„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.003.839
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2459
25/12/2009
სსმ, 49, 30/12/2009
070.000.000.05.001.003.839
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებ-ლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):

ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;

ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის;

ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;

მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; 

ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს სამსახურებრივი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საბანკო ანგარიში. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ამოცანებისათვის.“.

4. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააღსრულებო ბიუროს აქვს სადეპოზიტო ანგარიში. სააღსრულებო ბიუროს ამოღებული თანხების დეპონირებისათვის შესაძლებელია ჰქონდეს ორი ან ორზე მეტი სადეპოზიტო ანგარიში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით. სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ამოცანებისათვის.“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. თანამდებობაზე დანიშვნისას აღმასრულებელს ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივი ფორმა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.“.

6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელს აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფორმით, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, და სამსახურებრივი ბეჭდით საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამსახურებრივ ბეჭედზე აღინიშნება აღმასრულებლის სახელი და გვარი, სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“.

7. 146 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სავალდებულოა კერძო აღმასრულებელს ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული საზღაური.“.

8. 147 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის განთავსებას ამ კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად;“.

9. 149 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 1414 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

10. 1410 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამუშაო ადგილის მისამართი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე, სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.“.

11. 1411 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1411. კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია

    კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის

    მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს:

ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;

ბ) ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ ანგარიშის ნომერს;

გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

12. 1412 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1412. სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა

კერძო აღმასრულებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის ბოლო კვარტალის პირველ კვირაში, წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ.“.

13. 1417 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააღსრულებო ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შედეგად ამოღებული თანხებიდან:

ა) კრედიტორის მიერ გადახდილი საზღაური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კრედიტორს. კრედიტორს ასევე გადაერიცხება ამოღებული მოთხოვნა;

ბ) კრედიტორის მიერ გადასახდელი საზღაური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კერძო აღმასრულებელს.“.

14. მე-17 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და დასვენების დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე.“.

15. 171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად მისი ქონების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლებითა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლით გათვალისწინებული ამოღება და რეალიზაცია ხორციელდება იმავე მუხლების შესაბამისად დადგენილი წესით.“.

16. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში, მორიგების შემთხვევაში აღმასრულებელს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი სამი დღის ვადაში მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს.“.

17. 21-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.“;

ბ) 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსისთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები;“.

18. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედების დაწყება

აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმეებზე – იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე.“.

19. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს სამი თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;“.

20. 38-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თანხის გადახდევინებისას საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7% (არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს). კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას იხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს, ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა), რომელიც უბრუნდება მას ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, აღსრულებისათვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 7%, რომელიც მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების კრედიტორები თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან. ამ კანონის 771 მუხლით დადგენილი წესით ქონების ნატურით მიმღები სახელმწიფო ორგანო თავისუფლდება საფასურის გადახდისაგან.“;

დ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები:

„14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორების ფულადი მოთხოვნების მოვალეებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას საფასურის სახით ეკისრებათ აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%.

15. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააღსრულებო მოქმედებებისათვის, რომლებიც უკავშირდება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე შეტანილ თანხებს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 680-ე მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად შეტანილ თანხებს.“.

21. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულებისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.“.

22. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებს და ძვირფასეულობას იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები რჩება მოვალესთან ან შესანახად ბარდება სხვა პირს, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით. ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის – შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.

23. 68-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სააღსრულებო ფურცელში აღსრულების საშუალება და წესი განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის (ქონების რეალიზაციის) სახით, აუქციონის დასანიშნად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორის განცხადება, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას, სავალდებულო არ არის.“.

24. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში აუქციონს სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად მის მიერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ყადაღის რიგითობისა.“.

25. 70-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას აუქციონის შეჩერება ან შეწყვეტა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საფუძვლებით შესაძლებელია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს დასაბუ-თებული მიმართვის საფუძველზე.“.

26. 71-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელი ვალდებულია აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვებგვერდზე და შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს საინფორმაციო დაფაზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონის შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საშუალებებით.“.

27. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85

28. 75-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას განკარგულების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება, ხოლო თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომელიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. აუქციონზე რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასეთის არსებობისას, მიუხედავად მისი რიგითობისა, ძალაში რჩება.“.

29. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ აუქციონზე ნივთის შემძენმა მთლიანი თანხა არ დაფარა ამ კანონის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას. ეს თანხა გადაირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და გამოიყენება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანებისათვის.“.

30. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85

31. 77-ე მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

32. 771 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებას დაქვემდებარებული ნივთის სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში აღმასრულებელი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ნივთის ნატურით მიღების თაობაზე, აგრეთვე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ნივთის ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაწყების შესახებ.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორი არ მოითხოვს ნივთის ნატურით გადაცემას ან მოითხოვს, მაგრამ მოთხოვნიდან (შესაბამისი სახელმწიფო ორგანო – აღმასრულებლის მიმართვიდან) ერთი თვის ვადაში ვერ ასრულებს ამ მუხლით დადგენილ შესაბამის პირობებს:

ა) ნივთი თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ნივთზე იმავე კრედიტორისათვის იმავე მოთხოვნაზე აღსრულება არ დაიშვება;

ბ) კრედიტორის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებების გამოყენება ჩაითვლება ამ ნივთის ნატურით მიღებაზე უარის თქმად;

გ) ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ ნივთზე აღსრულებას აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

3. აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე, კრედიტორის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესაბამისი პირობის შესრულების შემდეგ გასცემს განკარგულებას ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას განკარგულების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგადასახადო ორგანოს.“;

გ) მე-6 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ მოთხოვნა აღემატება ან უტოლდება ნივთის ღირებულებას, კრედიტორი (სახელმწიფო ორგანოს გარდა) ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს ნივთის ღირებულების პროპორციულად (ღირებულების 5%-ის ოდენობით);“;

გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას – პირველ რიგში შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ნივთის მიმღები იპოთეკარი (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გარდა) ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ნივთის მიმღები ყველა იპოთეკარი ფარავს აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები იპოთეკარის მოთხოვნასა და გადახდილი (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შემთხვევაში – გადახდისაგან განთავისუფლებული) საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიიმართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების (მათ შორის, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.“;

დ) (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85

33. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85

34. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე პუნქტები:

„20. სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ იმ საქმეებზე, რომლებზედაც ამ კანონის 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით ჩატარდა პირველი და განმეორებითი უშედეგო აუქციონები და არ განხორციელებულა კრედიტორისათვის ქონების ნატურით გადაცემა, შესაძლებელია კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარდეს აუქციონი (პირველი, განმეორებითი), ხოლო თუ ამ აუქციონზე არ მოხდება ნივთის რეალიზაცია – განხორციელდეს კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემა.

21. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე ელექტრონული შეტყობინების მიწოდების პირობების განსაზღვრის მიზნით საქართველოში მოქმედმა საბანკო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან შესაბამისი ხელშეკრულების დადება 2010 წლის 1 მარტამდე.“.

35. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 114. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

2. ამ კანონის 192 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.“.  

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-8, მე-15, 23-ე და 24-ე პუნქტებისა, 25-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 28-ე და 32-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-2 მუხლი, გარდა მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 2 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი და 26-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, ამ კანონის პირველი მუხლის მე-15, 23-ე და 24-ე პუნქტები, 25-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 26-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 28-ე და 32-ე პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2459–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.