (შესაბამისი სახელმწიფო ორგანო – აღმასრულებლის მიმართვიდან) ერთი თვის ვადაში ვერ ასრულებს ამ მუხლით დადგენილ შესაბამის პირობებს:
ა) ნივთი თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ნივთზე იმავე კრედიტორისათვის იმავე მოთხოვნაზე აღსრულება არ დაიშვება;
ბ) კრედიტორის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებების გამოყენება ჩაითვლება ამ ნივთის ნატურით მიღებაზე უარის თქმად;
გ) ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ ნივთზე აღსრულებას აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
3. აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე, კრედიტორის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესაბამისი პირობის შესრულების შემდეგ გასცემს განკარგულებას ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ.
[3. აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე, კრედიტორის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესაბამისი პირობის შესრულების შემდეგ გასცემს განკარგულებას ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას განკარგულების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგადასახადო ორგანოს. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
4. განკარგულება ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) ნატურით გადასაცემი ნივთის მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს;
ბ) ნატურით გადაცემული ნივთის დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას;
გ) ნივთის მიმღები კრედიტორის მონაცემებს;
დ) ნივთის ნატურით გადაცემის მიზეზსა და კრედიტორის მოთხოვნას;
ე) ნივთის ღირებულებას და კრედიტორის მიერ გადახდილ საფასურს.
5. ნატურით გადაცემისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საწყისი ფასით.
6. ნივთის ნატურით გადაცემისას:
ა) თუ მოთხოვნა აღემატება ან უტოლდება ნივთის ღირებულებას, კრედიტორი ფარავს საფასურის დანარჩენ ნაწილს ნივთის ღირებულების პროპორციულად (ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით);
[ა) თუ მოთხოვნა აღემატება ან უტოლდება ნივთის ღირებულებას, კრედიტორი (სახელმწიფო ორგანოს გარდა) ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს ნივთის ღირებულების პროპორციულად (ღირებულების 5%-ის ოდენობით); (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
ბ) ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ ნივთზე წარმოიშობა საერთო საკუთრება. საერთო საკუთრებაში თითოეული კრედიტორის წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. ასეთ შემთხვევაში საფასურის დანარჩენ ნაწილს ფარავს თითოეული კრედიტორი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. თუ ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორიდან ნივთის ნატურით მიღების სურვილი გამოთქვა ერთ-ერთმა (რამდენიმემ), ნივთის მიმღები კრედიტორი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები კრედიტორის მოთხოვნასა და გადახდილი საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიემართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
გ) ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს. ნივთის მიმღები იპოთეკარი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები იპოთეკარის მოთხოვნასა და გადახდილი საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიემართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების (მათ შორის, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
[გ) ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას – პირველ რიგში შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ნივთის მიმღები იპოთეკარი (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გარდა) ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ნივთის მიმღები ყველა იპოთეკარი ფარავს აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები იპოთეკარის მოთხოვნასა და გადახდილი (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შემთხვევაში – გადახდისაგან განთავისუფლებული) საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიიმართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების (მათ შორის, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)]
7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება.
8. იპოთეკარისთვის (საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, სადაზღვევო ორგანიზაციისთვის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტისთვის) ნივთის ნატურით გადაცემისას ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა სხვა იპოთეკა და სანივთო უფლება უქმდება, ხოლო ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ნივთზე უცვლელი რჩება.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
თავი XIV
სეკვესტრი (იძულებითი მართვა)
მუხლი 78. სეკვესტრი
1. იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებითი მართვის მიზნით შეიძლება გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს ან თვით მესაკუთრეს.
2. იძულებით მართვას არ შეიძლება დაექვემდებაროს ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონება.
3. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს.
4. მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე.
5. ამ მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ დანიშნული იძულებითი მართვის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის ნორმები.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 79. მმართველი
1. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს უძრავი ქონების მმართველი.
2. მმართველი არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი, კრედიტორი ან გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი, ან ამ პირების ახლო ნათესავი.
3. სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ მმართველს უნდა მისცეს საჭირო მითითებები, დაადგინოს მმართველის კუთვნილი ანაზღაურება და თვალყური ადევნოს მის მიერ საქმის წარმოებას. მას შეუძლია მმართველის გათავისუფლება მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 80. ხარჯები
ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან და მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან, მმართველმა უნდა გადაიხადოს უშუალოდ შემოსავლებიდან.
მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა, ანგარიშის წარდგენა
მმართველი პასუხს აგებს ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. ანგარიში უნდა წარედგინოს აღმასრულებელს, რომელმაც, თავის მხრივ, ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 .
მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში
1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის, ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს სასამართლომ მმართველად უნდა დანიშნოს მოვალე. მისი დანიშვნა მხოლოდ მაშინ არ შეიძლება, თუ მისგან მოსალოდნელი არ არის მმართველობის წესიერად წარმართვა.
2. სასამართლო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველ პირს და ადგენს ამ უკანასკნელის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს.
3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ზედამხედველი პირის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
თავი XIV1
გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორთა შორის
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 821. მოვალისგან ამოღებული თანხის განაწილების წესი
1. აღმასრულებლის მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას დაედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.
2. მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღმასრულებლის მიერ შეტანილი ან/და ჩარიცხული უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცეს ან გადაირიცხოს დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 822. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგი
1. თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა საკმარისი არ არის კრედიტორთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება ამ კანონის 823 მუხლით დადგენილი რიგის დაცვით.
2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.
3. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 823. პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები
1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, ასეთების არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პროცესში მონაწილეობენ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება რიგითობის მიხედვით, მოთხოვნიდან (მოთხოვნებიდან) გამომდინარე შესრულების იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც წარმოიშვა აღსრულების პროცესის დაწყებამდე.
11. თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, წინ უსწრებს პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების რეგისტრირებული გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნიდან (მოთხოვნებიდან) გამომდინარე შესრულების იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება მოთხოვნები:
ა) ალიმენტის გადახდევინების შესახებ;
ბ) შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე;
გ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
დ) დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
ე) სახელმწიფო ან/და ადგილობრივ ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ;
ვ) ჩეკისა და თამასუქის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მესამე რიგში, ხოლო სხვა თანხიდან მეორე რიგში დაკმაყოფილდება ყველა სხვა მოთხოვნა.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 824. აღმასრულებლის მიერ გაანგარიშების შედგენა
1. მრავალი კრედიტორის არსებობისას, თუ მოვალისათვის გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღმასრულებელი ადგენს კრედიტორთა შორის თანხის განაწილების გაანგარიშებას და თანხას გასცემს მის შესაბამისად.
2. თუ რომელიმე კრედიტორი შედგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიას, აღმასრულებელი გაანგარიშებას დასამტკიცებლად სამი დღის ვადაში წარუდგენს სასამართლოს.
3. აღმასრულებლის მიერ შედგენილი გაანგარიშების დამტკიცების ან შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
თავი XV
აღსრულება ნივთების გადაცემისა და მოქმედების შესრულების მიზნით
მუხლი 83. მოძრავი ნივთის გადაცემა
1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღმასრულებელი ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს.
2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს აღმასრულებელს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია აღსრულების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს.
3. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 831. გირავნობის მოწმობის საფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა
1. მოგირავნის მიერ სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მის მფლობელობაში გადაცემა ხორციელდება მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
2. გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
მუხლი 84. უძრავი ქონების გადაცემა
1. თუ მოვალემ კრედიტორს უნდა გადასცეს ან გაათავისუფლოს უძრავი ნივთი, მაშინ აღმასრულებელმა აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მფლობელობაში უნდა გადასცეს კრედიტორს.
2. მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღსრულების საგანი არ არის, აღმასრულებელი გადასცემს მოვალეს, ხოლო თუ ის ადგილზე არ იმყოფება, – მოვალის უფლებამოსილ პირს ან მოვალის ოჯახის წევრს.
3. თუ ადგილზე არ არის არც მოვალე და არც ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირთაგანი, მაშინ აღმასრულებელი მოვალის ხარჯით ინახავს ნივთებს.
4. თუ მოვალე გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მაშინ აღმასრულებელს შეუძლია ნივთები გაყიდოს აუქციონზე და ამონაგები თანხა, ხარჯების გამოკლებით, შეიტანოს სადეპოზიტო ანგარიშზე. თანხა დეპოზიტზე ინახება 2 თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მიიჩნევა, რომ მოვალემ უარი თქვა ამ თანხის მიღებაზე. ამ შემთხვევაში აღნიშნული თანხა გადადის აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლის საკუთრებაში.
5. თუ აუქციონის ჩატარების შედეგად ვერ მოხდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების რეალიზაცია და, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე გაფრთხილებიდან 7 დღის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მიიჩნევა, რომ მოვალემ უარი თქვა აღნიშნულ ნივთებზე. ამ შემთხვევაში ეს ნივთები მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სადგომის დაცლის ვადა განჩინებით შეიძლება გააგრძელოს შესაბამისმა სასამართლომ.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
მუხლი 85. შენახვა მესამე პირის მიერ
თუ გადასაცემი ნივთი შესანახად იმყოფება მესამე პირთან და იგი უარს ამბობს ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე, აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას ყადაღის დადების თაობაზე.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 86. მოქმედება, რომელიც შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა
თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღმასრულებლის მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 87. მოქმედება, რომელიც არ შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა
1. თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებიც გამოტანილია საქორწინო ურთიერთობებზე და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევაზე.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
თავი XVI
ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე აღსრულების წესები
მუხლი 88. გადაწყვეტილების აღსრულება ბავშვის გადაცემის საქმეზე
1. ბავშვის გადაცემის საქმეზე აღმასრულებელი თავის მოქმედებას განახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
2. თუ ვალდებული პირი წინააღმდეგობას უწევს გადაწყვეტილების აღსრულებას, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიებანი.
3. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელმა შეიძლება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინაშე დააყენოს ბავშვის საბავშვო დაწესებულებაში დროებით მოთავსების საკითხი.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 89. გადაწყვეტილების აღსრულება ალიმენტის გადახდევინების საქმეზე
თუ ალიმენტის გადახდევინების საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებისას გადასახდელი თანხა, რომელიც გადაეხდევინება მოვალეს ყოველთვიურად შეთანხმებისამებრ, კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია, ალიმენტის გადახდის დავალიანებისას გადახდევინება შეიძლება მოხდეს მოვალის ქონებიდან, დადგენილი წესით.
მუხლი 90. შენობიდან გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
1. სააღსრულებო ფურცელში მითითებული შენობიდან პირთა გამოსახლება ხდება მათ კუთვნილ ქონებასთან ერთად.
2. მოვალეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის ეძლევა შესაბამისი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა აღმასრულებლის მიერ მისი წერილობითი გაფრთხილების დღიდან.
3. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოვალე მოცემულ ვადაში ნებაყოფლობით არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, გამოსახლება მოხდება იძულების წესით. მოვალის არყოფნა აღსრულებას ვერ შეაჩერებს და იძულებითი აღსრულება განხორციელდება მის დაუსწრებლად. გაფრთხილებაში აგრეთვე მიეთითება არყოფნის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ და აღინიშნება იძულებითი გამოსახლების თარიღი და დრო. გაფრთხილება უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება გამოსახლებას და არ ცლის შენობას, აღმასრულებელი უფლებამოსილია, გამოიტანოს მოვალის ქონება. თუ მოვალე არ უზრუნველყოფს მის გადატანას, აღმასრულებელი და სხვა დამსწრე პირები არ აგებენ პასუხს მის დაკარგვაზე ან განადგურებაზე.
5. აღმასრულებელი იძულებითი გამოსახლების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ კრედიტორი (მისი წარმომადგენელი) და ორი დამსწრე.
6. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება გამოსახლებას, აღმასრულებელი აღწერს ქონებას და შესანახად აბარებს კრედიტორს ან მის წარმომადგენელს და ამის შესახებ აცნობებს მოვალეს. კრედიტორი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც დაფიქსირებულია ოქმში. აღნიშნული ნივთების მიმართ გამოიყენება ამ კანონის 84-ე მუხლით გათვალისწინებული წესები.
7. მოვალეს ეკისრება იძულებით გამოსახლებასთან და ქონების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მოვალის კუთვნილი ნივთების აუქციონზე რეალიზაციის გზით.
8. თუ გამოსასახლებელი პირი (პირები) არ ემორჩილება აღმასრულებლის კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს, ამ უკანასკნელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც ვალდებული არიან, გაუწიონ მას საჭირო დახმარება.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 901. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულება
1. მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას სააღსრულებო ბიუროები იწყებენ დამრღვევი პირისათვის დადგენილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე მიცემული წინადადების შეუსრულებლობის შემდეგ.
2. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღმასრულებელი იწყებს დამრღვევი პირისათვის დადგენილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების ჩაბარებიდან 7 დღის შემდეგ.
3. თუ დამრღვევი პირი არ ემორჩილება აღმასრულებლის მითითებებს, აღმასრულებელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს ან/და აღსრულების პოლიციას.
4. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება დამრღვევ პირს.
5. დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 91. სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
1. საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
თავი XVII
აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ
მუხლი 92. იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ
საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან ერთი თვის შემდეგ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 92 1 . იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან ერთი თვის შემდეგ.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 922. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებული წესები განისაზღვრება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავით.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
თავი XVIII
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება
მუხლი 93. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. აღსრულებას ექვემდებარება დადგენილება:
ა) გაფრთხილების შესახებ;
ბ) დაჯარიმების შესახებ;
გ) სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ;
ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაძევების შესახებ.
მუხლი 94. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ან ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილების შესრულების სავალდებულოობა
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ან ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება, თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება, შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
მუხლი 95. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ხდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ.
11. ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.
2. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება სააღსრულებო ბიუროს მიერ მისი მიღებიდან ერთი წლის ვადაში, გარდა სახდელის ზომად გაფრთხილების გამოყენების შესახებ დადგენილებისა.
3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.
4. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 96. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა
იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო ადმინისტრაციული პატიმრობის ან ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების კანონით დაწესებულ ვადაში აღსრულება შეუძლებელია, საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით აღსრულება შეჩერდება ხელის შემშლელ გარემოებათა შეცვლამდე, მაგრამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უმეტეს ერთი წლისა.
მუხლი 97. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს, თუ:
ა) გაუქმდა შესაბამისი დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;
ბ) გასაჩივრების საფუძველზე გაუქმდა დადგენილება;
გ) გარდაიცვალა ის პირი, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.
მუხლი 98. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაცია და კონტროლი მის აღსრულებაზე
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) ეკისრება ამ დადგენილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი მის აღსრულებაზე, აგრეთვე აღმასრულებლისათვის აღსრულების პროცესში სათანადო დახმარების აღმოჩენა.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 99. გაფრთხილების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
1. დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქმის განხილვის დამთავრებისთანავე დადგენილების საჯაროდ წაკითხვით.
2. დამრღვევის დაუსწრებლად გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანისას, პირს დადგენილების ასლი ჩაბარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 100. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესები
1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში, ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა. დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა ხდება საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ჯარიმის თანხა შეიტანება საბანკო დაწესებულებაში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თანამდებობის პირის ნაცვლად ჯარიმის გადახდევინება შეიძლება დაეკისროს იმ იურიდიულ პირს, სადაც ეს თანამდებობის პირი მუშაობს.
მუხლი 101. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება
1. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილება დაჯარიმების შესახებ გაიგზავნება მის სამუშაო ადგილზე ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითად.
2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, ანდა სხვა მიზეზებით, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება ხდება აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, ჯარიმა შეიცვლება სხვა სახდელით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით ასეთს არ ექვემდებარება.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადახდისას დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ქვითარი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტს.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 102. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოების დამთავრება
ქვითარი ჯარიმის გადახდის შესახებ დაუბრუნდება დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს). დადგენილების აღსრულება დამთავრებულად ჩაითვლება ჯარიმის მთლიანად გადახდის შემდეგ.
მუხლი 103. სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ორგანოები
1. დადგენილებას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები.
2. დადგენილებას მცირე ზომის გემების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ საზღვაო ადმინისტრაციის შესაბამისი ორგანოები.
მუხლი 104. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
1. დადგენილება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.
2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 105. მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები
მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულება იწყება მართვის მოწმობის ჩამორთმევის დღიდან. მართვის უფლების ჩამორთმევის საერთო ვადას განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლი 106. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გამოანგარიშება
1. პირი ითვლება სპეციალურ უფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ფაქტობრივად ჩამორთმევის დღიდან.
2. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისას, აგრეთვე მისი შემცირებისას, პირს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელის ეს ზომა, დადგენილი წესით დაუბრუნდება ჩამორთმეული დოკუმენტები.
მუხლი 107. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულება
დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ აღსრულდება დაუყოვნებლივ მისი გამოტანის შემდეგ.
მუხლი 108. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი
1. პირი, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, სახდელს იხდის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილზე.
2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.
3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 109. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების შრომის გამოყენება
1. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს გამოიყენებენ არაკვალიფიციურ სამუშაოებზე.
2. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზება ევალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
3. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მუდმივ სამუშაო ადგილზე ხელფასი არ მიეცემათ, მაგრამ ენახებათ სამუშაო ადგილი.
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296
თავი XVIII1
საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
მუხლი 1091. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების შესრულების სავალდებულოობა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
მუხლი 1092. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება
1. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს იგი აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.
3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებას ახორციელებს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
მუხლი 1093. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
დამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ცნობილი გახდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე – ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
მუხლი 1094. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულება
ამ კანონის 1093 მუხლით განსაზღვრულ ვადაში საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 1095. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა
საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისათვის დაწესებული ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
მუხლი 1096. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა
დამრღვევი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაიხადა მასზე დარიცხული საურავი, ვალდებულია აღსრულების აღნიშვნით ამის შესახებ შეატყობინოს დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს); სხვა შემთხვევაში მის მიმართ გაგრძელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
თავი XVIII2
სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52
მუხლი 1097. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება
1. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ განკარგულების გამოცხადებიდან ან ჩაბარებიდან ოცდაათი დღის ვადაში.
2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
3. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ აღსრულდება. დაპატიმრებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები საამისოდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52
თავი XIX
ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წარმოება
მუხლი 110. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით და იგი წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტს.
2. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში _ საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.
მუხლი 111. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობის შედეგები
ამ კანონის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტი წარმოადგენს ზარალის იძულებითი აღსრულების საფუძველს.
თავი XX
(ამოღებულია)
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67
მუხლი 112. (ამოღებულია)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67
თავი XXI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 113. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სანოტარო ორგანოების სააღსრულებო წარწერების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
3. ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა მომზადება და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება განხორციელდეს 1999 წლის 1 სექტემბრამდე.
4. ამ კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღება მოხდეს 1999 წლის 15 მაისამდე.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია.
6. სააღსრულებო ბიუროები განთავსდნენ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში.
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ფონდის მოცულობის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 15 აგვისტომდე წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი.
10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
11. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:
ა) სათანადო ცვლილებების განხორციელება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.
12. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცება;
ბ) სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცება;
გ) აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცება;
დ) აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცება;
ე) აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენა;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
ზ) კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;
თ) კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენა 2009 წლის 1 ივლისამდე;
ი) კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;
კ) სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;
ლ) კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენა 2009 წლის 1 ივლისამდე.
13. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ უზრუნველყოს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცება.
14. 2008 წლის 1 ოქტომბრამდე მოვალისათვის დაკისრებული სააღსრულებო მოსაკრებელი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად აღსრულების საფასურის სახით, საიდანაც ანაზღაურდება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე კრედიტორის მიერ გაწეული წინასწარი ხარჯები, ხოლო საფასურის დარჩენილი ნაწილი მიემართება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
15. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე, რომლებიც წარმოებაში იყო 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, აღსრულების საფასური არ გადაიხდევინება.
16. 2009 წლის 1 ივლისამდე წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც დანიშნულია იძულებითი აუქციონი, დასრულდეს 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით.
17. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
18. 2009 წლის 2 ივლისამდე ყადაღადადებულ მოძრავ ნივთზე აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ყადაღის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით.
19. 2009 წლის 1 სექტემბრამდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების აღსრულების საფასურია აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%, რომელიც ეკისრება მოვალეს.
20. სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ იმ საქმეებზე, რომლებზედაც ამ კანონის 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით ჩატარდა პირველი და განმეორებითი უშედეგო აუქციონები და არ განხორციელებულა კრედიტორისათვის ქონების ნატურით გადაცემა, შესაძლებელია კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარდეს აუქციონი (პირველი, განმეორებითი), ხოლო თუ ამ აუქციონზე არ მოხდება ნივთის რეალიზაცია – განხორციელდეს კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემა.
21. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე ელექტრონული შეტყობინების მიწოდების პირობების განსაზღვრის მიზნით საქართველოში მოქმედმა საბანკო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან შესაბამისი ხელშეკრულების დადება 2010 წლის 1 მარტამდე.
22. 2010 წლის 1 აპრილამდე სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოებაში მიღებულ შესაბამის საქმეზე მოვალე საბიუჯეტო ორგანიზაციას სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის ეძლევა სამი თვის ვადა.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 10 მარტის კანონი №1028 - სსმ I, №5, 24.03.2009წ., მუხ.18
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 1131. (ამოღებულია)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 1132. სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაციისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 114. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.
2. ამ კანონის 192 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 16 აპრილი.
№1908-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95
3. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
4. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67
5. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68
6. საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19
7. საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54
8. საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
9. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194
10. საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66
11. საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №784 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.23
12. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №885 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.40
13. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285
14. საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5
16. საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6
17. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2640 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.48
18. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2939 - სსმ I, №14, 15.05.2006წ., მუხ.91
19. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
20. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
21. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3437 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.244
22. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3534 - სსმ I, №37,27.08. 2006წ., მუხ.275
23. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296
24. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52
25. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381
26. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444
27. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4524 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.89
28. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
29. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
30. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №824 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.302
31. საქართველოს 2009 წლის 10 მარტის კანონი №1028 - სსმ I, №5, 24.03.2009წ., მუხ.18
32. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
33. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
34. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1282 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.65
35. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
36. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1687 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.170
37. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1914 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.224
38. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1945 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.250
39. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283
40. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
41. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373
42. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85
43. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
დოკუმენტის კომენტარები