დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 987-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.102831 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) დაემატოს შემდეგი შინაარსის 283 მუხლი:
„მუხლი 283. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა 1. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დადგენილი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან ან სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შესაბამისი პირისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ეკრძალება საქართველოდან გასვლა. 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 ოქტომბერი 2025 წ. N987-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები