კომენტარები

babu's picture
babu (tengo samxaradze)
კონსტიტუციური სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/22
ბოლო შემოს: 2015/08/04 13:38:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საინტერესოა აღსრულება როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირთან გაერთიანების მერე, ვფიქრობ მნიშვნელოვანიაა რომ ევროკავშირის უმაღლესი ორგანოთა გადაწყვეტილეებეი და განსაკუთრებით დირექტივები და მათი აღსრულების კონტროლის გგარკვეული ფუნქცია მაგ უდავო წარმოებთსთან დაკავშირებით დაევალოს აღსრულების ორგანოს(ბიუროოს) და შესაბამისად კანონის მოწესრიგება შეეხოს ამ საკითხსაც

რევაზ რიჟამაძე's picture
რევაზ რიჟამაძე (რევაზ რიჟამაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2015/02/22
ბოლო შემოს: 2020/09/10 23:25:46
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ეს კანონი მოუქნელია დაკმაყოფილებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულების მიმართულებით. ფაქტიურად აღმასრულებელი უუნაროა მოიძიოს მოვალის არარეგისტრირებული ქონება(შემოსავალი) და ვერც რეაგირებას ახდენს გამოავლინოს მოვალის მიერ შემოსავლის დამალვის ფქტი. ამისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საკმაოდ ბუნდოვანი მუხლით - ,,მოვალის მიერ აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან მასში არასწორი მონაცემების შეტანა" - ქვემდებარეობით გამოძიება შს პოლიციის ორგანოს ევალება, თუმცა მას ამ საკითხებში სათანადო კომპეტენცია არ გააჩნიათ და არც გამოძიება წარმოებს. საჭიროა სააღსრულებო პოლიციას ამავე კანონით გადაეცეს გამოძიების ფუნქცია და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს კონკრეტული მუხლები იმ ქცევების დასჯადობის ირგვლივ, რასაც მიმართავს ხშირ შემთხვევაში მოვალე სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებისაგან თავის არიდების მიზნით. სხვა შემთხვევაში მხოლოდ შაბლონად იქცევა და შესაბამისად ირღვევა ევროპული სამართლით აღიარებული პრინციპი, რომ: ,,ყველა სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, არ უნდა არსებობდეს აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები".

mariiamii's picture
mariiamii (მარი)
სხვა
რეგ. თარ: 2019/04/22
ბოლო შემოს: 2019/04/22 20:33:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჩამოთვლილი აღსრულების ქვემდებარე აქტებიდან რომელს სჭირდებაა სააღსრულებო ფურცელი?

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/01
ბოლო შემოს: 2023/07/11 00:04:04
კონტაქტი - ყველა კომენტარი

.იმ აღმასრულებლის ვინაობა ვისი მოქმედებაც საჩივრდება, მოქმედების შინაარსი, შემტანის მოთხოვნა, საჩივარზე დართული დოკუმენტები, საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა,
საჩივარი უნდა იყოს წერილობითი ფორმით ასევე ნაბეჭდის სახით,საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, აღსრულების ეროვნული ბიურო არმიიღებს საჩივარს თუ ის ეხება სასმართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების საკითხს,სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დააკავშირებულ საქმეებზე,
აღსრულების ეროვნული ბიურო არგანიხილავს საჩივარს თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ან წარმოების მხარეებს შორის მორიგება, თუ არსებობს ეროვნული ბიუროს თავჯდომარისა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე საკითხზე,გასულია საჩივრის შეტანის ვადა, ან შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა,7 კალენდარულ დღეში ეცნობება საჩივრის შემტანს და განესაზღვრება ვადა რომლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დამატებით დოკუმენტი ან ინფორმაცია.დადგენილ ვადაში თუ არიქნა წარდგენილი ეს დოკუმენტი ან ინფორმაცია საჩივარი არ განიხილება,
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარე 30 კალენდარული დღის ვადაში საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, სირთულიდან გაომდინარე თავჯდომარე უფლება მოსილია არა უმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტიების მიღების ვადა,ეს უნდა შეატყობინოს საჩივრის შემტანს,უარის შემთხვევაში დასაბუთებული უნდაიყოს,საჩივრის შემტანი უფლებამოსილია უარის შემთხვევაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში,აღმასრულებელი ბიუროს თავჯდომარე უფლებმოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს სააღსრულებო მოქმედება,

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/01
ბოლო შემოს: 2023/07/11 00:04:04
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოვალეთა რეესტრი
19 მუხლი,

ეს არის ფიზიკური და იურდიული პირთა და სხვა წარმონაქმთა შესახებ რეესტრში რეგისტრაცია, ვის მიმართაც აღსრულება დაიწყო, მოვალეთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რეესტრში რეგისტრაცია არათავისუფლებს პირს გადახდევინების აღსრულებისაგან, რეესტრში მონაცემები საჯაროა, მასზე ხელმისაწდომობას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. აგრეთვე მუდმივ განახლებასაც,
აღსრულების ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროს უფლება მოსილი პირები რეესტრიის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ, შესაბამის ცნობებისა და ამონაწერის გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა წინასწარი საფასურის გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. რეესტრიდან მოვალის ამორიცხვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი,
პირის ამორიცხვა მოვალეთა რეესტრიდან ხორციელდება შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავჯდომარესთან შეთანხმებით,მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა ხდება თუ მოხდება ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება,დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელის შეცვლა, მოხდა აღსრულების შეწყვეტა,ან განხორციელდა სააღსრულებო საბუთის დაბრუნება,ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით, ან თუ მოხდა რეესტრში რეგისტიტრენბული პირის საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება რომელიც შემდგომში რეალიზაციის მინიმალური ფასი ვარაუდით უზრუნველყოფს აღსრულების მოთოვნას სრული ოდენობით ანაზღაურებას.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/01
ბოლო შემოს: 2023/07/11 00:04:04
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
სავალდებულოა კერძო აღმასრულებელს ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული საზღაური.
3. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
კერძო აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით გაერთიანდეს სხვა კერძო აღმასრულებელთან, ადვოკატთან ან/და აუდიტორთა კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარსკერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით.კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე.

თაია არაბული's picture
თაია არაბული (თაია არაბული)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/05
ბოლო შემოს: 2024/04/23 16:54:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1sportis samartlis cneba da sistema, sportis samartali rogorc axali samartaldargu sawRtveloshi, , kacahiri sxva samartlis dargebtan00სპორტის , სპორტის სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში, სპორტისსამართლის უმთავრესი ელემენტები, .---
სპორტის სამართალი არის სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიცარეგულირებს სახელმწიფოს სპორტულ საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს, განსაზღვრავს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს და პრინციპებს, ადგენს სპორტის მართვის და სხვა სახელმწიფო ორგანოთა,
ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, სპორტის სამართალი
საქართველოში ესე ყალიბდება.
საქართველოს სპორტის კანონმდებლობა შეიქმნა და დამკვიდრდა 90-იან წლებში.
აქამდე იგი ემყარებოდა საბჭოთა კავშირის სპორტის კანონონმდებლობას, რომელიც
ნაკლებად ითვალისწინებდა ეროვნული სპორტის თავისებურებებსა და სპეციფიკას.
სპორტის სამართალი, როგორც სასწავლო დისციპლინა ორი ნაწილისაგან შედგება:
ზოგადი და კერძო ნაწილი. ზოგადი ნაწილი მოიცავს სპორტის თეორიისა და ისტორიის
ძალზედ ზოგად საკითხებს, სპორტის სამართლის საგანს, სისტემას, სახელმწიფო პოლიტიკას
სპორტის სფეროში, სპორტის კანონმდებლობას სახელმწიფოში და ა.შ. კერძო ნაწილი მოიცავს
სპორტის სფეროში სამართლებრივი რეგულირების საკითხებს, სპორტის მართვის
სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას, მასობრივ სპორტს, უმაღლესი მიღწევების სპორტს,
სპორტის ფინანსურ, მატერიალურ ტექნიკურ და საკადრო უზრუნველყოფას, სპორტში
აკრძალულ საშუალებებს და ა.შ. როგორც ვხედავთ, სპორტის სამართალი წარმოადგენს
ინტერდისციპლინარულ დარგს. ის თავისი შინაარსით კავშირშია არამარტო სამართალთან,
არამედ სხვა სფეროებთანაც, როგორებიცაა მედია, კულტურა, ფინანსები, საკადრო
უზრუნველყოფა და ა.შ.
სპორტის სამართალს, ისევე როგორც მეცნიერების ყველა სხვა დარგს აქვს თავისი
საგანი და კვლევის ობიექტი. ამა თუ იმ მეცნიერების საგნის გარკვევისა და განსაზღვრისათვის
მთავარია იმის დადგენა, თუ რას სწავლობს იგი, რა არის მისი კვლევის მიზანი და ობიექტი,
რომელი პრობლემები, კატეგორიები, ცნებები, მოვლენები აინტერესებს მას და როგორია ამ
დარგის ადგილი სხვა მეცნიერებათა შორის.
სპორტის სამართალი იმ სამართლებრივი ნორმების ერთობლიობაა, რომელიც
არეგულირებს სახელმწიფოს სპორტის სფეროში საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს, განსაზღვრავს დარგის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს
და პრინციპებს, ადგენს სპორტის მართვისა და სხვა სახელმწიფო ორგანოთა, ფიზიკურ დაიურიდიული პირები. ამასთან ერთად, ხაზგასასმელია, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირიშეიძლება იყოს ქვეყნის მოქალაქე ან უცხო ქვეყნის მოქალაქე. სპორტის სამართალისამართლის ის ერთერთი ინსტიტუტი და იმ იურიდიულ ნორმათა ერთობლიობაა,რომლებითაც ხდება საზოგადოებრივი ურთიერთობათა რეგულირება სპორტის სფეროში.სპორტის სამართლის კვლევის საგანია: ა) სახელმწიფოს პოლიტიკა სპორტის სფეროში; ბ)სპორტის მართვის სახელმწიფო ორგანოები; გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა მართვისრეგულირების პრინციპები; დ) მასობრივი და უმაღლესი მიღწევების სპორტის სფერო; ე)სპორტის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფა; ვ)საზოგადოებრივი და არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების საქმიანობა; ზ)პასუხისმგებლობა სპორტის კანონმდებლობის დარღვევისათვის--2sportis samartali da adamianis uflebebiსპორტის ,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი დებულებების მიმოხილვასპორტი ქვეყნის სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი სფეროა. მსოფლიო
გლობალიზაციის პირობებში სპორტი ეფექტური საშუალებაა მოსახლეობის
ჯანმრთელობის განმტკიცების, თითოეული მოქალაქის სრულფასოვან პიროვნებად
ფორმირების, პატრიოტული გრძნობების გაძლიერების, ქვეყნის საერთაშორისო
ავტორიტეტის გაზრდის თვალსაზრისით.
თანამედროვე გარდაქმნების ეტაპზე შემოვიდა და დამკვიდრდა ტერმინი
„ფიზიკური აღზრდის განათლება”, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური აღზრდის
პროცესშისწორი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც არა თუ ხელს შეუშლის, არამედ
ხელს შეუწყობს ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას.
საქართველოში სპორტის სამართლის საკონსტიტუციო-სამართლებრივი
საფუძვლები ისტორიულად გარდაიქმნებოდა და ვითარდებოდა. უკანასკნელ
საკონსტიტუციო ცვლილებებამდე საქართველოს კონსტიტუციაში არსებობდა 341
მუხლი, რომლის მიხედვითაც დადგენილი იყო შემდეგი:
,,სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სპორტულ გაერთიანებებთან
თანამშრომლობით ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას,
სპორტში მათ ჩართვას.“
აღნიშნული ნორმა არ ამკვიდრებდა არანაირ ძირითად უფლებას, იგი ავლენდა
სახელმწიფოს კეთილ ნებას ხელი შეეწყო მოზარდებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ
აღზრდისათვის და მათ ჩართვისათვის სპორტში. კონსტიტუცია, თავისი მიზნებიდან
გამომდინარე, სახელმწიფოს ავალდებულებულებდა ეზრუნა მხოლოდ მოზარდებისა
და ახალგაზრდობის სპორტულ აქტივობაზე. კონსტიტუციის ამ ნორმით, სახელმწიფოს
არ ჰქონდა ვალდებულება, ამ მიმართულებით მთლიანად მოსახლეობაზე ეზრუნა.
შესაბამისად აღნიშნული ამკვიდრებდა მხოლოდ სახელმიფოს პოზიტიურ
ვალდებულებას.
საქართველოს კონსტიტუციის 341 მუხლის ფორმულირება ახლოს დგას
პორტუგალიის რესპუბლიკის 1976 წლის 2 აპრილის კონსტიტუციის 79-ე მუხლის
დებულებასთან, რომლის მიხედვით: “1. ყველას აქვს უფლება დაკავდეს
ფიზკულტურითა და სპორტით; 2. სახელმწიფო ვალდებულია სკოლებთან და სპორტულ
გაერთიანებებთან ერთობლივი თანამშრომლობით ხელი შეუწყოს, წარმართოს და მხარიდაუჭიროს ფიზკულტურისა და სპორტის სწავლებას და მონაწილეობა მიიღოს მათ
განვითარებაში, აგრეთვე, აღკვეთოს სპორტში ძალადობის გამოყენება.“
როგორც ვხედავთ პორტუგალიის კონსტიტუცია ბევრად მნიშვნელოვან ხარისხში
აყენებს სპორტს საკონსტიტუციო დონეზე.
რიგი ქართველი კონსტიტუციონალისტების თვლიდნენ რომ საქართველოს
კონსტიტუციის 341 მუხლი ზედმეტი იყო საქართველოს კონსტიტუციაში, ვინაიდან
სპორტი და ფიზიკური აღზრდა ემსახურება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას და
მის შენარჩუნებას. ესაა მისი მთავარი მიზანი. საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს
37-ე მუხლი, რომელიც ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ
პრინციპებს განამტკიცებს. უკანასკნელი საკონსტიტიციო ცვლილებებით ფაქტობრივად
გათვალისწინებულ იქნა ზემოაღნიშნული და კონსტიტუციის მე-5 მუხლმა
(სოციალური სახელმწიფო) შეითავსა ე.წ ,,სპორტთან დაკავშირებული საკითხების
რეგულირება“. კერძოდ, კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით:
,,7. სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ
ჩართვაზე.“
აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ ფაქტობრივად ერთი მხრივ სოციალური
სახელმწიფოს ვალდებულებების ნაწილში და პრინციპების დონეზე აიყვანა სპორტის
განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ქვეყანაში და ამასთან ერთად
ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილიდან ამოიღო 341 მუხლი, რომელიც
დამოუკიდებლად, ხაზგასმით ადგენდა ერთი მხრივ ადამიანის უფლებებს სპორტული
მასშტაბით და მეორე მხრივ სახელმწიფოს ვალდებულებას (მართალია პოზიტიურს, მაგრამ
მაინც) ზემოაღნიშნულთან მიმართებით.

,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი არის ქვეყანაში მოქმედი ძირითადი
ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული
საქმიანობის ზოგადსამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ
საფუძვლებს. კანონის მიხედვით საქართველოში სპორტი მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს
ეროვნულ საქმედ და ხელი ეწყობა მის განვითარებას.
საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ემსახურება ერის გაჯანსაღების,
მოქალაქეთა ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეს, პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის
სულისკვეთებით აღზრდას, შრომისა და სამშობლოს დაცვისათვის მომზადებას, ადამიანთა
სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას.
აღნიშნული კანონის ძირითადი მიზნებია:ა) ერის გაჯანსაღება;
ბ) სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული
პიროვნების ფორმირება;
გ) სპორტის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის კონსტიტუციური
უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა და დაცვა;
დ) სპორტის სფეროში მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო
ორგანოების კომპეტენციისგანსაზღვრა;
ე) საკანონმდებლო გარანტიების შექმნა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა
არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის;
ვ) სპორტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების და
პასუხისმგებლობის განსაზღვრა და მათ შორის ურთიერთობათა დარეგულირება;
ზ) სპორტის სფეროში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დანერგვა.
სპორტში მოქალაქეთა ვარჯიშისა და საქმიანობის უფლებას სახელმწიფო
უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნით. სახელმწიფო
აგრეთვე სათანადო დახმარებასა და შეღავათებს უწევს სპორტის სფეროში მოღვაწე
პენსიონერებს, ობლებს, ხელმოკლე ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებს.
აღნიშნული კანონის შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის
სხვადასხვა სახეობის განვითარებას სოფლად, ქმნის აუცილებელ პირობებს სოფლის
მოსახლეობის სპორტში ჩაბმისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიან
რეგიონებს.
კანონი გამოყოფს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის ან მოქალაქოების
არმქონე პირთა მიმართ განსხვავებულ რეგულაციებს, კერძოდ საქართველოს მოქალაქეს
(სპორტსმენს,მწვრთნელს,მსაჯს,სპორტისსხვამუშაკს)უფლებააქვსიმუშაოსსამოყვარულო
და პროფესიულ სპორტში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ხოლო სხვა ქვეყნის
მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოში სპორტულ საქმიანობას ეწევა
ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აქვე ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს აკრძალვასაც, რაც მდგომარეობს
შემდეგში: დაუშვებელია სპორტული საქმიანობა ან სპორტში მიღწევების გამოყენება
კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის.
აღნიშნული ჩანაწერი იძლევა ორაზროვანი განმარტებით საშუალებას, კერძოდ
რთულია დადგინდეს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგო მიზნად.ამასთან ერთად კანონი ზედმიწევნით განსაზღვრავს სპორტის სფეროში
სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს, ესენია:
ა) საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის
მემკვიდრეობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება;
გ) მართვის დემოკრატიული ხასიათი;
დ) მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სპორტის ინდუსტრიის
განვითარება;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა პატივისცემა.===3safexburto, sakalatburto da saragbo martvis organoebi
ფიფა, უეფა, იფაბი და ფიბა
ასოციაციები და ტურნირები
საფეხბურთო მართვის ორგანოებს შორის მსოფლიო მასშტაბით უპირველეს ყოვლისა
გამოსაყოფია FIFA.
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია
შემოკლებით ფიფა (ფრანგ. Fédération Internationale de Football Association)
— ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა
მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში.
ფიფა დაარსდა 1904 წლის 21 მაისს პარიზში. ორგანიზაციის დამფუძნებელი
წევრებიიყვნენ ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდი, ესპანეთი, შვედეთი და
შვეიცარია. იმავე დღეს, ტელეგრაფის საშუალებით, წევრობის სურვილი
გამოთქვა გერმანიამაც.
ფიფა-ს პირველი პრეზიდენტი გახდა ფრანგი რობერ გერენი, რომელიც 1906 წელს
ინგლისელმა დანიელ ბარლი ვულფოლმა შეცვალა. პირველი შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა
ფიფა-ს ორგანიზებით, იყო ფეხბურთი 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
მალე ფიფა-ში გაწევრიანება დაიწყეს არაევროპულმა ქვეყნებმაც: სამხრეთ
აფრიკამ 1908 წელს, არგენტინამ და ჩილემ 1912 წელს, კანადამ და აშშ-მა 1913 წელს.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ორგანიზაციის აქტიურობამ იკლო,
ვინაიდან ფეხბურთელთა უმეტესობა ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. საფრთხის ქვეშ დადგა
ორგანიზაციის არსებობის საკითხი. 1918 წელს გარდაიცვალა დანიელ ბარლი ვულფოლი;
ფიფა-ს მესვეურობა გენერალურ მდივან კარლ ანტონ ვილჰელმ ჰირშმანს გადაეცა. ფიფა-მ
არსებობა განაგრძო, თუმცა ორგანიზაციას გაეთიშა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, იმ
მიზეზით, რომ არ სურდა იმ ქვეყნების გუნდებთან თამაში, რომელთანაც ისინი ომში იყვნენ
ჩაბმული მოგვიანებით, 1946 წელს, ინგლისი ხელახლა გაწევრიანდა ფიფა-ში.
ოლიმპიური ფეხბურთი წარმატებული იყო, ამიტომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა
საკუთარი საერთაშორისო ჩემპიონატი ჩაეტარებინა. 1928 წლის 28 მაისს, ამსტერდამში, ფიფას კონგრესმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების
შესახებ. ჩემპიონატის პირველი გათამაშება, 1930 წელს, ურუგვაიში ჩატარდა.
ფიფა ჩამოყალიბებულია შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად (როგორც
აღვნიშნეთ მისი შტაბბინა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარეობს). ფიფას უზენაესი
ორგანო არის ფიფას კონგრესი, რომელშიც შედის ფიფას ყველა ასოციაციის (ანუ
წარმოდგენილი ქვეყნის) წარმომადგენელი. ფიფას წევრი ქვეყნებია ყველა სუვერენული
სახელმწიფო რომელსაც ფიფა აღიარებს როგორც თავისი ასოციაციის წევრ ქვეყანად. კონგრესს
გააჩნია ძალიან ბევრი ფუნქცია (მათ შორის უმთავრესი - აირჩიოს ფიფას პრეზიდენტიც კი).
ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი (რომელსაც ხელმძღვანელობს ფიფას პრეზიდენტი) არის
ძირითადი აღმასრულებელი ორგანო. აღმასრულებელი კომიტეტი შედგება 25 ადამიანისაგან:
პრეზიდენტი, 8 ვიცე პრეზიდენტი, 15 წევრი და 1 ქალი წევრი. აღმასრულებელი კომიტეტი
წყვეტს თუ სად უნდა ჩატარდეს მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ფიფას პრეზიდენტიდა გენერალური სამდივნო არის ძირითადი ადმინისტრაციული ერთეული რომელიც
ძირითად ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებს ფიფას საქმიანობის ფარგლებში. გარდა
ამისა, ფიფას შემადგენლობაში შედის სხვა მნიშვნელოვანი ერთეულებიც, ესენია: ფიფას
საგანგებო კომიტეტი, საფინანსო კომიტეტი, დისციპლინური კომიტეტი და სამსაჯო
კომიტეტი.
გარდა ამისა, ფიფას გააჩნია 6 კონფედერაცია, რომლებიც ატარებენ საფეხბურთო
ტურნირებს თავიანთ კონტინენტებსა თუ რეგიონებში. ესენია: აზიის საფეხბურთო
კონფედერაცია (AFC) (რომლის წევრიც გახდა ავსტრალია 2016 წლიდან), აფრიკის
საფეხბურთო კონფედერაცია (CAF), ჩრდილოეთ, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის
საფეხბურთო ასოციაცია (CONCACAF), სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ასოციაცია
(CONMEBOL), ოკეანეთის საფეხბურთო ასოციაცია (OFC) და ევროპის საფეხბურთო
ასოციაციის გაერთიანება (UEFA).
სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა უეფას სტატუსი. ის
არის საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ
ფეხბურთსა და ევროპული ფეხბურთის ქვეყნების ასოციაციებს. მისი მოვალეობაა ევროპის
მასშტაბით სხვადასხვა საფეხბურთო (მათ შორის სანაკრებო და საკლუბო) ტურნირების
გამართვა და მათი ორგანიზება. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს გეოგრაფიული
თვალსაზრისით აზიის კონტინენტზე, აგრეთვე არის უეფას წევრი. მაგ. ყაზახეთი, ისრაელი.
უეფას წევრი ქვეყნები არიან აგრეთვე: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
მთლიანობაში ფიფა აერთიანებს 211 ეროვნულ ასოციაციას (სახელმწიფოს), რომლებიც
აღიარებულია ფიფას მიერ და სადაც აღიარებენ ფეხბურთს, როგორც სპორტს. თავის მხრივ
ფიფას ყავს უფრო მეტი წევრი ქვეყანა ვიდრე გაეროს. ეს გამოწვეულია იმით, რომ დიდი
ბრიტანეთი ფიფას შემთხვევაში არ გამოდის როგორც ერთიანი ასოციაცია, არამედ ცალ ცალკე
წარმოდგენილია: ინგლისის, შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის სახით. ფიფა
ასევე აღიარებს თავის წევრად პალესტინას. ქვეყნები რომლებიც არ შედიან ფიფას
შემადგენლობაში, თუმცა აქვთ პრეტენზია რომ სამომავლოდ შევიდნენ არიან: მონაკო,
ტუვალუ, მიკრონეზია, კირიბატი, პალაუ და ა.შ. ფიფას წევრი ქვეყნები არ არიან ასევე
არადამოუკიდებელი სპეციალური ტერიტორიები და სადავო ტერიტორიები, როგორებიცაა
ოლანდის კუნძულები, ჩრდილოეთ კვიპროსი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი (სამაჩაბლო),
დნესტრისპირეთი, ყირიმის მხარე, ყარაბახი, გრენლანდია, ზანზიბარი, ჩრდილოეთ მარიანის
კუნძულები, რეიუნიონი და ა.შ. მათი საფეხბურთო ასოციაცები ატარებენ დამოუკიდებელ
თვითაღიარებულ ტურნირებს, რომელშიც ასპარეზობენ აღნიშნული ქვეყნების
წარმომადგენლები.
საფეხბურთო სამყაროში უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი სტატუსი გააჩნია
ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდს (IFAB). იფაბი არის ორგანიზაცია, რომელიც
ადგენს თამაშის წესებს საფეხბურთო ასოციაცებისათვის. ის შეიქმნა 1886 წელს (მანამ, სანამ
შეიქმნებოდა ფიფა ანუ 1904 წლამდე). იფაბი ცნობილია საფეხბურთო წესების მიმართ
ძალზედ კონსერვატიული მიდგომებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთის თამაშის
წესებში ყველაზე ნაკლებად შედის ცვლილებები სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით.
იფაბი არის ფიფასგან განცალკევებული და დამოიკიდებელი ორგანო, მაგრამ ფიფა მაინც
წარმოდგენილია მასში და ფლობს ხმების 50 %-ს. იფაბის შემთხვევაში კონკრეტული
გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმათა ¾-ის (კვალიფიციური უმრავლესობით)
არსებობა. იფაბის წევრები არიან: ფიფა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია, შოტლანდიისსაფეხბურთო ასოციაცია, უელსის საფეხბურთო ასოციაცია და ჩრდილოეთ ირლანდიის
საფეხბურთო ასოციაცია.
საფეხბურთო სამყაროს მსგავსად მმართველი ორგანო საკალათბურთო სამყაროშიც
არსებობს, რომელსაც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) ეწოდება. ამჟამად ის
აერთიანებს 212 ქვეყანასა და 5 ზონალურ კომიტეტს (კონტინენტების მიხედვით). ფიბა
დააფუძნა ერთდროულად 8 სახელმწიფომ. ესენი იყვნენ: არგენტინა, იტალია, ლატვია,
პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ფედერაციის
ორგანოებია: კონგრესი, ცენტრალური ბიურო თავისი აღმასრულებელი კომიტეტით,
გენერალური სამდივნო და კომისიები(ტექნიკური, ქალთა, საფინანსო, საორგანიზაციო,
ჭაბუკთა, გოგონათა, იურიდიული , ტექნიკური დახმარების და მინი-კალათბურთის.
კონგრესი იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონგრესი შეიძლება
ჩატარდეს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. ცენტრალური ბიურო ირჩევა 4 წლის ვადით და მის
შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, 7 ვიცე-პრეზიდენტი (ზონალური კომიტეტების
პრეზიდენტები), გენერალური მდივანი, ფინანსისტი, მინი-კალათბურთის კომიტეტის
თავმჯდომარე და 9 სხვა წევრი. ბიურო იკრიბება გენერალური სამდივნოს წინადადებით არა
ნაკლებ ორჯერ წელიწადში. წლის პირველ სხდომაზე ბიურო ირჩევს თავის აღმასრულებელ
კომიტეტს (პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ფინანსისტი და 4 წევრი). გენერალური
სამდივნო შედგება გენერალური მდივნისაგან და მისი დამხმარეებისაგან. იგი ეწევა
ყოველდღიურ საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს საფინანსო კომისიასთან.
კომისიები შედგებიან პრეზიდენტისაგან და არა უმეტეს 12 წევრისაგან. თითოეული
ზონალური კომისია ასახელებს ერთ წევრს, დანარჩენ ხუთს რეკომენდაციას უწევს
გენერალური სამდივნო.
აღნიშნულის გარდა მმართველი ორგანოების გარდა აღსანიშნავია მსოფლიო რაგბის
არსებობა, როგორც მმართველი ორგანოსი რაგბის სამყაროში. მსოფლიო რაგბი (ინგლ. World
Rugby) (1998-დან 2014 წლის ნოემბრამდე ცნობილი როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭო და
მანამდე რაგბი ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო). საბჭო განსაკუთრებით გამოირჩეოდა (და
გამოირჩევა) თავისი კონსერვატივიზმით რაგბის მსოფლიოში გავრცელების თვალსაზრისით.
მსოფლიო რაგბი უმაღლესი ორგანოა 26 კაციანი საბჭო, რომლის შემადგენლობაში
შედის პრეზიდენტი, 2-2 წარმომადგენელი ინგლისიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან,
ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ზელანდიიდან. ამ
საბჭოში თითო-თითო წარმომადგენელი ყავთ არგენტინას, იაპონიას, იტალიას, კანადას.
დანარჩენი ხუთი ევროპის, ამერიკის, აზიის, აფრიკის და ოკეანიის ფედერაციებს
წარმოადგენენ. ეს საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება. ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშობას
კი წარმართავს 10 კაციანი აღმასრულებელი კომიტეტი. მის გარდა ფუნქციონირებს
კომერციული, კომუნიკაციების, საფინანსო, იურიდიული, განვითარების, ტექნიკური,
საერთაშორისო ურთიერთობების და მსოფლიოს თასის კომიტეტები. 1997 წელს საბჭოს
სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა ,,football’’ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელი - რაგბის
საერთაშორისო საბჭო - ირბ. საბჭოს შტაბ-ბინა მდებარეობს დუბლინში, ირლანდიაში. სამუშო
ენებია ინგლისური და ფრანგული.==4.sportis martvis adgilobrivi organoebi- მუხლი 4. სპორტის სახელმწიფო მართვა
1. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და აღნიშნული სამინისტროს დებულებით.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები.
მუხლი 5. სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში
სპორტის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;
ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;
გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა;
დ) სპორტის განვითარების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა;
ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ვ) სპორტის სფეროში კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაციის ორგანიზება და მათი პროფესიული დონის განსაზღვრა;
ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება;
თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა;
ი) სპორტსმენთა, სპორტის სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, მათი სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა;
კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.
მუხლი 6. სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში
სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური კონსტიტუციებით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. თავი მესამე. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციებიმუხლი 8. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები
1. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების აქტივობის განვითარებას და იზიდავს მათ სპორტის მართვის საქმეში.
3. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები და გააკონტროლოს მათი განხორციელება.
4. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ამ კანონით და სპორტის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 9. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)seoki
1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკი იურიდიული პირია.2. სეოკი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით.
3. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.
4. სეოკ-ს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.
5. სეოკი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.
6. სეოკი მონაწილეობს ოლიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.
მუხლი 91. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი
1. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს პარალიმპიურ მოძრაობას საქართველოში. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი იურიდიული პირია.
2. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონითა და საკუთარი წესდებით.
3. საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის, პარალიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.
4. საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.
5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.
6. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი მონაწილეობს პარალიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.
მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია
1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის.
2. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს.
3. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სტატუსი ენიჭება იმ გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს.
5. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.
61. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ.
62. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მაღალი რეპუტაცია და ნასამართლობის არმქონეა.
7. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია სპორტის შესაბამის სახეობაში აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, წარადგენს მას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სპორტულ შეჯიბრებებზე.
8. საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას უფლება აქვს ეწეოდეს საქმიანობას, რომელსაც არ კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა. ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.
მუხლი 11. სპორტული კლუბი
1. სპორტული კლუბი თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
2. სპორტული კლუბი არის იურიდიული პირი.
3. სპორტული კლუბის სტატუსი ენიჭება იმ ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მოთხოვნებს.
4. სპორტული კლუბის ხელმძღვანელობის უპირატესი უფლებაა თავისი წევრები ტრანსფერზე წარადგინოს ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით

თაია არაბული's picture
თაია არაბული (თაია არაბული)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/05
ბოლო შემოს: 2024/04/23 16:54:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

5. shesavali satransfero samartalshi, transferis dziritadi arsi, da saxeebi-სპორტის სამართლის კერძო ნაწილის შესწავლა შეუძლებელია მისი უმთავრესი
ნაწილის - სატრანსფერო სამართლის გარეშე. სატრანსფერო სამართლის
მნიშვნელობა იმთავითვე ნათელია, როდესაც საუბარია თანამედროვე საბაზრო
ეკონომიკაზე, ისეთ უდიდეს კონცერნებზე როგორებიცაა კლუბები, რომლებსაც
გააჩნიათ უდიდესი ფინანსური პოტენციალი გარდატეხა შეიტანონ ქვეყნის
ეკონომიკაშიც კი ეკონომიკურად მომგებიანი სატრანსფერო ურთიერთობით
(მაგ. პორტუგალიაში სატრანსფერო ურთიერთობების შედეგად (დაბეგვრის
პრინციპების გათვალისწინებით) მიღებული შემოსავალი ქვეყნის საერთო
შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილია).
ტრანსფერი, როგორც სამართლებრივი ურთიერთობა ვლინდება სპორტის
ძალიან ბევრ სახეობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფეხბურთი,
კალათბურთი, რაგბი, ამერიკული ფეხბურთი, ხელბურთი, ყინულის ჰოკეი და
ა.შ. სატრანსფერო ურთიერთობები ძირითადად დამახასიათებელია გუნდური
სპორტის სახეობებში, სადაც სატრანსფერო პოლიტიკაზე, სატრანსფერო
ურთიერთობებზე და ზოგადად სატრანსფერო სამართალზე ძალიან ბევრი რამ
არის დამოკიდებული, მათ შორის სპორტსმენის კარიერაც კი.
ტრანსფერის განხორციელებისათვის აუცილებელია ის უმთავრესი სამოქალაქო
ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ხელშეკრულების სახით.
სატრანსფერო სამართალში სახელშეკრულებო ურთიერთობის პროდუქტს -
კონტრაქტს უწოდებენ. სატრანსფერო სამართალში, როგორც წესი არის ორი
სუბიექტი, ესენია: კლუბი რომელშიც ,,მოღვაწეობს” სპორტსმენი (ე.წ.
გამყიდველი კლუბი) და კლუბი რომელიც ,,ყიდულობს” სპორტსმენს (ე.წ.
მყიდველი კლუბი). თავის მხრივ, ობიექტი არის ის სპორტსმენი, რომელიც
მოქცეულია სატრანსფერო სამართლის ურთიერთობის ქვეშ. ერთის მხრივ,
აღნიშნული, ერთი შეხედვით, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მთელს
სამოქალაქო სამართლებრივ პრინციპებს (სადაც არსებული ნორმატიზაციით
შეუძლებელია სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი იყოს
ადამიანი) თუმცა, ვინაიდან, სპორტის სამართალი წარმოადგენს
განსაკუთრებულ სამართლებრივ დარგს, მას გააჩნია განსაკუთრებული
რეგულირების სფერო, მათ შორის განსაკუთრებული მატერიალური და
საპროცესო კანონმდებლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც კიდევერთხელ ცხადყოფს მის სპეციფიკურობას. სპორტსმენი, როგორც სატრანსფერო
სამართლის ობიექტი, არ წარმოადგენს განყენებულ ფიგურას, ის არის მთავარი
შემოქმედი უშუალოდ - ტრანსფერის. რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუ
სპორტსმენს არ სურს რომ განხორციელდეს ესა თუ ის ტრანსფერი (საუბარია იმ
ტრანსფერზე რომელიც მას ეხება ან შესაძლოა შეეხოს) ის არ განხორციელდება.
სპორტსმენს, რომელიც წარმოადგენს სატრანსფერო სამართლის ობიექტს, აქვს
უფლება (და როგორც წესი ამ უფლებას ყოველთვის იყენებს) გააფორმოს
ხელშეკრულება მყიდველ კლუბთან, რომელიც წარმოადგენს ზემოთნახსენებ
კონტრაქტს.
1 თავის მხრივ, სატრანსფერო სამართალი ფუნქციონირებს
პერიოდიზაციის პრინციპის დაცვით. აღნიშნული პრინციპი მდგომარეობს
შემდეგში: მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ე.წ. სატრანსფერო ბაზარი,
სადაც მიმდინარეობს ,,სპორტსმენებით ვაჭრობა”. აღნიშნული სატრანსფერო
ბაზარი იხსნება კონკრეტულ პერიოდში (მაგ. 1 აგვისტოს) და ღიაა გარკვეული
პერიოდის განმავლობაში (მაგ. 1 სექტემბრამდე). ამ პერიოდს უწოდებენ ე.წ.
სატრანსფერო ფანჯრის პერიოდს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ყველა
დაინტერესებულ კლუბს აქვს საშუალება დაიმატოს ნებისმიერი სპორტსმენი
რომელიც მას სჭირდება. კლუბი, რომელიც ვერ განახორციელებს სატრანსფერო
ფანჯრის პერიოდში სპორტსმენის დამატებას, სატრანსფერო ფანჯრის
დახურვის შემდეგ აღარ ექნება უფლება დაიმატოს სპორტსმენი. სატრანსფერო
ფანჯარა ბევრ ქვეყანაში სხადასხვაგვარია, თუმცა არსებობს ძირითადად
ერთიანი სტანდარტები. რაც შეეხება საქართველოს, მაგალითისთვის
საქართველოს საფეხბურთო სამყაროში არ არსებობს სატრანსფერო ფანჯრის
პერიოდიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართულ კლუბს აქვს
უფლება წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ დღეს დაიმატოს
ნებისმიერი ფეხბურთელი რომელიც მას სურს და რომლის დამატების
საშუალებაც არსებობს.
ტრანსფერი თავისი არსით გულისხმობს შემდეგს: სპორტსმენი ერთი
კლუბიდან (ან კლუბის გარეშე) გადადის მეორე კლუბში თავისი პროფესიული
საქმიანობის განსახორციელებლად. კონტრაქტუალური ურთიერთობა
სატრანსფერო სამართალში ძალზედ მრავალფეროვან ხასიათს ატარებს. ის
არსებობს მრავალი სახის თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ტრანსფერი
შეიძლება იყოს:1) შესაბამისი ანაზღაურების გარეშე;
იკავებს (ფეხბურთში ფიფას მონაცემებით) ტრანსფერების მხოლოდ 14%-ს. ეს
ის შემთხვევაა, როდესაც ერთი კლუბი მეორე კლუბისგან უფასოდ (შესაბამისი
ანაზღაურების გარეშე) იყიდის სპორტსმენსს.
2) შესაბამისი უზრუნველყოფით (ანუ ანაზღაურებით);
წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ სახეს ტრანსფერების. ამ შემთხვევაში
გამოყოფენ შემდეგი სახის ტრანსფერებს:
ა) ე.წ. მარტივი ტრანსფერი - შემთხვევა, როდესაც კლუბს დაყენებული ჰყავს
სპორტსმენი ტრანსფერზე და მას შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ
შეიძენს მეორე კლუბი.
ბ) ტრანსფერი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ვადის გასვლით - ეს ის
შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულება კლუბსა და სპორტსმენტს შორის (უკვე
არსებული) წყდება და სპორტსმენს აქვს უფლება გადავიდეს სხვა ნებისმიერ
კლუბში უფასოდ.
გ) ტრანსფერი კონტრაქტის (ხელშეკრულების) შეწყვეტის მოთხოვნით - ეს ის
შემთხვევაა, როდესაც ერთი კლუბიდან მეორე კლუბში გადადის სპორტსმენი
შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში კლუბი რომელიც
შეისყიდის სპორტსმენს მეორე კლუბიდან ვალდებულია დამატებით
გადაუხადოს მას (კლუბს) დამატებითი თანხა, რომელიც წარმოადგენს
კონტრაქტის (რომელიც არსებობდა კლუბსა და სპორტსმენს შორის) ნაადრევი
შეწყვეტის გამო გადასახდელ თანხას.
გ) გაცვლის ტრანსფერი (ე.წ. გაცვლა)
აღნიშნული ტიპის ტრანსფერი განსაკუთრებით ხშირია საკალათბურთო
სამყაროში. თუმცა სხვა სპორტის სახეობებშიც იჩენს ხოლმე თავს. გაცვლის
ტრანსფერი (ე.წ. გაცვლა) წარმოადგენს ორმხრივ ხელშეკრულებას. სამოქალაქო
კანონმდებლობაში გვხდება გაცვლის ხელშეკრულება, რომელიც უფლებამოვალეობების თვალსაზრისით უთანაბრდება გაცვლის ტრანსფერს. თუმცა ამ
უკანსკნელში, ისევე როგორც ზოგადად სატრანსფერო სამართალში არის
,,მოდიფიცირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები”. გაცვლისტრანსფერი თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ ერთი კლუბიდან
შესაძლოა მოხდეს კონკრეტული სპორტსმენის გაცვლა მეორე სპორტსმენზე.
ამავე დროს, შესაძლებელია ერთი სპორტსმენის გაცვლა რამოდენიმე
სპორტსმენზე და პირიქით. როგორც წესი, გაცვლის ტრანსფერის დროს,
სატრანსფერო ურთიერთობის მხარეები თანხას ერთმანეთს არ უხდიან. თუმცა,
არსებობს იშვიათი გამონაკლისები, განსაკუთრებით ეს ეხება საფეხბურთო
სამყაროს, სადაც შესაძლებელია ერთმა კლუბმა დაუთმოს კონკრეტული
სპორტსმენი მეორე კლუბს ამ კონკრეტულ კლუბში მოთამაშე სპორტსმენის
სანაცვლოდ და ამავე დროს შესაბამისი თანხის დამატებით.
დ) იჯარის ტრანსფერი (ე.წ. იჯარა)
იჯარის ტრანსფერი, ე.წ. იჯარა ძალიან ახლოს დგას სამოქალაქოსამართლებრივ იჯარასთან ან/და ქირავნობასთან, თუმცა, როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი არის -
სპორტსმენი, რაც იმთავითვე განსაკუთრებულს და ძალიან ბევრისთვის
არარსებულსაც კი ხდის აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობას, თუმცა
ერთი რამ ნათელია, რომ ამ სამართლებრივ ურთიერთობას ძალზედ ხშირად
იყენებენ სატრანსფერო სამართლის სუბიექტები. იჯარის ტრანსფერი თავისი
არსით გულისხმობს იმას, რომ კლუბს რომელიც იმატებს სპორტსმენს (იჯარით
ამყვანს) აქვს უფლება აიყვანოს სპორტსმენი სხვა კლუბიდან (იჯარით გამცემი
კლუბიდან) შესაბამისი თანხის გადახდის გარეშე. იჯარით ამყვანი კლუბი
მხოლოდდამხოლოდ ვალდებულია, რომ გადაუხადოს სპორტსმენს შესაბამისი
ანაზღაურება იჯარის კონტრაქტის არსებობის პერიოდში. თავის მხრივ, იჯარის
კონტრაქტი შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ განსაზღვრული ვადით.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სპორტსმენი უბრუნდება იჯარით გამცემ
კლუბს. ანუ აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაში სპორტსმენის
,,მესაკუთრე კლუბი” არ იცვლება, ის (კლუბი) უბრალოდ ასხვისებს სპორტსმენს
გარკვეული ვადით სხვა კლუბში. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა თუ რატომ უნდა
უღირდეს კლუბს სპორტსმენის სხვა კლუბში უფასოდ გაშვება. აღნიშნულზე
პასუხი არის ძალიან მარტივი და მდგომარეობს ორ ძირითად პასუხში.
პირველი და უმთავრესი ეს არის სპორტსმენის (რომელიც აღნიშნული კლუბის
,,საკუთრებაშია”) კარიერული და პროფესიული ზრდა ისეთ კლუბში, სადაც მას
(სპორტსმენს) თავის წარმოჩენის უკეთესი შანსი ექნება (ვინაიდან კლუბები,რომლებიც უშვებენ სპორტსმენს სხვა კლუბში იჯარით, ძირითად
შემთხვევებში, წარმოადგენენ ისეთი ტიპის კლუბებს, სადაც აღნიშნულ
სპორტსმენს თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა, შესაბამისი კონკურენციის
გამო) და მეორე მხრივ ეს არის ფინანსური რესურსების დაზოგვის პოლიტიკის
საგანი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ კლუბი, რომელიც უშვებს სპორტსმენს
სხვა კლუბში, უშვებს მას ,,ხელფასიანად”, შესაბამისად, კლუბი რომელიც
აიყვანს სპორტსმენს იჯარით, ვალდებულია გადაუხადოს სპორტსმენს
შესაბამისი ხელფასი==-==6.standartuli da arastandartul kontraqtebi, sportuli agentebi - standartuli kontraqtebi sportis samartalSi , kontraqti safexburto sferoshi
ბონუსების სისტემა, სპორტსმენის უფლება შეწყვიტოს კონტრაქტი. შეწყვეტით მიყენებული ზიანის
ანაზღაურებ-სპორტის სამართალში არსებულ სატრანსფერო სამართლის უმთავრესი
პროდუქტია სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ - კონტრაქტი. კონტრაქტი
თავისი შინაარსით წარმოადგენს ანალოგიურ სამოქალაქო სამართლებრივ
ხელშეკრულებას, იმ გამონაკლისებით, რომ მას გააჩნია განსხვავებული სახელწოდება
(სპორტის სამართალში ის არ იწოდება როგორც ხელშეკრულება, არამედ როგორც
კონტრაქტი) და ამავე დროს სპეციალური გამონაკლისებით, რაც თავის თავში მოიცავს
სპეციფიურ სუბიექტ და ობიექტუნარიანობას.
სატრანსფერო სამართალში კონტრაქტის გასაფორმებლად საჭიროა ერთი
უმთავრესი პირობა - სატრანსფერო ფანჯარა უნდა იყოს ღია. ნებისმიერ სპორტის
სამყაროში, განსაკუთრებით კი ფეხბურთში, სატრანსფერო ბაზარი არის ის
განვითარებული ერთეული, რომელშიც ხორციელდება ყველა ტიპის ტრანსფერი და
რომელთა საფუძველზეც ფორმდება შესაბამისი კონტრაქტები. სატრანსფერო ბაზარი
თავისი არსით არის ეკონომიკურ პრინციპებზე (მოთხოვნა-მიწოდებაზე)
დამყარებული ბაზარი. დღესდღეობით ყველაზე დიდი სატრასფერო ბაზარი გააჩნია
საფეხბურთო სამყაროს. ის მსოფლიოს ყველა წერტილში მოქმედებს და თანხები,
რომლებსაც იხდიან სპორტსმენებში ყოველწლიურად კოლოსალურად იმატებს.
აღნიშვნის ღირსია ასევე საკალათბურთო ტრანსფერები, განსაკუთრებუთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ტრანსფერები, სადაც ხშირ შემთხვევაში
საფეხბურთო სამყაროზე დიდი თანხებიც კი ,,ტრიალებს”, თუმცა მასობრიობითა და
საყოველთაობით საფეხბურთო სატრანსფერო ბაზარი არის მსოფლიოში ყველაზე
დიდი.
ერთი კლუბიდან მეორე კლუბში წარმატებული შეთანხმება სპორტსმენის
გადაყვანასთან დაკავშირებით იმთავითვე არ ნიშნავს კონტრაქტის დადებას.
შეთანხმება ორ კლუბს შორის სპორტსმენთან დაკავშირებით (რაღათქმაუნდა
სპორტსმენის თანხმობით) და კონტრაქტი სპორტსმენსა და ახალ კლუბს შორის
წარმოადგენს ერთიან პროდუქტს, რომლებიც ერთობლივად ქმნიან ტრანსფერს.
მხოლოდ ერთის (მაგ. შეთანხმება ორ კლუბს შორის) წარმატებით დასრულების
შემთხვევაში და კონტრაქტის ვერ/არ გაფორმების შემთხვევაში ტრანსფერი
განხორციელებულად არ ითვლება. ანუ ორივე ეტაპის განხორციელება აუცილებელია
ერთად (კუმულატიურად) და არა ცალ-ცალკე რომელიმეს მხოლოდ
(ალტერნატიულად). აქედან გამომდინარე, ტრანსფერის განსახორციელებლად
აუცილებელია აღნიშნული ორი პირობის კუმულატიური ერთობლიობა.
სპორტსმენთან კონტრაქტის გაფორმებამდე მოქმედებს ე.წ. შეთავაზების
პრინციპები (ოფერტის პრინციპები). აღნიშნული პრინციპები ხორციელდება ორი
ძირითადი მიმართულებით: შეთავაზების ფარგლები და შეთავაზების ზომები.
თანამედროვე ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით და სატრანსფერობაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სატრანსფერო სამართალში კონტრაქტის
გაფორმების დროს არსებობს ე.წ ,,საუკეთესო შეთავაზების პრინციპი”. აღნიშნული
პრინციპი გულისხმობს შემდეგს, ის კლუბი, რომელიც სპორტსმენს შესთავაზებს
საუკეთესო პირობებს (ფართო გაგებით) მასთან გააფორმებს სპორტსმენი შესაბამის
კონტრაქტს. აღნიშულის დროს გასათვალისწინებელია ორი ძირითადი გარემოება,
პირველ რიგში ეს არის სპორტსმენის ასაკი და მეორე რიგში ეს არის მისი ეროვნება.
როგორც წესი, 18 წლამდე ასაკს მიუღწეველ სპორტსმენს (16 წლამდე ასაკის
სპორტსმენს განსაკუთრებით) აქვს პრობლემები კონტრაქტის გაფორმებასთან
დაკავშირებით. თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში (ისევე როგორც
საქართველოში) 18 წლამდე ფიზიკური პირი არის შეზღუდულ ქმედუნარიანი
სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში და ის მოქმედებს შესაბამისი
წარმომადგენლის მეშვეობით - კონკრეტულ სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებების
დადების დროს. სპორტის სამართალშიც აღნიშნული მეტად აქტუალურია და
რეგულირდება ყოველი კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის
მიხედვით. რაც შეეხება მეორე გარემოებას, ეროვნების პრობლემა კიდევ უფრო
მწვავედ დგას (ერთი შეხედვით) ვიდრე ასაკის. აღნიშნული განსაკუთრებით
გამოიკვეთება ისეთ ქვეყანასთან მიმართებით როგორიც საქართველოა. ყველა
არაევროკავშირელ მოქალაქეს შეზღუდული და გართულებული აქვს სამუშაო ვიზის
მოპოვება ევროკავშირის მასშტაბით (საუბარი აღარ არის დიდ ბრიტანეთზე სადაც
განსაკუთრებული წესები მოქმედებს), რაც ქმნის სერიოზულ პრობლემებს მთელი
რიგი ქვეყნების მოქალაქეებისათვის. შესაძლოა კონკრეტული სპორტსმენი იყოს
ძალიან წარმატებული, თუმცა აღნიშნული გარემოება გარკვეულწილად
აბრკოლებდეს მის შემდგომ განვითარებას და წინსვლას. გარდა აღნიშნული
გარემოებებისა, არსებობსა ასევე კონკრეტული, ლოკალური გარემოებები, რომლებიც
ძირითადად თავს იჩენს კონკრეტულ ქვეყნებში. მაგალითისათვის, ესეთი შეიძლება
იყოს ნაკრების წევრობის ვალდებულება დიდ ბრიტანეთში. რაც მდგომარეობს
შემდეგში: უცხო ქვეყნის მოქალაქე სპორტსმენი, რომელიც არ არის თავისი ქვეყნის
ნაკრებში ერთხელ მაინც გამოძახებული, ვერ ითამაშებს ინგლისის საფეხბურთო
ლიგაში. აღნიშნული გარემოება უზღუდავს სატრანსფერო ბაზარს იმ ინგლისურ
კლუბებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წარმატებული სპორსტმენის შეძენით,
ვინაიდან შესაძლოა არსებობდეს ძალიან მაღალი დონის სპორტსმენი (მაგ.
ფეხბურთელი), რომელიც ვერ ხვდებოდეს თავისი ქვეყნის ნაკრებში (მაგ. ბრაზილიის
ნაკრებში), აღნიშნულ ნაკრებში უდიდესი კონკურენციის გამო.
სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობას წინ უძღვის ე.წ. არსებითი
პირობების შეთანხმება. არსებითი პირობების შეთანხმება არის ის უმთავრესი
ატრიბუტი, რითიც შესაძლებელია გაფორმდეს თვითონ კონტრაქტის. არსებითი
პირობებიდან რომელიმე პირობების შეუთანხმებლობა გამოიწვევს იმას, რომ
კონტრაქტი არ გაფორმდება. პირველი და უმთავრესი არსებითი პირობა არის:
1. კონტრაქტის ხანგრძლივობა
კონტრაქტი აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული ვადით დადებული.
სპორტის სამართალში დაუშვებელია განუსაზღვრელი ვადით კონტრაქტისგაფორმება. კონტრაქტის ხანგრძლივობა, როგორც წესი დამოკიდებულია კლუბის
ნებაზე და ეს ნება შემდგომში შეთანხმებულია სპორტსმენთან. კონტრაქტი, როგორც
წესი, შესაძლებელია იყოს 3 თვიდან 4 ან 5 წლამდე ვადით. იშვიათ შემთხვევებში
ყოფილა უფრო დიდხნიანი კონტრაქტებიც, თუმცა კლუბის ინტერესი არის
სპორტსმენის მოქმედი სპორტული შესაძლებლობების კლუბის სასიკეთოდ
გამოყენება დროის გარკვეულ პერიოდში, ვინაიდან ყველა სპორტსმენს აქვს პრობლემა
ასაკის მატებასთან ერთად, მისი ფასიც იკლებს სატრანსფერო ბაზარზე და ამავე დროს
მისი პროდუქტიულობაც სათამაშო მოედანზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე,
თუ მოქმედმა კლუბმა სპორტსმენს არ გაუფორმა ახალი კონტრაქტი ან თვითონ
სპორტსმენმა უარი განაცხადა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, შეუძლია
შეუთანმხდეს სხვა (მსურველ) კლუბს, რომელშიც ის გადავა აღნიშნული კონტრაქტის
(1 წელი ან ნაკლები) დასრულების შემდგომ. ამიტომაც, ყოველი კლუბი ცდილობს
სპორტსმენს გაუფორმოს ახალი კონტრაქტი მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე
ერთი წლით ადრე მაინც, რათა არ შეექმნას აღნიშნული პრობლემა.
2. სპორტსმენის ანაზღაურება
სპორტსმენის ანაზღაურება წარმოადგენს ერთერთ უმნიშვნელოვანეს პირობას
კონტრაქტის გასაფორმებლად. ანაზღაურება სპორტსმენთან, როგორც წესი,
განისაზღვრება ყოველკვირეულად (განსხვავებით სხვა შრომითსამართლებრივ
ურთიერთობებისაგან). სპორტსმენი იღებს თავის გასამრჯელოს მიუხედავად იმისა ის
წარმოადგენს ძირითად ბირთვს აღნიშნული კლუბისა თუ არა. ანუ ის სპორტსმენი,
რომელიც ზის სათადარიგოთა სკამზე და არ უწევს აქტიური მოღვაწეობა სათამაშო
მინდორზე შესაძლოა იღებდეს ანალოგიურ ანაზღაურებას, რასაც მოედანზე მოთამაშე
კონკრეტული სპორტსმენი. აღნიშნული, ერთი შეხედვით, შესაძლოა იყოს არათანაბარ
მდგომარეობაში ჩაყენება კონკრეტული ჯგუფი დასაქმებულების, თუმცა ამავე დროს,
გასათვალისწინებელია, რომ კლუბი თვითონ წყვეტს ვინ ითამაშოს მოედანზე და ვინ
იჯდეს სათადარიგოთა სკამზე და შესაძლებელია (თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ესე არ
არის) უღირდეს კიდეც კონკრეტული სპორტსმენის სათადარიგოთა სკამზე ყოფნა.
ანაზღაურების საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია ისეთ ქვეყნებთან
მიმართებით, როგორებიცაა განვითარებადი ქვეყნები. ხშირ შემთხვევაში,
განვითარებად ქვეყნებში ხშირია კლუბების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
დაწყება. კლუბი, როგორც ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით
განსაზღვრული სამეწარმეო სუბიექტი, კრედიტორების მიმართ დავალიანების
არსებობისა ვალაუვალობის შემთხვევაში ექცევა გადახდისუუნარობის რეჟიმში, რის
საფუძველზეც შესაძლებელია ის გამოცხადდეს გაკოტრებულად. მსგავს შემთხვევებში
აღმოჩენილა რამოდენიმე ქართული საფეხბურთო კლუბი, მაგალითად საფეხბურთო
კლუბი ,,ამერი”, რომელიც საკმაოდ წარმატებულ კლუბად ითვლებოდა გარკვეული
პერიოდის განმავლობაში. კლუბის ვალაუვალობისა და აღნიშნულის საფუძველზე
გაკოტრების შემთხვევაში ანაზღაურების საკითხი ხდება პრობლემური. კლუბი, ისევე
როგორც სხვა კერძო სამართლის სამეწარმეო სუბიექტები, არიან კონკრეტულსუბიექტზე (დამფინანსებელზე) დამოკიდებული (ან თუ გამონაკლისი შემთხვევა
არსებობს არიან მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის
დაფინანსებაზე). თუ აღნიშნული სუბიექტი უარს განაცხადებს კლუბის
დაფინანსებაზე, საფრთხე ექმნება კლუბში დასაქმებულების, მათ შორის,
სპორტსმენების ანაზღაურების საკითხსაც. მსგავსი შემთხვევების დროს ხშირია
სასამართლო დავების საერთო სასამართლოებში სამოქალაქო სამართლებრივი
საქმისწარმოების წესით, ზიანის ანაზღაურებისა და განაცდურის ანაზღაურების
მოთხოვნით.
კლუბების ვალაუვალობისა და გაკოტრების შემთხვევები არ არის
დამახასიათებელი მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისათვის (რუმინეთი დგას
ერთერთ მოწინავე პოზიციაზე), აგრეთვე განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება
აღნიშნული შემთხვევები, მაგალითისთვის ინგლისში არსებობდა საკმაოდ
წარმატებული საფეხბურთო კლუბი ,,უიმბლდონი”, რომელიც გაკოტრდა და ,,გადაეცა
ადმინისტრაციას სამართავად” (ინგლისური კანონმდებლობის შესაბამისად).
აღნიშნული კლუბის საფუძველზე შეიქმნა ახალი კლუბი ,,აფს უიმბლდონი”,
რომელიც დღეს ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.
3. სათამაშო დრო
სათამაშო დროს სპორტსმენისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კლუბში
სათამაშო დროის არქონამ შესაძლოა გამოიწვიოს სპორტსმენის კარიერაში რეგრესი.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც აფორმებს კლუბთან
კონტრაქტს, ცდილობს შეათანხმოს მასთან (კლუბთან) ეს უმნიშვნელოვანესი პირობა
- სათამაშო დრო. სათამაშო დროის პირობა უშუალოდ გათვალისწინებული
შესაძლებელია იყოს კონტრაქტში. ძირითად შემთხვევებში ეს ვარირებს 4 ტიპად:
ა) ძირითადი შემადგენლობის გადამწყვეტი ფიგურა;
ბ) ძირითადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ფიგურა;
გ) ძირითადი შემადგენლობის ცვალებადი ფიგურა;
დ) სამომავლოდ მნიშვნელოვანი ფიგურა.
აღნიშნულზე ხდება წინასწარ შეთანხმება და სპორტსმენმა იცის თუ რა ელის
მას კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი სპორტსმენს
დაუდებს კონტრაქტს, სადაც ჩადებული იქნება, რომ სპორტსმენი მაგ. არის ძირითადი
შემადგენლობის გადამწყვეტი ფიგურა და რეალურად მას საერთოდ არ ათამაშებს,
აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სპორტსმენს აღარ მოუნდეს პირველ
რიგში კონტრაქტის გაგრძელება/ახალი კონტრაქტის დადება სამომავლოდ აღნიშნულ
კლუბთან და მეორე რიგში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაელოდება ახალ
შემოთავაზებას სხვა კლუბებიდან, რათა მისთვის ხელსაყრელი შემოთავაზება
მიიღოს.
4. ე.წ. ბონუსების სისტემა (სათამაშო პოზიციის გათვალისწინებით)გუნდური სპორტის სახეობებში, განსაკუთრებით ფეხბურთში, არსებობს ე.წ.
ბონუსების სისტემა კონტრაქტუალური ურთიერთობის დროს, როგორც კონტრაქტის
არსებითი პირობა, რომელიც გათვალისწინებულია კონტრაქტში. ბონუსების სისტემა
მდგომარეობს შემდეგში, ყველა პოზიციაზე მოთამაშე სპორტსმენს აქვს შანსი რომ
მიიღოს დამატებითი ანაზღაურება (ბონუსის სახით) შესაბამისი პირობების
დადგომის შემთხვევაში. ანუ ბონუსების სისტემა წარმოადგენს ერთგვარ
პირობადადებულ შეთანხმებას, რომელიც გათვალისწინებული შეიძლება იყოს
კონტრაქტით. მაგალითისთვის, ფეხბურთელი, კერძოდ თავდამსხმელი, მიიღებს
ბონუსს იმ შემთხვევაში, თუ გაიტანს გოლს. ბონუსი თავის მხრივ, როგორც წესი, არის
5 %-იდან 15 %-მდე ყოველკვირეული ანაზღაურების. ამავე დროს შესაძლებელია
ბონუსი იყოს გათვალისწინებული მეკარესთან ან მცველთან დადებულ კონტრაქტშიც,
იმ პირობით, რომ თუ ისინი არ გაუშვებენ გოლს, ანუ ყოველ უგულო თამაშზე
მიიღებენ ბონუსს.
ბონუსების სისტემა არის მოქნილი სისტემა, რაც აძლევს ერთი მხრივ
სპორტსმენს მეტ მოტივაციას, ხოლო კლუბს კი იმის საშუალებას, რომ ერთი მხრივ
მიიზიდოს სპორტსმენი და მეორე მხრივ დაზოგოს თანხები ძირითადი ანაზღაურების
ნაწილში (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ), მისცეს შედარებით ნაკლები ანაზღაურება
სპორტსმენს, თუმცა, ამავე დროს, დაუწესოს ბონუსი და მხოლოდ სპორსტმენის
რეალურ შედეგზე მოახდინოს დამატებითი ანაზღაურების დაწესება.
სპორტსმენს ნებისმიერ დროს აქვს უფლება შეწყვიტოს კონტრაქტი, თუმცა ის
დაელოდება კლუბის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თავის
მხრივ, კლუბს ნებისმიერ დროს აქვს უფლება გაუშვას სპორტსმენი, თუმცა ამ
შემთხვევაში მან უნდა გადაუხადოს სპორტსმენს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დარჩენილი ანაზღაურების ნაწილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
სპორტსმენს შეუძლია თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს იმ
შემთხვევაში, როდესაც მას შეუწყვიტეს კონტრაქტი და ამით მას ზიანი მიადგა,
აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ მან ვერ მიიღო კონტრაქტით გათვალისწინებული
გასამრჯელო. ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები
სპორტსმენს (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად) აძლევს საშუალებას
გამოიყენოს კომპენსაციის ნორმები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
შესაბამისად). აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ კომპენსაციის ნორმები.
სპორტსმენი, რომელსაც შეუწყდა კონტრაქტი, ხდება თავისუფალი აგენტი და ის
შესაძლებელია გადავიდეს სხვა ნებისმიერ მსურველ კლუბში (რომლისთვისაც არ
არსებობს დახურული სატრანსფერო ფანჯარა) ან დაელოდოს სატრანსფერო ფანჯრის
გახსნას და მიიღოს შემოთავაზება სხვა ნებისმიერი კლუბიდან.არასტანდარტული კონტრაქტები სპორტის სამართალში
იჯარა, იჯარა გამოსყიდვის უფლებით, გაცვლა, თავისუფალი აგენტის ინსტიტუტი-როგორც ვიცით, სატრანსფერო სამართლის უმთავრესი პროდუქტი არის
კონტრაქტი. სტანდარტული ტიპის კონტრაქტების გარდა, სატრანსფერო სამართალში
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არასტანდარტულ კონტრაქტებს.
არასტანდარტული კონტრაქტები თავისი შინაარსით ჩვეულებრივი კონტრაქტები
არიან, თუმცა განსხვავებული პირობებითა და წესებით.
არასტანდარტული კონტრაქტების დროს (სტანდარტული კონტრაქტებისაგან
განსხვავებით) არ ხდება სპორტსმენის შეძენა შესაბამისი თანხის სანაცვლოდ ან მის
გარეშე, არამედ ხდება ერთი კლუბიდან მეორე კლუბში სპორტსმენის გადასვლა, ისე
რომ ეს სპორტსმენი არ წარმოადგენს მეორე კლუბის ,,საკუთრებას” და რჩება პირველი
კლუბის ,,საკუთრებაში” და ა.შ.
არასტანდარტულ კონტრაქტებში ყველაზე გავრცელებულია იჯარის
კონტრაქტი. იჯარის კონტრაქტს (განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში) ხშირ
შემთხვევაში არენდის კონტრაქტსაც უწოდებენ. მაგ. სპორტსმენის არენდით აყვანა.
იჯარის ძირითადი არსი და პოსტულატი მდგომარეობს შემდეგში: კლუბს (მოიჯარე),
რომელსაც სურს აიყვანოს სხვა კლუბიდან (მეიჯარე) სპორტსმენი შესაბამისი
ანაზღაურების გარეშე იდება იჯარის ხელშეკრულება (იჯარის კონტრაქტი).
აღნიშნულ შემთხვევაში, სპორტსმენი წარმოადგენს მეიჯარე კლუბის საკუთრებას და
თუ იჯარის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და როგორც წესი,
ანაზღაურებას მას უხდის მოიჯარე კლუბი (ანუ კლუბი, რომელმაც ის აიყვანა
იჯარით). თუმცა, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში არსებობდეს აღნიშნულისაგან
განსხვავებული გადახდის წესიც, რაც თვითონ იჯარის ხელშეკრულებაში შესაძლოა
იყოს გათვალისწინებული. იჯარის კონტრაქტი, როგორც ვიცით, შესაძლოა
არსებობდეს მხოლოდ განსაზღვრული ვადით. აღნიშული განსაზღვრული ვადა
შესაძლებელია გულისხმობდეს იჯარას რამოდენიმე კვირიდან 2 წლამდეც კი,
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სპორტსმენი უბრუნდება თავის კლუბს (მეიჯარე
კლუბს). იჯარის კონტრაქტის გაფორმების ძირითადი მიზეზები მეიჯარე კლუბიდან
შეიძლება იყოს (1) სპორტსმენის გამოცდა - შესაძლოა მეიჯარე კლუბში სპორტსმენს
არ გააჩნდეს შესაბამისი სათამაშო დრო და სათამაშო პრაქტიკა, აღნიშნულის
უქონლობამ კი ძალიან მარტივად შესაძლოა გამოიწვიოს მისი ფორმიდან ამოვარდნა
და ყოველივე ამის გათვალისწინებით ძალზედ ცუდი შედეგები, არამარტო თვითონ
ამ სპორტსმენისათვის არამედ კლუბისათვის, აქედან გამომდინარე სპორსტმენის
პროფესიული ზრდისათვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს იჯარას, როგორც
ინსტიტუტს, რომლის საშუალებითაც ის კლუბი, რომელსაც გააჩნია ფუფუნება იმისა,
რომ სათადარიგოთა სკამზე ჰყავდეს ესა თუ ის პერსპექტიული და ნიჭიერი (მათ
შორის ახალგაზრდა) სპორტსმენი, გაასხვისოს (იჯარის წესით) უფრო დაბალი რანგისკლუბში, სადაც ამ სპორტსმენს ექნება სათამაშო პრაქტიკა. აქედან გამომდინარე,
მეიჯარე კლუბი უშუალოდ საქმეში დაინახავს თავის სპორტსმენს მოიჯარე კლუბში
თამაშის დროს, რაც გაუადვილებს მას (მეიჯარე კლუბს) შემდგომი გადაწყვეტილების
მიღებას - ათამაშოს თუ არ ათამაშოს სპორტსმენი სამომავლოდ. (2) ფინანსური
პრობლემები - ხშირ შემთხვევაში ბევრ კლუბს არ აქვს ფუფუნება იმისა, რომ
ახალგაზრდა და ამავე დროს პერსპექტიული სპორტსმენი ჰყავდეს სათადარიგოთა
სკამზე, არ ათამაშებდეს მას და ამავე დროს უხდიდეს შესაბამის ანაზღაურებას.
პრობლემა ჩნდება ანაზღაურებასთან მიმართებით. აღნიშული პრობლემის
მოსაგვარებლად, მსგავსი კლუბები იყენებენ იჯარის კონტრაქტის ინსტიტუტს და
სპორტსმენს უშვებენ ისეთ კლუბში, სადაც მას ექნება უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა
და ამავე დროს ის (სპორტსმენი) მიიღებს არანაკლებ ანაზღაურებას კლუბისაგან
(მოიჯარე კლუბისაგან).
იჯარის სამართლებრივი რეგულირების დროს სატრანსფერო სამართალში,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხი: აქვს თუ არა იჯარით აყვანილ სპორტსმენს
უფლება ითამაშოს თავისი გუნდის წინააღმდეგ (რომლის ,,საკუთრებაშიც” ის
იმყოფება)? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გაცხოველებული
მსჯელობა და პოლემიკა. თუმცა, ძირითად შემთხვევებში, როგორც წესი აქვს, თუ
რაღათქმაუნდა ,,მესაკუთრე” კლუბი არ იქნება წინააღმდეგი და ეს წინასწარ
შესაძლებელია იყოს გათვალისწინებული კონტრაქტით.
იჯარა სატრანსფერო სამართალში, როგორც არასტანდარტული კონტრაქტი,
შესაძლოა არსებობდეს გამოსყიდვის უფლებით. იჯარა გამოსყიდვის უფლებით
გულისხმობს, რომ კლუბს (მოიჯარეს), რომელმაც გააფორმა იჯარის ხელშეკრულება
(კონტრაქტი) და აიყვანა სპორტსმენი იჯარით, შეუძლია გარკვეული პერიოდის
შემდგომ გამოისყიდოს (ანუ ,,საკუთრებაში” აიყვანოს) სპორტსმენი, რომელიც
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ჰყავდა იჯარით აყვანილი. მოიჯარე კლუბს,
გარკვეულწილად ენიჭება უპირატესობა სხვა კლუბებთან შედარებით, პირველ რიგში
იმიტომ, რომ მას უკვე გამოცდილი ჰყავს ეს სპორტსმენი, სპორტსმენმაც იცის ის
გარემო და მდგომარეობა (ისევე როგორც თავისი როლი) აღნიშნულ კლუბში და
მეიჯარე კლუბს (თუ ის გადაწყვეტს სპორტსმენის გაყიდვას), პოტენციურად
რეალური მყიდველი უჩნდება მოიჯარე კლუბის სახით. აქედან გამომდინარე,
როგორც წესი, იჯარის კონტრაქტები (თუ სპორტსმენი მოიჯარე კლუბის მოლოდინს
გაამართლებს) წარმატებით სრულდება და გადაიზრდება სტანდარტულ კონტრაქტში.
იჯარის კონტრაქტის დროს გასათვალისწინებულია, რომ აუცილებლად
არსებობს სტანდარტული კონტრაქტი ,,მესაკუთრე” კლუბსა და სპორტსმენს შორის.
აღნიშნული კონტრაქტის არ არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია გაფორმდეს
იჯარის ხელშეკრულება სპორტსმენსა და სხვა (მესამე) კლუბს შორის. ანუ
სამართლებრივი თვალსაზრისით იჯარის კონტრაქტი სატრანსფერო სამართალში
წარმოადგენს ,,მეორად” კონტრაქტს და ის (ხშირ შემთხვევაში) დამოკიდებულია
ძირითად კონტრაქტზე (სტანდარტულ კონტრაქტზე). გამონაკლისის სახით შესაძლოა
ვისაუბროთ იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით, თუმცა აღნიშნული ტიპის უფლების
გამოყენებაც მოიჯარეს ეძლევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გააფორმებს--არასტანდარტული იჯარის კონტრაქტი, რომელსაც ასევე ესაჭიროება სტანდარტულიკონტრაქტის არსებობა.
იჯარის კონტრაქტთან ერთად, სატრანსფერო სამართლის არასტანდარტულ
კონტრაქტებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გაცვლის კონტრაქტი. გაცვლის
კონტრაქტი თავისი შინაარსით წარმოადგენს ორმხრივ არასტანდარტულ კონტრაქტს,
სადაც ე.წ. ,,მოდიფიცირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების”
ფარგლებში ერთი კლუბიდან შესაძლოა მოხდეს მეორე კლუბში ერთი სპორტსმენის
გაცვლა მეორე სპორტსმენზე. აქვე შესაძლოა მოხდეს ერთი სპორტსმენის გაცვლა
რამოდენიმე სპორტსმენზე ან პირიქით. როგორც უკვე ვიცით, გაცვლის ტრანსფერის
დროს, როგორც წესი არ არის გათვალისწინებული დამატებითი გადასახდელი თანხა
(კლუბებს შორის), თუმცა მაგალითისთვის საფეხბურთო სამყაროში ხშირია თანხის
დამატება კონკრეტული სპორტსმენის გაცვლის სანაცვლოდ სხვა სპორტსმენში.
გაცვლის კონტრაქტთან მიმართებით აუცილებელია აღინიშნოს ე.წ.
დრაფტინგი, რომელიც გამოიყენება ძირითად შემთხვევებში საკალათბურთო
სამყაროში. დრაფტინგის დროს, ხშირ შემთხვევებში ხდება ერთი კალათბურთელის
გაცვლა მეორე კალათბურთელში ორ საკალათბურთო კლუბს შორის. აღნიშულს
ადგილი აქვს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტინგის პერიოდის
დროს. სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში, ხშირ შემთხვევაში მსგავსი
ტიპის გაცვლას ბარტერულ გაცვლასაც უწოდებენ.
სატრანსფერო სამართალზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ისეთ
სპორტსმენებს, რომლებთანაც არ არის გაფორმებული არც ერთი ტიპის კონტრაქტი.
აღნიშნული კატეგორია სპორსტმენებისა მოიაზრება, როგორც თავისუფალი აგენტები.
თავისუფალი აგენტი არის სპორტსმენი, რომელიც არ იმყოფება სამართლებრივ
ურთიერთობაში არც ერთ კლუბთან და ის სატრანსფერო ბაზარში არის მოქცეული
(ანუ შესაძლებელია მისი დამატება ნებისმიერი კლუბის მიერ). სპორტის სხვადასხვა
სახეობებში არსებობს მრავალი სახეობის სატრანსფერო აგენტები. მაგალითისათვის,
გამოყოფენ უკლუბო თავისუფალ აგენტს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის
უკლუბოდ და შესაძლებელია მისი დამატება (ხშირია საფეხბურთო სამყაროში).
აგრეთვე, შესაძლებელია არსებობდეს სპორტსმენი, რომელსაც დარჩენილი აქვს
კონტრაქტი 1 წელი ან ნაკლები ვადით. აღნიშნულ პერიოდში, როგორც ვიცით (თუ
მოქმედმა კლუბმა არ გაუფორმა ახალი კონტრაქტი) აღნიშნული სპორტსმენი
უთანაბრდება თავისუფალ აგენტს, ვინაიდან მისი დამატება შეუძლია ნებისმიერ
მსურველ კლუბს. გარდა აღნიშნული სტანდარტული თავისუფალი აგენტების
სახეებისა, შესაძლოა, სხვადასხვა სპორტის სახეობაში არსებობდეს სხვა ტიპის
თავისუფალი აგენტებიც. მაგალითისათვის, ამერიკული სპორტის სახეობებში
(ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში
(ე.წ.ამერიკულ ფეხბურთში) და ნაციონალურ ჰოკეის ასოციაციაში) არსებობს
შეზღუდული თავისუფალი აგენტის ინსტიტუტი, რომელიც თავისი შინაარსით
გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, აღნიშნული სპორტსმენი არის
თავისუფალი, მას არ გააჩნია კონტრაქტი არც ერთ კლუბთან, მისი დამატება (ახალიკლუბის მიერ) შესაძლოა მაინც იყოს დაკავშირებულ გარკვეულ სირთულეებთან.
მაგალითისათვის, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არსებობს ე.წ.
არადრაფტირებული თავისუფალი აგენტის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს იმას, რომ
კონკრეტული სპორტსმენი ვერ მოხვდა დრაფტის პერიოდში სატრანსფერო ე.წ. სიაში.
აქედან გამომდინარე, მისი დამატება საკალათბურთო ასოციაციის არც ერთ კლუბს არ
შეუძლია. აღნიშნული ტიპის კალათბურთელს შეუძლია გადავიდეს ისეთ კლუბში,
რომელიც არ არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრი და იქ
გააგრძელოს თავისი კარიერა (მაგ. აშშ-ს კოლეჯების ლიგაში NCAA).
თავისუფალი აგენტების ინსტიტუტთან მიმართებით განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი და პრეცედენტულია ქ. სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 1995 წლის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები) ჟან მარკ
ბოსმანი ბელგიის წინააღმდეგ, ჟან მარკ ბოსმანი და სხვები საფეხბურთო კლუბ
ლიეჯის წინააღმდეგ და ჟან მარკ ბოსმანი უეფას წინააღმდეგ. აღნიშნულ
პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს ეწოდა ,,ბოსმანის საქმე” (რის საფუძველზეც
დადგინდა ე.წ. ,,ბოსმანის წესები”), რაც ძალზედ ცნობილია არამხოლოდ სპორტის
სამართალში, არამედ სპორტის სამართლის გარეთაც, სხვა სამართლის დარგებშიც.
საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში ევროსასამართლომ განიხილა ბელგიელი
ჟან-მარკ ბოსმანის საქმე, რომელიც კლუბ ბელგიის საფეხბურთო კლუბ "ლიეჟში"
თამაშობდა, თუმცა მისი კონტრაქტის ვადა კლუბთან გასული იყო, ხოლო მოთამაშეს
ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "დიუნკერკში" სურდა გადასვლა, ამას კი კლუბებს
შორის შეთანხმება ჭირდებოდა, რასაც იმ დროს მოქმედი სატრანსფერო წესები
ეწინააღმდეგებოდა. "ბოსმანის საქმემდე" ევროპულ ფეხბურთში ტრანსფერების
მიმართ 2 ფაქტორი მოქმედებდა, რომელიც შემდგომში შეიცვალა:
1. ფეხბურთელი არ ხდებოდა ე.წ. "თავისუფალი აგენტი" იმ შემთხვევაში, თუ
მას გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდებოდა; ამ ფეხბურთელის გადასაყვანად სხვა
კლუბს მაინც მოუწევდა სატრანსფერო თანხის გადახდა
2. ევროკავშირის ქვეყნების გუნდებში შეიძლებოდა ეთამაშა მხოლოდ 3
უცხოელ ფეხბურთელს (+2 ე.წ. "ასიმილირებულ" ფეხბურთელს).
ევროსასამართლომ "ბოსმანის საქმე" მოთამაშის მხარის სასარგებლოდ
გადაწყვიტა და ამას გარდა, ზემოთ ნახსენები 2 წესი შეცვალა:
1. ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის მოქმედების ვადა
დაუმთავრდა, ხდება ე.წ.
"თავისუფალი აგენტი", რომლის გადაყვანისათვის სხვა კლუბს სატრანსფერო თანხის
გადახდა არ ევალება
2. ევროკავშირის ქვეყნების კლუბებში შეიძლება ითამაშოს ნებისმიერი
რაოდენობის უცხოელმა ასევე ევროკავშირის ქვეყნიდან.
ამ გადაწყვეტილებამ ევროპულ ფეხბურთში სატრანსფერო სისტემა ძირეულად
შეცვალა და შეიცვალა მიდგომაც ფინანსური ოპერაციების მიმართ - ამას გარდა,
ფეხბურთში შემოსულმა დიდმა თანხებმა 90-იანებში უსწრაფესი ცვლილებები
გამოიწვია: მოგების ფასი გაცილებით მაღალი გახდა, ვიდრე ადრე, რადგანგამარჯვებაზე კლუბის ფინანსური მდგომარეობა გახდა დამოკიდებული, ხოლო
ტრანსფერების ასტრონომიული ციფრების გამო ხშირად კლუბი, რომელმაც დიდი
თანხა ჩადო ძვირი ფეხბურთელის ყიდვაში, რომელმაც საბოლოოდ ვერ გაამართლა,
ვალებში ვარდება - საუკეთესო მაგალითია იტალიის საფეხბურთო კლუბი იყო -
ლაციო.
ამას გარდა გაიზარდა განსხვავება მდიდარ და შედარებით ღარიბ კლუბებს
შორის - კლუბები, რომელთა საწყისი ბიუჯეტი იმ დროს ნაკლები იყო, იძულებულები
იყვნენ ნიჭიერი ფეხბურთელები გრანდ კლუბებში გაეშვათ, რათა თავისი მცირე
ბიუჯეტი თანხებით შეევსონ და ამას გარდა, თვითონ ამ ფეხბურთელებს სურდათ
გრანდებში გადასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური შესაძლებლობები
წარმატების ტოლფასი გახდა და გრანდები თითქმის გამონაკლისის გარეშე იგებდნენ
და იგებენ ტურნირებს. ამავე დროს, ნიჭიერი თაობის გაყიდვით კი პატარა კლუბები
მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან, რომლიდანაც გამოსავალი ბიუჯეტის სიმცირის
გამო ისევ თაობის საკუთარი ძალებით აღზრდაა, რომელიც (თაობა) შემდეგ ისევ
გრანდებში და დიდ კლუბებში მიდის და ეს პატარა კლუბები ჩაკეტილ წრეში რჩებიან
- მაგალითისათვის ლიდსი, ამსტერდამის აიაქსი და ა.შ.
სატრანსფერო სამართალში და ზოგადად სპორტის სამართალში აღნიშნული
საკითხების სამართლებრივი რეგულირებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფარმ
კლუბების საკითხი. ფარმ კლუბი ანუ ე.წ. ,,დუბლები” წარმოადგენენ კონკრეტული
კლუბის ,,მეორე” კლუბს, რაც მდგომარეობს შემდეგში: კლუბების ძალიან დიდ
ნაწილს (განსაკუთრებით ისეთ კლუბებს, რომლებსაც გააჩნიათ ძლიერი სპორტული
სკოლები) ჰყავთ ე.წ. ,,მეორე” კლუბები,farm klubebi რომლებშიც ასპარეზობენ ის სპორტსმენები,
რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან და ხშირ შემთხვევებში ვერც
ძირითადი გუნდის სათადარიგოთა სკამზე ვერ ხვდებიან. აღნიშნული
სპორტსმენებით დაკომპლექტებულ კლუბს (ფარმ კლუბი) შესაძლოა, რიგ
შემთხვევებში მიეცეს დამოუკიდებლად ტრანსფერის განხორციელების უფლება,
როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს (თუმცა აღნიშნული სუბიექტის
დამოუკიდებლობა იმთავითვე სადავაო, ვინაიდან ის წარმოადგენს ,,ძირითადი”
კლუბის ,,მეორე” - სათადარიგო კლუბს), თუმცა მის მიერ ტრანსფერის
განხორციელება ძირითად შემთხვევებში მაინც დამოკიდებულია ძირითადი გუნდის
ნება-სურვილზე.სპორტული აგენტები-აგენტების ინსტიტუტი სპორტის სამართალში
სტანდარტული საწარმომადგენლო შეთანხმებები აგენტებთან
-სპორტის სამართალში არსებული სუბიექტები დამოუკიდებლად ვერ
ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს (კონკრეტული გამონაკლისების
გარეშე). მათი მხრიდან წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა სპორტული
აგენტის ინსტიტუტი.
სპორტული აგენტი თავისი შინაარსით გულისხმობს სამართლებრივ
წარმომადგენელს, რომელიც წარმოადგენს გენერალური მინდობილობით
(პროკურით) ან უბრალო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სპორტის
სამართლის ნებისმიერ სუბიექტს სპორტის სამართალში (მათ შორის სატრანსფერო
სამართალში) წარმოშობილ ურთიერთობებზე.
აღსანიშნავია ის, რომ სპორტულ აგენტსა და კონკრეტულ სპორტის სამართლის
სუბიექტს შორის (მაგ. სპორტსმენს შორის) არსებული ურთიერთობა წარმოადგენს
ფიდუციარულ ურთიერთობას აღნიშნულ პირებს შორის. თავისი შინაარსით,
აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია გვქონდეს აგენტისა და პრინციპალის
ურთიერთობა, რაც შესაძლებელია გვქონდეს სხვა სამართლის დარგებშიც.
ოდითგანვე სპორტულ აგენტებს გააჩნდათ შესაძლებლობა
წარმომადგენლობითი ხელშეკრულება დაედოთ შესაბამის სპორტის სამართლებრივ
სუბიექტებთან, იქნებოდნენ ესენი სპორტსმენები, მწვრთნელები, კლუბები თუ ა.შ.
თუმცა ხშირ შემთხვევაში აგენტები აგრეთვე არიან წარმომადგენლები თავიანთი
კლიენტების კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში, რაც შინაარსობრივად
შეეხება სატრანსფერო საკითხებს (მაგ კონტრაქტის გაფორმება, კონტრაქტის შეწყვეტა
და ა.შ.). გარდა ამისა, ხშირ შემთხვევებში სპორტულ აგენტებს ეძლევათ
შესაძლებლობა რეკომენდაციებით კი გასცენ დაინტერესებული კლუბებისათვის,
კონკრეტულ სპორტსმენთან დაკავშირებით. აგენტებს მიეცათ უფლება გადაწყვიტონ
ბევრი სპორტსმენის ფინანსური ბედიც, მასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების
(კონტრაქტის) ნებისმიერი დეტალი.
სპორტული აგენტების არსებობას სპორტის სამყაროში დიდი ხნის ისტორია
გააჩნია. დღეს უკვე, ხშირ შემთხვევაში სპორტული აგენტი არ არის დამოუკიდებელი
პიროვნება (როგორც ინდ. მეწარმე), ის ძირითად შემთხვევაში მოქმედებს
კონკრეტული დიდი კორპორაციების სახელით (სპორტული სააგენტოების),
როგორებიცაა IMG, Creative Artists Agency და ა.შ.
სპორტული აგენტის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის არსებობა 21-ე
საუკუნისათვის უკვე აღარ არის გასაკვირი. სპორტული აგენტი, როგორც წესი
წარმოადგენს იურისტს. ის საქმიანობა, რაც მას ძირითად შემთხვევაში ევალება
ზუსტადაც რომ კავშირშია იურიდიულ საქმიანობასთან, აქედან გამომდინარე
სამართლებრივი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ერთერთიუმნიშვნელოვანესი რამ არის აღნიშნულ შემთხვევაში (განსაკუთრებით
სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში). გარდა ამისა, სპორტულ აგენტს
ევალება რომ იცოდეს ფინანსები, მენეჯმენტი, რისკების მართვა და ზოგადად
ერკვეოდეს სპორტში არსებულ ფაქტობრივ რეალობაში. გარდა ამისა, ადამიანი,
რომელსაც სურს გახდეს სპორტული აგენტი, აუცილებელია გააჩნდეს ისეთი
უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისება, როგორიცაა აქტიური კომუნიკაციის უნარი და
მარტივად მოლაპარაკების შესაძლებლობა. სპორტულ აგენტს თავისი საქმიანობის
განსახორციელებლად ესაჭიროება შესაბამისი სახის რეგისტრაცია, რაც
დამოკიდებულია ადგილობრივი ქვეყნის კანონმდებლობაზე, სადაც ის
რეგისტრირდება. სპორტულ აგენტად ჩამოყალიბებისთვის ძალიან ბევრ ქვეყანაში
არის სპეციალური მოსამზადებელი სკოლები, რომ აღარაფერი ვთქვათ შესაბამის
ტრენინგ ცენტრებზე, რომელთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით უკვე ძალიან
დიდ რაოდენობას მიაღწია.
1990 წლამდე, ძირითად შემთხვევებში ფეხბურთელები არ იყენებდნენ
სპორტულ აგენტებს, ხშირ შემთხვევებში მათი წარმომდგენლები სპორტულ
სამართლებრივ ურთიერთობებში იყვნენ მათი მამები (მშობლები). ამ დროს, როდესაც
ძალიან ბუნებრივია აღნიშნული ახალგაზრდების მშობლები არ წარმოადგენდნენ
პროფესიონალ სახელშეკრულებო ურთიერთობებში გარკვეულ პიროვნებებს (არ
გააჩნდათ ის გამოცდილება და ცოდნა რაც დღევანდელ სპორტულ აგენტებს
გააჩნიათ), ხშირ შემთხვევაში ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაშიც ისინი
საკუთარ შვილებს რთავდნენ კრახით ან უშედეგოდ მთავრდებოდა, უკეთეს
შემთხვევაში კი შესაძლოა კონტრაქტი გაფორმებულიყო კლუბსა და ახალგაზრდა
სპორტსმენს შორის, თუმცა სპორტსმენისათვის აშკარად კაბალური პირობებით.
დღესდღეობით სპორტული აგენტების ანაზღაურების საკითხი არის შემდეგში:
ძირითად შემთხვევებში ისინი (სპორტსმენის წარმომადგენლები) იღებენ
გაფორმებული კონტრაქტიდან (სპორტსმენსა და კლუბს შორის) კონტრაქტის
ღირებულების 4-დან 10 %-მდე თანხას. თუმცა შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევებში
აგენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებობდეს განსხვავებული პირობა,
რომელიც შესაძლოა ადგენდეს განსხვავებულ ანაზღაურების წესს.
სპორტულ აგენტსა და სპორტსმენს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას
საწარმდგენლო შეთანხმებას უწოდებენ. აღნიშნული, თავისი შინაარსით,
წარმოადგენს ერთგვარ პროკურას (ანუ გენერალურ მინდობილობას), რაც სპორტის
სამართალში გულისხმობს შემდეგს: აღნიშნული ტიპის ხელშეკრულება არის
დადებული სპორტულ აგენტსა და სპორტსმენს შორის სპორტსმენის კარიერულ
წინსვლასთან დაკავშირებით და რომლითაც სპორტული აგენტი წარმოადგენს
სპორტსმენს. აღნიშნული ხელშეკრულებით სპორტსმენი შესაძლოა სრულად
ანიჭებდეს უფლებამოსილებას (გენერალურად) ნებისმიერ ქმედებაზე აგენტს, ისევე
როგორც შესაძლოა მინდობილობის ტიპის შეთანხმებით ანიჭებდეს
უფლებამოსილებას რაიმე კონკრეტული მიმართულებით (მაგ. მხოლოდ
ერთჯერადად კონტრაქტის გაფორმება). სპორტულ აგენტს თავისი ფუნქცია მოვალოების განსახორციელებლად,
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაბამის სუბიექტთან (სპორტის სამართლებრივ
სუბიექტთან) ესაჭიროება ხელშეკრულების დადება. აღნიშნული ხელშეკრულების
ფარგლებში ის (სპორტული აგენტი) შესაძლოა ახორციელებდეს საქმიანობის ფართო
სპექტრს. კერძოდ, მოლაპარაკების წარმოებაში სპორტული ურთიერთობის ნებისმიერ
ეტაპზე, მარკეტინგის და მენეჯმენტის განხორციელება (საჭიროების შემთხვევაში),
სპორტსმენის კარიერის დაგეგმვა და ა.შ. დღესდღეობით სპორტულ აგენტზე ძალიან
ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის სპორტსმენის კარიერაც კი. სპორტული
აგენტის ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ (ან მისმა უმოქმედობამ, როდესაც
საჭიროა აქტიური ჩართვა შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებში) შესაძლოა
სპორტსმენის კარიერაც კი დაანგრიოს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე სამყაროში
სპორტული აგენტის შერჩევას დიდი გულისყურით ეკიდებიან და გამოცდილ და
მცოდნე სპორტულ აგენტთან წარმოებული სამართლებრივი ურთიერთობა საკმაოდ
ძვირი სიამოვნებაა ძალიან ბევრი სპორტსმენისათვის.
თანამედროვე სპორტის სამყაროში სპორტულ აგენტებს, რომლებიც აქტიურად
არიან ჩართულნი სატრანსფერო ურთიერთობებში - სატრანსფერო აგენტებსაც
უწოდებენ. თავისი შინაარსით სატრანსფერო აგენტები არიან იგივე სპორტული
აგენტები, კონკრეტულად სატრანსფერო ურთიერთობებისას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კლუბს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს,
შესაძლოა ჰყავდეს შესაბამისი სპორტული აგენტები, რომლებიც წარმოადგენენ კლუბს
ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობებში. მსგავსი ტიპის სპორტულ აგენტებს,
როგორც წესი, უწოდებენ სკაუტებს. სკაუტი არის სპორტული აგენტი, რომელიც
ახორციელებს სკაუტინგს, ანუ მოკვლევას. სკაუტთან კლუბები აფორმებენ შესაბამის
ხელშეკრულებებს სკაუტინგთან დაკავშირებით. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ
სკაუტს შესაძლოა დაევალოს (ხელშეკრულებიდან გამომდინარე) დედამიწის
კონკრეტულ კონტინენტზე, ან რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში მოიძიოს
კონკრეტული ტიპის ტალანტი (სპორტსმენი), იქნება ეს თავისუფალი აგენტი თუ
უბრალოდ ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელსაც არც არასოდეს არ დაუწყია
პროფესიონალური სპორტული კარიერა და მიაწოდოს ინფორმაცია იმ კლუბს
ვისთანაც აქვს მას (სკაუტს) გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული ტიპის
ხელშეკრულებები დიდ სპორტულ კლუბებს გაფორმებული აქვთ ძალიან ბევრ
აგენტებთან, რითიც მათ აქვთ შესაძლებლობა მსოფლიო მასშტაბით მოიპოვონ
ცნობები იმ ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც მათ ინტერესში შედის.--სპორტული აგენტები (პასუხისმგებლობა-სპორტულ აგენტებთან მიმართებით მოქმედებს სპორტული აგენტების
პასუხისმგებლობისა და ანტიმონოპოლიური აქტი (Sports Agent Responsibility And
Trust Act) იგივე SPARTA, რომელიც თავდაპირველად სტუდენტი სპორტსმენების
უფლებების დასაცავად გამოიყენებოდა შემდგომში კი საყოველთაო ხასიათი მიიღო.
აღნიშნული დოკუმენტით ერთი მხრივ დგინდება სპორტული აგენტების
ვალდებულებები და პასუხისმგებლობები და მეორე მხრივ (რომელიც ბევრად
მნიშვნელოვანია) მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილია სპორტსმენების უფლებების
დაცვა.
SPARTA-ს მიხედვით სპორტულ აგენტს გააჩნია ვალდებულება:
▪ იყოს გულახდილი (გულახდილობის ვალდებულება)
▪ დაიცვას კონფიდენციალურობა
▪ თავი შეიკავოს სპორტსმენის ,,გაყიდვისაგან”.
აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი აკრძალვები. სპორტული აგენტის
მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აშშ-ში დადგენილია
12 000 $-იანი ჯარიმა (სანქციის სახით) სპორტული აგენტის მიმართ.======`s`s`s7 saklubo licenzireba , (zogadi nawili)
საკლუბო ლიცენზირება მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით კი
საფეხბურთო სამყაროში, უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ინსტიტუტია,
რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სპორტის სამართლისათვის.
საკლუბო ლიცენზირების ძირითადი დებულებები დადგენილია ფიფას
საკლუბო ლიცენზირების რეგულაციების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ
აღნიშნულ რეგულაციებს არ გააჩნიათ იმპერატიული ხასიათი, მათ მაინც
ითვალისწინებს ფიფას წევრი ყველა ასოციაცია. საკლუბო ლიცენზირება
კლუბისათვის გულისხმობს უფლებას, იასპარეზოს ფიფას მიერ აღიარებულ
ნებისმიერ ტურნირზე საერთაშორისო მასშტაბით. საკლუბო ლიცენზირებას ახდენს
ლიცენზიარი, რომელიც გასცემს ლიცენზიას ადგილობრივი ასოციაციის სახელით.
ლიცენზიარს მინიჭებული აქვს ფიფა-სგან შესაბამისი უფლება, რათა გასცეს მსგავსი
ტიპის ლიცენზია. საკლუბო ლიცენზირებისათვის არსებობს სპეციალური
კრიტერიუმები, რომლებიც დადგენილია ზემოაღნიშნული ფიფას საკლუბო
ლიცენზირების რეგულაციებით. სუბიექტმა (მომავალში კლუბმა), რომელსაც სურს
მიიღოს ლიცენზია, უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სპეციალურ კრიტერიუმებს. ეს
სპეციალური კრიტერიუმები მდგომარეობს შემდეგში:
1. ინფრასტრუქტურული კრიტერიუმი.
სამართლებრივი სუბიექტი, რომელსაც სურს მიიღოს ლიცენზია, უნდა იყოს
ინფრასტრუქტურულად გამართული. კერძოდ, მას უნდა გააჩნდეს
კონკრეტული ასოციაციის მოთხოვნის შესაბამისი სტადიონი, გასახდელი,
სავარჯიშო ბაზა და ა.შ. შესაძლებელია სხვადასხვა ასოციაციებში (მაგ.
საქართველოსთვის) იყოს განსხვავებული მოთხოვნები ლიცენზიარების
მხრიდან. ისეთ ქვეყნებში სადაც ეკონომიკა განვითარებადია და სადაც
სპორტული თვალსაზრისითაც ქვეყანაში გადასადგამია მნიშვნელოვანი
ნაბიჯები, ლიცენზიარები, რომლებიც იმყოფებიან აღნიშნულ ასოციაციაში,
ითვალისწინებენ აღნიშნულ მდგომარეობას და ადგენენ უფრო დაბალ
სტანდარტებს აღნიშნულ კრიტერიუმთან მიმართებით (ფიფა-ს შესაბამის
ორგანოებთან შეთანხმებით).
2. პერსონალური და ადმინისტრაციული კრიტერიუმი. პერსონალური და ადმინისტრაციული კრიტერიუმი მდგომარეობს იმაში, რომ
კლუბს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები,
როგორებიცაა: ადამიანური რესურსების მიმართულება, მენეჯერული რგოლები,
იურიდიული სამმართველო, ფინანსური ოფიცრები და ა.შ.
ფიფას ბევრი ასოციაციის წევრ კლუბს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰყავდეს
დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები კონკრეტული მიმართულებებით.
შესაბამისად, მსოფლიო მასშტაბით აქაც არ არსებობს ერთიანი სტანდარტი და
თავისუფლად არის შესაძლებელი ერთ რომელიმე კლუბს საერთოდ არ ჰყავდეს
(მაგალითისათვის) პერსონალური მასაჟისტები თუ ექიმები (და ჰქონდეს
გაფორმებული ხელშეკრულება სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ
კონკრეტულ სუბიექტთან) და მეორე კლუბს კი ჰყავდეს ექიმების ჯგუფი
პერსონალურად დაქირავებული, როგორც კლუბის თანამშრომლები.
ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ კრიტერიუმში ასევე მოიაზრება რამოდენიმე
მწვრთნელის არსებობა კლუბში (მაგ. მეკარეების მწვრთნელი, ფიზიკური მომზადების
მწვრთნელი და ა.შ.) და ამავე დროს ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელებიც
არსებობაც, რომლებიც მუშაობს ახალგაზრდული გუნდის განვითარებისათვის.
აღნიშნულ კრიტერიუმში ასევე მოიაზრებენ სკაუტების არსებობასაც. თუმცა ხშირ
შემთხვევაში, ეს არ არის სავალდებულო მოთხოვნა და ის უფრო კლუბის ინტერესისა
და სურვილის სფეროს განეკუთვნება.
3. სამართლებრივი კრიტერიუმი
სუბიექტის, რომელსაც გამიზნული აქვს რომ გახდეს კლუბი, სამართლებრივი
რეგლამენტაცია ძალზედ მნიშვნელოვანია მისი მხრიდან კონკრეტული საქმიანობის
(საკლუბო) განხორციელების თვალსაზრისით.
სუბიექტს იმისათვის, რომ გახდეს კლუბი აუცილებლად უნდა ჰქონდეს
მოწესრიგებული ყველა ის ლეგალური ასპექტი, რაც საჭიროა კლუბის
არსებობისათვის. ესენი შეიძლება იყოს: კლუბის წესდების არსებობა, მმართველი
ორგანოები კლუბში და კლუბის ხელმძღვანელობა, რა ფორმით ხდება კლუბის მართვა
და ის სამართლებრივი დოკუმენტები (მათი არსებობა), რომლებიც აუცილებელია
დამოუკიდებელი სპორტულ სამართლებრივი სუბიექტისათვის.
4. ფინანსური კრიტერიუმი
ყოველი კონკრეტული ასოციაცია თვითონვე განსაზღვრავს თუ რამდენი შეიძლება
იყოს სავალდებულო კრიტერიუმი მის ქვეყანაში არსებული სუბიექტისათვის, რათა ის
გახდეს სპორტული კლუბი. აღნიშნული კრიტერიუმი, ისევე როგორც თითქმის ყველაზემოთჩამოთვლილი, დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ქვეყანაში არსებულ
ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ა.შ.
კონკრეტული ქვეყნის ასოციაცები განსაზღვრავენ თუ რამდენი შეიძლება იყოს ის
ფინანსური სახსრები, რაც უნდა გააჩნდეს სუბიექტს, რათა ის დარეგისტრირდეს
კლუბად. მაგალითისათვის, ეს თანხა გერმანიის საფეხბურთო ასოციაციაში
შესაძლებელია იყოს 10ჯერ მეტი ვიდრე საქართველოს საფეხბურთო ასოციაციაში.
ხშირ შემთხვევაში, ფინანსური სახსრები არის ის კრიტერიუმი, რომელიც ასევე
შეიძლება გახდეს ლიცენზიის გაუქმების საფუძველიც. კლუბი, რომელიც ხდება
ვალაუვალი და გადახდისუუნარო, ის კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის
მიხედვით (რომლის ასოციაციაშიც ის იმყოფება) ექცევა გაკოტრების რეჟიმის ქვეშ.
მაგალითისათვის, კლუბი, რომელიც ხდება ვალაუვალი ინგლისის საფეხბურთო
ასოციაციაში, ის ,,გადაეცემა ადმინისტრაციას”, ანუ მას მართავს ე.წ. საფეხბურთო
ადმინისტრაცია, სახელმწიფო ორგანო, რომელიც ყველანაირად ცდილობს
გადახდისუუნარო კლუბის რეაბილიტაცია მოახდინოს და დააბრუნოს ის მისი
საქმიაონობის რელსებზე. თუმცა, მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც,
ეს პროცესი ძალზედ მტკივნეულად მიმდინარეობს, კერძოდ, საქართველოს
შემთხვევაში კლუბი, როგორც ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ნებისმიერი სუბიექტი (იურიდიული პირი), ექცევა
,,გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ” საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ რეჟიმში და ის სამართავად სახელმწიფოს (როგორც წესი) არ
გადაეცემა.
საკლუბო ლიცენზირება სამართლებრივი თვალსაზრისით ადმინისტრაციულ
სამართალს დაქვემდებარებულ ნაწილს წარმოადგენს. სალიცენზიო კანონმდებლობა
არის ადმინისტრაციული სამართლის კერძო (განსაკუთრებული) ნაწილის შესწავლის
საგანი. ქართულ რეალობაში შემუშავებულია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი,
რომლითაც ხორციელდება საკლუბო ლიცენზირება (საფეხბურთო მასშტაბით) და მას
,,კლუბების ლიცენზირების დებულებები” ეწოდება. აღნიშნული დოკუმენტი
შემუშავებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ევროსტანდარტების
შესაბამისად. ლიცენზირების დოკუმენტის უმთავრესი მიზანია კლუბების
ლიცენზირება უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.
ზემოაღნიშნული დოკუმენტით დგინდება ლიცენზიარისა და ლიცენზიის
მაძიებლის ცნება, ის ორგანოები რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ლიცენზიის
გაცემაზე, პრინციპები, რომელთა მიხედვითაც გაიცემა ლიცენზია. აქვე დადგენილია
უეფას ლიცენზიის ცნება, უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის საგანგებო
ნებართვა და ლიცენზიის მაძიებლის პასუხიმგებლობები.
აღნიშნული დოკუმენტი ასევე ადგენს გასაჩივრების იმ მექანიზმებს, რისი
გამოყენების უფლებაც გააჩნია ლიცენზიის მაძიებელს შესაბამისი ლიცენზიის არ/ვერ

თაია არაბული's picture
თაია არაბული (თაია არაბული)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/05
ბოლო შემოს: 2024/04/23 16:54:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

8.saklubo licenzireba kerdzo nawili, klubis licenzirebis debulebebi )----საკლუბო ლიცენზირების კერძო ნაწილში აუცილებელია შესწავლილ იქნესის
განსაკუთრებული ლიცენზირების საკითხები, რომლებიც ჩვენს, ეროვნულ
ლიცენზირებას ეხება.
როგორც ვიცით, ქართულ რეალობაში შემუშავებულია უმნიშვნელოვანესი
დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება საკლუბო ლიცენზირება (საფეხბურთო
მასშტაბით) და მას ,,კლუბების ლიცენზირების დებულებები” ეწოდება.
აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
მიერ ევროსტანდარტების შესაბამისად. ლიცენზირების დოკუმენტის უმთავრესი
მიზანია კლუბების ლიცენზირება უეფას საკლუბო შეჯიბრებებში
მონაწილეობისათვის. ზემოაღნიშნული დოკუმენტით დგინდება ლიცენზიარისა
და ლიცენზიის მაძიებლის ცნება, ის ორგანოები რომლებიც იღებენ
გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე, პრინციპები, რომელთა მიხედვითაც
გაიცემა ლიცენზია. აქვე დადგენილია უეფას ლიცენზიის ცნება, უეფას საკლუბო
ტურნირებში მონაწილეობის საგანგებო ნებართვა და ლიცენზიის მაძიებლის
პასუხიმგებლობები. აღნიშნული დოკუმენტი ასევე ადგენს გასაჩივრების იმ
მექანიზმებს, რისი გამოყენების უფლებაც გააჩნია ლიცენზიის მაძიებელს
შესაბამისილიცენზიისარ/ვერმიღებისშემთხვევაში.
,,კლუბების ლიცენზირების დებულებები” მიიღება თითქმის ყოველწლიურად.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ეროვნული ლიგის საფეხბურთო კლუბებისთვის
სავალდებულოა უეფა-ს ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა, რაც ნიშნავს, რომ
ისინი შეფასდებიან, როგორც უეფა-ს ლიცენზიის მაძიებლები.
ეს დებულებები მოქმედებს უეფა-ს ეგიდით გასამართი საკლუბო
შეჯიბრებებისთვის (შემდგომში: უეფა-ს საკლუბო ტურნირები), რომელთა
დებულებებშიც არის შესაბამისი მითითებები და საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის (სფფ) მიერ გაცემული უეფა-ს ლიცენზია კლუბებს აძლევს უეფა-ს
საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას. აღსანიშნავია, რომ უეფა-ს
ლიცენზიის მიღება არაა სავალდებულო ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის
მისაღებად (ეს წარმოადგენს კლუბების ლიცენზირების ეროვნულ დებულებებში
ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულების საგანს), მაგრამ ეროვნული ლიგის
კლუბების მიერ ამ დებულებების დარღვევისთვის, მათ მიმართ ტარდება შესაბამისი
სანქციები.
აღნიშნული დებულების მიხედვით ლიცენზიარი არის საქართველოს
ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) და ის მართავს ლიცენზირების სისტემას უეფა-ს
საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისთვის.ლიცენზიარი:
ა) აყალიბებს კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის სათანადო
ადმინისტრაციას;
ბ)აყალიბებსგადაწყვეტილებისმიმღებ2ორგანოს;
გ) ადგენს სანქციების ჩამონათვალს;
დ) განსაზღვრავს ლიცენზირების ძირითად პროცესს;
ე) ამოწმებს კლუბის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, განიხილავს მათ
შესაბამისობას და განსაზღვრავს, შესრულდა თუ არა ყველა კრიტერიუმი და რა
დოკუმენტაციაა საჭირო;
ვ) უზრუნველყოფს თანასწორ მიდგომას უეფა-ს ლიცენზიის ყველა მაძიებლისადმი
და აძლევს კლუბებს სრული კონფიდენციალობის გარანტიას ნებისმიერ
ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი წარმოადგენს ლიცენზირების
პროცესის დროს;
ზ) განსაზღვრავს, გაიცეს თუ არა უეფა-ს ლიცენზია.
აღნიშნული დებულებით ასევე გათვალისწინებულია კლუბების
ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაცია (ლმა), რომლის ძირითადი
ფუნქციებია:
ა) უეფა-ს საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისთვის კლუბების
ლიცენზირების სისტემის მომზადება, განხორციელება და შემდგომი განვითარება;
ბ) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
გ)ლიცენზიისმაძიებლების/ლიცენზიატებისდახმარება,რჩევების მიცემადა
მათისაქმიანობისმონიტორინგისეზონისგანმავლობაში;
დ) უეფა-ს ინფორმირება ყველა მოვლენაზე, რომელსაც ადგილი ექნება
სალიცენზიო გადაწყვეტილებების შემდეგ და არსებითია ლიცენზიარისთვის მანამდე
წარდგენილ ინფორმაციასთან მიმართებით, მათ შორის, ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის, ან ჯგუფის იურიდიული სტრუქტურის ცვლილების
შესახებ;
ე) უეფა-სთან და უეფა-ს წევრი სხვა ეროვნული ასოციაციების კლუბების
ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაციებთან საკონტაქტო რგოლის
ფუნქციების შესრულება და გამოცდილების გაზიარება.
ლიცენზირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებია
კლუბების ლიცენზირების კომიტეტი (ლკ), რომელიც მოქმედებს როგორც პირველი
ინსტანციის ორგანო და კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანო (ლაო).
აღნიშნული ორგანოები უნდა იყვნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი.კლუბების ლიცენზირების კომიტეტი, ლიცენზიარის მიერ დადგენილ
საბოლოო ვადებში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, იღებს
გადაწყვეტილებას ლიცენზიის მაძიებლისთვის უეფა-ს ლიცენზიის გაცემის თაობაზე,
აგრეთვე უეფა-ს ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ, ასევე ადგენენ დებულებით
მითითებული სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევის ფაქტს.
კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანო იღებს
გადაწყვეტილებებს წერილობით შემოტანილ საჩივრებზე და გამოაქვს სფფ-ის
საბოლოო გადაწყვეტილება უეფა-ს ლიცენზიის გაცემის ან ჩამორთმევის შესახებ,
ასევე სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევის შესახებ.
აღნიშნული დებულების მიხედვით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ
ვის შეუძლია სააპელაციო საჩივრის შეტანა (ე.წ. აპელაციის გაკეთება).
ეს სუბიექტებია:
ა)ლიცენზიისმაძიებელს,რომელსაცლკ-მუარიუთხრალიცენზიისგაცემაზე;
ბ) ლიცენზიატს, რომელსაც ლკ-მ ჩამოართვა უეფა-ს ლიცენზია;
გ) ლიცენზიის მაძიებელს / ლიცენზიატს, რომელსაც ლკ-მ დაუდგინა წინამდებარე
დებულებებით განსაზღვრული სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევა;ან/და
დ)ლიცენზიარს,ლიცენზირების მენეჯერის სახით.(ლიცენზირების მენეჯერიარის
სუბიექტი,რომელიცეხმარება კლუბსლიცენზიის მიღებაში).
ლკ-ის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლებელია
გასაჩივრდეს მხოლოდ ლაო-ში, ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით. ლაო
აფასებს საჩივარს და ადგენს მის სამართლიანობას შინაარსსა და ფორმასთან
მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანო (ლაო)
გადაწყვეტილებას იღებს კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების და
ყველა იმ დასაშვები დამამტკიცებელი საბუთის საფუძველზე, რომელსაც აპელანტი
წარმოადგენს წერილობით საჩივართან ერთად, ლიცენზირების გრაფიკით დადგენილ
საბოლოო ვადაში.აკრძალულია აპელაციის განხილვა განმეორებითი მოსმენით. კლუბების
ლიცენზირების აპელაციის ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ კლუბების
ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც ამ უკანასკნელმა მიიღო იმ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც წარმოდგენილ იქნა ლიცენზირების
გრაფიკით დადგენილ საბოლოო ვადებში.
სასამართლო მსგავსი ტიპის დავებს განიხილავს მხოლოდ ფორმალურ
ნაწილში. აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგისტრირებელმა (ან საჩივრის
განმხილველმა) ორგანომ ლიცენზიის გაცემა/არ გაცემის ნაწილში დაარღვია
უშუალოდკანონი. სასამართლოვერიმსჯელებს (და ვერჩაერევა) ადმინისტრაციული
შესავალორგანოს დისკრეციულიუფლებამოსილების ნაწილში.
ლიცენზიის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ფეხბურთის კლუბი, რომელიც
არის იურიდიული პირი და მხოლოდ თვითონ არის სრულად პასუხისმგებელი
ეროვნულ და საერთაშორისო საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილე ფეხბურთის გუნდზე
და არის სფფ-ის, ან მისი წევრი რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის, ან ლიგის
რეგისტრირებული წევრი.
უეფას ლიცენზიის მოპოვება ხდება სპორტული შედეგის მიხედვით. ის
კლუბები, რომლებიც უეფას ეგიდით გამართულ ევროტურნირებზე (უეფას
ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას ევროპა ლიგაზე და უეფას კონფერენს ლიგა 2021 წლიდან)
წარმოადგენენ ეროვნულ ფედერაციას ეროვნულ ლიგაში ნაჩვენები შედეგებისა და
ეროვნული ლიგის საკლუბო რეიტინგის გათვალისწინებით მიიღებენ
სტანდარტულად ლიცენზიას (თუ აკმაყოფილებენ ყველა ლიცენზირების
კრიტერიუმს). თუ კლუბი, სპორტული შედეგების საფუძველზე, მიიღებს უეფა-ს
საკლუბო შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას, მაგრამ საერთოდ არ გაუვლია
ლიცენზირების პროცესი ან გაიარა უეფა-ს ტურნირებში მონაწილეობისთვის
საჭიროზე უფრო დაბალი რანგის/არაეკვივალენტური ლიცენზირების პროცესი,
რადგან იგი არ მიეკუთვნება საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგას, ასეთი
კლუბის სახელით სფფ-ს, შეუძლია გააკეთოს კლუბების ლიცენზირების რიგგარეშე
განაცხადი უეფა-ს საკლუბო ტურნირებში მონაწილეობაზე,
ამგვარ რიგგარეშე განაცხადზე დაყრდნობით, უეფა-ს შეუძლია ფეხბურთის
კლუბზე გასცეს უეფა-ს შესაბამის საკლუბო შეჯიბრებაში მონაწილეობის საგანგებო
ნებართვა, რაც წარმოადგენს უეფა-ს შესაბამისი შეჯიბრებების დებულებების საგანს
და ეხება მხოლოდ კონკრეტულ კლუბს, მხოლოდ კონკრეტულ სეზონში.
უეფა-ს ლიცენზიას ვადა გასდის ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე
იმ სეზონის ბოლოს, რომელზეც გაიცა და აქვე აღსანიშნავია, რომ უეფა-ს ლიცენზიის
სხვა სუბიექტისათვის გადაცემა არშეიძლება.
კლუბს შესაძლებელია ჩამოერთვას უეფას ლიცენზია შემდგომი მონიტორინგის
შედეგად, თუ ის ვერ აკმაყოფილებს (კონკრეტულ სალიცენზიო პერიოდში)
ლიცენზიის კრიტერიუმებს. რომელზეც ასევე შესაძლებელია შესაბამისი საჩივრის
შეტანა.==0000-===9. samsajo saqmianobis samartlebrivi safudzvlebi, samedicino pasuxismgebloba sportis samartalShi , samsajo saqmianobis samartlebrivi safudzvlebi .
---სამსაჯო სამართალი სპორტის სამართლის ერთერთი უმსხვილესი ქვედარგია.
სამსაჯო საქმიანობას მსოფლიო მასშტაბით ძალზედ დიდი ხნის ისტორია გააჩნია.
მსაჯი არის ფიზიკური პირი, რომელიც ავტორიზებულია კონკრეტული სპორტის
მიმართულებით და რომელიც ვალდებულია წაუძღვეს კონკრეტულ თამაშს
კონკრეტული სპორტული ღონისძიების წესების დაცვის მიხედვით და ამავე დროს
უზრუნველყოს და მოითხოვოს აღნიშნული წესების დაცვა თამაშში მყოფი
სპორტსმენებისაგანაც. კონკრეტულ სპორტში კონკრეტულ მსაჯს შესაძლოა
სხვადასხვანაირად უწოდებდნენ (მაგ. კომისარი, მსაჯი, არბიტრი, ტექნიკური
ოფიცერი, ლაინსმენი და ა.შ.) თუმცა მათი საქმიანობის არსი მაინც მდგომარეობს
შემდეგში, ისინი იცავენ კონკრეტული სპორტული სახეობის წესებს.
ძალიან ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხნის განმავლობაში
ფეხბურთის თამაშები მსაჯების (არბიტრების) გარეშე მიმდინარეობდა. მაგალითად,
მე-19 საუკუნის შუახანებში ინგლისის გუნდები თამაშის დაწყებამდე ერთობლივად
თანხმდებოდნენ ხოლმე მოთამაშეთა რაოდენობაზე და მატჩის ხანგრძლივობაზე. იმ
დროს ფეხბურთში განუხრელად იცავდნენ ჟენტლმენური ქცევის წესებს და
მიდგომებს. სადაო მომენტები ერთად წყდებოდა ხოლმე, ყოველი მოთამაშე კი, სანამ
მინდორზე გავიდოდა, ვალდებული იყო თამაშის წესები ზეპირად სცოდნოდა.
მაგრამ ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: "ითონისა" და "მანჩესტერის" სტუდენტური
გუნდები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ მატჩებზე ე.წ. "შუამავლების" დასწრება
დაშვებულიყო, რომლებიც მეტოქეთა კართან დადგებოდნენ და აღრიცხავდნენ
არამარტო გატანილ გოლებს, არამედ განსაზღვრავდნენ თვით კარის აღების
ფაქტებსაც, მაგრამ ერთი აუცილებელი პირობით - "შუამავლების" დასწრებაზე
ფეხბურთელთა თანხმობა იყო საჭირო.
თანდათანობით, რაც დრო გადიოდა, "შუამავლების" გარდა, მატჩების დროს
დაიწყეს "რეფერების" - მსაჯების არჩევაც, რომლებიც სათამაშო მინდვრის გარეთ
იდგნენ და გადაწყვეტილება გამოჰქონდათ ისეთ შემთხვევებში, როცა "შუამავლები"
პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებდნენ. 1881 წელს რეფერებს დააკისრეს
ახალი მოვალეობა - თვითონ გადაეწყვიტათ, გატანილი იყო თუ არა გოლი. მაგრამ
მსგავსი სიახლეები პრაქტიკაში ძნელად ხორციელდებოდა: ბევრი საფეხბურთო
კლუბი პროტესტს აცხადებდა და თვლიდა, რომ მსაჯები ზედმეტად დიდ გავლენას
ახდენდნენ მატჩების შედეგებზე, თანაც ამ დროს არბიტრი ძველებურად მინდვრის
გარეთ იდგა და გვერდითი ხაზიდან აკვირდებოდა მატჩის მსვლელობას.
მინდორზე მსაჯები პირველად 1891 წლიდან გამოჩნდნენ. სწორედ იმ დროს
მიეცათ მათ სასტვენებით სარგებლობის უფლებაც, რომლის დახმარებით ისინი
თამაშს მართავდნენ. მაგრამ იყო შეზღუდვებიც: მაშინ, როცა გოლის გატანილადჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას მსაჯი ერთპიროვნულად იღებდა, მოთამაშის
დასჯა რაიმე დარღვევისათვის მას მხოლოდ იმ შემთხვევებში შეეძლო, თუ ამის
თაობაზე თვით ფეხბურთელები მიმართავდნენ.
მთავარი მსაჯის უფლებამოსილება მხოლოდ 1896 წელს გაფართოვდა, ე.წ.
"შუამავლები" კი გვერდით მსაჯებად იქცნენ. ერთადერთი, რაც მათ იმ პერიოდში
მოეთხოვებოდათ, ის იყო, რომ ბურთის მინდვრის გარეთ გასვლა (ანუ გვერდითი
ხაზის გადაკვეთა) დაეფიქსირებინათ. პროფესიული ფეხბურთის განვითარების
კვალობაზე, მატჩის მსაჯებისათვის ნელ-ნელა თანხის გადახდაც დაიწყეს - მცირე
ჰონორარების სახით, თანაც ერთი პირობით: ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში
მისცემდნენ მსაჯს, თუ მატჩი მისი საცხოვრებელი სახლიდან 30 მილზე (ანუ
დაახლოებით 50 კმ-ზე) მეტი დაშორებით იმართებოდა.
საფეხბურთო მსაჯის სასტვენის გამოყენება საინტერესო ისტორიასთან არის
დაკავშირებული. მანამდე არბიტრები გუნდის წევრებს ან პირადად მიმართავდნენ, ან
ზანზალაკით (პატარა ზარით) სარგებლობდნენ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი
მატჩის დროს მსაჯი პოლიციელი აღმოჩნდა და როცა მინდორზე მოთამაშეებს შორის
ჩხუბი დაიწყო, მას დიდხანს არ უფიქრია - ჯიბიდან პოლიციელის სასტვენი ამოიღო
და ჩაბერა.
გაოცებულმა ფეხბურთელებმა ჩხუბი იმავ წუთს შეწყვიტეს. ფეხბურთის მმართველმა
ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ სასტვენით მატჩის მართვა უფრო იოლი იქნებოდა. მე19 საუკუნიდან უკვე დიდი დრო გავიდა, მაგრამ სასტვენი ჯერჯერობით ისევ
შეუცვლელი რჩება.
თუ ფეხბურთის მსაჯს მოთამაშის გაფრთხილება სურს, ის მას ყვითელ ბარათს
უჩვენებს. ზედმეტად უხეში თამაშისთვის კი დამნაშავეს წითელ ბარათს წარუდგენენ,
რის შემდეგაც წესების დამრღვევი იძულებულია, მოედანი დატოვოს. ერთი
მოთამაშისთვის მიცემული ორი ყვითელი ბარათი ავტომატურად წითელ ბარათად
გადაიქცევა. ეს ნებისმიერმა ქომაგმა კარგად იცის. თუმცა ფეხბურთში ეს ბარათები
არცთუ ისე დიდი ხანია - 50 წელზე ნაკლები წლის წინ გამოჩნდა. მანამდე კი მსაჯები
წესების დამრღვევებს სიტყვიერად აფრთხილებდნენ. ამას კი ხშირად სხვადასხვა
კურიოზი მოჰყვებოდა. მაგალითად, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,
მეოთხედფინალში ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის გუნდები შეხვდნენ. მატჩის
მსაჯი გახლდათ გერმანელი რუდოლფ კრაიტლიანი, რომელმაც მშობლიური ენის
გარდა, სხვა არ იცოდა. თამაში უხეშად მიმდინარეობდა, მოედანზე გამუდმებით
იქმნებოდა კონფლიქტი და როცა კრაიტლიანმა მოედნიდან არგენტინის ნაკრების
კაპიტნის, ანტონიო რატინას გაძევება გადაწყვიტა, მან თავი ისე მოაჩვენა, რომ
თითქოს არ ესმოდა მსაჯის ნათქვამი.
დასახმარებლად ინგლისელ მსაჯს, კენ ასტონს მიმართეს. მან დიდი ძალისხმევის
შედეგად მოახერხა არგენტინელის დარწმუნება, რომ მოედანი უნდა დაეტოვებინა. ამ
ეპიზოდის შემდეგ ასტონი დაფიქრდა იმაზე, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუ ფეხბურთშირაიმე სახის აქსესუარს შემოიტანდნენ, რომლის დახმარებითაც მსაჯი შეძლებდა
წესების დამრღვევი ფეხბურთელისთვის გაფრთხილება ან გაძევება ენიშნებინა.
გარკვეული დროის შემდეგ ავტომობილით მოძრავი ასტონი შუქნიშნის წინ გაჩერდა
და თავში ერთი იდეა მოუვიდა: რატომ არ შეიძლებოდა ფეხბურთში ყვითელი და
წითელი ფერის ბარათები შემოეღოთ? ყვითელ ბარათს ფეხბურთელს
გაფრთხილებისთვის გადასცემდნენ, წითელს კი - გაძევებისთვის. ფეხბურთის
მოხელეებმა ასტონის წინადადება გონივრულად მიიჩნიეს.
უკვე 1970 წელს მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, წესების
დარღვევას მსაჯები ფეხბურთელებს ბარათებით ამცნობდნენ. პირველი ყვითელი
ბარათი მატჩის გახსნისთანავე გამოიყენეს, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები
ტურნირის მასპინძელ მექსიკის ნაკრებს შეხვდა. საბჭოთა ეროვნული ნაკრების
ფეხბურთელი კახი ასათიანი კი ისტორიაში შევიდა: გერმანელმა მსაჯმა კურტ
ჩენშერმა სწორედ მას მიანიჭა პირველი ყვითელი ბარათი.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსმა მსაჯმა ვალენტინ ივანოვმა კიდევ ერთი
რეკორდი დაამყარა: 1/8-ფინალში ჰოლანდიისა და პორტუგალიის გუნდებს შორის
გამართულ მატჩზე, მან ფეხბურთელებს 16 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა.
დღესდღეობით ფეხბურთში კიდევ ერთი, მწვანე ბარათის შემოღება განიხილება.
ამჯერად მისი მეშვეობით მოთამაშეებს არ დასჯიან, არამედ პირიქით - შეაქებენ.
ბარათი იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ფეხბურთელი რაიმე სახის ჯენტლმენურ
ქმედებას გამოავლენს.
ექსპერიმენტებს უკვე ატარებენ. პირველი მოთამაშე კი, რომელსაც მწვანე ბარათი
გადაეცა, იტალიური კლუბის, "ვიჩენცას" ფეხბურთელი კრისტიან გალანო გახდა.
გასული წლის შემოდგომაზე "ვირტუს ენტელა"-"ვიჩენცას" მატჩზე მსაჯმა "ვირტუსის"
კარში კუთხური დანიშნა. გალანე მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ მოწინააღმდეგე
გუნდის მოთამაშეები ბურთს არ შეხებიან. მწვანე ბარათი სწორედ მას მიანიჭეს.
ყოველ კონკრეტულ სახელმწიფოში არსებობს კონკრეტული სპორტის
მიმართულებების მიხედვით სამსაჯო კომიტეტები (მაგ. ესპანეთის პროფესიული
ფეხბურთის სამსაჯო კომიტეტი). რომლებიც (შესაბამისი მმართველი ორგანოების
ეგიდით) ახორციელებენ მსაჯების აღზრდას, მათ გადამზადებას, დატრენინგებას და
ა.შ. ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული კრიტერიუმები, თუ
როგორ უნდა გახდეს ფიზიკური პირი მსაჯი. მაგალითისათვის, უეფას აქვს
სპეციალური გაიდლაინები და რეკომენდაციები (ისევე როგორც შესასრულებლად
სავალდებულო დოკუმენტებიც), რომლების მიხედვითაც კონკრეტულ ასოციაცებს
შეუძლიათ დაინტერესებული პირები მიიღონ (დაარეგისტრირონ) მსაჯებად.
შესაბამისად არსებობენ ადგილობრივი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები.
სამსაჯო სამართალთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი უმნიშვნელოვანესი
გარემოება. მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილება (სამართლებრივად) არისსაბოლოო და ისინი არ საჩივრდება. თუ რათქმაუნდა არ გამოვლინდა დანაშაულის
ნიშნები (მაგ. კომერციული მოსყიდვა). მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე
მსჯელობა შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ სამსაჯო კომიტეტებს, რომლებიც
აკონტროლებენ შესაბამისი სპორტის სახეობის მსაჯებს.
ფიზიკურ პირი, რომელსაც სურს გახდეს მსაჯი არ არის სავალდებულო იყოს
სპორტსმენი. მსაჯობის გახდომის მსურველმა უნდა ჩააბაროს შესაბამისი
ნორმატივები (ფიზიკური მოთხოვნები), ისევე როგორც თეორიული (ე.წ. ,,ქეისები”-ს
ამოხსნა) გამოცდა. მსაჯს ყოველწლიურად უნდა შეეძლოს ნორმატივების დაცვა და
შესაბამისი გამოცდის ჩაბარება, რათა მან დაიცვას თავისი კატეგორია. კატეგორიების
მიხედვით არსებობს ადგილობრივი (ეროვნული) კატეგორიის არბიტრები,
რომლებსაც უფლება აქვთ განსაჯონ მხოლოდ ეროვნული (შიდა) მატჩები და უეფას
კატეგორიის არბიტრები, რომლებსაც აქვთ უფლება განსაჯონ უეფას ტურნირების
მატჩები (შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში). უეფას კატეგორიის არბიტრი ამავე დროს
არის ეროვნული კატეგორიის არბიტრი. აგრეთვე არსებობენ ფიფას კატეგორიის
არბიტრებიც.
საქართველოში მსაჯს შეუძლია იყოს ეროვნული კატეგორიის არბიტრი 47
წლამდე. უეფას კატეგორიის არბიტრები არიან 45 წლამდე, ხოლო ბრიტანეთში,
კერძოდ კი ინგლისში, მსაჯობის უფლება აქვთ 50 წლამდე.
მსაჯი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი სუბიექტი. მაგრამ ამავე
დროს ის პასუხს აგებს მის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. უეფას და
ფიფას მატჩებს (ისევე როგორც ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ მატჩებსაც)
ესწრებიან მსაჯთა დამკვირვებლები, კომისარი და დელეგატი. ამ სუბიექტების
ძირითადი მოვალეობაა შეაფასონ მატჩის მსვლელობა, მათ შორის მსაჯის (მსაჯების)
მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ყოველი მატჩის შემდგომ მსაჯის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით მსაჯი იღებს შესაბამის შეფასებას
(ქულას). მსაჯის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება მის
კარიერულ წინსვლაზე ან კარიერულ დაღმასვლაზე.
მსაჯი ვალდებულია დაიცვას სამსაჯო ეთიკა. არსებობს სამსაჯო ეთიკის
კოდექსი სადაც გაწერილია მსაჯის საქმიანობის სამართლებრივი, ეთიკური და
მორალური ასპექტები.==9deliqturi samartali, da misi gavrcelebis areali , administraciuli organos pasuxismgebloba da sportis samartali , samedicino personalis pasuxismgebloba sportis samartalshi
(ნაწილი 2)---ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების დელიქტად დაკვალიფიცირებისათვის
უნდა არსებობდეს დელიქტური პასუხისმგებლობის ელემენტთა ერთობლიობა.
ზიანი უნდა იყოს არასახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე. ქართულ
სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებობს 1007-ე მუხლის სახით (საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი) სპეციალური მოწესრიგება, რომლის მიხედვითაც სამედიცინო
დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი
ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით, ამასთან ერთად ზიანის მიმყენებელი
თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში
მას ბრალი არ მიუძღვის. აღნიშნული ნორმა მიგვითითებს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 992-ე მუხლზე (ზოგად ნორმაზე ზიანის ანაზღაურებისა) და ამავე დროს
ექიმის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
სპორტის სამართალში ტრამვებისა და სამედიცინო მომსახურების სიხშირდან
გამომდინარე აქტუალური ხდება დადგინდეს ყველა ეს ელემენტი რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს ზიანის დადგომა დელიქტური თვალსაზრისით. პირველ რიგში
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო საქმიანობა არის საჯარო სამართლებრივი საქმიანობა
(თავისი არსით), შესაბამისად მასზე უნდა გავრცელდეს ყველა ის წესი რაც ვრცელდება
სხვა საჯარო-სამართლებრივ საქმიანობებთან მიმართებით, განსაკუთრებით
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის კუთხით.
მეორე რიგში, ეს არის სამსახურებრივი მოვალოების ინსტიტუტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმი და სამედიცინო დაწესებულება მოქმედებს (უნდა
მოქმედებდეს) როგორც საჯარო-სამართლებრივი სუბიექტი და სამედიცინო
საქმიანობა თავისი შინაარსით საჯარო-სამართლებრივი საქმიანობაა. სამედიცინო
მუშაკს, ისევე როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დამცავი ორგანოების
თანამშრომლებს, სამსახურებრივი გარანტის ფუნქცია ეკისრებათ, აღნიშნული
გულისხმობს იმას, რომ მათი ვალდებულებაა (არასამსახურებრივ პერიოდშიც)
განახორციელონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა (ობიექტური გარემოებების
გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში).
მესამე რიგში, იმისათვის რომ დადგეს მსგავსი ტიპის პასუხისმგებლობა
აუცილებელია სახეზე გვქონდეს დაცვის ობიექტი. სამედიცინო თვალსაზრისით
დაცვის ობიექტი შესაძლოა იყოს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ადამიანის
სხეულის ნაწილი. ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის
ანაზღაურების ადრესატს წარმოადგენს მისი სამართალმემკვიდრე. ზიანისმიმყენებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზიანი იმ პირებს უნდა აუნაზღაუროს
რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ჯანმრთელობის ზიანის მიყენების
ან/და სხეულის დაზიანების შემთხვევაში, განსაკუთრებით საზღვარგარეთის
ქვეყნებში, გამოყოფენ იატროგენულ დაზიანებებს და დაავადების მკურნალობის
შედეგებზე პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი
პრაქტიკული ასპექტები, როგორებიცაა სამედიცინო დახმარება (მათ შორის აქტიური
და პასიური), ფსიქიური აშლილობა, შოკი, კვაზი-სხეულის დაზიანება და ა.შ.
ნერვიული შოკი და მისი ზიანის ელემენტი არაპირდაპირი ზიანის სახეა, რომლის
შემთხვევაშიც შოკური ზიანის ადრესატები მესამე პირები არიან. სპორტის
სამართალან მიმართებით განსაკუთრებით საინტერესოა კვაზი სხეულის ელემენტი,
სადაც იკვეთება დავა იმ საკითხთან დაკავშირებით არის თუ არა გადასანერგად
გამზადებული (გამიზნული) ადამიანის ორგანოს (მაგ. ხელი) დაზიანება
ჯანმრთელობის დაზიანება თუ ნივთის დაზიანება.
მეოთხე რიგში აღსანიშნავია რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ
მიყენებული ქმედება სპორტსმენის მიმართ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო.
მართლზომიერი ქმედებით მიყენებული ზიანი, როგორც წესი, არ ანაზღაურდება.
არსებობს მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამომრიცხავი გარემოებებიც, მაგალითად
დაზარალების თხოვნით ზიანის მიყენება (თუ ის საზოგადოებრივ ზნეობრივ ნორმებს
და საჯარო წესრიგს არ ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის ადამიანის ორგანოების
გადანერგვა მისივე თანხმობით). აქვე არსებობს, ე.წ. ,,ჰიპოთეტური თანხმობები”,
როდესაც ივარაუდება რომ არსებობს დაზარალებულის თანხმობა კონკრეტულ
სამედიცინო მომსახურებაზე. იურიდიულ მეცნიერებაში გამოყოფენ ე.წ.
,,კანონზემდგომ უკიდურეს აუცილებლობას”, რომლის დროსაც საფრთხის ქვეშ არის
მრავალი სამართლებრივი სიკეთე და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით
შეუძლებელია თითოეული მათგანის გადარჩენა. ესეთ შემთხვევაში, ექიმის მიერ
საფრთხის ქვეშ მყოფი კონკრეტული (რაღაც ნაწილის) პაციენტების (სპორტსმენების)
გადარჩენის შემთხვევაში არ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობა.
მეხუთე რიგში ქმედება უნდა იყოს ბრალეული. როგორც ჩიკვაშვილი აღნიშნავს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარებში: ,,ზიანის მიმყენებლის ბრალი,
ასახავს პირის მიმართებას ჩადენილ მარლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ე.ი. ატარებს
სუბიექტურ ხასიათს.” სამოქალაქო სამართალში, როგორც ვიცით, განსხვავებით
სისხლის სამართლისგან ბრალის ფორმები დიფერენცირებული არ არის. თუმცა
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალი განსაზღვრავს გაუფრთხილებლობის ორ
ფორმას: უხეშ და მარტივ (უბრალო) გაუფრთხილებლობას. გასათვალისწინებელია ის,
რომ ჯანდაცვის კუთხით სამოქალაქო დელიქტებში მხოლოდ ბრალეული
პასუხისმგებლობის ინსტიტუტი მოქმედებს. თუმცა თუ სამედიცინო
პასუხისმგებლობას დავაკავშირებთ ადმინისტრაციული ორგანოს
პასუხისმგებლობასთან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი), სახეზე
გვექნება უხეში გაუფრთხილებლობაც.მეექვსე რიგში აღსანიშნავია ის, რომ სახეზე უნდა გვქონდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, ანუ ქმედება რომ დელიქტად დაკვალიფიცირდეს
აუცილებელია, რომ სამედიცინო მომსახურების გამწევი სუბიექტის მხრიდან
ჩადენილ მარლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უშუალო
კაუზალური კავშირი არსებობდეს. უშუალოდ კაუზის გარდა, დელიქტური
პასუხისმგებლობის დადგომისათვის აგრეთვე აუცილებელია არსებობდეს მიზეზშედეგობრივი კავშირიც. კერძოდ, ზიანის მიმყენებლის მარლსაწინააღმდეგო ქმედება
დროში უნდა ისწრებდეს და ამასთან ერთად, უნდა უშუალოდ წარმოშობდეს დამდგარ
ზიანს.მეშვიდე რიგში, არ უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი
გარემოებები. მაგალითად, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით
გათვალისწინებულია პროფესიული შეცდომის დაზღვევის ინსტიტუტი. აღნიშნული
არ გულისხმობს, რაღათქმაუნდა, ბრალის დაზღვევას, აღნიშნული ეხება მხოლოდ
პროფესიული შეცდომის - გაუფრთხილებელი ქმედება/უმოქმედობის დაზღვევას.
და მერვე რიგში უნდა არსებობდეს ე.წ. მესამე (სხვა) პირთა მიმართ არსებული
საჯარო ვალდებულება (სამსახურებრივი მოვალეობა). ექიმის მიერ მიყენებული
ზიანი (ქმედება/უმოქმედობა) მიმართული უნდა იყოს თავისი საქმიანობის
ფარგლებში სხვა მესამე პირების მიმართ.
აქედან გამომდინარე, სპორტსმენმა მის მიმართ არასახელშეკრულებო ზიანის
მიყენების შემთხვევა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან (როგორც საჯაროსამართლებრივი ფუნქციების განმახორციელებელი სუბიექტისგან) და ექიმისგან
უნდა დაადგინოს ზემოაღნიშნული საფუძვლებისა და ელემენტების

თაია არაბული's picture
თაია არაბული (თაია არაბული)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/05
ბოლო შემოს: 2024/04/23 16:54:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

10.antimonopoliuri kanonmdebloba da sporti, dopingkontroli da antidopinguri kanonmdebloba , antimonololiuri( kinkurenciis) samartali da sportis samartali
--ანტიმონოპოლიური სამართალი თავისი შინაარსით ეხება თავისუფალი და
სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის
პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის
განვითარების საფუძველია.
ანტიმონოპოლიურ (კონკურენციის) სამართალში არსებობს ძირითადი
პრინციპები, რომლებიც არეგულირებენ ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის
შეზღუდვასა და კონცეტრაციას, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად
გამოყონების აკრძალვას და ა.შ. ზემოაღნიშნული პრინციპები ასევე ვრცელდება
სპორტის სამართალზე, სადაც მეტწილად ძალზედ კონკურენტურიანი გარემოა და
ანტიმონოპოლიური ნორმების არსებობა მასში აუცილებელიც კი არის.
არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაუშვებელია, არაკეთილსინდისიერ
კონკურენციად ითვლება ეკონომიკური აგენტის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება
საქმიანი ეთიკის ნორმებსა და ლახავს კონკურენტთა და მომხმარებელთა ინტერესებს.
ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის
ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური
მდგომარეობის, ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერების,
მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროების ხელმისაწვდომობის,
ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო
ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ერთი ან
რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ
დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
გარდა ამისა, აგრეთვე აკრძალულია ე.წ. დემპინგური შეთანხმებების
(ხელშეკრულებების) არსებობა. რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი სუბიექტი
(ეკონომიკური აგენტი), რომელსაც გააჩნია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე
და კონკრეტული საქონლის/მომსახურების ფასს ხელოვნურად სწევს დაბლა და
რითიც ხდება სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტების (სხვა სუბიექტების)
უფლებების შეზღუდვა. სპორტის სამართალში მსგავსი ტიპის შემთხვევები ძალზედ
ხშირია. აღნიშნული ტიპის შემთხვევების აღმოსაფხვრელად გამოიყენება ორი
ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლებიც დეტალურად არეგულირებენ
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შეზღუდვებს. ეს საერთაშორისო
სამართლებრივი აქტებია: შერმანისა და კლეიტონის აქტები.
საქართველოში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ვითარდება ნელი
ტემპით, თუმცა უკანსკნელ პერიოდში შეინიშნება აქტიური განვითარებისტენდენციებიც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სფეროში პირველი
საკანონმდებლო აქტი საქართველოში მიღებულ იქნა 2012 წელს, ამჟამად
,,კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის სახელით ცნობილი.
აღნიშნული კანონის მიხედვით ეკონომიკური აგენტი არის პირი, რომელიც
განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი
ფორმისა, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არასამეწარმეო
(არაკომერციული ) იურიდიული პირი და სხვა გაერთიანება ,
რომლებ იც არიან ბაზრის მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო
საქმიანობას, კონკურენცია კი არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან
პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის
მოსაპოვებლად;
კანონი ასევე განსაზღვრავს დომინირებული მდგომარეობის ცნებას, რომლის
მიხედვითაც დომინირებული მდგომარეობა არის შესაბამის ბაზარზე მოქმედი
ეკონომიკური აგენტის/აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ
საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტების,
მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად,
არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო
პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუ სხვა მტკიცებულებები არ
არსებობს, ეკონომიკური აგენტი/აგენტები არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან
დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40
პროცენტს არ აღემატება. ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტიდან თითოეული
ჩაითვლება დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ ის არ განიცდის
მნიშვნელოვან კონკურენციას სხვა ეკონომიკური აგენტებისაგან მათი ნედლეულის
წყაროებსა და გასაღების ბაზრებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის, ბაზარზე
შესვლის ბარიერებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და იმავდროულად:
- არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება,
ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;
- არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის
ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი
არანაკლებ 15 პროცენტია;
კანონი აგრეთვე ადგენს ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის
შეზღვუდვასა და კონცენტრაციას. კონკურენციის შეზღუდვა არის ის შემთხვევა,
როდესაც ერთი ან რამოდენიმე ეკონომიკური აგენტი დომინირებულ მდგომარეობას
იყენებს ბოროტად და მის საფუძველზე აფორმებს კონკურენციის შემზღუდველ
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
აღსანიშნავია, რომ სპორტის სამართალში მსგავსი ტიპის შეზღუდვები ძალზედ
ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო პრაქტიკაში არ გვაქვს
მსგავსი ტიპის საქმეების სიმრავლე, მაინც ძალზედ მნიშვნელოვანია აღნიშნულისაკითხის მიმართ ინტერესის გამოჩენა, ვინაიდან სამომავლოდ (ისევე როგორც აშშ-ში
და ევროპის ქვეყნებში) ჩვენთანაც აუცილებლად იქნება შესაბამისი პრაქტიკა
აღნიშნული მიმართულებით.
სპორტის სამართალში, კერძოდ კი საფეხბურთო სამყაროში ხშირია
შემთხვევები, როდესაც ერთი სუბიექტის (ეკონომიკური აგენტის) მიერ ადგილი აქვს
ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, რითიც პირველ
რიგში ზღუდავს სხვა ეკონომიკური აგენტების და სხვა სუბიექტების უფლებებს.
მსგავსი ტიპის შემთხვევები ხშირია ისეთ საფეხბურთო ქვეყნებში სადაც ერთი
ან რამოდენიმე კლუბის დომინაცია არის აშკარა (რაც გრძელდება წლების
განმავლობაში). მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საფრანგეთის ლიგა 1 (პსჟ-ს
მაგალითი), იტალიის სერია ა (იუვენტუსის მაგალითი), გერმანიის ბუნდესლიგა
(მიუნხენის ბაიერნის მაგალითი), შოტლანდიის პრემიერ-ლიგა (სელტიკის
მაგალითი) და ა.შ. მაგალითად პორტუგალიის შემთხვევაში სახეზე გვაქვს
რამოდენიმე ეკონომიკური აგენტის დომინაცია (ბენფიკა, პორტუ და სპორტინგი),
რომლებსაც გაბატონებული მდგომარეობა უჭირავთ ქვეყნის შიდა საფეხბურთო
ბაზარზე. აღნიშნული შემთხვევები აუცილებლად არ იწვევს კონკურენციის
დარღვევას. დომინირებული მდგომარეობა თავის თავში არ გულისხმობს
აუცილებლად კონკურენციის ნორმების დარღვევას. კონკურენციის ნორმების
დარღვევა მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ეკონომიკური აგენტი თავის დომინირებულ
მდგომარეობას იყენებს ბოროტად. ბოროტად გამოყენებას საქართველოში მოქმედი
კანონი ,,კონკურენციის შესახებ” განსაზღვრავს შემდეგნაირად:
დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს
შემდეგი ქმედებები:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო
პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;
ბ) წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა
ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;
გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე
დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ
მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) ხელშეკრულების წინაპირობად გარიგების იმგვარი პირობის დაწესება, რომელიც
გარიგების მეორე მხარეს ისეთ დამატებით ვალდებულებას აკისრებს, რომელიც
დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა.”
კანონი ასევე განსაზღვრავს კონცენტრაციის ცნებას.
კონცენტრაცია გულისხმობს:==00--10dopingkontroli da antidopinguri kanonmdebloba--დოპინგი არის ნივთიერება, რომელიც მცირე ხნით აღაგზნებს, სიმხნევეს მატებს
სპორტსმენის ორგანიზმს; თავდაპირველად იყენებდნენ საცხენოსნო სპორტში;
აკრძალულია საერათაშორისო და სახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების მიერ.
დოპინგი არის სტიმულატორი, რომელიც ფიზიკურ მონაცემებს აუმჯობესებს,
ეს შეიძლება იყოს, როგორც მეტამფეტამინის ჯგუფის პრეპარატი, ასევე ანაბოლიკი
სტეროიდი, ჰორმონალური პრეპარატი, ბეტა2-აგონისტი, მეტაბოლიკი
მოდულატორი და სხვა ტიპის შემნიღბავი საშუალება. დოპინგის ერთ-ერთი პირველი
სახეობა, მეტამფეტამინის ჯგუფიდან, გორდონ ალისის სახელთან ასოცირდება.
შემქმნელმა პრეპარატს Speed, ქარტული შესატყვისით „სისწრაფე“ უწოდა. პრაქტიკაში
მისი ფართომასშტაბიანი გამოყენება პირველად მეორე მსოფლიო ომში მოხდა.
პრეპარატი ადამიანს ართმევს საღად აზროვნების უნარს, ხდის რისკიანს და იწვევს
აღზნებას. 1942 წელს იტალიელმა ველომრბოლელმა, ფაუსტო კოპიმ, შვიდი ტაბლეტი
ამფეტამინი მიიღო გამოსვლის წინ. კოპი გადარჩა და გაიმარჯვა. მის კოლეგას, კნუდ
ენემარკ ჯენსენს კი, არ გაუმართლა და გარდაიცვალა პრეპარატის ზემოქმედებისგან
1960 წელს.
ანაბოლიკი სტეროიდი სწრაფი რეგენერაციის, კუნთების სწრაფი ზრდისა და
ულევი ენერგიის წყაროა. ოლიმპიური თამაშებიც გაჟღენთილი იყო ამ ტიპის
პრეპარატების მომხმარებლებით. შედეგი ყველას ნანახი გვაქვს - არნოლდ
შვარცნეგერის ფიზიონომია.
სპორტში ასევე, აკრძალულია მარიხუანა, რომელიც დოპინგის რანგში გადის და
თუ დოპინგ-ტესტმა ორგანიზმში მისი არსებობა დაადასტურა, სპორტსმენი
ავტომატურად იხსნება შეჯიბრიდან. 2010-2013 წლებში ქართველმა სპორტსმენებმა
,,თავი გამოიჩინეს” მარიხუანას გამო დისკვალიფიკაციით.
როგორც ყველაფერი, დოპინგიც დაიხვეწა დროთა განმავლობაში. უფრო და
უფრო მეტი ვარიაციები გაჩნდა. სპორტსმენები აქტიურად იღებდნენ და იგებდნენ
ყველაფერს, რაც მოსაგები იყო. ყველა სპორტს თავისი სპეციფიკა აქვს და თუ გინდა
გააყალბო შედეგი, მაშინ დოპინგის სწორი პრეპარატი უნდა შეარჩიო. თუ ზოგს
ფიზიკური მონაცემების გაძლიერება სჭირდება, მსროლელებს (მშვილდი, თოფი)
პულსის შემანელებელი პრეპარატების გამოყენება ურჩევნიათ, სამიზნეში უკეთ
სასროლად. 1999 წელს შეიქმნა „მსოფლიო ანტი დოპინგური სააგენტო“ (WADA),
რომლის პირდაპირი და ერთადერთი მოვალეობა, სწორედ დოპინგ-კონტროლია.დოპინგ-ტესტი შემდეგნაირად ტარდება: შესამოწმებელი პიროვნება არ უნდა
გაფრთხილდეს წინასწარ, მასთან მიდიან ანტიდოპინგური სააგენტოს სპეციალურად
გადამზადებული კადრები, იღებენ ანალიზს (შარდის) სპეციალურ კოლბაში,
რომელიც შემდეგ ილუქება და იგზავნება ლაბორატორიაში. გაგზავნას თავისი ვადები
აქვს, რადგან მასალა მალე ფუჭდება და საჭიროა სწრაფი მიწოდება ადრესატამდე.
მასალის გაყალბების პრევენციის მიზნით, დოპინგ კონტროლის ოფიცრები პირადად
ესწრებიან მასალის შეგროვების პროცესს. გუნდური სპორტის სახეობებში
ძირითადად ლატარიის წესით ხდება შემოწმება. საერთაშორისო ჩემპიონატებზე და
ოლიმპიურ თამაშებზე მოწმდება უკლებლივ ყველა მონაწილე სპორტსმენი.
სპორტსმენი, ან მისი დამხმარე პერსონალი ვალდებულია იცოდეს, თუ რა არის
ანტი-დოპინგური წესების დარღვევა და იცნობდეს აკრძალულ სიაში ჩამოთვლილ
სუბსტანციებსა და მეთოდებს.
ანტიდოპინგური მსოფლიო კანონმდებლობის ცენტრალური დოკუმენტია
მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსი.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტით განსზღვრულია დოპინგის ცნება,
მტკიცებულებები, ტესტირება დოპინგთან დაკავშირებით, მიღებული შედეგების
დამუშავება, აპელაცია, ხანდაზმულობის ვადები და ა.შ.
ყოველი სპორტსმენის პერსონალური მოვალეობაა, არ დაუშვას აკრძალული
სუბსტანციების მის ორგანიზმში მოხვედრა. სპორტსმენებს ეკისრებათ
პასუხისმგებლობა მათ ორგანიზმიდან აღებული სინჯში ნებისმიერი აკრძალული
სუბსტანციის ან მისი მეტაბოლიკის, ან მარკერის აღმოჩენის შემთხვევაში. შედეგის
მისაღებად მნიშვნელობა არ აქვს განზრახვას, შეცდომას ან დაუდევრობას.
ანტი-დოპინგური წესების დარღვევის საკმარის მტკიცებულებად ითვლება:
სპორტსმენის A სინჯში აკრძალული ნივთიერების, მისი მეტაბოლიტის ან მარკერის
არსებობა, როდესაც სპორტსმენი უარს ამბობს B სინჯის ანალიზზე, რომელიც
ჩატარებული არ არის, ან ჩატარებულია და ადასტურებს აკრძალული ნივთიერების,
მისი მეტაბოლიტის ან მარკერის არსებობას. სპორტსმენის სინჯში, ნებისმიერი
რაოდენობის აკრძალული სუბსტანციის, მისი მეტაბოლიტის ან მარკერის აღმოჩენა
ითვლება ანტი-დოპინგური წესების დარღვევად. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი
სუბსტანციები, რომლებიც აკრძალულ სიაში შეტანილია დოზობრივი ფორმით.
სპორტსმენის ან ნებისმიერი სხვა პირის წინააღმდეგ ანტიდოპინგური წესების
დარღვევის გამო, არ შეიძლება გატარებულ იქნეს არანაირი ღონისძიებები, თუ ამ
დარღვევიდან გასულია 8 წელზე მეტი.
ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად, პირს ასევე შეუძლია, შესაბამის
უფლებამოსილ ორგანოში გაასაჩივროს ექსპერტიზის (ტესტირების) დასკვნა და
მოითხოვს ალტერნატიული ექსპერტიზა (ტესტირება). საქართველოში ანტი-დოპინგური სააგენტოს კარი ყოველთვის ღიაა, თუმცა
საჭიროზე იშვიათად იღება. ოლიმპიური კომიტეტი ენდობა ანტიდოპინგურ
სააგენტოს, თუმცა დოპინგის მოხმარების შემთხვევები მაინც ხშირია. უმთავრესი
მიზეზი, რასაც ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელობა ასახელებს მათი
სერვისის სიძვირეა. ამას მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო აკონტროლებს.
დოპინგ-ტესტის ჩატარება მრავალსაფეხურიანი და საკმაოდ რთული პროცედურაა.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო გასცემს ლიცენზიებს ლაბორატორიებზე და ეს
ლიცენზია, მხოლოდ რამოდენიმე ლაბორატორიას აქვს, მსოფლიოს მასშტაბით.
შესაბამისად, საქართველოში აღებული სინჯი წესების დაცვით უნდა გაიგზავნოს ამ
ლიცენზირებულ ლაბორატორიაში და ძალა მხოლოდ მათ პასუხს აქვს. მიუხედავად
იმ რესურსისა, რაც საქართველოში არსებობს - უამრავი ლაბორატორია, და
მიუხედავად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოსადმი დიდი ნდობისა
საერთაშორისო სააგენტოს მიერ, არცერთი ქართული ლაბორატორია არ
აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებით გათვალისწინებულია
დოპინგთან მიკუთვნებული საკითხები და შესაბამისი რეგულაციები. კერძოდ, სფფის წესდების 62-ე მუხლის მიხედვით:
1. სფფ მოწოდებული იქნება დოპინგის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა დაიცვას
სპორტული ეთიკის ნორმები და ფეხბურთელთა ფიზიკური ჯანმრთელობა და
მენტალური მთლიანობა და უზრუნველყოს სპორტულ შეჯიბრებებში ყველა
მონაწილის თანაბარი შანსი
2. დოპინგთან დაკავშირებული საკითხების დროს სფფ მოქმედებს FIFA-ს
ანტიდოპინგური რეგულაციების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ იქნება
წინააღმდეგობა ეროვნულ რეგულაციასა და FIFA-ს ანტიდოპინგურ რეგულაციას
შორის, უპირატესობა მიენიჭება FIFA-ს ანტიდოპინგურ რეგულაციაში შესულ
დებულებებს.
3. სფფ დაუყოვნებლივ წარუდგენს ფიფას და მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს
ასოციაციის დონეზე დოპინგთან დაკავშირებული ნებისმიერი საბოლოო
გადაწყვეტილების ასლს, ფიფას ოფიციალურ ენაზე;
4. სფფ აღიარებს, რომ ფიფას და მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტოს აქვთ უფლება
მიმართონ CAS-ს ანტიდოპინგთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ასოციაციის
დონეზე.==00==11. iuridiuli organoebi da gadawyetilebis gasachivreba .სპორტის სამართალში----როდესაც საქმე ეხება გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სპორტის სამართალში,
განსხვავებით სხვა სამართლის დარგებისაგან, განსაკუთრებული წესები არსებობს.
ყოველ კონკრეტულ ასოციაციას, მათ შორის საქართველოსაც, გააჩნიათ თავიანთი
ფედერაციები, კონკრეტული სპორტის მიმართულებით. აღნიშნულ ფედერაციებს
აქვთ თავიანთი წესდებები. თვალსაჩინოებისათვის საინტერესოა საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის წესდება. აღნიშნულ დოკუმენტში დეტალურად არის
განსაზღვრული ის იურიდიული ორგანოები, რომლებიც მართავენ ფეხბურთის
ფედერაციას საქართველოში. აღნიშნულ ორგანოებში შედის აგრეთვე სპეციალური
შიდა ორგანოები, რომლებსაც ეხებათ დავების განხილვა და აპელაცია საფეხბურთო
დავებთან მიმართებით.
პირველ რიგში გამოსაყოფია - ,,სადისციპლინო და საფეხბურთო დავების
განმხილველი კომიტეტი”. სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი
კომიტეტი შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და სამი წევრისაგან.
თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს უნდა გააჩნდეთ იურიდიული
კვალიფიკაცია.
ამ ორგანოს ფუნქცია უნდა იმართებოდეს სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის და
სფფ-ს ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის დებულების მიხედვით. კომიტეტი
გადაწყვეტილებებს გამოიტანს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხდომას ესწრება სულ
მცირე სამი წევრი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თავმჯდომარეს შეუძლია
დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის
შესაბამისად.
სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს შეუძლია
გამოიყენოს წესდებაში, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსში და სფფ-ს ფეხბურთელთა
სტატუსისა და ტრანსფერის დებულებაში აღწერილი სანქციები წევრების,
ოფიციალურ პირების, ფეხბურთელების, კლუბების, მატჩებისა და ფეხბურთელების
აგენტების მიმართ.
მეორე რიგში არსებობს - ,,სააპელაციო კომიტეტი”. სააპელაციო კომიტეტი
შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და სამი წევრისაგან.
თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს უნდა გააჩნდეთ იურიდიული
კვალიფიკაცია. ამ ორგანოს ფუნქციას განსაზღვრავს სფფ-ს სადისციპლინო კოდექსი
და სფფ-ს ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის დებულება.
კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუსხდომას
ესწრება სულ მცირე სამი წევრი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თავმჯდომარეს
შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, სფფ-ს სადისციპლინო
კოდექსის შესაბამისად;სააპელაციო კომიტეტი განიხილავს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების
განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი და სააპელაციო
კომიტეტების წევრები ინიშნებიან სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 2 წლის
ვადით, ისინი იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ სხვა ორგანოების წევრები.
მესამე და მეოთხე რიგში არსებობს - (ჩვენთვის კარგად ნაცნობი) ,,კლუბების
ლიცენზირების კომიტეტი” და ,,კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანო”.
კლუბების ლიცენზირების კომიტეტისა და კლუბების ლიცენზირების აპელაციის
ორგანოს შემადგენლობა, კვალიფიკაცია და ფუნქციები განსაზღვრულია სფფ-ს
კლუბების ლიცენზირების მოქმედ დებულებებში, რომელიც შეესაბამება უეფას
მოთხოვნებს და დამტკიცებულია სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ.
კლუბების ლიცენზირების კომიტეტში (ისევე როგორც კლუბების
ლიცენზირების აპელაციის ორგანოში) აუცილებელია იყოს 1 კვალიფიციური
ფინანსისტი და 1 კვალიფიციური იურისტი. დამატებითი მოთხოვნები
კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეიძლება განისაზღვროს სფფ-ს კლუბების
ლიცენზირების დებულებებში.
კლუბების ლიცენზირების კომიტეტის და კლუბების ლიცენზირების
აპელაციის ორგანოს წევრები ინიშნებიან სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2
წლის ვადით. ისინი იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ სფფ-ს სხვა ორგანოების
წევრები. ამას გარდა, კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოს წევრები არ
შეიძლება ეკუთვნოდნენ სფფ-ს ან სფფ-ს წევრების ადმინისტრაციულ ორგანოებს.
გარდა ამისა, ფედერაციის მიერ აღიარებული საფეხბურთო დავების
განმხილველი სპორტული ტრიბუნალი არის აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ერთეული,
რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საბოლოო ინსტანციაში (ანუ როცა
ამოწურულია ყველა შიდა პროცედურა და საშუალება) ფედერაციის წესდებებთან,
დებულებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა
იმ დავებისა, რომელიც დაკავშირებულია თამაშის წესების დარღვევასთან,
ფეხბურთელების 4 მატჩამდე ან ერთ თვემდე დისკვალიფიკაციასთან და ტექნიკურ
საკითხებთან.
ფეხბურთის ფედერაციას, მის წევრებს, ფეხბურთელებს, ოფიციალურ პირებს,
აგენტებს ეკრძალებათ დავა განსახილველად გადასცენ საერთო სასამართლოებს, თუ
ეს ცალსახად არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. საფეხბურთო
დავის განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოა და მისი აღსრულება
მოდავე მხარეებისათვის არის სავალდებულო. აღნიშნული ტრიბუნალის დებულება
და შემადგენლობა მტკიცდება ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებით განსაზღვრულია
დისციპლინარული სანქციები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სპორტის
სამართლის სუბიექტების მიმართ. აღნიშნული დისციპლანურული სანქციები
დაყოფილია კატეგორიებად. სანქციები, რომლებიც გამოყენება მხოლოდ ფიზიკური
პირებისათვის, სანქციები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ იურიდიული
პირებისათვის და უნივერსალური სანქციები, რომლებიც გამოიყენება ორივე,
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
Ø ფიზიკური პირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტიპის სანქციები:
ა) გაფრთხილება;
ბ) გაძევება;
გ) მატჩის გამოტოვება;
დ) გასახდელებში და/ან სათადარიგო სკამზე ყოფნის აკრძალვა;
ე) სტადიონზე შესვლის აკრძალვა;
ვ) ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვა;
Ø იურიდიული პირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტიპის სანქციები:
ა) ტრანსფერის აკრძალვა;
ბ) მატჩის ჩატარება მაყურებლის გარეშე;
გ) მატჩის ჩატარება ნეიტრალურ ტერიტორიაზე;
დ) გარკვეულ სტადიონებზე მატჩის ჩატარების აკრძალვა;
ე) მატჩის შედეგის გაუქმება;
ვ) გაგდება;
ზ) კონფისკაცია;
თ) ქულების ჩამოჭრა;
ი) დაბალ ლიგაში გადაყვანა.
Ø ფიზიკურ და იურიდიულ პირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტიპის
სანქციები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
დ) წოდების ჩამორთმევა;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდება ეროვნულ
დავებზე, ე.ი. იმ დავებზე, რომელთა მხარეების ეკუთვნიან საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციას. ფიფას და უეფას იურისდიქცია შესაბამისად ვრცელდება
საერთაშორისო, ევროპის მასშტაბის დავებზე, ე.ი. იმ დავებზე იმ მხარეებს შორის,
რომლებიც ეკუთვნიან სხვადასხვა ასოციაციებს ან/და კონფედერაციებს.
ფიფასა და უეფას წესდებებით განსაზღვრული შესაბამისი პირობების
თანახმად, ფიფასა და უეფას საბოლოო და სავალდებულო ნებისმიერიგადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი განიხილება შვეიცარიის ქ. ლოზანაში
არსებულ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS), CAS არ განიხილავს საჩივრებს
თამაშის წესების დარღვევებზე, ოთხ მატჩამდე და სამ თვემდე დისკვალიფიკაციაზე,
ასევე ასოციაციის ან კონფედერაციის დამოუკიდებელ საარბიტრაჟო სასამართლოს
მიერ. თავის მხრივ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს ვალდებულება
უზრუნველყოს მისი წევრების ფეხბურთელების, ოფიციალური პირების, კლუბების,
მატჩისა და მოთამაშეთა აგენტების მიერ ფიფას ორგანოს ან CAS-ის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების შესრულება (აღსრულება)==00==12. inteleqtualuri sakutreba da და სპორტის სამართალი---
ინტელექტუალურ საკუთრებას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ინტელექტუალურ
საკუთრებაზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სპეციალური
სამართლებრივი ნორმები და მექანიზმები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს შესაბამის
ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში, საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებში.
საქართველო უკვე დიდი ხანია არის ინტელექტუალური საკუთრების
მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი.
საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შეესაბამება
და ჰარმონიზებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ევროკავშირის
ნორმატიულ აქტებთან.
საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ
საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო
უფლების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი
ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან. უძველესი დროიდან არსებობდა სპეციალური
დამღები, რომელიც ეკუთვნოდა ამა თუ იმ პროდუქციის მწარმოებელს.
ინტელექტუალური საკუთრების მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კომერციულ
საქმიანობაში განაპირობა გაძლიერებულმა კონკურენციამ. სასაქონლო ნიშნების
საშუალებით მომხმარებელს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან საქონლის
მწარმოებელი, საქონლის ხარისხი და ფასი. სასაქონლო ნიშანი შეიძლება განვიხილოთ
როგორც ერთგვარი რეკლამა საქონლის მიწოდებისას და მომხმარებელსა და
მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება.
ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ
შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების,
წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს. ინტელექტუალური
საკუთრება შეადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც ასეთი
ინტელექტუალურ საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. ეს უფლებები არ ეხება
უშუალოდ მატერიალურ ობიექტებს, რომლებშიც განსახიერებულია შემოქმედებითი
საქმიანობის შედეგი (მაგალითად, მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია
გამოგონების საფუძველზე, ან წიგნი, რომელშიც დაბეჭდილია ლიტერატურული
ნაწარმოები, და ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონების ქმნილებებზე,
როგორც ასეთზე. რამდენადაც თავისი არსით ინტელექტუალური საკუთრების
ობიექტები წარმოადგენენ ინფორმაციას (რომელიც გამოხატულია იდეის ან ფორმის
სახით, შეუძლებელია მათ გამოყენებაზე უშუალო კონტროლის დაწესება დაგანხორციელება საკუთრების მატერიალური ფორმებისათვის მისაღები
სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. ამიტომ, მსოფლიოში საუკუნეების
განმავლობაში ჩამოყალიბდა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების
წარმოშობისა და განხორციელების სპეციალური სამართლებრივი ნორმები და
მექანიზმები,რომლებმაც ასახვა ჰპოვეს შესაბამის ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში
(პირველი აქტები XV საუკუნეში ვენეციაში მიიღეს), საერთაშორისო შეთანხმებებსა და
კონვენციებში. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართალი და ეროვნული
კანონმდებლობების უმრავლესობა არ იძლევა "ინტელექტუალური საკუთრების"
რაიმე ფორმალიზებულ დეფინიციას.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი
კონვენციის თანახმად, რომელიც მიიღეს სტოკჰოლმში 1967 წლის 17 ივლისს (მუხლი
2[VIII]), ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება:
(1) ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს;
(2) მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო
მაუწყებლობის პროგრამებს;
(3) გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში;
(4) მეცნიერულ აღმოჩენებს;
(5) სამრეწველო ნიმუშებს;
(6) სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და
კომერციულ აღნიშვნებს;
(7) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას,
რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის,
მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში”.
ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ზემოთ
მოყვანილი ჩამონათვალიდან ტრადიციულად გამოყოფენ ორ სფეროს. კერძოდ,
სამრეწველო საკუთრებაზე უფლებებისა და საავტორო უფლებების დაცვას.
· სამრეწველო საკუთრების ობიექტებია: გამოგონებები, სამრეწველო ნიმუშები,
ინტეგრალური მიკროსქემები, სასაქონლო ნიშნები და გეოგრაფიული აღნიშვნები.
გარდა ამისა, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებების დაცვის ერთ-ერთ სახეს
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთაც წარმოადგენს.
· საავტორო უფლება მოიცავს სამეცნიერო ნაშრომებს, ლიტერატურისა და
ხელოვნების ნაწარმოებებს, როგორიცაა, რომანები, ლექსები, პიესები, ფილმები,
მუსიკა, ნახატები, ფერწერული ტილოები, ფოტოსურათები, ქანდაკებები,
არქიტექტურული პროექტები და სხვ. საავტორო უფლებით დაცვას ექვემდებარება,
აგრეთვე, გონებრივი შრომის პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერული
პროგრამები და ელექტრონულ მონაცემთა ბაზები.
საავტორო უფლებასთან დაკავშირებული უფლებებია ის უფლებები,
რომლებიც გააჩნიათ შემსრულებლებს საკუთარ შესრულებებზე, ფონოგრამებისდამამზადებლებსა და სამაუწყებლო კომპანიებს - მათ რადიო და ტელეგადაცემების
პროგრამებზე.
მეცნიერული აღმოჩენები ინტელექტუალური საკუთრების ამ ორი სფეროდან
არც ერთს არ მიეკუთვნება. არსებობს აზრი, რომ მეცნიერული აღმოჩენები საერთოდ
არ უნდა ფიგურირებდეს ინტელექტუალური საკუთრების ფორმათა შორის, ვინაიდან
არც ერთი ეროვნული კანონი ან საერთაშორისო ხელშეკრულება არ ანიჭებს
მეცნიერულ აღმოჩენებზე საკუთრების უფლებას, თუმცა, რა თქმა უნდა,
საყოველთაოდაა მიჩნეული, რომ მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც, ისმო-ს
განმარტებით, არის ბუნების იმ მოვლენების, თვისებების ან კანონების შეცნობა და
აღიარება, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი, წარმოადგენს მეცნიერული ცოდნის
ფუნდამენტს, რომლის საფუძველზეც ხდება მეცნიერების შემდგომი განვითარება და
პიონერული გამოგონებების შექმნა.
სპორტის სამართალში, კერძოდ კი საფეხბურთო სამყაროში ხშირია სასაქონლო
ნიშნებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. სასაქონლო ნიშნებთან
მიმართებით აღსანიშნავია საფეხბურთო კლუბების ლოგოები, რომლებიც არის
ინდივიდუალურები და ერთმანეთისაგან განსხვავებულები. ყველა კლუბს შიდა
კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული აქვს თავისი სასაქონლო ნიშანი
შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში (საქართველოში ინტელექტუალური
საკუთრების მარეგისტრირებელი ორგანო არის - ,,საქპატენტი”). შესაბამისად
აღნიშნული სასაქონლო ნიშნები დაცულია კანონით და სხვა ნებისმიერ სუბიექტს
(მესამე პირს) არ აქვს უფლება სასაქონლო ნიშნის მესაკუთრე კლუბისაგან
დამოუკიდებლად (მისი თანხმობის გარეშე) გამოიყენოს აღნიშნული სასაქონლო
ნიშანი (ლოგო). საერთოდაც მესაკუთრე კლუბს შეუძლია მესამე პირებს აუკრძალოს
თავისი სასაქონლო ნიშნის გამოყენება. აღნიშნულ შემთხვევაში, პრაქტიკაში
შესაძლებელია წარმოიშვას პრობლემა, როდესაც მაგალითად საქართველოს
კანონმდებლობის მიხედვით კლუბს საქართველოში არსებულ მარეგისტრირებელ
ორგანოში დარეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი (ლოგო) და სხვა (მესამე)
კლუბმა მსგავსი ნიშნებისა და ტიპის ლოგოტიპი დასარეგისტრირებლად მიიტანა სხვა
ქვეყნის (მაგალითად საბერძნეთის) მარეგისტრირებელ ორგანოში. მოქმედი
პრაქტიკის შესაბამისად სხვა ქვეყნის მარეგისტრირებელ ორგანოს არ აქვს
ვალდებულება გამოიკვლიოს მისი ქვეყნის გარეთ არის თუ არა აღნიშნული
სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებელი და მას უფლება აქვს დაარეგისტრიროს ის
თავისი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში უშუალოდ ქართულ კლუბს
აქვს უფლება მოითხოვოს ზემოაღნიშნული ქმედების აღკვეთა, რეგისტრაციის
გაუქმება, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა და ა.შ.
გარდა ამისა სპორტის სამართლის კავშირი ინტელექტუალური საკუთრების
სამართალთან მხოლოდ სასაქონლო ნიშნებით არ ამოიწურება. თუმცა, სასაქონლო
ნიშნებთან დაკავშირებული ურთიერთობები, სპორტის სამართლის ნებისმიერასპექტში ვლინდება, ვინაიდან თანამედროვე სპორტულ სამყაროში ყველაზე ხშირი
არის დავები კლუბის სახელწოდებებთან, მის ლოგოსთან და ადგილწარმოშობის
ნიშნებთან დაკავშირებით.
სასაქონლო ნიშნებთან კავშირში აუცილებელია განვიხილოთ რეკლამის
კანონმდებლობა და მისი კავშირი სპორტის სამართალთან. როგორც ვიცით,
საფეხბურთო კლუბები აფორმებენ ძალიან ბევრ ხელშეკრულებებს სხვადასხვა
სუბიექტებთან, მათ შორის მათ ჰყავთ სხვადასხვა სპონსორები. სპონსორების
სასაქონლო ნიშნების კლუბის მიერ გარეკლამება (წარმოჩენა) იქნება ეს კლუბის
მაისურზე, სტადიონზე, ვებ-გვერდზე თუ ა.შ. რეგულირდება სარეკლამო
კანონმდებლობის შესაბამისად.
ინტელექტუალური საკუთრების სამართლიდან სპორტის სამართალს
საპატენტო სამართალთანაც აქვს მჭიდრო კავშირი. თანამედროვე სამყაროში კლუბები
უკვე აღარ არიან ის სუბიექტები, რომლებიც უბრალოდ სათამაშო მოედანზე მატჩს
ატარებენ. ისინი (კლუბები) არიან ე.წ. ბრენდირებული სუბიექტები. ისინი აწარმოებენ
პროდუქციასაც შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. მათ შორის არამხოლოდ
მაისურებსა თუ ბუცებს (რაც უშუალოდ სპორტულ საქმიანობას უკავშირდება),
არამედ ზოგი კლუბი თავის ,,ბრენდირებულ” ყავას, შოკოლადს და სასმელებსაც კი
აწარმოებს.
ინტელექტუალურ საკუთრების სამართალთან კავშირშია ასევე მედია
სამართლებრივი ურთიერთობები. მედია სამართლებრივი ურთიერთობები
წარმოადგენს ე.წ. დამატებით, თუმცა უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ზოგადად სპორტის
არსებობაში. მედია სამართლებრივი ურთიერთობები ვლინდება უშუალოდ
სატელევიზიო და სატელემაუაწყებლო უფლებებზე, რომლებიც ერთერთი უდიდესი
დარგია სპორტის სამართლის.
სატელემაუწყებლო ურთიერთობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ
(მსოფლიო მასშტაბით) დღესდღეობით სპორტი არის ერთერთი ყველაზე
მოთხოვნადი სატელევიზიო ბადეში მაყურებლების მხრიდან (მიუხედავად
ტელევიზიის როლის შემცირებისა თანამდროვე სამყაროში და სრული
ინტერნეტიზაციისა). აქედან გამომდინარე სატელევიზიო არხებს უწევთ საკმაოდ
რთულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლა სხვადასხვა ქვეყნისა თუ
ასოციაციის შესაბამის სუბიექტებთან, რათა მოხდეს სასურველი ჩემპიონატისა თუ
ტურნირის სატელევიზიო ტრანსლირება (რაც ასევე დაკავშირებულია საკმაოდ დიდ
ხარჯებთან). მაგალითისათვის საქართველოს შემთხვევაში 2019-20 წლების სეზონის
ინგლისის საფეხბურთო პრემიერ-ლიგის მატჩების ტრანსლირების უფლება ვერ
მოიპოვა ვერც ერთმა ქართულმა სატელევიზიო არხმა და მისი ტრანსლირების
უფლება შეიძინა ერთერთმა ინტერნეტ პორტალმა==00==13.masobribi da umaglesi migwevebis sporti, dopingkontrolis samartlebrivi debulebebi saqartveloshi , sportis materialur - teqnikuri sa finansuri uzrunvelyofa ---- მუხლი 12. სპორტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებსა და სასწავლო დაწესებულებებში
1. ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება, ფიზიკური აღზრდა და სრულყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ნებისმიერი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების და სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
2. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფიზიკური მომზადების ნორმატივების საფუძველზე სასწავლო დაწესებულება ადგილობრივი პირობებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს ფიზიკურ აღზრდაში მეცადინეობის ჩატარების ფორმებს, მეთოდებსა და ხანგრძლივობას (არანაკლებ 4 საათისა კვირაში).
3. ფიზიკურად არაჯანსაღთათვის მეცადინეობა ტარდება რეაბილიტაციის ფარგლებში.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში (მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა) სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი 13. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებები
1. სპორტულ სკოლებს, კლუბებს, სექციებსა და სკოლისგარეშე სხვა დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ და სხვა საწყისებზე, ეკისრებათ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიზიდვა და ჩაბმა გამაჯანსაღებელ და სპორტულ მეცადინეობებში.
2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.
მუხლი 14. სპორტი შრომითი დასაქმების ადგილებში
წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და შრომითი დასაქმების სხვა სფეროში, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას თავის თანამშრომლებს სათანადო პირობები სპორტში მათი უფლებების განსახორციელებლად, რაც ითვალისწინებს სამუშაო პროცესში და სამუშაოს შემდგომ პროფილაქტიკურ აღდგენით მეცადინეობებს, სპორტულ-მასობრივ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.
მუხლი 15. სპორტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ვარჯიში მათი რეაბილიტაციისა და სოციალურ-შრომითი ადაპტაციის შემადგენელი ნაწილია.
2. სპორტის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს ეკისრებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციის უწყვეტ სისტემაში სპორტულ მეცადინეობათა ორგანიზების, შესაბამისი კადრების მომზადების, მეთოდური უზრუნველყოფის და საექიმო კონტროლის ვალდებულება.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მმართველობის რეგიონული ორგანოები, კლუბები და ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით და ხელს უწყობენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაში.
4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები ფინანსდება და მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის საჭირო სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო სექტორის მიერ.
მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის სპორტული მომზადება
1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობების სპორტული მომზადების პროგრამებს განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. სამხედრო ნაწილების მეთაურები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების უფროსები ვალდებული არიან, შექმნან აუცილებელი პირობები სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში მეცადინეობების ჩატარებისა და მათში სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის მონაწილეობისათვის.
მუხლი 17. სპორტის განვითარებაში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობა
ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები და დაწესებულებები:
ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სპორტს იყენებენ, როგორც ფიზიკური რეაბილიტაციისა და დაავადების პროფილაქტიკის საშუალებას;
ბ) საექიმო კონტროლს უწევენ სპორტული სექციის წევრებს, უზრუნველყოფენ საქართველოს ეროვნული და სხვა გუნდების სამედიცინო მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) ორგანიზაციას უწევენ და ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის იმ ძირითადი კომპონენტების საკითხებში, რომლებიც გამოიყენება ავადმყოფების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში;
დ) ქმნიან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრებს (დისპანსერებს), დიაგნოსტიკურ საკონსულტაციო პუნქტებს და კაბინეტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობას შესაბამისი მომსახურებით, აღჭურავენ მათ საჭირო სამედიცინო მოწყობილობითა და აპარატურით;
ე) სპორტული წვრთნა და შეჯიბრების ჩატარება შესაძლებელია ეკოლოგიურად და ჰიგიენურად სუფთა გარემოში.მუხლი 18. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა პენიტენციური დაწესებულება, როგორც წესი, უზრუნველყოფს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ახორციელებს აუცილებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, სათანადო ინვენტარითა და მოწყობილობით ქმნის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობათა ჩატარების პირობებს.მუხლი 19. უმაღლესი მიღწევების სპორტი, მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადება
1. უმაღლესი მიღწევების სპორტი მოღვაწეობის ის სფეროა, რომელიც ხელს უწყობს სპორტსმენს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და მიაღწიოს თვალსაჩინო სპორტულ შედეგებს. ამისათვის მას სახელმწიფო უქმნის ყველა აუცილებელ პირობას.
2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მოსამზადებლად იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ სამინისტრო და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.
3. სახელმწიფო დაკვეთა მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადების მიზნით ფორმდება შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ან სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების მეშვეობით.
4. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მყოფ სპორტსმენთა სპორტული შეჯიბრებისთვის მომზადება ხდება სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.
მუხლი 20. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები
1. საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს ამზადებენ და აკომპლექტებენ ეროვნული სპორტული ფედერაციები.
2. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში სპორტის სახეობის შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.
3. საქართველოს მოქალაქეს არა აქვს უფლება გამოვიდეს შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. უცხოეთის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ შეუძლია იასპარეზოს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის სახელით.
4. სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში.
მუხლი 21. სპორტსმენი, პროფესიონალი სპორტსმენი და პროფესიული მოღვაწეობა სპორტში
1. სპორტსმენი არის პირი, რომელიც მისდევს სპორტს და გამოდის შეჯიბრებებში.
2. სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი შემოსავლის ძირითადი წყაროა, არის პროფესიონალი.
3. „სპორტსმენი“ პროფესიაა.
4. სპორტსმენის, მწვრთნელის, მსაჯის და სხვა სპეციალისტების პროფესიული მოღვაწეობა (ვარჯიში და შეჯიბრებაში მონაწილეობა), რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ხორციელდება შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სპორტში დასაქმებული პირები, როგორც წესი, მუშაობენ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. სპორტსმენთან კონტრაქტის გაფორმება და ხელშეკრულების სხვა ფორმის დაწესება, სპორტში მოღვაწეობის და შეჯიბრებებში პროფესიულ საწყისებზე მონაწილეობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წესდებებით, დებულებებითა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტებით.
7. შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც აფორმებს პროფესიონალი სპორტსმენი, სპორტში მოღვაწეობისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პირობებს.
8. პროფესიული სპორტული ლიგა (ასოციაცია, კლუბი და ა. შ.) და სხვა პროფესიული სპორტული ორგანიზაცია ყალიბდება და ფუნქციონირებს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 22. სპორტსმენისა და სპორტის სპეციალისტის სოციალური დაცვა1. სახელმწიფო და შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპორტსმენის, სპორტის სპეციალისტისა და სხვა მუშაკების სოციალურ დაცვას. მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.
2. პროფესიონალ სპორტსმენს პენსიის უფლება ენიჭება შრომის მძიმე პირობებში მომუშავეთათვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობებითა და ოდენობით.
3. სპორტსმენზე, რომელმაც სპორტულ შეჯიბრებაში, სასწავლო-საწვრთნელ ან სხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას მიიღო ტრავმა, ან რომელიც დაავადდა პროფესიული დაავადებით ან გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა სოციალური დაცვის შესახებ.==„თავი V1.-- დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა
+
მუხლი 221. ტერმინთა განმარტება1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო − საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და სამინისტროს მიერ, როგორც სპორტული ორგანიზაცია, და რომელიც ქვეყანაში ხელმძღვანელობს და წარმართავს ანტიდოპინგურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის განხორციელებისთვის;
ბ) საქართველოს ანტიდოპინგური წესები − მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დადასტურებული და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ერთობლიობა, რომელიც გამოიცემა სამართლებრივი აქტის სახით და ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
გ) მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი − მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესების ერთობლიობა, რომელიც „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის დანართია;
დ) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) − საერთაშორისო ანტიდოპინგური ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს და კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო დონეზე;
ე) სპორტის მთლიანობა − სპორტის სფეროში არსებული პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს აგრეთვე სპორტის სფეროს დარღვევებისგან დაცვის უზრუნველყოფას.
2. დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინები, რომლებიც ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული არ არის, განიმარტება მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 222. დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირება
1. დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირებას ახორციელებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული ტესტირებისა და მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტით უფლებამოსილი საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია.
2. პირი, რომელსაც არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი, არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს იმავე პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.
მუხლი 223. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი საფუძვლები
1. საქართველოში დოპინგის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ხორციელდება ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“, „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს ანტიდოპინგური წესების, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
2. საქართველოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთო კოორდინაციას უწევს სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია.
3. დოპინგის კონტროლსა და სხვა სახის ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაუშვან ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინტერესებთან და პატივი სცენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ავტონომიასა და მოქმედების დამოუკიდებლობას.
მუხლი 224. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო

1. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე იღებს მიზნობრივ დაფინანსებას სამინისტროსგან. იგი უფლებამოსილია მიზნობრივი დაფინანსება მიიღოს აგრეთვე საერთაშორისო და საქართველოს სპორტული ორგანიზაციებისგან.
3. საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ქმედებები ხორციელდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციის ან სპორტული ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
4. საქართველოს ანტიდოპინგური წესები ვრცელდება ყველა ეროვნულ სპორტულ ფედერაციაზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენზე, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
5. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო:
ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიან პროგრამას. ეს პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს;
ბ) ახორციელებს დოპინგის კონტროლს;
გ) საქართველოს ანტიდოპინგური წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის პრევენციას, საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევისა და მასში სპორტსმენების, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის წევრების ან სხვა პირების მონაწილეობის ფაქტების გამოვლენას და უზრუნველყოფს ამ წესების დარღვევის შედეგებზე სათანადო რეაგირებას შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოსთვის მიმართვით;
დ) ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების განახლებულ ნუსხას;
ე) დოპინგის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით მუდმივად უზრუნველყოფს დოპინგის კონტროლის განხორციელებაში ჩართული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ვ) დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ახორციელებს ყველა სხვა ღონისძიებას, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით.
6. ანტიდოპინგური წესების დარღვევის განმხილველი სადისციპლინო და სააპელაციო მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს ანტიდოპინგური წესებითა და შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოს დებულებით, რომელიც დამტკიცებამდე და ძალაში შესვლამდე მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ უნდა დაადასტუროს.
7. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში − დამატებით სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების თაობაზე.
მუხლი 225. სპორტული ორგანიზაციის ვალდებულებები დოპინგის სფეროში
1. დოპინგის სფეროში სპორტული ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს უფლებამოსილებისა და საქართველოს ანტიდოპინგური წესების ავტომატური აღიარება და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა;
ბ) უზრუნველყოს დოპინგის კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მხარდაჭერა მისი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
გ) საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობით უზრუნველყოს დოპინგსაწინააღმდეგო პროპაგანდა, აგრეთვე საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) სპორტსმენის ან/და სხვა პირის მიმართ შესაბამისი სანქციის მოქმედების პერიოდში მას შეუწყვიტოს ყველა სახის დაფინანსება.
2. სამინისტრო უფლებამოსილია სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დაფინანსება.==თავი მეექვსე. სპორტის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფა, სპორტის სტიმულირება
მუხლი 23. სპორტის დაფინანსება
1. სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას.
2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებს სამინისტრო.
4. სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე:
ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები;
ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;
გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები.
5. არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე.
6. სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს წარდგინებით.
7. ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს.
8. დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას.
9. სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით.
მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობა, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის.
2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების მოთხოვნებს.
3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები, ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა.
4. დაუშვებელია:
ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა სამინისტროსთან შეუთანხმებლად;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სასკოლო დაწესებულებების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტების გაუთვალისწინებლად;
გ) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო ან ტოლფასი ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე.
5. სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.
6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს.
მუხლი 25. სპორტის სფეროს სპეციალისტების მომზადება და კადრებით უზრუნველყოფა1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის სფეროსათვის კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.2. სპორტის სფეროს სპეციალისტებს ამზადებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ დაწესებულებათა მიზანი უნდა იყოს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, მისი გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური და სამკურნალო პროფილის განვითარება.3. სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები ადგენენ სპორტის სპეციალისტებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროფილის სპეციალისტებზე მოთხოვნილებას. ასეთი სპეციალისტების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მომუშავეების, მომზადებისა და გადამზადების ვალდებულება ეკისრებათ დადგენილი წესით აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.4. სპორტის სფეროში პედაგოგიური, სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი მუშაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ სპეციალური განათლების მქონე მოქალაქეებს და პირებს, რომლებსაც აქვთ აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი.5. სპორტსმენი სპორტის სფეროს სპეციალისტად მუშაობისთვის სავალდებულო ატესტაციას გადის სამინისტროს და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით.6. სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას სპორტის სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დახმარებით.მუხლი 26. სპორტული წოდება, ჯილდო და სპორტული სიმბოლიკა1. სპორტული განმასხვავებელი ნიშანი ადასტურებს სპორტსმენისა და მსაჯის კვალიფიკაციას. მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნება სპორტსმენის, მწვრთნელისა და სპორტის დარგის სხვა სპეციალისტის დამსახურება.2. სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს სამინისტრო.4. სპორტული სიმბოლიკის (საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების, სპორტული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები, საერთაშორისო და სხვა სპორტული შეჯიბრებების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები და სხვა) გამოყენების წესს განსაზღვრავს კანონმდებლობა.

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/06
ბოლო შემოს: 2024/07/16 19:39:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. კერძო აღმასრულებელი
კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კერძო აღმასრულებელს უნდა ჰქონდეს სამუშაო ადგილი და საბანკო ანგარიში. კერძო აღმასრულებელი ისევე როგორც აღსრულების ეროვნული ბიურო, აღასრულებს აქტების აღსრულებას, თუმცა აქ არის ერთი გამონაკლისი, კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არიან ფიზიკური ან იურიდიული პირები, აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. იგი მოქმედებს საკუთარი სახელით და პასუხისმგებლობით.
იმისათვის რომ პირი გახდეს კერძო აღმასრულებელი, საჭიროა ის იყოს საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ასევე საჭიროა გარკვეული საბუთები, ესენია ნარკოლოგიური ცნობა და ფორმა ასი, ასევე მოსამართლის ან აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება.
კერძო აღმასრულებელს ასევე არ შეუძლია აუქციონის ჩატარება და თუ არის ამის საჭიროება, ის მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, იხდის მომსახურების საფასურს, ღირებულების 1% და წარუდგენს მასალების ასლებს. აღსრულების ეროვნული ბიურო 5 დღის ვადაში ამოწმებს აქვს თუ არა რაიმე ხარვეზი მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ხარვეზის შემთხვევაში გამოსასწორებლად პირს 1 თვიან ვადას უდგენენ,თუ ვერ ამოღფხვრის ხარვეზს უბრუნდება თანხის ნახევარი, უარის გასაჩივრება შეუძლია სასამართლოში, ასევე შეუძლია ხელახლა მიმართოს რაზეც იხდის სრულ საფასურს.
კერძო აღმასრულებეს აკონტროლებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი. არსებობს ორი სახის პასუხისმგებლობა, გაფრთხილება და ლიცენზიის ჩამორთმევა.

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/06
ბოლო შემოს: 2024/07/16 19:39:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

2. მოვალეთა რეესტრი
ეს არის ფიზიკური და იურდიული პირთა და სხვა წარმონაქმთა შესახებ რეესტრში რეგისტრაცია, ვის მიმართაც აღსრულება დაიწყო, მოვალეთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რეესტრში რეგისტრაცია არათავისუფლებს პირს გადახდევინების აღსრულებისაგან, რეესტრში მონაცემები საჯაროა, მასზე ხელმისაწდომობას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. აგრეთვე მუდმივ განახლებასაც,
აღსრულების ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროს უფლება მოსილი პირები რეესტრიის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ, შესაბამის ცნობებისა და ამონაწერის გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა წინასწარი საფასურის გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. რეესტრიდან მოვალის ამორიცხვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი,
პირის ამორიცხვა მოვალეთა რეესტრიდან ხორციელდება შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავჯდომარესთან შეთანხმებით,მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა ხდება თუ მოხდება ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება,დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელის შეცვლა, მოხდა აღსრულების შეწყვეტა,ან განხორციელდა სააღსრულებო საბუთის დაბრუნება,ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით, ან თუ მოხდა რეესტრში რეგისტიტრენბული პირის საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება რომელიც შემდგომში რეალიზაციის მინიმალური ფასი ვარაუდით უზრუნველყოფს აღსრულების მოთოვნას სრული ოდენობით ანაზღაურებას.

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/06
ბოლო შემოს: 2024/07/16 19:39:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

3.იძულებითი აღსრულების დაწყება
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო ამ კანონის III​2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში – კერძო აღმასრულებელს. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.
სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებასთან ან ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ გასცა. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების შეფასებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს და თავად შეაფასოს ქონება. თუ ქონების შეფასებისას აღმოჩნდება, რომ მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ამასთანავე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია მის მიერ გადახდილი საფასურის თანხა სრულ ოდენობამდე შეავსოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება:
ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ;
ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები;
გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები;
დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები;
ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
8. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/06
ბოლო შემოს: 2024/07/16 19:39:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

4.აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრება
სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. საჩივარში აღინიშნება
1.ვინაობა ვინმაც შეიტანა საჩივარი,
2.დასახელება,
3. საიდენტიპიკაციო მონაცემი,
4.ფაქტობრივი საცხოვრებელი,
5.საკონტაქატო ინფორმაცია,
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/06
ბოლო შემოს: 2024/07/16 19:39:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

5. კრედიტორისა და მოვალის უფლებები (მე-18 მუხლი)

სააღსრულებო საქმის წარმოებისას გვყავს ორი მხარე, ესენი არიან კრედიტორი და მოვალე. კრედიტორი გახლავთ ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, ხოლო მოვალეა აღმასრულებელი, კერძო აღმასრულებელი ან დაინტერესებული პირი, ვისაც აღმასრულებლის ქმედებით ან უმოქმედობით მიადგა ზიანი.
მხარეებს ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ, თუმცა გამონაკლისია კონფიდენციალური ინფორმაცია. დაინტერებულ მხარეს კი იმ ინფორმაციის მიღების უფლება აქვს, რომლითაც მას ზიანი მიადგა.
1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:
ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;
ბ) მორიგდნენ;
გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;
დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;
ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს.
3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.
4. ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/06
ბოლო შემოს: 2024/07/16 19:39:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სააღსრულებო საქმის წარმოების რეკვიზიტები.

1.სააღსრულებო საქმის ნომერი, ,სააღსრულებო ფურცელი, აღსასრულებელი გადაწყვეტილება, საახსრულებო წარმოების მხარეები,
2.იმ აღმასრულებლის ვინაობა ვისი მოქმედებაც საჩივრდება, მოქმედების შინაარსი, შემტანის მოთხოვნა, საჩივარზე დართული დოკუმენტები, საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა,
საჩივარი უნდა იყოს წერილობითი ფორმით ასევე ნაბეჭდის სახით,საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, აღსრულების ეროვნული ბიურო არმიიღებს საჩივარს თუ ის ეხება სასმართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების საკითხს,სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დააკავშირებულ საქმეებზე,
აღსრულების ეროვნული ბიურო არგანიხილავს საჩივარს თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ან წარმოების მხარეებს შორის მორიგება, თუ არსებობს ეროვნული ბიუროს თავჯდომარისა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე საკითხზე,გასულია საჩივრის შეტანის ვადა, ან შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა,7 კალენდარულ დღეში ეცნობება საჩივრის შემტანს და განესაზღვრება ვადა რომლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დამატებით დოკუმენტი ან ინფორმაცია.დადგენილ ვადაში თუ არიქნა წარდგენილი ეს დოკუმენტი ან ინფორმაცია საჩივარი არ განიხილება,
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარე 30 კალენდარული დღის ვადაში საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, სირთულიდან გაომდინარე თავჯდომარე უფლება მოსილია არა უმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტიების მიღების ვადა,ეს უნდა შეატყობინოს საჩივრის შემტანს,უარის შემთხვევაში დასაბუთებული უნდაიყოს,საჩივრის შემტანი უფლებამოსილია უარის შემთხვევაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში,აღმასრულებელი ბიუროს თავჯდომარე უფლებმოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს სააღსრულებო მოქმედება.

Ruska mosiashvili's picture
Ruska mosiashvili (ბაგრატიონი)
სხვა
რეგ. თარ: 2020/11/05
ბოლო შემოს: 2023/12/01 09:20:07
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალთა
კაზუსი 1
1. ესმას,ქმარმა ორჯერ დაარტყა მუშტი ეს დავაკვალიფიცირდება - 126 პრიმა
მუხლით,შემდეგ ქმარმა ესმას ტელეფონი დაუმტვრია,რომელიც 150 ლარი ოდენობის იყო -
კვალიფიკაცია იქნება 187-ე მუხლით თანახმად,150 ლარი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან
ზიანს.შემდეგ ესმას ქმარმა, როდესაც ესმას დიშვილი შემოვიდა მათთთან,ესმას ქმარმა
თმაზე მოქაჩა ესმას დიშვილს -კვალიფიკაცია 11 პრიმა მუხლი,რადგან დისშვილი არ
ითვლება ოჯახის წევრად.
კაზუსი 2
2022 წლის აპრილში (ზუსტი რიცხვი და დრო დაუნდეგენელია) ირაკლიმ გენდერული
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აუკრძალა მეუღლეს ( თეკლას) მისი ნებართვის
გარეშე ქუჩაში,მაღაზიაში წასვლა და თუკი მისი ნებართვის გარეშე სადმე ნაბიჯს
გადადგამდა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.თეკლას გაუჩნდა მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში - დაკვალიფიცირდება 11 პრიმა 151-ე მუხლის 1 ნაწილით და ‘’დ’’
ქვეპუნქტით.ასევე,2022 წლის აპრილის დაახლოებით 11:00ზე ირაკლიმ მეუღლეს ხელი
მოუჭირა,მარჯვენა ხელის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ამ
ფაქტს შეესწრო მათი არასრუწლოვანი 17 წლის შვილი - დაკვალიფიცირდება 126-ე პრიმა
მუხლის მე-2 ნაწილის ‘’გ’’ ქვეპუნქტით.
კაზუსი 3
ლეილა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან. ერთად თანაცხოვრების
პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა მეუღლეს,მიაჩნდა რომ ქალის
მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.მორიგი
კონფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი
საშუალებები დალია,თუმდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად,მოხერხდა მისი
გადარჩენა.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცოხვრებლად
თავისი მშობლების სახლში გადავიდა -კვალიფიკაცია 126 პრიმა მუხლი ფაქტობრივი
ქორწინეაც ოჯახის წევრობას მიგვანიწშნებს,ასევე იქნება 11 პრიმა მუხლის და 115 მუხლის
მე-2 ‘’ბ’’ ქვეპუნქტი.

შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა
მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმდა იქ არავინ არ დახვდა.ამის შემდეგ შალვა
მივიდა ლეილას მშობლების მეზობლებთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის
გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს
შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შალვას
რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით.
კაზუსი 4
კახა და ნინო ფიქტიურ ქორწინებაში არიან,რამდენიმე წელია.კახა სულ ეუბნებოდა
შურაცმყოფელ სიტყვებს ნინოს,ისეთ რეპლიკებს,როგორიცაა უსაქმური ხარ და.აშ
შემდეგ ნინო წავიდა თავისი მშობლების სახლში კახას დაუკითხავად,კახამ ამის გამო
ნინოს შეასხა ბენზინი და ნინომ მიიღო 70%დამწვრობა და 12 დღეს გარდაიცვალა.
პასუხი:126პრიმა მუხლი,რადგან ნინო იყო სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის
ქვეშ,რაც იწვევდა ნინოს ტანჯვას.ხოლო კახას მიერ ჩადენილი ქმედება (ბენზინის შესხმა)
დაკვალიფიცირდება 11’პრიმა მუხლით,ასევე 109 მუხლის ბ,თ,კ,მ ქვეპუნქტებით.
ბ - სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების გამოყენებით
თ - გენდერის ნიშნით
კ - ოჯახის წევრის
მ - განსაკუთრებული სისასტიკით
კაზუსი 5
ალეხანდრო და ესმერალდა იმყოფებოდნენ რეესგისტრირებულ ქორწინებაში.ერთად
ცხოვრების პერიოდში,ალეხანდრო გარკვეული პერიოდულობით ფიზიკურად ძალადობდა
ესმერალდაზე.ესმერალდა ერთი თვის განმავლობაში ხშირად გახდა ფიზიკური ძალადობის
მსხვერპლი,თუმდა კონკრეტული თარიღების და პერიოდს ვერ იხსენებს.ფიზიკურ
ძალადობასთან ერთად თან ახლვდა სიტყვიერი შეურაცყოფები.ალეხანდრო მეუღლეს

თითქმის ყოველდღიურად ეუბნდებოდა,რომ არაფრის მაქნისი არ იყო და ასე ცოლი არ
სჭირდებოდა
პასუხი :ერთი თვის განმავლობაში,როდესაც ურტყამდა ესმერალდას ეს იქნება 11 პრიმა
126-ე მუხლის 2 ნაწილი.
6 კაზუსი ლოლა და ამირანი იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში,მძიმე სოციალური
პირობების გამო აღნიშნულ წყვილს ხშირად ქონდათ კონფლიქტი. ერთ საღამოს სახლში
დაბრუნებულმა ამირანმა სრულიად უსაფუძვლოდ ჩხუბი დაუწყო მეუღლეს. ლოლამ სცადა
სიტუაციის განმუხტვა თუმცა ამირანმა ორჯერ დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში.ასევე
დაუმტვირია აიფონის ფირმის მობილური. 126(პრიმა) მუხლის პირველი ნაწილი, 11(პრიმა) 187-
ე მუხლის პირველი ნაწილი ამ დროს ოთახში შემოვიდა მათთან სტუმრად მყოფი,ლოლას 15
წლის დისშვილი,რომელმაც დაინახა თუ როგორ დაარტყა მუშტი ამირანმა თავის მეუღლეს
დისშვილი არ არის ოჯახის წევრი;რადგან 11 (პრიმა) მუხლის შემიშვნა ითვალისწინებს
ჩამონათვალს,ვინ შეიძლება იყოს ოჯახის წევრი,რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ ან ეწევიან
ერთიან საოჯახო მეურნეობას,ხხოლო დისშვილი არის მასთან სტუმრად მყოფი
7 კაზუსი გიორგი და გელა არიან ძმები თუმცა ცალ-ცალკე ცხოვრობენ.2021 წლის 25
იანვარს,ძმებს კონფლიქტი მოუვიდათ,მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით,კერძოდ გიორგიმ გელას
მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.-11 პრიმა 151
მუხლი გელა გამოცხადდა შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანინაძალადევის
სამმართველოში და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. ამავე სამმართველოს უბნის უმცროსმა
ინსპექტორ გამომძიებელმა შეაფასა ძალადობის განმეორების რისკები, რის საფუძველზე
დადებითი პასუხი დაფიქსირდა. მხოლოს ერთ ქულიან, და სამქულიან შეკითხვებზე,უბნის
უმცროსი ინსპ. გამომძიებლის მიერ აღნიშნული რისკი შეფასდა ძალადობის განმეორების მაღალ
რისკად,რადგან გელამ გასაუბრებისას მიუთითა,რომ მისი ძმის მხრიდან განხორციალებული
მუქარა რეალურად აღიქვა და აქვს საფუძვლიანი შიში იმისა,რომ ამ მუქარას სისრულეში
მოიყვანს.- შეცდომაა აქ, უმცროს ინსპ.-გამომძიებელს არ უნდა გამოეცა შემაკავებელი ორდერი;
აღნიშნული იყო საშუალო რისკი; 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილი. უბნის უმცროსმა
ინსპექტორ გამომძიებელმა შემაკავებელი ორდერი გამოსცა 20 დღის ვადით,რომელიც შეადგინა
2 ეგზ. 1 ეგზ. გადასცა მსხვერპლს, მეორე გაუგზავნა შსს-ს მომსახურების სააგენტოს. ვინაიდან
მოძალადეს შემაკავებელი ორდერით აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის მოპოვება. ---- ეგზ. 3;
1-მსხვერპლი,1- მოძალადე; 1-შსს მომსახურების სააგენტო
8 კაზუსი: ნინო მუშაობდა ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტად 2021 წლის 5 იანვარს,ნასვამ
მდგომარეობაში მყოფი ლევანი, მივიდა ნინოს სამუშაო ადგილას, მიაყენა სიტყვიერი
შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით.—151-ე მუხლის პირველი ნაწილი ნინომ დარეკა 112-ის
სამსახურში, ინსპ.გამომძიებბლის მიერ რისკის შეფასების შემდეგ,სადაც დაფიქსირდა
ძალადობის განმეორების საშუალო რისკი,გამოიცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით. ---
სწორია ინსპ.გამომძიებელმა შემაკავებელი გამოსცა 2 ეგზ. იმავე დღესვე შემაკავებელის 1 ეგზ.
გადაეცა მოძალადეს, რომელმაც ორდერი 7 დღის ვადაში გაასაჩივრა,თბილისის საქალაქო

სასამართლოს საქმეთა კოლეგიაში. – 3 ეგზ. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში უნდა
გაესაჩივრებინე
9 კაზუსი: კახა და ნინო ფიქტიურ ქორწინებაში არიან რამდენიმე წელია. კახა სულ ეუნებოდა
შეურაცმხყოფელ სიტყვებს: უსაქმური ხარ და მსგავსს სიტყვებს, შემდეგ ნინო წავიდა თავისი
მშობლების სახლში კახას დაუკითხავად.კახამ ნინოს შეასხა ბენზინი, და ნინომ მიიღო 70%
დამწვრობა და 12 დღეში გარდაიცვალა. 126 პრიმა მუხლი რადგან ნინო იყო სისტემატიური
ძალადობის ქვეშ,რაც იწვევდა ნინოს ტანჯვას,ხოლო კახას მიერ ჩადენილი ქმედება (ბენზინის
შესხმა) დაკვალიფიცირდება 11 პრიმა 109 მუხლის „ბ,თ,კ,მ“. ბ- სიცოცხლისთვის საშიში
ნივთიერების გამოყენებით; თ- გენდერის ნიშნით; კ-ოჯახის წევრის; მ-განსაკუთრებული
სისასტიკით
10 კაზუსი: ანა და გივი 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ
ქორწინებაში.ბოლო 1 წლის განმავლობაში ურთიერთობა დაეძაბათ. ჰქონდათ ხშირი
კონფლიქტი,რაც გამოიხატებოდა გივის მიერ ანას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში.
კერძოდ-გივი თავის მეუღლეს ბოლო 1 წლის განმავლობაში ხშირად სცემდა ხელებისა და
ფეხების გამოყენებით. ----- 11 პრიმა 126-ე მუხლის პირველი (2 ნაწილი) თანაცხოვრების მერვე
წელს ანა დაშორდა გივის. წამოვიდა სახლიდან და თავის მშობლებთან გადავიდა
საცხოვრებლად. რადგან ვერარ გაუძლო გივის მხრიდან ძალადობას. დაშორების მიუხედავვად
გივი მოსვენებას არ აძლევდა. 2018 წლის 5 სექტემბერს, გივი დაუკავშირდა ანას მამას, ჯემალის
და უთხრა: სახლს გადაუწვავდა,რადგან მას ადანაშეულებდა მათ დაშორებაში. ჯამალი შეაშინა
გივის სიტყვებმა და იცოდა რომ იგი ამ ყველაფერს გააკეთებდა. – 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
11 კაზუსი: 2019 წელს 6 ნოემბერს 25 წლის ილონა გახდა ძალადობის მსხვერპლი. ფაქტობრივ
ქორწინებაში კევინის მხრიდან. კერძოდ დაახლოებით 10 საათზე,ალკოჰოლის ზემოქმედების
ქვეშ მყოფმა კევინმა მის მეუღლეს, იმ მოტივით რომ,დაუკითხავად იმყოფებოდა სალონში თმის
შესახებად, ძლიერად მოქაჩა თმები .- 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი შემდეგ მაკრატელი
მიადო ყელზე და დაემუქრა მოკვლით. ილონასა და კევინს შორის კონფლიქტის დროს
გამოეღვიძა მათ 11 წლის შვილს.რომელმაც გაიგონა როგორ ემუქრებოდა მოკვლით მამა დედას.
საკორპორაციო

1. რეორგანიზაციის სახეები და პროცედურა

რეორგანიზაცია საჯარო დაწესებულების ეფექტიანად
მართვის, მოქნილი და საჭიროებებზე ორიენტირებული
მოწყობის საუკეთესო საშუალებაა.
რეორგანიზაცია არის:
საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის
შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო
დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად
ახალი სტრუქტურა;

საჯარო დაწესებულების ცალკეული სტრუქტურული
ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის
შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების
ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა;
საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების
შემცირება;დასაშვებია, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია განხორციელდეს შემდეგი
ფორმებით:
ა) სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნა;
ბ) სამეწარმეო საზოგადოებების შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);
გ) სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).
პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას
სხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებად. გარდაქმნის შემდეგ სამეწარმეო
საზოგადოება აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.
სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შემთხვევაში ახალი სამართლებრივი ფორმის
სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი
მოთხოვნები გამოიყენება გარდაქმნილი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ.
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები, კომანდიტური
საზოგადოების კომპლემენტარები სოლიდარულად, პირადად, მთელი თავიანთი ქონებით
აგებენ პასუხს აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების იმ ვალდებულებებისთვის, რომლებიც
სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნამდე წარმოიშვა, ამასთანავე, მოთხოვნა ვადამოსული
გახდა მის გარდაქმნამდე ან მისი გარდაქმნიდან არაუგვიანეს 5 წლისა.
რეორგანიზაციაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების კრედიტორებს უფლება აქვთ,
რეორგანიზაციის რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში მოსთხოვონ სამეწარმეო საზოგადოებას მათი
მოთხოვნების უზრუნველყოფა, თუ დაამტკიცებენ, რომ რეორგანიზაცია საფრთხეს უქმნის ამ
მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული უფლება აქვთ იმ კრედიტორებს, რომელთა
მოთხოვნებიც გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილების ან შერწყმის/გაყოფის გეგმის
გამოქვეყნებამდე წარმოიშვა.
პარტნიორს, რომელმაც საერთო კრებაზე ხმა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის
საწინააღმდეგოდ მისცა, უნდა მიეცეს ამ კრების ჩატარებიდან 20 დღის ვადა, რათა სამეწარმეო
საზოგადოებას წერილობით მიმართოს თავისი წილის გამოსყიდვის მოთხოვნით.
რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სამეწარმეო საზოგადოება უფლებამოსილია
რეორგანიზაციიდან 1 წლის განმავლობაში გაყიდოს გამოსყიდული წილები პარტნიორთა მიერ
უპირატესი შესყიდვის უფლებით ან მიიღოს გადაწყვეტილება გამოსყიდული წილების
გაუქმების შესახებ.
პარტნიორს, რომელიც არ არის თანახმა თავისი წილის გამოსყიდვის ფასზე, უფლება აქვს,
წილის გამოსასყიდი ფასის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში მიმართოს
სასამართლოს წილის სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით. ამ უფლების გამოყენების
შედეგად პარტნიორი კარგავს ყველა უფლებას თავის წილზე, გარდა მის სანაცვლოდ
სამართლიანი ფასის მიღების უფლებისა. სასამართლო განხილვის დროს რეორგანიზაციის
პროცესი არ ჩერდება.

რეორგანიზაციის ყველა ფორმას აერთიანებს ის საერთო ნიშანი, რომ რეორგანიზაცია არ
გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების დაშლას. რეორგანიზაციები შეიძლება დავყოთ ორ
სახედ ‒ ქონების გადაცემით და გადაცემის გარეშე, ამ უკანასკნელს მიეკუთვნება გარდაქმნა,
რომლის დროსაც სამეწარმეო საზოგადოება (სუბიექტი) აგრძელებს არსებობას სხვა
სამართლებრივი ფორმით, ე.ი. უზრუნველყოფილია სუბიექტის იდენტურობა გარდაქმნამდე და
გარდაქმნის შემდეგ.
ყველა რეორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ქონების გადაცემას, გადაცემა ხდება უნივერსალური
უფლებამონაცვლეობის ფორმით კანონის ძალით, თუმცა ნებაყოფლობით ‒ საწარმოთა
გადაწყვეტილების საფუძველზე.
რეორგანიზებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო
დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე.
რამდენიმე საწარმოს შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების
უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საწარმო.
ერთი საწარმოს მეორე საწარმოსთათან მიერთებისას მიერთებული საწარმოს საგადასახადო
ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო, რომელსაც
მიუერთდა ეს საწარმო.
საწარმოს რამდენიმე საწარმოდ გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს საგადასახადო
ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან გაყოფის
შედეგად წარმოქმნილი საწარმოები.
სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის დროსაც საწარმოს უნარი,
დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი
შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება კანონით დადგენილი გამოქვეყნებისა და შეტყობინების
წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ვალების აქსელერაციის მოთხოვნის
უფლებამოსილება.
სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა და
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ
მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარის შემცირებად.
1. განთავსებული კაპიტალი, შენატანის ცნება და სახეები , წილის ცნება.
განთავსებულ კაპიტალზე, რომ დავიწყოთ საუბარი, ეს ეწოდება იმ თანხას, რომელზეც
თანხმდებიან დამფუძნებელი პარტნიორები. განთავსებულ კაპიტალზე პარტნიორები
უთითებენ სადამფუძნებლო შეთანხმებაში. ამის მთავარი ფუნქცი გახლავთ, კომპანიის
დაფუძნებისას კაპიტალური ტიპის საზოგადოებებში საზოგადოების საწყისი კაპიტალით
აღჭურვა. თუ კომპანიაში არსერბობს განთავსებული კაპიტალ მაშინ, ის უნდა უდრიდეს
განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს.
სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების
მიერ განსაზღვრულ ფულად ოდენობას, რომელიც უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების
განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი,ხოლო თუ სამეწარმეო
საზოგადოებას განთავსებული აქვს ნომინალური ღირებულების არმქონე წილები,

განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს განთავსებული წილების ნომინალურ
ღირებულებათა ჯამს.
შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის
ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში. შენატანი
წარმოადგენს ქონებრივ სიკეთეს, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებას პარტნიორის მიერ
გადაეცემა საზოგადოებაში წილის სანაცვლოდ.
შენატანის სახეებს განსაზღვრავს 24 მუხლი რომლის მიხედვითაც შენატანის განხორციელების
ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით, ან სხვა მატერიალური ან
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების
გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
წილი ეს არის უფლება,რომელიც გულისხმობს პირის მონაწილეობას სამეწარმეო საზოგადოების
კაპიტალში და რომელთანაც დაკავშირებულია უფლებები და მოვალეობები. წილი არის
საკუთრების საგანი. წილის მემკვიდრეობით გადაცემა ხდება როგორც წესი.
ყოველ პარტნიორს უფლება აქვს თავისუფლად განკარგოს საკუთარი წილი თუ წესდებით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული. თუ წილი რამდენიმე პარნიორის თამასაკუთრებაშია ისინი
მიიჩნევიან როგორც თანაპარტნიორებად. ამ შემთხვევაში წილთან დაკავშირებუკი უფლების
განხორციელება შეიძლება განახორციელოს ერთ ერთმა თანაპარტნიორმა ან მესამე პირმა
რომპებიც განიხლებიან სოლიდარულ კრედიტორებად.წილის გაყიდვა შესაძლებელია
წერილობითი ფორმით და უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული.
1. აღწერეთ სამეთვალყურეო საბჭოს არსი, კომოეტენცია, რმელი საწარმოს მიმარტ და
რა შემთხვევაში ადგენს კანონი სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის აუცლებლობას?
მართვის ერთსაფეხ სისტემისთვის დამახასიათებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული
მართვის ორი ორგანო, პარტნიორთ საერთო კრება და მის მიერ დაკომპლექსებული ბორდი ანუ
დირექტორთა საბჭო. აქ კორპ უშუალო მართვას ახორციელებს ბორდი,რომელიც სამეთ საბჭოს
ფუნქციებსაც ითავსებს.
კორპორაციული მართვის ორსაფეხურიან მოდელში ერთდროულად არსებობს კორპორაციული
მართვის ორი უმნიშვნელოვანესი ორგანო ‒ დირექტორთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო.
დირექტ საბჭო ანგარიშვალდებულია სამეთ საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრებ წინაშე.
სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და
დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი
საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით
სამეწარმეო საზოგადოებას კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება
ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო.

სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის
კონტროლს და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა
უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ
წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დირექტორთა საბჭოს საქმიანობის ზედამხედველობას და
დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი
საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში. სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი
ამოცანა დირექტორთა საბჭოს საქმიანობაზე ზედამხედველობაა. კანონი დეტალურად
განსაზღვრავს საბჭოს კომპეტენციას, რომელიც, ძირითადად, უკავშირდება საბჭოს
უფლებამოსილებას, იყოს სათანადოდ ინფორმირებული და ასეთი ინფორმირებულობის
პირობებში მოახდინოს დირექტორთა საბჭოს ზედამხედველობა, ასევე, წარმოადგინოს
საზოგადოება დირექტორებთან დავაში.
სამეთვალყურეო საბჭო, მართალია, წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს, თუმცა მისი
დაკომპლექტებისას, როგორც წესი, მხედველობაში მიიღება სააქციო საზოგადოების საოპერაციო
არეალები და კადრები შეირჩევიან დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით. სწორედ ამიტომ
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ფუნქციათა გადანაწილების და მათ მიერ
გადაწყვეტილების მიღების წესის განსაზღვრის შესაძლებლობას სამეთვალყურეო საბჭოს
დებულებით. ასეთ დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური აუცილებელი ფუნქციის
შენარჩუნება საბჭოს თითოეული წევრისათვის. თავის მხრივ, მინიმალურ აუცილებელ
ფუნქციათა შენარჩუნებად უნდა მივიჩნიოთ საბჭოს წევრებს შორის უფლებამოსილების
იმგვარად გადანაწილება, როდესაც თითოეული წევრი მინიმალური დოზით მაინც სარგებლობს
სსამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კონტროლს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების
საქმიანობაზე და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა
კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა
გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო
გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით გათვალისწინებული არ არის
ხმათა უფრო მაღალი უმრავლესობა.ამეთვალყურეო კომპეტენციით.
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ არიან საზოგადოების
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს სამეწარმეო
საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლი და, კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, წარმოადგინოს სამეწარმეო საზოგადოება ხელმძღვანელ
ორგანოებთან/პირებთან ურთიერთობაში.

სამეთვალყურეო საბჭოს სდომებს იწვევს:თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მისი მოადგილე),
განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა
გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა 8 დღით ადრე, სავარაუდო დღის წესრიგით.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი
წევრი – ერთი სხვა წევრით.
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს სააქციო საზოგადოების
ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს
მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის
პროცესში.
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს:
ა) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს სააქციო
საზოგადოების საქმიანობის ანგარიში;
ბ) გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი
დოკუმენტაცია, მათ შორის, საბუღალტრო დოკუმენტაცია, სააქციო საზოგადოების ქონებრივი
ობიექტები და სალარო; ამ მოქმედებების განხორციელება დაავალოს სამეთვალყურეო საბჭოს
თითოეულ წევრს ან მათ განსახორციელებლად მოიწვიოს ექსპერტები;
გ) შეამოწმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წლიური ანგარიშები,
წინადადებები მოგების განაწილების შესახებ, საქმიანობის ანგარიში და ამის თაობაზე
მოახსენოს საერთო კრებას;
დ) წარმოადგინოს სააქციო საზოგადოება ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის,
სასამართლოში;
ე) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს საერთო კრების
გადაწყვეტილებები.
სავალდებულოობას რაც შეეხება თუ სააქციო საზოგადოება ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ კანონის მიხედვით არის ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები
სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, სააქციო საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, ანდაც სააქციო საზოგადოების
აქციონერთა რაოდენობა აღემატება 100-ს, ამ შემთხვევაში სავალდებულოა სამეთვალყურეო
საბჭოს შექმნა, აქ კი განსაზღვრულია წევრთა რაოდენობაც, რომელიც შედგება არანაკლებ 3 და
არა უმეტეს 21 წევრისაგან. დანარჩენ შემთხვევებში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არ არის
სავალდებულო.
1. საწარმოს დაფუძნება(საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტები, მეწარმე სუბიექტის
რეგისტრაცია, რეგისტრაციის წინაპირობა, რეესტრის საჯაროობა)

მეწარმის სახელმწიფო ლეგიტიმაცია და, შესაბამისად, მისი წარმოშობა დაკავშირებულია
რეგისტრაციის ფაქტთან. სწორედ რეგისტრაციის ფაქტის დადგომის შემდგომ წარმოიშობა
სრულფასოვანი მეწარმე სუბიექტი. მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა.მეწარმე სუბიექტთა
დაფუძნება ხდება რეგისტრაციის გზით, რეგისტრაცია არის იურიდიული მნიშვნელობის
ფაქტებისა და მოვლენების შეტანა სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში, რომელიც თავის მხრივ
სავალდებულოა. რეგისტრაციის მიზანია სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი
სუბიექტთა აღრიცხვა, ხოლო რეესტრს ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,
ანუ მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო.
რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო ისე საგადასახადო რეგისტრაციას, მეწარმეთა და
არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში დაცული მონაცემების რეგისტრაციის,
რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი
ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების
სამსახურს.
რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაშია
მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე განთავსებისთანავე.
რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების პარტნიორი/დამფუძნებელი. შესაბამისად,სააქციო საზოგადოებები და
კოოპერატივები აქციონერების რეგისტრაციას მოახდენენ და მათ რეესტრს აწარმოებენ
განცალკევებულად, ამავე სამართლებრივი ფორმების თავში გათვალისწინებული წესებით.
კანონპროექტის თანახმად, მეწარმის რეგისტრაციის ექსკლუზიური კომპეტენცია აქვს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს ‒ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბიზნესის დაწყების გამარტივების
მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო ერთდროულად მოახდენს როგორც სახელმწიფო, ისე
საგადასახადო რეგისტრაციას, რის შემდეგაც შესაბამისი მონაცემები მარეგისტრირებელი
ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‒შემოსავლების
სამსახურს.
მარეგისტრირებელ ორგანოს ევალება წარდგენილი დოკუმენტაციის მხოლოდ ფორმალური
სისწორის, და არა მატერიალური სისწორის, შემოწმება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი
პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ
სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მარეგისტრირებელ
ორგანოში წარდგენილი მონაცემების/დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მათი შინაარსის
სისწორესა და შექმნის პროცედურების დაცვაზე პასუხისმგებელია კანონით ან/და სამეწარმეო
საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული, ამ მონაცემებისა და
დოკუმენტების შექმნაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება

საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც მარეგისტრირებელი ორგანოს ამოცანას არ
წარმოადგენს დოკუმენტების მიღების პროცედურების სისწორისა და კანონიერების კვლევა
(მატერიალური შემოწმება), რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს პირველადი და
შემდგომი რეგისტრაციის პროცედურას. მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ორი
დოკუმენტი:
• სადამფუძნებლო შეთანხმება;
• ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის თანხმობა
ასეთი ფუნქციის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნება გამოხატულია
სადამფუძნებლო შეთანხმებაში.
ელექტრონული პორტალის მეშვეობით მოხდება:
• მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების
გასაჯაროება;
• სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასზე კანონით დაკისრებული გამოქვეყნების ვალდებულების
შესრულება
• მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის სივრცის მეშვეობით მეწარმესთან ოფიციალური
გზით კომუნიკაცია და მისთვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისის შეთავაზება.
1. აღწერეთ საწარმოს დაშლის საფუძვლები და დაშლა/ლიკვიდაციის პროცედურა
სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებია:
ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების
დაშლის შესახებ;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა სავალდებულო რაოდენობასთან დაკავშირებით ამ
კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა;
გ) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;
ე) წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში
სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში
მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში მას ყველა პარტნიორი
ერთხმად იღებს.

მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე
სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება დაიშალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი
მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და სამეწარმეო საზოგადოების
მიზანი ვეღარ მიიღწევა.
სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია იწვევს სამეწარმეო საზოგადოების
ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასგარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების
ქონების მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება,.ლიკვიდაციის პროცესში
მყოფი სამეწარმეო საზოგადოება ინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და იყენებს თავის
საფირმო სახელწოდებას დამატებით „ლიკვიდაციის პროცესში.ლიკვიდაციის პროცესში მყოფი
სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, გარდა
ხელმძღვანელი პირებისა, რომლებსაც ლიკვიდატორების რეგისტრაციისთანავე უწყდებათ
ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები.ლიკვიდატორებმა
მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე
განცხადების გამოქვეყნებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კრედიტორებს სამეწარმეო
საზოგადოების დაშლის შესახებ და უნდა მოიწვიონ ისინი მოთხოვნების
განსაცხადებლად.საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს ერთობლივად ხელმძღვანელობენ
ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ინიშნებიან ლიკვიდატორებად.
ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ქონება ნაწილდება პარტნიორთა
შორის მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.სამეწარმეო საზოგადოების
ქონების სრულად განაწილება იწვევს საწარმოს ლიკვიდაციის დასრულებას.
1. სააქციო საზოგადოების ცნება, აქციათა სახეები

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის რომ სააქციო საზოგადოება განეკუთვნება კაპიტალური
ტიპის საზოგადოებას. ამ ტიპის საწარმოებში მნიშვნელოვანია თავად საწარმოს ქონება. რაც
შეეხება პარტნიორთა პასუხისმგებლობას აქ პარტნიორები საზოგადოების
ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებენ გარდა გამონაკლისი
შემთხვევებისა. თვითონ ეს სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება. მისი
კაპიტალი კი დაყოფილია აქციებად. ამასთანავე სააქციო საზოგადოება კრედიტორის წინაშე
მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. თვითონ სქციონერთა ვალდებულებას რაც შეეხება თ
თვითონ სააქციო საზოგადოება აქციონერთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.
აქ აუცილებელია აღინიშნოს თვითონ აქციის განმარტებაც რადგანაც აქცია განიმარტება როგორც
რეგისტრირებული, ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების
კაპიტალში პირის მონაწილეობას.
ამ საზოგადოებაში ისევე როგორც დანარჩენ საზოგადოებებში სახეზე გვაქვს შენატანიც. თვითნ
ეს არის საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება, რომლის ღირებულებაც

აისახება ამ საზოგადოების ბალანსში. სააქციო საზოადოებაში სამუშაოს შესრულება არ
შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი. მის განხორციელების წესს
თვითონ წესდებით განსაზღვრავენ. როდესაც ხდება სს დაფუძნება ანდაც მისი კაპიტალის
გაზრდა ამ დროს შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან
მისი კაპიტალის გაზრდიდან 5 წლის ვადაში. შენატანზე სს ში არის დადგენილი კონკრეტული
ოდენობა, რაშიც მოაზრება რომ პირმა შენატანი უნდა გააკეთოს აქციის ნომინალური
ღირებულების 25 პროცენტის ოდენობით მაინც.
თუ ეს აქციონერი დაარღვევს ფულადი შენატანის განხორციელების ვადას, ამ დროს მას
ერიცხება პროცენტის ორმაგი ოდენობა. ამსთანავე როდესაც პირი დაარღვევს ვადას
ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი. ამ დროს სს
ვალდებულია გააფრთხილოს რომ გაფრთხილება მისცეს პირს პროცესის დაწყების შესახებ და
შენატანის განხორციელებისთვის მისცეს 30 დღის ვადა. ამის გასვლის შემდეგ უკვე აქციონერი
სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ კარგავს აქციას.
აქციის სახეებზეც რომ ვისაუბროთ, არსებობს ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული
აქციები.
პირველი განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ
აქციათა მაქსიმალური რაოდენობით.
შემდეგს რაც შეეხება აქციებად მიიჩნევა აქციები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც განისაზღვრება
სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით.
განთავსებულად კი ის მიიჩნევა რომლებიც გაცემულია სს მიერ სხვა პირისთვის თანხის
გადახდის პირობით, ეს კი აუცილებლად რეგისტრირებულია აქციათა რეესტრში.
ბოლოს მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც რომ შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს
კონკრეტულად ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც არ შეიძლება აქციის
გამოშვებაანუ მისი კონკრეტული ნომინალური ღორებულების გარეშე. თუმცაღა სს-ს ასევე
შეუძლია რომ გასცეს აქცია ამ ღირებულების გარეშეც.
1. მეწარმე სუბიექტთა ზოგადი დახასიათება, ამხანაგობისა და კაპიტალური ტიპის

საწარმოების მოკლე დახასიათება

სამეწარმეო ურთიერთობათა სუბიექტები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები,
რომლებსაც კანონმდებლობით აქვთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და
კანონით ანდა წესდებით მინიჭებული აქვთ უფლებები და მოვალეობები. კანონით სამეწარმეო
ურთიერთობათა „კლასიკური“ მონაწილეები არიან მეწარმე სუბიექტები, რომელთა
ჩამონათვალს გვთავაზობს numerys clausus პრინციპზე დაყრდნობით, საქ-ს კანონი მეწარმეთა
შესახებ.აღნიშული კანონის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად მეწარმე სუბიექტები
არიან:
1)ინდივიდუალური მეწარმე,

2)სოლიდალური პასუხისმგებლობის საზოგადოება,
3)კომანდანტური საზოგადოება,
4)შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,
5)სააქციო საზოგადოებ
6)კოოპერატივი.
მეწარმე სუბიექტების კლასიფიკაცია წარმოდგენილია სხვადასხვა ნიშნებით, ისინი იყოფიან
ამხანაგობის და კაპირალური ტიპის საზოგადოებებად.
იურიდიულ პირებს წარმოადგენენ: სოლიდალური პასუხისმგებლობის საზოგადოება,
კომანდიტური საზოგადოება და ასევე შეზღუდული და სააქციო საზოგადოებები.აღნიშნულნი
პირობითად დაყოფილნი არიან ორ დიდ ჯფუფად : პირველ დიდ ჯგუფს წარმოადგენს
ამხანაგობის ტიპის საზოგადოებები, ხოლო მეორე ჯგუფს კაპიტალური ტიპის საზოგადოება.
ამხანაგობის ტიპის საზოგადოებებს განეკუთვნებიან: სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება და კომანდანტური საზოგადოება, მათი დაფუძნება შეუძლიათ ორ ან მეტ პირს, ამ
ტიპის საზოგადოების შექმნისათვის კანონი არ მოითხოვს რაიმე მინიმალური კაპიტალის
არსებობას, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პარტნიორთა შეთანხმებით.
განსხვავება ამხანაგობის ტიპის საზოგადოებასა და კაპიტალური ტიპის საზოგადოებას შორის
ის არის, რომ ამხანაგობაში კომპლემენტარები -(პერსონალურად პასუხისმგებელი
პარტნიორები)-საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებენ
სოლიდალურად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი
თავისი ქონებით, პარტნიორებს შორის შეთანხმება სხვაგვარად ბათილია მესამე პირისათვის.
განსხვავებულია საფირმო სახელის შერჩევის პრინციპიც, მაგალითად ამხანაგობის ტიპის
საზოგადოების საფირმო სახელწოდება ყოველთვის ასოცირდება ერთ- ერთი პარტნიორის
სამოქალაქო სახელთან, მაგრამ უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს „სპს“-ს
დამატებით, ხოლო კომანდატურში მათი სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი
სრული პარტნიორის სახელს „კს“-ს დამატებით. თუ სპს-ში ან კს-ში გაერთიანებული არიან
მხოლოდ იურიდიული პირები მათი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის
საფირმო სახელწოდებას ამ დამატებებით.
პარტნიორთა საერთო კრება
პარტნიორთა საერთო კრება გახლავთ მართვის უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც
სავალდებულოა ნებისმიერი ფორმის საწარმოსთვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც
საწარმოს ინტერესებს შეეხება, მიიღება პარტნიორთა კრების მიერ, მაშინაც, როდესაც
საწარმოს ერთი პარტნიორი ჰყავს, გადაწყვეტილება საერთო კრებით უნდა იქნეს
მიღებული.მოიწვევა პარტნიორების, დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
საერთო კრება შეიძლება იყოს როგორც რიგითი, ისე რიგგარეშე. რიგითი ტარდება

წელიწადში მინიმუმ ერთხელ,სადაც განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა
სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშები,ფინანსური წლის დახურვა და მომავალი წლის
ფინანსები და ასე შემდეგ.
შესაძლებელია რიგგარეშე კრების მოწვევა, რაც ხდება დაზღვეული წერილით ან სხვა
შეთანხმებული კომუნიკაციის საშუალებით.
იმისათვის რომ პარტნიორთა კრება იყოს გადაწყვეტილებაუნარიანი, მას უნდა ესწრებოდეს
ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორები.
პარტნიორთა კრებას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე,რომელიც აირჩევა კრების
მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით.
გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა ან
ერთხმიანობა.კანონი მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით გადაწყვეტილების
მიღებას.
სხვა საწარმოებისგან განსხვავებით,სააქციო საზოგადოების საერთო კრების პარტნიორებს
განსაზღვრავს თავად კანონი. თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არაა
დადგენილი,საერთო კრება ყველა საკითხზეა უფლებაუნარიანი მიიღოს
გადაწყვეტილება,მის მისაღებად კი საჭიროა ხმების ნახევარზე მეტი.
პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე - წარმოების სახეებისა და
სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების
მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება;ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო
წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვალდებულებათა
აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების
50%-ს;
მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობა (ხელმძღვანელი ორგანოს შემადგენლობა, ფუნქციები,
კომპეტენცია, დანიშვნის/არჩევის წესი, სასამსახურო ხელშეკრულება.)

სამეწარმეო საზოგადოება თავის ქმედუნარიანობას და უფლებაუნარიანობის რეალიზებას
ახდენს უფლებამოსილი პირის, ხელმძღვანელი ორგანოს მეშვეობით. ამხანაგობის ტიპის
საზოგადოებაში ხელმძღვანელობას თავად პარტნიორები ახორცილებენ,ხოლო კაპიტალური
ტიპის საზოგადოებაში უფლებამოსილების დროს არსებობს ცალკე ორგანო, დირექტორი.
ზოგადად, ხელმძღვნელ ორგანოზეა დამოკიდებული რამდენად რენტაბელური იქნება
საწარმო,დირექტორები კორპორაციული მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ,
ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა რაიმე ქმედების უშუალო
განხორციელება,ტრანზაქციის კონტროლი და ასე შემდეგ.
ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას მესამე პირებთან
ურთიერთობაში.
ის შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე პირისგან,ამ შემთხვევაში ისინი ერთობლივად
განახორციელებენ ფუქციებს,ანუ ხელმძღვანელი ორგანო შეიძლება იყოს როგორც
ერთპიროვნული ისე კოლეგიური.

თუ ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება,მაშინ ისინი ირჩევენ თავმჯდომარეს.
ხელმძღვანელი ორგანოს წევრი შეიძლება იყოს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.
რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია
რეესტრში რეგისტრირებული, გამოქვეყნებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა
და სისრულის პრეზუმფციარაც ეს გულისხმობს იმას რომ მესამე პირთან ურთერთობაში მეწარმე
რესტრში რეგისტრირებული მონაცემებს დაეყრდნოს მხოლოდ მათი გამოყენების შემდეგ ,
როდესაც მეწარმე დაამტკიცებს, რომ მესამე პირისთვის შესაბამისი ფაქტი ან დოკუმენტი
ცნობილი იყო. მესამე პირთან იმ ურთიერთობების ფარგლებში რომლებიც მონაცემების
რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წარმოიშვა, დასაშვებია
რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მესამე პირი დაამტკიცებს, რომ მან შესაბამისი ფაქტისა და დოკუმენტის თაობაზე არ იცოდა და
არც შეიძლებოდა სცოდნოდა.მესამე პირს უფლება აქვს, დაეყრდნოს იმ მონაცემებს, რომელთა
რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პროცედურა არ დასრულებულა გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ეს მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ მათი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების
შემდეგ.ასევე დავამატებდი რომ, რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ
პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და მარეგისტრირებელი
ორგანოსგან მიიღოს ამონაწერი

საწარმო და მათი სახელწოდება
საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო
საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი,
არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.მეწარმის საფირმო
სახელწოდება არის სახელი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია რეესტრში და რომლითაც
მეწარმე საქმიანობას ახორციელებს. მეწარმის საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის სახელი ან/და
გვარი. ასევე შესაძლებელია საფირმო სახელწოდება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების
საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი ასევე
მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს მისი სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ
დამატება
ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში-ინდმეწარმე
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში-სპს
სააქციო საზოგადოების შემთხვევაში − „სს“;
კოოპერატივის შემთხვევაში-კოოპ

მეწარმის საფირმო სახელწოდება არ უნდა შეიცავდეს ისეთ სიმბოლოებს რომლებსაც არ აქვს
ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი.
მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა იყოს ქართულ ენაზე

მეწარმის ცნება
მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო.სამეწარმეო
საზოგადოება არის იურიდიული პირი. ხოლო საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების
მიზნით განხორციელებული საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს
ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო
საზოგადოებაა.ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან
ურთიერთობაში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც
ფიზიკური პირი. ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი
ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით

სამეწარმეო საქმიანობის ცნება და ნიშნები
სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო
საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური
საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება,
კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.სამეწარმეო საზოგადოება არის იურიდიული
პირი.სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელია სამეწარმეო საზოგადოების
სადამფუძნებლო შეთანხმება.სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება
წერილობით ფორმდება და მას ხელს აწერს სამეწარმეო საზოგადოების ყველა დამფუძნებელი
პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაზე ხელმოწერა სანოტარო
წესით მოწმდება. ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ იგი
დადგენილი წესით დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროშ ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო
შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების იურიდიულ მისამართს;

გ) ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს − სახელს, გვარს,
საცხოვრებელი ადგილის მისამართს და პირად ნომერს, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული
პირია − მის საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების წესდება უნდა შეიცავდეს სულ
მცირე შემდეგ მონაცემებს:
ა) სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგანს. საქმიანობის საგნად შეიძლება მიეთითოს
როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი;
გ) პარტნიორთა შორის შეთანხმებულ შეზღუდვას წილზე საკუთრების უფლებასთან
დაკავშირებით, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში;
დ) ინფორმაციას პარტნიორთა შეთანხმების არსებობის თაობაზე, თუ ასეთი შეთანხმება
არსებობს.

რეგისტრაციამდე პსუხისმგებლობა
პირველ რიგში მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა. მეწარმის რეგისტრაცია მოიცავს
როგორც სახელმწიფო რეგისტრაციას, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მეწარმის რეგისტრაციას
ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო რაც შეხება
სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციამდე მისი სახელით ნაკისრი ვალდებულებებისთვის
უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ სამეწარმეო
საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები და იმ მოქმედების განმახორციელებლები,
რომელმაც გამოიწვია ამ ვალდებულებების წარმოშობა, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის
შეთანხმებული.
სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციამდე მისი სახელით მოპოვებული უფლებები და
ნაკისრი ვალდებულებები სამეწარმეო საზოგადოების მიერ მოწონების შემთხვევაში იქცევა
სამეწარმეო საზოგადოების უფლებებად და ვალდებულებებად. ასეთ შემთხვევაში სამეწარმეო
საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები და იმ მოქმედების განმახორციელებლები,
რომელმაც გამოიწვია აღნიშნული უფლებების ან/და ვალდებულებების წარმოშობა,
თავისუფლდებიან ამ ვალდებულებებისგან, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული.

კაზუსები

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გვირილას“ 2022 წლის 20 იანვარს,
საერთო კრების გადაწყვეტილებით პარტნიორთა შემადგენლობიდან გაირიცხა კომპანიის
მეწილე - დავითი, იმავე გადაწყვეტილებით კომპანიამ მას დაუდგინა და გადაუხადა წილის
კომპენსაცია. 2022 წლის 1 თებერვალს შპს „გვირილამ“ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და
მოითხოვა პარტნიორთა შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა და დავითის პარტნიორთა
სიიდან ამოშლა. მეორე დღეს, 2022 წლის 2 თებერვალს პარტნიორთა საერთო კრებაზე
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტნიორთა შემადგენლობის ცვლილებათა საბოლოო
რეგისტრაციამდე დავითს შეჩერებოდა პარტნიორთა კრებაზე ხმის უფლება. ზემოაღნიშნულთან
დაკავშირდებით დავითმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „გვირილას“ 2022 წლის 20
იანვარისა და 2022 წლის 2 თებერვლის პარტნიორთა კრებების გადაწყვეტილებების ბათილად
ცნობა. იმსჯელეთ და მიიღეთ კანონონის შესაბამისი ნორმებით დასაბუთებული
გადაწყვეტილება წარმოდგენილ დავასთან დაკავშირებით.
თავიდან ჩემი აზრით მნშვნელოვანია აღინიშნოს ის რომ პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული
პასიხისმგებლობის საზოგადოებიდან უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი საფუძვლის
არსებობისას ეს კი განსაზღვრულია მეწარმეთა შესახებ კანონის 143 მუხლის 1 ნაწილით სადაც
განმარტებულია რომ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია
პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ.
ამასთანავე კაზუსის თანახმად არ გვაქვს პარტნიორის გარიცხვის კონკრეტული წინაპირობა
რასაც გათვალისწინებულია 143 მუხლის 2 ნაწილში, რის მიხედვითაც მნიშვნელოვანი
საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა
საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ
პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ
გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი
ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.
თვითონ დავითს რაც შეეხება მისი გარიცხვა ისე მოხდა რომ არ გვქონდა ის საფუძველი რასაც
კანონმდებლობა განმარტავს. შესაბამისად რომ ვიმსჯელოთ დავითის მიმართვა
სასამართლოსთვის იყო სრულიად სწორი.
არ მიმაჩნია კანონთან თანხვედრაში როდესაც საერთო კრებაზე მიღებული იქნა
გადაწყვეტილება, რომლითაც საბოლოო რეგისტრაციამდე დავითს უნდა შეჩერებოდა
პარტნიორთა კრებაზე ხმის მიცემის უფლება. რადგანაც ეს შეეძლო განეხორციელებინა
სასამართლოს. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ 143 მუხლის 5 ნაწილი,
რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს შეუჩეროს ხმის
უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. შესაბამისად მეექვსე ნაწილის მიხედვით კი
სასამართლოს მიერ პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან

გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
2. სააქციო საზოგადოება - „ნობათის“ დაფუძნებისას პრტნიორები: ფიზიკური პირი -
თემური, შპს „დიდველი“ და სს „სოფელი“ შეთანხმდნენ, რომ წინდათქმული შენატანს
განახორციეელებდნენ სს-ის დაფუძნებიდან 2 წლის ვადაში, რაც ასახეს თავიანთ წესდებაში, მათ
შორის შპს „დიდველის“ შენატანი შეადგენდა 150.000 ლარის ღირებულების არაფულად
შენატანს, ხოლო თემურის და სს „სოფელის“ შენატანი განისაზღვრა 100.000 ლარით,
თითოეულისთვის. თემურმა დათქმულ დროს ვერ განახორციელა შენატანის სრულად შეტანა,
რის გამოც კომპანიამ ვადის გადაცილებიდან 15 კალენდარულ დღეში, მის მიმართ დაიწყო
აქციის ჩამორთმევის პროცესი. თემურმა განაცხადა, რომ კომპანიამ დაარღვია კანონით
გათვალისწინებული პროცედურა, აქციის ჩამორთმევის დაწყების თაობაზე. იმსჯელეთ და
მიიღეთ კანონონის შესაბამისი ნორმებით დასაბუთებული გადაწყვეტილება.
თავიდან შენატანით ცნებით რომ დავიწოთ, მეწარმეთა შესახებ კანონის 21 მუხლის თანახმად
შენატანის ცნება შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული
ქონება, რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
ამის შემდგომ, როდესაც კაზუსის მიხედვით, პარტნიორები შეთანხმდნენ რომ შენატანს
განახორციელებდნენ 2 წლის ვადაში ეს მოქმედება სწორი იყო, რადგანაც სწორედ 24 მუხლის
მიხედვით არის განსაზღვრული შენატანის ვადა, ეს კი უნდა განხორციელდეს კანონითა და
წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.
ამასთანავე 152 მუხლის თანახმად შენატანის განხორციელების წესი და ვადა განისაზღვრება
კანონით ან/და წესდებით. წინდათქმულ შენატანზეც რომ შეთანხმდენენ 2 წლით ვადითო ესეს
სწორი იყო რადგანაც 152მუხლის მესამე ნაწილით სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ან
მისი კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო
საზოგადოების რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ
წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.
შემდგომ უკვე როდესაც მათ განსაზღვრეს ფულადი და არაფულადი შენატანის არსებობა ეს
ქმედებაც კანონიერად მიმაჩნია რადგანაც, 23 მუხლის მიხედვით შენატანის სახეები შენატანის
განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით ან სხვა
მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით. სამუშაოს შესრულება ან
მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
ამ სემთხვევაში როდესაც თემურმა ვერ განახორციელა შენატანის სრულად შეტანა და შემდგომ
უკვე კომპანიამ ჩამორთმევა დაიწყო არ კანონთან თავსებადი რადგანაც მას უნდა მისცემოდა
არანაკლებ 30 დღე ვადად, რაც უშუალოდ აღნიშნულია 152 მუხლის მეექვსე ნაწილში, სადაც
განმარტებულია რომ აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის
დარღვევისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის
ჩამორთმევის პროცესი. ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია გააფრთხილოს

აქციონერი აქციის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ და ფულადი შენატანის
განხორციელებისთვის მისცეს მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა.
2. შპს „ქართული ღვინოს“ პარტნიორთა საერთო კრებამ ხმათა 65%-ის თანხმობით მიიღო
გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე, კერძოდ მისივე ფილიალის („თელავის
ფილიალი“) გამოყოფისა და ამ უკანასკნელის სააქციო საზოგადოება -„მარანის“ სახელწოდებით
რეგისტრაციის თაობაზე. პარტნიორებმა შეადგინეს გაყოფის გეგმა და ასახეს ყველა
სავალდებულო მონაცემი, გარდა აქტივებისა და პასივების (ვალდებულებების) დეტალური
ჩამონათვალისა და აღწერისა. გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს კომპანიამ
გამოაქვეყნა გაყოფის გეგმა, ხოლო გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს ჩაატარა პარტნიორთა საერთო
კრება, სადაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ.
თავიდან უნდა აღვნიშნოთ ის რომ ამ კაზუსში სახეზე გვაქვს რეორგანიზააცის ერთ ერთი
ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია 59 მუხლის გ ქვეპუნქტში და მოიცავს სამეწარმეო
საზოგადოების გაყოფას. შემდეგ როდესაც რეორგანიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
პარტნიორთა საერთო კრების 65%-მა ეს არის მეწარმეთა შესახებ კანონის 66 მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული და ეს მოიცავს იმას რომ შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრება. და
ამასთან მესამე პუნქტიც უნდა აღინიშნოს, იქიდან გამომდინარე რომ სახეზეა დარღვევა,
რადგანაც ხმათა რაოდენობა უნდა აყოფილიყო 75 პროცენტი. რადგანაც კანონის თანახმად
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში
შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის
უმრავლესობით.
გაყოფის გეგმას რაც შეეხება აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული 67მუხლის „ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება, სადაც წერია რომ გაყოფის შემთხვევაში შემძენი
სამეწარმეო საზოგადოებისთვის/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის
გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და განაწილებას.
შესაბამისად ეს აუცილებლად უნდა ყოფულიყო მითითებული.
როდესაც კომპანიამ გეგმა გამოაქვეყნა მეორე დღესვე მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა რადგანც
მისი დრო შეადგენდა 30 დღეს შესაბამისად სწორი იყო, ამას კი 69 მუხლის მიხედვით ვამბობთ,
სადაც განმარტებულია რომ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების
ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს შერწყმის/გაყოფის
გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე იმ საერთო კრებამდე
30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის გეგმა.
შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ამასთანავე 71 მუხლის მიხედვით შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს საერთო კრება ამ კანონის
61-ე მუხლით დადგენილი წესით. საერთო კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცების
შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრებამ, თავისი
გადაწყვეტილებით გამოიწვია კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი - თორნიკე, ბორდის
სხდომებზე პერმანენტულად დაუსწრებლობის მიზეზით. თორნიკემ სარჩელით მიმართა
სასამართლოს და მოითხოვა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, ამასთან
მიუთითა რომ ის არ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ხელმძღვანელ
პირს (დირექტორს), რომლის მიმართაც არ ვრცელდება შრომის კოდექსი, რადგან დირექტორად

ის დაინიშნა ხელმძღვანელი ორგანოს (დირექტორატის) თავმჯდომარის ბრძანებით,
შესააბამისად მასთან არ დადებულა სასამსახურო ხელშეკრულება და დირექტორად არ არის
რეგისტრირებული შესაბამის რეესტრში. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან თორნიკე
დირექტორის სტატუსით რეგისტრირებული არ ყოფილა სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად,
მას არ გააჩნდა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება და მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი ურთიერთობის
მომწესრიგებელი ნორმები. ითვლება თუ არა თორნიკე შპს-ს ხელმძღვანელი ორგანოს წვვრად
(დირექტორად)? სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება. პასუხი დაასაბუთეთ.
როდესაც საერთო კრებამ გამოიწვია დირექტორი და დაუსახელა ამისთვის მიზეზიც, ეს
სრულიად შედიოდა მის უფლებამოსილებებებში რადგანაც 44 მუხლის მიხედვიით,
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ განეკუთვნება
სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას.
იმ სარჩელში მითითებას, როდესაც თორნიკემ თქვა რომ მასზე არ ვრცელდებოდა შრომის
კოდექსი იყო სწორი რადგანაც 45 პირველი ნაწლით ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო
საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს
წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის სამართლის
დებულებები.
ასევე 45 მეორეთი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან სასამსახურო ხელშეკრულებას დებს
საერთო კრების ის თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრულია წესდებით ან არჩეულ იქნა იმ
კრების მიერ, რომელმაც მიიღო პირის ხელმძღვანელ პირად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება.
(ეს მუხლი არის დამატებით მარტო 44 ითაც შეიძლება)

1. იაშვილმა, კოკოზაიშვილმა, სპს „კილაძე და კომპანიამ“ და შპს „როლანდმა“ 2020 წლის 1
თებერვალს დააფუძნეს შპს „ბერმუხა“. წესდებით განისაზღვრა თითოეული პარტნიორის
შენატანის მოცულობა და შესაბამისად წილები (თითოეულის შენატანი განისაზღვრა 30.000
ლარით, როგორც ფულადი, ისე არაფულადი შენატანის სახით). ყველა პარტნიორმა
განახორციელა საწარმოს განთავსებულ კაპიტალში შენატანის სრულად შეტანა რეგისტრაციის
მომენტში (2020 წლის 1 თებერვალს), გარდა სპს „კილაძე და კომპანიისა“, რომელსაც
პარტნიორთა შეთანხმებით (2020 წლის 2 თებერვლის პარტნიორთა საერთო კრების #1
გადაწყვეტილებით) შენატანის სრულად შეტანის ვადა გაუგრძელდა 2022 წლის კოკოჩაშვილმა 1
თებერვლამდე. 2020 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით
შპს „ბერმუხას“ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 25. 000 ლარის ოდენობით შპს „გნოლის“
სასარგებლოდ. შპს „ბერმუხამ“, კრედიტორის (შპს „გნოლის“) დაკმაყოფილების მიზნით
მოსთხოვა პარტნიორს - სპს „კილაძე და კომპანიას“ დაუყოვნებლივ შეევსო შენატანი სრულად
კომპანიის განთავსებულ კაპიტალში. სპს „კილაძე და კომპანიამ“ მიუთითა პარტნიორთა 2020
წლის 2 თებერვლის #1 გადაწყვეტილებაზე, რის საფუძველზეც უარი განაცხადა შენატანის

ვადაზე ადრე განხორციელებაზე. ამავე დროს პარტნიორმა იაშვილმა,რომელმაც განახორციელა
არაფულადი შენატანი, რომლის ღირებულებაც აღემატებოდა შეთანხმებულ შენატანს,
მოითხოვა შპს "ბერმუხასგან" სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება 2020 წლის 1 ოქტომბრამდე,
რაზეც დანარჩენმა პარტნიორებმა განაცხადეს უარი. იმსჯელეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება
შემდეგ საკითხებზე: ჰქონდათ თუ არა პარტნიორებს (პარტნიორთა საერთო კრებას) უფლება
უარი ეთქვა იაშვილისთვის ზემოხსენებულ მოთხოვნაზე? ჰქონდათ თუ არა პარტნიორებს
შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს „კილაძე და კომპანიასთვის“ შენატანის
განხხორციელება? კანონიერია თუ არა სპს „კილაძე და კომპანიის“ უარი? პასუხი დაასაბუთეთ
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის გამოყენებით.
1. თავიდან სწორი იქნება თუ ზოგადად შენატანის ცნებას განვმარტავთ, რადგანაც შენატანი
არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის ეკონომიკური
ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
რაც შეეხება კაზუსის პირველ ნაწილს: პარტნიორების უარი იაშვილის მოთხოვნაზე იყო
საქართველოს მეწარმეთა კოდექსის 24 -ე მუხლთან შეუსაბამო , რადგანაც მეწარმეთა შესახებ
კანონის 24-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში როდესაც არაფულადი შენატანის ოდენობა
მეტია შეთანხმებული შემატანის ოდენობაზე, პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს
სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება, ხოლო საზოგადოება უფლებამოსილია ამ
ვალდებულების შესრულება გადაავადოს არაუმეტეს 1 წლით, თუკი მხარეები სხვაგვარად არ
შეთანხმდებიან, აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმაზე რომ პარტნიორებს არ ჰქონდათ
უფლება უარი ეთქვათ იაშვილის მოთხოვმაზე.
2.პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ სპს „კილაძე და
კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება რადგანაც საქართველოს კანონის მეწარმეთა
შესახებ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით შენატანი უნდა შესრულდეს კანონით და
წესდებით განსაზღვრულ წესსა და ვადებში. შესაბამისად პარტნიორთა მოთხოვნა იმაზე რომ
შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს ,,კილაძე და კომპანიისთვის " შენატანის
განხორციელება არ არის კანონიერი და მართებული, ვინაიდან პარტნიორთა შეთანხმებით და
წესდებით მას შენატანის ვადა განუსაზღვრეს და გაიგრძელეს 2022 წლის 1 თებერვლამდე .
3.ასევე არაკანონიერია ის ფაქტიც, რომ შპს ბერმუხამ მის პარტნიორ სპს კილაძე და კომპანიას
იმის გამო მოსთხოვა ვადაზე ადრე შენატანის განხორციელება რომ კრედიტორი
დაეკმაყოფილებინა. ვინაიდან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის მიხედვით პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის არ აგებს
პასუხს კრედიტორის წინაშე . შესაბამისად ამ შემთხვევაში უშუალოდ შპს ბერმუხას უნდა ეგო
პასუხი მთელი თავისი ქონებით კრედიტორის წინაშე.
4.კანონიერია უარი, ვინაიდან მას წესდებით ჰქონდა განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც უნდა
განეხორციელებინა შენატანი. მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შენატანის ვადაზე ადრე
განხორციელებაზე.

2. 2015 წელს პარტნიორებმა - კაკაბაძემ, ხმალაძემ და შპს „გვირილამ“ დააფუძნეს სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხმალაძე და კომპანია“. თითოეულმა პარტნიორმა
საზოგადოების კაპიტალში შეიტანა 1000 ლარი. შპს „გვირილას“ დამფუძნებელი პარტნიორია
აბაშიძე 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ამასთან „გვირილას“ განთავსებული კაპიტალის
ოდენობა 40000 ლარია. 2018 წელს შპს „გვირილა“ გავიდა სპს-ის პარტნიორთა
შემადგენლობიდან. 2020 წელს ერთ-ერთი გარიგების არაჯეროვნად შესრულების საფუძველზე
სპს „ხმალაძე და კომპანიას“ მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სს „თბილბანკს“ 20000
ლარის მოცულობით. „თბილბანკმა“ ფულადი ვალდებულების სრული მოცულობით
შესრულება მოსთხოვა შპს „გვირილას“, რადგან მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი პარტნიორთა
შორის ყველაზე მეტად გადახდისუნარიანი იყო. შპს „გვირილამ“ განაცხადა უარი 20000 ლარის
გადახდაზე, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: 1. პირველ რიგში „თბილბანკმა“ ვალდებულების
შესრულება უნდა მოსთხოვოს თავად იურიდიულ პირს - სპს „ხმალაძე და კომპანიას“ და არა
პარტნიორს, რადგან გარიგების მხარე იყო სპს „ხმალაძე და კომპანია“; 2. „გვირილა“ არ არის
ვალდებული გაიზიაროს გადახდის ვალდებულება, იმის გამო, რომ 2018 წლიდან ის აღარ არის
სპს „ხმალაძე და კომპანიას“ დამფუძნებელი პარტნიორი. იმსჯელეთ და „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კაანონის გამოყენებით დაასაბუთეთ პასუხი.
თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ ის რომ სახეზე არის სამი პარტნიორი, მათ შორის არიან: კაკაბაძე,
ხმალაძე, შპს გვირილა. ეს სამივე წარმოადგენენ სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოებას სახელად "შპს ხმალაძე და კომპანია".
დამატებით უნდა ითქვას, ის რომ თითოეულ მათგანს საზოგადოების კაპიტალში შეტანილი
აქვთ გარკვეული თანხა, რომელიც არის 1000ლარი. ჯამში კი წარმოადგენს 3000ლარს.
როგორც მეწარმეთა შესახებ კანონის 94 მუხლში წერია სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი
საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების
ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად,
როგორც სოლიდარული მოვალეები. ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ სოლიდარული ტიპის
საზოგადოება წარმოადგენს ამხანაგობის ტიპის საზოგადოებას.
ამის შესაბამისად პარტნიორები ვალდებულები თანხა კომპანიის ბიუჯეტიდანაც გადაიხადონ
და ასევე თავიანთი სახსრებიდანაც.
რაც შეეხება "თბილბანკის" მოთხოვნას მიმაჩნია რომ არასწორია, რადგანაც მას ჯერ უნდა
მიემართა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის ამას კი ვადასტურებთ 110
მუხლით, რომლის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ის რომ ვინაიდან გვირილა გავიდა 2018 წელს
ეს არ არის საკმარისი რომ მან უარი თქვას პასუხისმგებლობაზე, რადგანაც 110 მუხლში
აღნიშნულია, რომ გასული უნდა იყოს 3 წელი გვირილას რომ ყველანაირი ვალდებულება
მოეხსნას.

ამასთანავე ისიც მნიშვნელოვანია, რომ კანონიერად არ მიმაჩნია "თბილბანკის" მოთხოვნა
გვირილას მიმართ, რადგანაც ის წარმოადგენდა მისი აზრით სხვა პარტნიორებთან შედარებით
გადახდისუნარიან პარტნიორს.
ვფიქრობ, რომ უპირველესად, თბილბანკს პირდაპირ უნდა მიემართა "შპს ხმალაძე და
კომპანიისათვის" და ამ შემთხვევაში კი სპს გადაიხდიდა იმ 3000ლარს რაც ბიუჯეტში ჰქონდა,
ხოლო რაც დარჩებოდა 17 000ლარი, გადანაწილდებოდა სამ პარტნიორზე.

რომი
X II ტაბულის მე-4-მე-5 ტაბულები სამართლის რომელი საკითხებს ეხება?
მეთორმეტე ტაბულის მეოთხე და მეხუთე ტაბულები ეხება, საოჯახო და სამემკვიდრეო
სამართლის საკითხებს , მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობებს , მეუღლეთა პირად და
ქონებრივ ურთიერთობებს , მემკვიდრეობის გადაცემის წესებს და სხვა.
ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ რომის სამართლის წყაროები ფორმალური გაგებით.
სამართლის წყარო ფორმალური გაგებით გულისხმობს თუ რა გზით , რა საშუალებებით , ან რა
ფორმებით დგინდება სამართალის ნორმები. ცნობილია შემდეგი სახის ფორმალური გაგებით
რომის სამართლის წყაროები , ესენია ადათები და ადათობრივი სამართალი , რაც წარმოადგენს
ქცევის წესების ერთობლიობას, რომელსაც ხალხი თავადვე ადგენდა და აღასრულებდა , ეს იყო
დაუწრელი სამართალი , შემდეგი იყო კანონები , რომელსაც ეწოდებოდა ,,ლეგეს“, იგი იყო
დაწერილი სამართალი და ვინაიდან რადგანაც ადათათები მოგვიანები აღარ აკმაყოფილებდა
გაბატონებულ კლას , აუცილებელი გახდა დაწერილი სამართლის არსებობა და სწორედ ამან
განაპირობა კანონების შექმნა , შემდეგი ესაა მაგისტრატების ედიქტები , მაგისტრატები ესენი
იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები , რომლებმაც გამოსცეს ედიქტები და და
მართლმსაჯულებას ანხორციელებდნენ , და მათმა სამართალშემოქმედებამ უდიდესი გავლენა
იქონია , რომის სამართლის შემდგომ განვითარებაზე. შემდეგი კი არის იურისტების მოღვაწეობა,
კერძოდ იურისტების ლიტერატურული, პრაქტიკული და მეცნიერული, მემკბვიდრეობა. რაც
გულისხმობს იმას რომ რომაელი იურისტებსაც დიდი წვლილიმიუძღვით რომაული სამართლის
განვითარებაში, კერძოდ იმით რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობდნენ და
საზოგადოებას ეხმარებოდნენ.
იმსჯელეთ რომის სამართალში საკუთრების უფლების შეძენისა და შეწყვეტის გზებზე,
საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმებზე.
რომის სამართლიში საკუთრების უფლების შეძენის დროს, სახეზე გვაქვს სხვადასხვა ხერხები ,
კერძოდ რომაელი იურისტები იცნობდნენ, თავდაპირველ გზას საკუთრების უფლების შეძენისა ,
რაც გულისხმობდა იმას რომ ანუ თავდაპირველი ადრინდელი მესაკუთრე არ არსებობდა ,
რომაული სამართლით ასეთი მესაკუთრე მესაკუთრედ არ ითვლებოდა. და მეორე გზა ეს იყო
ნაწარმოები გზა საკუთრების უფლების შეძენის , რაც გულისხმობდა საკუთრების შეძენას ადრე
არსებული მესაკუთრისაგან , მაგ: ნივთების ან ქონების შეძენა გარიგებით. რაც შეეხება
საკუთრების უფლების შეწყვეტას , იგი წყდებოდა თუ ნივთი განადგურდებოდა ფიზიკურად ,

თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა საკუთრებაზე , ასევე თუ მესაკუთრეს ჩამოერთმეოდა
საკუთრების უფლება მისი სურვილის საწინააღმდეგოთ ასევე თუ ნივთი ამოღებული იიქნებოდა
ბრუნვიდან და კონფისკაციის შედეგად. რაც შეეხება საკუთრების უფლების დაცვას არსებობდა
სამი გზა , 1. ვინდიკაცია, ნეგატორული სარჩელის წარდგენა, და მესაკუთრის მიმართ რაიმე
მოქმედების აკრძალვა.
ტაბულის კანონები
1. 1, 2 და 3 ტაბულებში მოცემულია სამოქალაქო პროცესის საკითხები.
2. 4, და 5 ტაბულებში ეძღვნება საოჯახო და სამემკვიდრეო სამართლის საკითხებს,
მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას, მეუღლთა პირად და ქონებრივ
ურთიერთობებს, მემკვიდრეობის გადაცემის წესებსა და სხვა.
3. 6 და 7 ტაბულებში მოცემულია სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხები.
4. 8 და 9 ტაბულებში მოცემულია სისხლის სამართლის საკითხები, ჩამოთვლილია
სასჯელთა ცალკეული სახეები.
5. 10 ტაბულა ეხება საეკლესიო სამართლის საკითხებს.
6. 11 და 12 ტაბულები შეიცავს დამატებით მუხლებს წინა ათი ტაბულის ხარვეზეების
შესავსებად.
კორპუს იურის ცივილის კრებული
1. ინსტიტუციები - გამოიყენებოდა იურიდიულ სასწავლებლებში და ჰქონდა კანონის
ძალა. შედგება 4 წიგნისგან: 1. სამართლის სუბიექტები, მათი უფლებაუნარიანობის და
ქმედუნარიანობის მომწესრიგებელი ნორმები. 2. სანივთო სამართალი. 3.
ვალდებულებითი სამართალი. 4. საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი.
2. დიგესტები - იურისტთა ნაშრომებიდან ამოკრებილი ფრაგმენტებია. შეტანილია 40
იურისტის ნაშრომებიდან ამოკრებილო გამონათქვამები, მოსაზრებები, რომელმაც 50
წიგნი შეადგინა.
3. იუსტინიანეს კოდექსი - იმპერატორის მირ გამოცემული აქტების ერთობლიობაა.
შედგებოდა 12 წიგნისგან. პირველ წიგნში მოცემულია საეკლესიო სამართლის
საკითხები, მოხელეთა უფლება-მოვალეობები. მე-2-8 წიგნი ეძღვნება სამოქალაქო
სამართალს. მ-9 წიგნი - სისხლის სამართლის საკითხებს. მე-10 წიგნი- სახელმწიფო
მმართველობის საკითხებს.
რომის სახელმწიფო ისტორია
1. რექსების, ანუ მეფეთა ხანა - რექსების ხანაში რომში საზოგადოებას მართავდა შემდეგი
ორგანოები: 1. მთელი რომაელი ხალხი დაყოფილი იყო 300 გვარად, ანუ 30 კურიად, ანუ
3 ტრიბად. 2. კურიის კრება - წარმოადგენდა სახალხო კრების უძველეს თავდაპირველ
სახეს. 3. სენატი - წარმოადგენდა უხუცესთა საბჭოს და აღმოცენდა გვარების უხუცესთა,
ანუ გვარების ბელადთა საბჭოდან. 4. რექსი - იგივე ტომის ბელადი, რომელიც თავისი
უფლებამოსილებით ბერძნულ „ბასილევსს“ უწოდებდნენ.
რექსების ხანაში არსებობდა მოსახლეობის 3 ძირითადი ფენა: 1. პატრიციები, ანუ
სრულუფლებიანი რომაელი მოქალაქეები; 2. კვირიტები, ანუ საშუალო ფენა, რომლებიც

პატრიციების ქვეშევრდომები იყვნენ; 3. პლებეები, ანუ პირადად თავისუფალი ხალხი,
ასევე მათ უერთდებოდა დაპყრობილ ტერიტორიებზე დასახლებული ხალხი.
2. რესპუბლიკის პერიოდი
3. იმპერიის პრიოდი
სერვიუს ტულიუსის რეფორმები
სერვიუს ტულიუსი რომის მეექვსე რექსია, მისი რფორმბი მიზნად ისახავდა პატრიციებსა და
პლებეებს შორის წინააღმდეგობის შრბილებას. გაატარა შემდეგი ღონისძიებები:
1. მთელი რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით 6 ჯგუფად დაყო:
პირველ ჯგუფში შედიოდნენ ის მოქალაქეები, რომელთა ქონებაც შეადგენდა 100000 ასსი
და მას უნდა გამოეყვანა 80 ცენტურია, ანუ ასეული.
მეორე ჯგუფში - 75 ათასი ასსი, უნდა გამოეყვანა 22 ცენტურია.
მესამე ჯგუფში - 50 ათასი ასსი, უნდა გამოეყვანა 20 ცენტურია
მეოთხე ჯგუფში - 25 ათასი ასსი უნდა გამოეყვანა 22 ცენტურია
მეხუთე ჯგუფში - 11 ათასი ასსი უნდა გამოეყვანა 30 ცენტურია.
მეექვსე ჯგუფში ირიცხებოდნენ ცხენოსნები, რომლებსაც უნდა გამოეყვანათ 18
ცენტურია.
2. ცენტურია - იყო პოლიტიკური ერთეული, შემოღებულ იქნა ცენტურიის სახალხო კრება.
წარმოადგენდა სახალხო კრების ძირითად სახეს.
3. ტერიტორიული დაყოფა - რომის მთელი ტერიტორია დაიყო ტრიბებად, დაარსდა 4
საქალაქო და 17 სასოფლო ტრიბა.
რომის წყობილება რესპუბლიკის პერიოდში
იყოფა 2 პერიოდად: 1. ადრინდელი რსპუვლიკის პერიოდი; 2. გვიანდელი რესპუბლიკის
პერიოდი. რესპუბლიკის პერიოდში რომში მოქმედებდა შემდეგი ორგანოები:
1. სახალხო კრებები
2. სენატი
3. მაგისტრატურა
არსებობდა 3 სახის კრება: 1. კურიის სახალხო კრება; 2. ცენტურიის სახალხო კრება; 3. ტრიბას
სახალხო კრბა.
სამემკვიდრეო სამართალი
მემკვიდრეობა ნიშნავს გარდაცვლილი პირის ქონების გადაცემას სხვა პირზე (პირებზე).
მემკვიდრეობას დიდი ხნის ისტორია აქვს. მემკვიდრეობის გადაცემას ადგილი ქონდა ჯერ კიდევ
გვაროვნული წყობილების დროს მაგრამ მემკვიდრეობის მიცემისა თუ მიღების უფლება გააჩნდა
მხოლოდ კლასობრივ საზოგადოებასა და სახელმწიფოში.
მემკვიდრეობის უფლება 2 სახისაა:
1) კანონით მემკვიდრეობა
2) ანდერძით მემკვიდრეობა

თუ ანდერძი სახეზეა მაშინ ქონება გადაეცემა ანდერძის შინაარსის მიხედვით მემკვიდრეს.
კანონით მემკვიდრეობია დგება როცა ანდერძი არ არსებობს, ყალბადაა მიჩნეული ან მემკვიდრე
უარს ამბობს ანდერძის მიღებაზე. რომის სამართალი კრძალავდა ერთსა და იმავე ქონებაზე
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობას. მემკვიდრეობის გახსნა იწყებოდა მხოლოდ ქონების
დამტოვებლის სიკვდილის შემდეგ. მის სიცოცხლეში მემკვიდრეობის გახსნა შეუძლებელი იყო.
რომში იყო უნივერსალური და სინგულარული მემკვიდრეობა.
უნივერსალური მემკვიდრეობა - როდესაც მემკვიდრეზე გადადიოდა სამკვიდროს
დამტოვებლის უფლებებიც და დაკისრებული მოვალეობაც
სინგულარული მემკვიდრეობა - მემკვიდრეზე გადადის ცალკეული უფლებები. ასეთი იყო
ლეგატები.
ლეგატა ეწოდებოდა მოანდერძის მიერ გაცემულ განკარგულებას, მისი სიკვდილის შემდეგ
გადაეცათ მისი ქონება ან ქონების ნაწილი ამ თუ იმ პირისათვის (არამემკვიდრესათვის) ან
შეესრულებინა მემკვიდრეს რაიმე მოქმედება ლეგატორის სასარგებლოდ.
სამკვიდროს დამტოვებელი ლეგატების ძალით ფაქტობრივად ზღუდავდა კანონიერ
მემკვიდრეებს ამიტომაც 2 საუკუნიდან ლეგატები შეიზღუდა. დაწესდა რომ ლეგატოს არ
შეეძლო მიეღო კანონიერ მემკვიდრეზე მეტი.
ლეგატთან ახლოს იდგა ფიდეიკომისები. ეს იყო სამემკვიდრო ქონების დამტოვებლის თხოვნა,
მემკვიდრეობის მიმღებს შეესრულებინა რაიმე მოქმედება, გადაეცა ქონების ნაწილი ამა თუ იმ
პირისათვის. 6 საუკუნეში ფიდეიკომისები ლეგატებს შეუერთდა.
ანდერძით მემკვიდრეობა
ანდერძით მემკვიდრეობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ანდერძში
მემკვიდრის დასახელება თუ ვის ეძლეოდა მემკვიდრეობა ან ვის ნიშნავდა თავის მემკვიდრედ
ქონების დამტოვებელი. მაგრამ მარტო მემკვიდრის დასახელება არ იყო საკმარისი ანდერძის
ნამდვილობისათვის შეიძლებოდა ანდერძში ყოფილიყო ლეგატები ან მცირეწლოვანი
შვილებისათვის მზრუნველის დანიშვნა.
ანდერძის ნამდვილობისათვის აუცილებელიიყო ანდერძის დამტოვებლის ნორმალურ
მდგომარეობაში ყოფნა. სულით ავადმყოფების, გამფლანგველების, ზოგიერთი
დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების ანდერძი არ ითვლებოდა ნამდვილად.
ანდერძი იყო როგორც სიტყვიერი ისე წერილობითი ფორმა და ის 7 მოწმეს უნდა დაემოწმებინა.
ზოგჯერ ანდერძი ფორმდებოდა საჯაროდ სახელმწიფო ორგანოში ან სასამართლოს ოქმში
შეტანით. ზოგჯერ წერილობითი ანდერძი გადაეცემოდა და ინახებოდა იმპერატორის

კანცელარიაში. განსაკუთრებული წესები იყო ჯარისკაცთა ანდერძისათვის მათ ანდერძის
დატოვება ყველანაირი ფორმით შეეძლოთ.
მემკვიდრედ ისეტი პირი შეიძლებოდა დანიშნულიყო რომელიც უკვე დაიბადა ან ჩაისაცა
სამკვიდროს დამტოვებლის სიცოცხლეში.
მემკვიდრედ არ შეიძლებოდა დანიშნულიყო სახელმწიფო დამნაშავე ან მისი შვილები.
სახელმწიფო განვითარების გარკვეულ ეტაპზე მემკვიდრეობა ეკრძალებოდათ გაუთხოვარ ან
უცოლო პირებს.
ასევე იყო მემკვიდრეობაში სავალდებულო წილი. ეს ხდებოდა როდესაც მოანდერძე თავის
ქონებას სურვილის მიხედვით უტოვებდა არა კანონიერ მემკვიდრეებს არამედ გარეშე პირებს.
ასეთი ქმედება მორალურ მოვალეობათა დარღვევად მიიჩნეოდა. სასამართლო ასეთ ანდერძს
უკანონოდ თვლიდა და აუქმებდა მას.
უახლოეს ნათესავებად ითვლებოდნენ აგნატები (სისხლით ნათესავები). პრეტორმა გააფართოვა
უახლოეს ნათესავთა წრე. მან სავალდებულო წილის მიღების უფლება ემანსიპირებულ
შვილებსაც მიანიჭა. კლასიკურ ეპოქაში კიდევ უფრო გაფართოვდა უახლოეს ნათესავთა წრე
მასში უკვე შედიოდა მოანდერძის აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავები.
იუსტინიანეს კოდექსი ითვალისწინებდა სავალდებულო წილის გაუქმებასაც თუ კანონიერი
მემკვიდრე საფრთხეს უქმნიდა ანდერძის დამტოვებლის სიცოცხლეს, თუ მოანდერძის
ქალიშვილი 25 წლამდე ასაკში გათხოვდებოდა მამის ნებართვის გარეშე და სხვა.
რომის სამართალი ითვალისწინებდა ისეთ ვითარებასაც როდესაც ანდერზის დამტოვებელმა
მართალია დაუტოვა ანდერძი კანონიერ მემკვიდრეს მაგრამ მცირე მოცულობით, არასრულად.
ასეთ შემთხვევაში კანონიერ მემკვიდრეს შეეძლო სარჩელი შეეტანა სასამართლოში
სავალდებულო წილის მისაღებად.

კანონით მემკვიდრეობა

კანონით მემკვიდრეობის საკითხი დგებოდა როდესაც გარდაიცლებოდა სამკვიდროს
დამტოვებელი და აღმოჩნდებოდა რომ მას ანდერძით ქონება არავისთვის დაუტოვებია ანუ არ
გვქონდა ანდერძი. ასევე შეიძლებოდა რომ ანდერძი ყალბი ყოფილიყო და გაუქმებულიყო ან
მემკვიდრეს უარი ეთქვა მემკვიდრეობაზე. კანონით მემკვიდრეთა წრე ანუ კანონით
მემკვიდრეთა სუბიექტები და მათი რიგითობა რომის სამართალში სხვადასხვა დროს
სხვადასხვანაირი იყო.
12 ტაბულის კანონების მიხედვით კანონით მემკვიდრეთა წრეში შედიოდნენ მამის
ხელისუფლებაში მყოფი შვილები და შვილიშვილები. თუ ასეთები არ იყვნენ მაშინ
სამემკვიდრეოდ გამოიწვეოდნენ მოანდერძის ახლო ნათესავები, თუ ასეთებიც არ იყვნენ ან უარს

ამბობდნენ მემკვიდრეობაზე მაშინ სამემკვიდრეოდ მისი გვარის წევრებს იწვევდნენ.
პატრიარქალური ოჯახის დაშლის შემდეგ რომში საოჯახო საკუთრებამ ადგილი
ინდივიდუალურ კერძო საკუთრებას დაუთმო. ასევე ცვლილებები მოხდა მემკვიდრეობაშიც.
პრეტორმა გაითვალისწინა ახალი ვითარება და ქონების სამემკვიდრეოდ გამოიყენა სხვა პირებიც
თუმცა ასეთ მემკვიდრეებს ქონება საკუთრებაში არ ეძლეოდათ ის უბრალოდ მათ
მფლობელობაში იყო. ასეთი მფლობელობა საკუთრებას უდრიდა.
პრეტორმა კანონით მემკვიდრეთა კატეგორიები დაადგინა:
1) შვილები - არ ქონდა მნიშვნელობა ისინი მამის ძალაუფლებაში იყვნენ თუ არა. დატოვებული
სამკვიდრო შვილებს შორის თანაბრად იყოფოდა, თუ რომელიმე შვილი გარდაიცვლებოდა მის
ადგილს შვილიშვილი იკავებდა.
2) გარდაცვლილის სისხლით ნათესავები, ასევე გვარის წევრები, რომლებიც ძველი კანონების
მიხედვით კანონიერ მემკვიდრეებად ითვლებოდნენ ისინი მემკვიდრეობას ღებულობდნენ თუ
არ იყვნენ პირველი რიგის მემკვიდრეები.
3) გარდაცვლილის სხვა ნათესავები როგორც პირდაპირი ისე გვერდითი ხაზის მე-6 თაობის
ჩათვლით. ისინი მემკვიდრეობას იღებდნენ თუ მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობდნენ.
4) ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს სამკვიდრო ეძლეოდა თუ სახეზე არ იყვნენ წინა სამი რიგის
მემკვიდრენი.
თუ ერთი რიგის მემკვიდრე არ იღებდა მემკვიდრეობას ქონება უპატრონოდ არ ითვლებოდა და
მასზე პრეტენზიას აცხადებდა მომდევნო რიგეის მემკვიდრე.
2 საუკუნეში ახალი წესი მიიღეს რის თანახმადაც შვილების შემდეგ მემკვიდრეობაში
უპირატესობა დედას მიენიჭა.
იმპერიის პერიოდში განისაზღვრა ბეითალმანი (უპატრონო) ქონების ბედი რომელიც
სახელმწიფოს ხელში გადადიოდა.
6 საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს ნოველებით განისაზღვრა კანონით მემკვიდრეთა ახალი
თანმიმდევრობა:
1) ქონების დამტოვებლის მშობლები, ბებიები და ბაბუები. (ანუ დაღმავალი ხაზის სისხლის
ნათესავები)
2) სამკვიდროს დამტოვებელი შვილები და შვილიშვილები (ანუ აღმავალი ხაზის სისხლით
ნათესავები)
3) კოგნატები (ნებისმიერი რანგის ნათესავები) თუმცა ახლო ნათესავები უპირატესობით

სარგებლობდნენ მემკვიდრეობის მიღებისას.
4) ცოცხლად დარჩენილი მეუღლე ( მას უფლება ქონდა მიეღო დარჩენილი ქონების ერთი
მეოთხედი თუ ის ღარიბი იყო)
უპატრონო ქონება - როგორც ანდერძით ისე კანონიტ გათვალისწინებული ქონება რომელიც არ
მიიღო მემკვიდრემ (უარი თქვა).
ასეთი ქონება არავის ეკუთვნოდა და უპატრონოდ ითვლებოდა. მას შეიძლებოდა
დაპატრონებულიყო ნებისმიერი მსურველი.
დომინატის პერიოდიდან ასეთ ქონებას ეპატრონებოდა საქალაქო კურია, ეკლესია და სხვა.
საკუთრების უფლების შეძენა რომაელი იურისტები საკუთრების უფლების შეძენის
სხვადასხვა სახეს იცნობდნენ. 1)თავდაპირველ გზას საკუთრების უფლების შეძენისა.
(თავდაპირველი მესაკუთრე არ არსებობს ან რომალური სამართლით ასეთი მესაკუთრე
მესაკუთრედ არ ითვლება) საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველი ხერხებიდან
უნდა აღინიშნოს ოკკუპაციო ანუ არავის კუთვნილი უპატრონო ქონების ხელში ჩაგდება.
ასეთი ქონება იმის კუთვნილება ხდებოდა ვინც მას პირველად დაეპატრონებოდა. ასეთივე
გზით შეიძლებოდა ხელში ჩაგდება და მესაკუთრედ გახდომა გარეულ ცხოველებზე,
თევზებზე, მიტოვებულ ნივთებზე. ასევე უნდა ითქვას განძის შესახებ. თუ განძს ადამიანი
თავის მიწაზე იპოვნიდა ის მას ეკუთვნოდა. თუ სხვის მიწაში შემთხვევით აღმოაჩენდა ისე
რომ იგი არც უძებნია მისი ნახევარი მას ეკუთვნის ხოლო მეორე ნახევარი მიწის
მეპატრონეს. თუ ცეზარის მიწაში იპოვიდა ნახევარი მპოვნელს ნახევარი ცეზარს. თუ
საჯარო ან ფისკის (სახაზინოს) მიწაში იპოვნიდა ნახევარი მპოვნელს ნახევარი ფისკს ან
სახელმწიფოს. 2) საკუთრების უფლების შეძენის ნაწარმოები(წარმოებული) გზა რომაელი
იურისტების აზრით ისეთი გზა იყო როდესაც საკუთრება შეიძინებოდა ადრე არსებული
მესაკუთრისგან მაგალიტად ნივთების ან ქონების შეძენა გარიგებით. საკუთრების უფლების
შეძენა მემკვიდრეობით. მემკვიდრეობით გამხდარი მესაკუთრე იმ უფლებებისა და
მოვალეობების მატარებელი ხდებოდა რასაც სამკვიდროს დამტოვებელი ავალდებულებდა
მომავალ მემკვიდრეს, მესაკუთრეს. ხანდაზმულობა - ეს ნიშნავდა იმას რომ პირი
დაეუფლებოდა რა ქონებას და გარკვეული დროის განმავლბოაში ფლობდა მას თუ ამ
დროის მანძილზე შემდავებელი არ გამოჩნდებოდა ეს პირი ამ ნივთის მესაკუთრე
ხდებოდა. იუსტინიანემ ხანდაზმულიობის ვადა უძრავ ქონებაზე განსაზღვრა 10 დან 20
წლამდე სხვა ნივთებზე 3 წელი. მოთხოვნები ხანდაზმულობისთვის: 1) ნივთის (ქონების)
მუდმივი ფლობა 2) ნივთის კეთილსინდისიერი ფლობა ის არუნდა ყოფილიყო მოპარული
ან არ უნდა სცოდნოდა მფლობელს რომ მას პატრონი ყავდა 3) უნდა არსებულიყო
მფლობელობის კანონიეირ საფუძველი რომ მყიდველმა არ იცოდა რომ გამყიდველი
თვითონ არ შეიძლებოდა ყოფილიყო მესაკუთრე. საკუთრების უფლების შეწყვეტა
საკუთრების უფლება წყდებოდა 5 შემთხვევაში. 1) თუ ნივთი განადგურდებოდა
ფიზიკურად 2) თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა საკუთრებაზე 3) თუ მესაკუთრეს

ჩამოერთმეოდა საკუთრების უფლება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მაგალითად
კონფისკაციის გამო გადავიდოდა სხვის საკუთრებაში ან იკარგებოდა საკუთრების უფლება
ხანდაზმულობით 4) თუ ნივთი ამოღებული იქნებოდა ბრუნვიდან 5) კონფისკაციის
შედეგად არსებობდა საკუთრების დაცვის 3 გზა. 1) ვინდიკაცია 2) ნეგატორული სარჩელის
წარდგენა 3) მესაკუთრის მიმართ რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა. ვინდიკაცია -
თუ მესაკუთრე დაკარგავდა ნივთს მას შეეძლო წარედგინა მოთხოვნა ჩამორთმეოდა ნივთი
უკანონო მფლობელს და დაბრუნებოდა მას. ასეთი მოთხოვნის წარდგენა შეიძლებოდა
ყველა პირის მიმართ ვისაც უკანონოდ ქონდა სხვისი ნივთი. ამასთან მესაკუთრეს
რომელსაც ნივთი ქონდა დაკარგული უნდა ემტკიცებინდა რომ იგი ნამდვილად ამ ნივთის
კანონიერი მესაკუთრე იყო. ნივთზე ჯოხის დადებით ხალხი აფრთხილებდა სხვებს რომ ეს
ნივთი მას ეკუთვნოდა. ნეგატორული სარჩელი - გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში როდესაც
ნივთი ან ქონება მართალია მესაკუთრეს ქონდა მაგრამ გარეშე პირი ავიწროვებდა მას, ხელს
უშლიდა არ აძლევდა საშუალებას სურვილისამებრ გამოეყენებუინა ნივთი ან ქონება ამ
შემთხვევაში გარეშე პირი აცხადებდა რომ მას ეკუთვნიოდა სურვიტუტი ან ეზუფრუქტი.
მესაკუთრის მიმართ რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა - იმის მოთხოვნას ნიშნავდა
რომ აკრძალვოდა მესამე პირს შეესრულებინა რაიმე მოქმედება ნივთის მიმართ
მესაკუთრის საზიანოდ.
რომის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ (ჩვენ წელთაღრიცხვამდე 27 წელს) მყარდება
იმპერია. იმპერია უცბა არ შექმნილა. განვლილი გზა: 3 საუკუნიდან იწყება
დემოკრატიულუი დაწესებულების შეზღუდვა. ეს ხდებოდა კლასობრივი ბრძოლის
ჩასახშობად და მართვის გასაუმჯობესელბად. მსხვილი მონათმფლობელების აზრით
დიქტატურა და ტერორის გაძლიერება გადაარჩენდა ერთიან ცენტრალიზებულ
სახელწიფოს და ყოველი გამოსვლა ჩახშობილი უნდა ყოფილიყო. რომის იმპერიაზე
გადასვლას ხელი შეუწყო იმან რომ სამართავად აღარ ვარგოდა სენატი და სახალხო
კრებები. პროვინციებში გაჩენილი იყო გავლენიანი ჯგუგები რომლებიც არ
ემორჩილებოდნენ რომის ხელისუფლებას. 82 წელს რომში მოხდა გადატრიალება.
კორნელიუს სულამ ჯარზე დაყრდნობით მოახდინა გადატრიალება და ხელში ჩაიგდო
საკანონმდებლო ხელისუფლება,. მას მიენიჭა უფლება კანონი მიეღო სახალხო კრების
გარეშე. მისი განაჩენის აპელაცია შეუძლებელი იყო. ასევე მან შეადგინა სია მისი
მოწინააღმდეგეების და ყველა სიკვდილით დასაჯა, მათი ქონების კონფისკაცია მოხდა და
მათ შთამომავლებს არ შეეძლოთ რაიმე თანამდებობაზე ყოფნა. 79 წელს ის გადადგა. 67
წელს ახალ დიქტატორად აირციეს პომპეუსი, მან უამრავი რეფორმა გაატარა და მიიღო
კანონები საჯარო სამართალში. 60 წელს დამყარდა სამთა კავშირი იგივე
ტრიუმვირატი.(პომპეუსი, კრასისი და კეისარი). ტრიუმვირატის დაშლის შემდგე
ძალაუფლება ხელში ჩაიგდო იულიუს კეისარმა იგივე ცეზარმა. 44 წელს ცეზარი გახდა
დიქტატორი ხოლო მისი მოკვლის შემდეგ 43 წელს დამყარდა ტრიუმვირატი რომელშიც
შედიოდნენ (ოქტავიანე ანტონიუსი და ლეპიდი. რომელიც დაიშალა და ძალაუფლება

დარჩა ოქტავიანეს. ტრიუმვირატს ებრძოდნენ რესპუბლიკელები. მათ ბრძოლაში
ტრიუმვირატი მარცხდება და დიქტატორი ხდება ოქტავიანე. მეორე ტრიუმვირადი
დაიშალა 32 წელს და 27 წელს დამყარდა.
რომის სახელმწიფო წყობილება რესპუბლიკის პერიოდში. რომის უკანასკნელი რექსი იყო
ტარკვინიუს ამაყი. მის შემდეგ იწყება უკვე რესპუბლიკის პერიოდი. ეს არის პერიოდი
მონათმფლობელური რომის დემოკრატიის აყვავებისა რომელიც ორ პერიოდად იყოფა. 1)
ადრინდელი რესპუბლიკის პერიოდი 2) გვიანდელი რესპუბლიკის პერიოდი რესპუბლიკის
პერიოდში რომი გადაიქცა მსოფლიო სახელმწიფოს ის ფართოვდება ომებით და
დაპყრობებით. რომი თავის მმართველობას ავრცელებს არამარტო აპენინის
ნახევარკუნძულზე არამედ ესპანეთში საფრანგეთში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცირე
აზიის ნახევარკუნძულზე სირია პალესტინა აფრიკის ჩრდილო ნაწილზეც. ანტიკური რომის
ლუმპენპროლეტარიატი საშიშროებას უქმნის გაბატონებულ კლასს. კლასობრივი
წინააღმდეგობების შესარბილებლად ტარდება მთელი რიგი ღონისზიებები. მათ შორის იყო
ძმები გრაკხების რეფორმები. ტიბერიუს გრაკხის კანონის თანახმად გლეხს იჯარით უნდა
მისცემოდა მიწა. ამით მან მსხვილი მიწათმფლობელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია
რადგან მათ არ სურდათ მიწის იჯარით გაცემა ამიტომაც მოკლეს ტიბერიუს გრაკხი. მისმა
ძმამ გაიუს გრაკხმა კვლავ შემოიღო აგრარული კანონი და ასევე პურის კანონი. ანუ
უმისოებისა და ხელმოკლეებისათვის პურის იაფად მიცემა. გაიუს გრაკცის
მოწინააღმდეგეებმა არისტოკრატიამ აიძულა იგი თავი მოეკლა. აქედან გამომდინარე ძმებმა
ვერ უშველეს დაბალ ფენებს. გლეხებთან ერთად გაჭირვებას განიცდიდნენ მონებიც.
ამიტომაც იყო ბევრი მონების აჯანყება. ყველაზე გრანდიოზული კი იყო მონების აჯანყება
სპარტაკის ხელმძღვანელობით. თუმცა ამანაც უშედეგოდ ჩაიარა და წესები კვლავ
უცვლელი დარჩა. რესპუბლიკის პერიოდიში რომში მოქმედებდა 3 სახელმწიფო ორგანო და
დაწესებულება 1) სახალხო კრება 2) სენატი 3) მაგისტრატურა ასევე იყო 3 სახის კრება 1)
კურიის სახალხო კრება 2) ცენტურიის სახალხო კრება 3) ტრიბას სახალხო კრება
რესპუბლიკის პერიოდში კურიათა სახალხო კრებას ადრინდელა გავლენას და
მნიშვნელოვან ფუნქციას აღარ ასრულებს. მათი ძირითადი ფუნქცია არჩეული
თანამდებობის პირებისათვის ხელისუფლების ფორმალურად მინიჭება იყო რომელიც
შეიცვალა 30 ლიქტორთა კრებით. ცენტურიის კრება პირველად ჩამოყალიბდა სერვიუს
ტულიუსის რეფორმებით ასეთი კრება ირჩევდა უმაღლეს თანამდებობის პირებს,
ღებულობდა კანინებს, მათ გააჩნდათ სასამართლო ფუნქციებიც. იხილავდნენ
მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებსაც და მათ სიკვდილით დასჯის გამოყენების
უფლებაც კი ქონდათ. ტრიბას კრება წარმოადგენდა სამოქალაქო დაწესებულებების ანუ
ტერიტორიული ოლქების კრებას. იმისგამო რომ რომში მოსახლეობამ იმატა ტარდებოდა
ორი სახის კრება. 1) კრება რომელსაც ესწრებოდნენ პატრიციები და პლებეები ერთად. 2)
კრება მხოლოდ პლებეებისთვის. ტრიბას ირჩევნდენ თანამდებობის პირები. რესპუბლიკის

პერიოდში რომში სახალხო კრებებს იწვედნენ მაგისტრატების ინიციატივით. მაგისტრატები
თვითონვე ხელმძღვანელობდნენ სახალხო კრებების ჩატარებას. ხმის მიცემა
თავდაპირველად ღია კენჭისყრით ხდებოდა ხოლო შემდგომში სპეციალური ფირფიტებით
ფარული კენჭისყრა შემოიღეს. სახალხო კრებებმა თავისი მისია ამოწურა რესპუბლიკის
დასრულებასთან ერთად. სენატი რექსების პერიოდში ჩამოყალიბდა და უცუხესთა საბჭოს
წარმოადგენდა. მასში გვარების უხუცესები შედიოდნენ. სენატების დანიშვნა ხდებოდა
კონსულების მიერ. 4 საუკუნიდან კი მას ცენზორი ნიშნავდა. ყოველ 5 წელიწადში
სენატორთა სია გადაისინჯებოდა. სენატის შემადგენლობაში უმთავრესად ყოფილი
მაგისტრატები შეყავდათ. სენატის წევრთა რიცხვი თავდაპირველად არ აღემატებოდა 300ს
მოგვიანბეით 600 მდე ავიდა ხოლო ცეზარის დროს 1000 მიაღწია. სენატის
უფლებამოსილებაში შედიოდა ცენტურიებისა და ტრიბების კრებების მიერ მიღებული
კანონების დამტკიცება. სენატს ასევე ქონდა ვეტოს უფლება. სენატი ადგენდა ქვეყნის
ბიუჯეთს 5 წლით ხოლო სამხედრო ბიუჯეტს 1 წლით. ის აწესებდა გადასახადებს და
შემოსავლის საგანგებო წყაროებს ეძებდა. სენატი განაგებდა რელიგიური კულტის
საკითხებსაც, ხელმძღვანელობდა რელიგიურ ცერემონიალებს და ზრუნდავდა ტაძრების
აგებაზე. მაგისტრატები რომის რესპუბლიკის პერიოდის ხელისუფლებისა და
მმართველობის უმაღლესი ორგანოების პირები იყვნენ. მაგისტრატურა სენატსა და სახალხო
კრებებთან ერთად სახელმწიფოს ძირითად საყრდენს წარმოადგენდა. მაგისტრატებს ხალხი
ირჩევდა სახალხო კრებებზე. რომის მაგისტრატებისთვის დამახასიათებელი იყო 4 ნიშანი 1)
ვადიანობა მათ 1 წლით ირჩევდნენ 2)კოლეგიურობა თითოეულ თანამდებობაზე
რამდენიმე პირს ირცევდნენ. 3) უსასყიდლობა მაგისტრატებს გასამრჯელო არ ეძლეოდათ.
4) ანგარიშვალდებულობა. მაგისტრატებს ხალხი ირჩევდა მაგრამ მოვალეობის
განხორციელების დროს ისინი ხალხზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. მათი საქმიანო
განისაზღვრებოდა სპეციალური კამნონით. მაგისტრატები თავიანთი რანგის მიხედვით 2
ჯგუფად იყოფოდა 1) იმპერიუმებად ანუ უმაღლეს თანამდებობის პირებად 2)
იპტესტასებად ანუ მათ არ ქონდათ საკმაო ძალაუფლება. კონსულების თანამდებობა
დაწესდა მას შემდეგ რაც გაუქმდა რექსის ტანამდებობა. კონსულები უმაღლესი რანგის
მაგისტრატები იყვნენ. ისინი სენატთან ერთად ამზადებნდნე და აწარმოებდნენ ომს,
წყვეტდნენ ზავის საკითხებს, ნიშნავდნენ ოფიცრებს, უწვედნენ ცენტურიებისა და
ტრიბების კრებებს, ასევე სენატის კრებებს და თავმჯდომარეობდნენ მათ. პრეტორი ამ
თანამდებობის დაკავება პლებეებსაც შეეძლოთ. პრეტორის თანამდებობა შემოღებული იქნა
კონსულის თანაშემწეობისთვის. ის ცვლიდა კონსულს ხელმძღვანელობდა ჯარს, კონსულის
დავალებით წყვეტდა დავებს მოქალაქეთა შორის, იწვევდა სახალხო კრებებს. ცენზორი
მათი ძირითადი მოვალეობები იყო მოქალაქეების განაწილება.
საკუთრების უფლება წყდებოდა 5 შემთხვევაში. 1) თუ ნივთი განადგურდებოდა
ფიზიკურად 2) თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა საკუთრებაზე 3) თუ მესაკუთრეს

ჩამოერთმეოდა საკუთრების უფლება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მაგალითად
კონფისკაციის გამო გადავიდოდა სხვის საკუთრებაში ან იკარგებოდა საკუთრების უფლება
ხანდაზმულობით 4) თუ ნივთი ამოღებული იქნებოდა ბრუნვიდან 5) კონფისკაციის
შედეგად.
რომაელი იურისტები საკუთრების უფლების შეძენის სხვადასხვა სახეს იცნობდნენ.
1)თავდაპირველ გზას საკუთრების უფლების შეძენისა. (თავდაპირველი მესაკუთრე არ
არსებობს ან რომალური სამართლით ასეთი მესაკუთრე მესაკუთრედ არ ითვლება)
საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველი ხერხებიდან უნდა აღინიშნოს ოკკუპაციო
ანუ არავის კუთვნილი უპატრონო ქონების ხელში ჩაგდება. ასეთი ქონება იმის კუთვნილება
ხდებოდა ვინც მას პირველად დაეპატრონებოდა. ასეთივე გზით შეიძლებოდა ხელში
ჩაგდება და მესაკუთრედ გახდომა გარეულ ცხოველებზე, თევზებზე, მიტოვებულ
ნივთებზე. ასევე უნდა ითქვას განძის შესახებ. თუ განძს ადამიანი თავის მიწაზე იპოვნიდა
ის მას ეკუთვნოდა. თუ სხვის მიწაში შემთხვევით აღმოაჩენდა ისე რომ იგი არც უძებნია
მისი ნახევარი მას ეკუთვნის ხოლო მეორე ნახევარი მიწის მეპატრონეს. თუ ცეზარის მიწაში
იპოვიდა ნახევარი მპოვნელს ნახევარი ცეზარს. თუ საჯარო ან ფისკის (სახაზინოს) მიწაში
იპოვნიდა ნახევარი მპოვნელს ნახევარი ფისკს ან სახელმწიფოს. 2) საკუთრების უფლების
შეძენის ნაწარმოები(წარმოებული) გზა რომაელი იურისტების აზრით ისეთი გზა იყო
როდესაც საკუთრება შეიძინებოდა ადრე არსებული მესაკუთრისგან მაგალიტად ნივთების
ან ქონების შეძენა გარიგებით. საკუთრების უფლების შეძენა მემკვიდრეობით.
მემკვიდრეობით გამხდარი მესაკუთრე იმ უფლებებისა და მოვალეობების მატარებელი
ხდებოდა რასაც სამკვიდროს დამტოვებელი ავალდებულებდა მომავალ მემკვიდრეს,
მესაკუთრეს. ხანდაზმულობა - ეს ნიშნავდა იმას რომ პირი დაეუფლებოდა რა ქონებას და
გარკვეული დროის განმავლბოაში ფლობდა მას თუ ამ დროის მანძილზე შემდავებელი არ
გამოჩნდებოდა ეს პირი ამ ნივთის მესაკუთრე ხდებოდა. იუსტინიანემ ხანდაზმულიობის
ვადა უძრავ ქონებაზე განსაზღვრა 10 დან 20 წლამდე სხვა ნივთებზე 3 წელი.

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/06
ბოლო შემოს: 2024/07/16 19:39:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

absolituri teoria-sasjelis mizani mxolod piris dasjaa.shedarebiti-shurisdzieba.shemaertebeli-orivea-.sasjelis mizani-samartlianobis agdgena(ganacheni unda iyos kanonieri dasabutebuli da samartliani..sasjelis zogadi prevenica-sasjelma zemoqmedeba unda moaxdinos sazogadoebaze.specialuri prevencia-mimartulia msjavdebulisken.sasjelis saxeebi-jarima,tanamdebobis,საზოგადოებისთვის სასარგებლო.შინა პატიმრობა,ვადიანი და უვადო,ქონების ჩამორთმევა,იარაღი,გამოსასწორე,სამხედრო.მხოლოდ ძირითადი სასჯელები-გამოსასწორებელი,სამხედრო,ვადიანი და უვადო.დამატებითია-საზოგ,შინა,ჯარიმა,თანამდებობის დაკავების ჩამორთმევა.-მხოლოდ დამატებითი-ქონების ჩამორთმევა,იარაღათან.ჯარიმა-გასათვალისწინებელია სიმძიმე დანაშაულის და მსჯავდებულის მატ
მდგომარეობა.შინაპატიმრობა-მკაცრი,ნაკლებად მკაცრი,შინაპატიმრობის აღსრულება,აპარატის ღირებულება,დადებითი და უარყოფითი მხარე,შინ.პატ ენიშნება ნასამართლეობის არმქონე პირს 6 თვიდან 2 წლამდე,არასრულწლოვანს 6 თვიდან 1 წლამდე.ვადიანი თავისუფლების აღკვეთა-6თვიდან 20 წლამდე,6 თვეზე ნაკლები იმ შემთხვევაში თუ დადებულია საპროცესო შეთანხმება,არასრულწლოვანს ვადიანი ენიშნება თუ ჩაიდინა მძიმე ან განს მძიმე თუ არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ტავს,თუკი წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი,შემცირება ვადების არასრულწ-14 დან 16 წლამდე ბავშვს 1/3 უცმირდება 16 დან 18-1/4,საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.2)სასჯელის დანიშვნა-ამ დროს მოსამართლე ითვალისწინებს შემამასუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს,შემამსუბუქებელი-აღიარება,დანაშაულის გახსნისტვის ხელის შეწყობა, დამამძიმებელი გარემოების არარსებობა(2 ან მეტი თუა),უფრო მსუბუქი სასჯელი მხოლოდ საპროცესო შეთანხმებისას დგება.3)სასჯელის დანიშვნა დაუმტავრებელი დანაშაულის დროს,განზრახ დანაშაულს აქვს 4 სტადია-განზრახვიუს გამომჟღავნება,დანაშაულის მომზადება,დანაშაულის მცდელობა,დამთავრებული დანაშაული,თანამონაწილეობა სახეები-ორგანიზატორი,დანაშაულის წამქეზებელი, დამხმარე.4)რეციდივი,დანაშაულთა ერთობლიობა-რეციდივი-წინათ განზრახი დანაშაული აქვს ჩადენილი და ახლაც განზრახი ჩაიდინა,არაერთგზის რაც წინაზე ჩაიდინა ახლაც იგივეს სჩადის,რეციდივის დროს სასჯელი მინიმალურ ზღვარზე 1 წლით მეტია.დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისთვის დაბოლოს შთანთქმის პრინციპი გამოიყენება,ამ დროს 3 წესი მოქმედებს 1 სასჯელის სრული შეკრება,ნაწილობერივი,შთანთქმის,რეციდივის დროს საბოლოო სასჯელი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აიტვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან..6)პირობითი მსჯავრი-არ არის სასჯელი რადაგან ის არ გვაქვს მოცემული სსკ გათვალისწინებული სასჯელის სახეებში,პირობითი მსჯავრი არის გაყინული სასჯელი და დამატებითი არის გამოსაცდელი ვადა,გამოსაცდელი ვადა არის პირობითის თანმდევი ინსტიტუტი,თუ პირი ნასამართლევია 2 ან მეტი განზრახი დანაშაულისთვის მაშინ პირობითის დანიშვნა შეუძლებელია.პირობითი მსჯავრის დანიშვნის წინაპირობა არის სასჯელის დანიშვნა,შემდეგ კი ის გადაიქცევა ამ სასჯელის პირობად.7)პირობითი მსჯავრის გაუქმება-გამოსაცდელი ვადა-არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას 1 დან 3 წლამდე, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას 1- დან 6 წლამდე, უვადოს გათავისუფლების დროს 2- დან 7 წლამდე,გამოსაცდელი ვადის ათვლა 3 მოსაზრება -1)განაჩენის გამოცხადებისთანავე,პრობაციაში განაჩენის გადაგზავნის დეროს,3)პირობითი მსჯავდებულის მიმართ კონტროლის დაწყების დღიდან8) პირობითის გაუქმება-პირის სასარგებლოდ-როცა ვადაზე ადრე უუქმდება პირს,პირის საზიანოდ-როცა არღვევს რამეს,გაქუმება შეუძლია პირობითი მსჯავრის განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას,როცა საზიანოდ უქმდება ამ დროს ეს კომისია შუამდგომლობით მიმართავს სასამრთლოს და სასამართლო წყვეტს გააუქმოს თუ დატოვოს პირობითი მსჯავრი,სამოქალაქო შეთანხმება-ეს ხდება განაჩენის გამოტანის შემდეგ .9)სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება-ეს ხდება განაჩენის გამოტანამდე ხოლო სასჯელისგან გათავისუფლება ხდება განაჩენის გამოტანის შემდეგ.პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ბრალდებული,სასჯელისგან მსჯავდებული.სისხლის დორს 4 წინაპირობა არტის 1-დანაშაული პირვერლად ჩაიდინა,2-მაქს სასჯელი არ აღემატება 3 წელს,3- ნებაყოფლობითი გამოცხადება ,5-ხელის შეწყობა,ზიანის ანაზღაურება,ხანდაზმულობა სისხლის დროს-2 წლამდე დანაშაულის დდროს 2 წელი,ნაკლ მძიმე-6 წელი,მძიმე-10,სამოხელეო-15,სქესობრივი-20,განს მძიმე-30.სასჯელის მოხსნიდან პირობითი ვადამდე გათავისუფლება-არასაპატიმრო სასჯელისგან და უვადოს დროს ვადაზე ასდრე ათავისუფლებს მოსამართლე,ხოლო ვადიანის დროს ადგილობრივი საბჭო.

junkera's picture
junkera (ჯუნკერ)
სხვა
რეგ. თარ: 2024/04/23
ბოლო შემოს: 2024/07/16 17:20:11
კონტაქტი - ყველა კომენტარი

2020 წლის 15 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდა სს „... ბანკის“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომლის მიხედვითაც, აპლიკანტი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რესპოდენტის მაგდა ქვრივიძის მიმართ ითხოვდა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
აპლიკანტმა განცხადებას დაურთო, 2013 წლის 5 მაისს მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის თანხა განისაზღვრა 15 000 ლარი, ხოლო თანხის გადახდის ბოლო ვადად - 2013 წლის 5 ივნისი. ამავე ხელშეკრულებით დადგინდა ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების წესი და მოცულობა. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: 28.55.19.333). აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, მისი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 45 000 ლარს.
2020 წლის 18 იანვარს რესპოდენტს გაეგზავნა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს მისამართზე არყოფნის გამო. ამავე წლის 2020 წლის 20 იანვარს ხელახლა გაეგზავნა რესპოდენტს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, თუმცა ვერ ჩაბარდა. 2020 წლის 25 იანვარს აღნიშნული შეტყობინება გამოქვეყნდა საჯაროდ.
გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით, მოვალეს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა აპლიკანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პოზიციის წარმოსადგენად, ასევე განემარტა, მის მიერ განსახორციელებელი მოქმედებების/უმოქმედობის თანმდევი სამართლებრივი შედეგები.
2020 წლის 30 იანვარს, გამარტივებული წარმოების ქეის-მენეჯერის მიერ რესპოდენტთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, რესპოდენტმა წარმოადგინა მორიგების პირობა და მორიგების მიზნით, ითხოვა აპლიკანტთან შუამდგომლობა. იმავე წლის 10 თებერვალს ქეის-მენეჯერმა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ გაუგზავნა აპლიკანტს და განუსაზღვრა 30 დღიანი ვადა პოზიციის წარმოსადგენად. აპლიკანტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გაიზარდა ერთჯერადად 2 თვის ვადით.
2020 წლის 21 მაისს აპლიკანტმა რესპოდენტის მიერ წარმოდგენილ მორიგების პირობაზე უარი განაცხადა და ითხოვა მის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. ამავე წლის 25 მაისს გამარტივებული წარმოების ქეის-მენეჯერმა მაგდა ქვრივიძის მიმართ გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ რომლის მიხედვითაც, მაგდა ქვრივიძეს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 45 000 ლარის გადახდა. ამავე ბრძანების მიხედვით განისაზღვრა, აპლიკანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად იპოთეკის საგნის - რესპოდენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 28.55.19.333) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

● შეაფასეთ გამარტივებული წარმოების ქეის-მენეჯერის მიერ განხორციელებული მოქმედებებისა და მის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერება.

კაზუსის ამოხსნა
ჰიპოთეზა: შესაძლოა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამოცემული ბრძანება არ შეესაბამებოდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
კაზუსის ფაქტობრივ გარემოებებს განვიხილავ თანმიმდევრულად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი გვთავაზობს აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალს, ამავე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად: „ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: უ)საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.“ როგორც კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, აპლიკანტი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რესპოდენტის მაგდა ქვრივიძის მიმართ ითხოვდა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, შესაბამისად მოცემული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ექვემდებარება აღსრულებას.
ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: „. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.“ როგორც კაზუსის ფაბულიდან ირკვევა 2020 წლის 15 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდა სს „... ბანკის“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, შესაბამისად სახეზეა აპლიკანტის წერილობითი განცხადება, თუმცა კაზუსის ფაბულაში არ ჩანს სააღსრულებო ფურცლის არსებობა, კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ჩანაწერი ნათელყოფს რომ სააღსრულებო წარმოების დაწყებისთვის აუცილებელია, როგორც კრედიტორის წერილობითი განცხადება, ასევე სააღსრულებო ფურცლის არსებობა, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ სასამართლომ კანონმდებლობაში გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით გადაუგზავნა აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო საფუძველი, ამის გარეშე ამ უკანასკნელს არ ექნებოდა კანონიერი უფლება დაეწყო სააღსრულებო წარმოება.
მოცემულ ეტაპზე უნდა ვიმსჯელოთ, ხომ არ გვაქვს საქმე გამარტივებულ წარმოებასთან.
კაზუსში მოცემული გარემოებების თანახმად, საქმე გვაქვს გამარტივებულ წარმოებასთან ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მოცემული საკითხს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 912 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: „აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.“ შესაბამისად რადგან კაზუსის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება გამარტივებული წარმოება, ვიყენებთ მოცემული თავით დადგენილ ნორმებს.
განვსაზღვროთ გამარტივებული წარმოების მხარეები, ამავე კანონის 913 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სს „ბანკი“ არის აპლიკანტი, რადგან სწორედ მან მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, შესაბამისად გააჩნდა დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა, რაც შეეხება მაგდა ქვრივიძეს ის არის რესპოდენტი, რადგან სს „ბანკის“ მოთხოვნა სწორედ მის წინააღმდეგაა მიმართული.
როგორც კაზუსის ფაბულიდან იკვეთება, აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, მისი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 45 000 ლარს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 914 მუხლის მე-2 პუნქტიში მოცემულია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების აუცილებელი რეკვიზიტები, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს, მხარეების და მათი წარმომადგენლების დასახელებას, აპლიკანტის მოთხოვნას, მის საბანკო რეკვიზიტებს, დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას, რადგან კაზუსის ფაბულიდან საწინააღმდეგო შინაარსი არ იკვეთება, ვვარაუდობთ რომ აპლიკანტის განცხადება აკმაყოფილებდა 914-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
კაზუსის ფაბულაში მოცემული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, 2020 წლის 18 იანვარს რესპოდენტს გაეგზავნა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს მისამართზე არყოფნის გამო. ამავე წლის 2020 წლის 20 იანვარს ხელახლა გაეგზავნა რესპოდენტს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, თუმცა ვერ ჩაბარდა. 2020 წლის 25 იანვარს აღნიშნული შეტყობინება გამოქვეყნდა საჯაროდ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, როგორც კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, მოთხოვნა დარეგისტრირდა 2020 წლის 15 იანვარს, ხოლო ხოლო 2020 წლის 18 იანვარს რესპოდენტს გაეგზავნა შეტყობინება, ანუ 3 დღეში, შესაბამისად 917 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი მოთხოვნა დაცულია, მიუხედავად იმისა რომ ადრესატს ვერ ჩაბარდა ეს შეტყობინება, როგორც კაზუსის ფაბულიდან ირკვევა მეორედ გაეგზავნა 20 იანვარს შეტყობინება, შესაბამისად მოცემულ ეტაპზეც დაუცილია 5 დღიანი ვადა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიცვა მისთვის კანონით დადგენილი ვალდებულება გაეგზავნა რესპოდენტისთვის შეტყობინება მის წინააღმდეგ გამარტოვებული წარმოების დაწყების შესახებ. რაც შეეხება აღნიშნული შეტყობინების საჯაროდგამოქვეყნება, 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად: „გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები ითვალისიწნებენ შეტყობინების 2-ჯერ გაგზავნის ვალდებულებას, როგორც ზემოთ ვიმსჯელე ეს მოთხოვნა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიცვა, რაც შეეხება ამ შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნებას, თავად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917.10 ადგენს რომ დაუშვებელია საჯარო გამოცხადების გზით შეტყობინების ცნობება, შესაბამისად კანონის ეს მოთხოვნა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაარღვია.
კაზუსის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებიდან იკვეთება, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით, მოვალეს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა აპლიკანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პოზიციის წარმოსადგენად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება.“ შესაბამისად მოვალისთვის 7 დღიანი ვადის განსაზღვრა იმისთვის რომ წარმოედგინა საკუთარი პოზიცია არის დარღვევა, რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებს 10 კალენდრული დღის ვადას, და აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციაში ამ ვადის შემცირება არ შედის, შესაბამისად ამ ეტაპზე დაღვეულია 917.2“გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა 10 დღან ვადასთან დაკავშირებით.
2020 წლის 30 იანვარს, გამარტივებული წარმოების ქეის-მენეჯერის მიერ რესპოდენტთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, რესპოდენტმა წარმოადგინა მორიგების პირობა და მორიგების მიზნით, ითხოვა აპლიკანტთან შუამდგომლობა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 918 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: „რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ.“ მოცემულ ეტაპზე უნდა განვსაზღვროთ რა ვადა ითვლება რესპოდენტისთვის შეტყობინების ჩაბარების ვადად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 2020 წლის 25 იანვარი შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნების თარიღი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას, მაგრამ ამ ეტაპზე ვივარაუდოთ რომ რესპოდენტმა შეტყობინება სწორედ 25 იანვარს მიიღო, ამ შემთხვევაში დაცულია 918 მუხლის 1-ლი პუნქტის 10 დღიანი ვადა, რადგან რესპონდენტმა მორიგების შესახებ შეთავაზება წარადგინა 30 იანვარს, ანუ შეტყობინების მიღებიდან 5დღეში.
იმავე წლის 10 თებერვალს ქეის-მენეჯერმა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ გაუგზავნა აპლიკანტს და განუსაზღვრა 30 დღიანი ვადა პოზიციის წარმოსადგენად. აპლიკანტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გაიზარდა ერთჯერადად 2 თვის ვადით.
918 მუხლის მე-3 პუნქტისს თანახმად: „აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტის განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ უგზავნის აპლიკანტს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან მორიგებაზე თანხმობა ან უარი განაცხადოს. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აპლიკანტის თხოვნით, განსაზღვრული ვადა არა უმეტეს 30 დღით გაზარდოს.“ როგორც კანონის დათქმიდან ირკვევა, აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრეციული უფლებამოსილებაა აპლიკანტის თხოვნით განსაზღვრული ვადა 30 დღით გაზარდოს, კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ აპლიკანტის თხოვნით, აღნიშნული ვადა 2 თვით გაიზარდა, შესაბამისად კანონმდებლობის 918 მე-3 პუნქტის დანაწესი დაირღვა.
2020 წლის 21 მაისს აპლიკანტმა რესპოდენტის მიერ წარმოდგენილ მორიგების პირობაზე უარი განაცხადა და ითხოვა მის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა.
კანონის 918 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს.“ შესაბამისად აპლიკანტის აღნიშნული ქმედება მორიგებაზე უარის თქმის შესახებ დასაშვებია და არ ეწინააღმდეება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შეუთანხმებლობის შემთხვევაში აპლიკანტს აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ვადების განსაზღვრა. როგორც ზემოთ უკვე ვიმსჯელეთ, აპლიკანტმა პოზიციის წარმოსადგინა ვადის დარღვევით, შესაბამისად მიმაჩნია, რომ აპლიკანტის უარი მორიგების თაობაზე ვადაგადაცილების გამო არის არაკანონიერი.
ამავე წლის 25 მაისს გამარტივებული წარმოების ქეის-მენეჯერმა მაგდა ქვრივიძის მიმართ გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ რომლის მიხედვითაც, მაგდა ქვრივიძეს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 45 000 ლარის გადახდა.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე 918 მუხლი მე-3 პუნქტის თანახმად: „მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს, რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც რესპონდენტმა არ აღიარა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც არ ართმევს აპლიკანტს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, გამომდინარე აქედან ქეის-მენეჯერის მაგდა ქვრივიძის მიმართ გამოცემული ბრძანება არაკანონიერია, კაზუსის ფაბულიდან ასევე იკვეთება, რომ ამავე ბრძანების მიხედვით განისაზღვრა, აპლიკანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად იპოთეკის საგნის - რესპოდენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 28.55.19.333) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ამავე კანონის 9110 მუხლის თანახმად განსაზღვრულია მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებად განსაზღვრულია ყადაღის დადება და არა ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, შესაბამისად მოცემული ბრძანების ეს უკანასკნელი ნაწილიც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
დასკვნა: ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ ქეის-მენეჯერის მიერ მაგდა ქვრივიძის მიმართ გამოცემული ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, შეიცავს ხარვეზს და არ ექვემდებარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

chiburashka chubinidze's picture
chiburashka chubinidze (chiburashka chubinidze)
სხვა
რეგ. თარ: 2024/01/30
ბოლო შემოს: 2024/07/15 22:01:05
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. სოციალური უზრუნველყოფის სამართალი
სოციალური სამართალი წარმოადგენს სამართლის დარგს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს დაიცვას თავისი მოქალაქეები ბიომეტრიული რისკების წარმოშობისას და მისცეს შესაძლებლობა ამ რისკების წარმოშობის შემთხვევაში განაგრძონ ღირსეული ცხოვრება. „სოციალური“ - განიმარტება როგორც საზოგადოებრივი, ადამიანურ ცხოვრებასთან დაკავშირებული, მათი ურთიერთობის დამახასიათებელი. იგი შეიძლება იქნას გაგებული, როგორც სამართალი, რომელიც არეგულირებს სოციალურ თანაცხოვრებას ანუ ადამიანთა თანაცხოვრებას. თუმცა იურიდიულ ლიტერტურაში ცნება „სოციალური სამართალი“ გამოიყენება სამი გაგებით. პირველი ეს არის სამართლის დარგი, რომელიც განმსჭვალულია სოციალური იდეოლოგიით და მიმართულია სუსტების დაცვისკენ, მეორე - სამართლის დარგი, რომელიც კერძო და საჯარო სამართლის დარგებთან ერთად ქმნის მესამე მიმართულებას სამართალში. და მესამე გაგება - სოციალური სამართალი არის ცალკე არსებული სამართლის დარგი, რომლის საგანია სოციალური ბენეფიტები. სოციალური სამართლის ლაიტმოტივია სუსტების დაცვა, სოციალური სამართლიანობისა და სოციალური უსაფრთხოების რეალიზება. მისი მიზანია ადამიანის ღირსების შესაფერისი არსებობის გარანტირება, პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის ერთნაირი წინაპირობების შექმნა, საარსებო საშუალების მიღება თავისფულად არჩეული საქმიანობის საშუალებით.

2. შრომის სამართლის ისტორია
ქართული შრომის სამართლის ისტორიული განვითარების ათვლა იწყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1920 წლის 14 აგვისტოს კანონით – „შრომის ხელშეკრულების შესახებ“.
კანონში გათვალისწინებული იყო პროგრესული ხედვა შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებისა და შრომის კოდექსის მოქმედების სფეროს შესახებ: „კანონს ექვემდებარება შრომის ყოველი ხელშეკრულობა, რომლითაც ერთი პირი – დაქირავებული – თავის სამუშაო ძალას აძლევს სხვა პირს – დამქირავებელს – განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ან გარიგებულ სამუშაოს დამთავრებამდე და ვალდებული ხდება, დამქირავებლის მიერ ნაჩვენები განსაზღვრული სახის მოქმედება შეასრულოს სასყიდლით – სამუშაოს ფასით, რომელიც აღირიცხება დროის მიხედვით, ნაჭრობით ან სხვა საშუალებით.“
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების „მოსპობა“ და კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას დასაქმებულის და დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების „გაუქმება“. კანონით აკრძალული იყო დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების „გაუქმება“ კანონიერი საფუძვლის გარეშე.
შრომის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ დებულებას ითვალისწინებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაც.
საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველოში შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებდა 1973 წლის 1 ოქტომბრის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსი. საბჭოთა შრომითსამართლებრივ სისტემას ახასიათებდა პირის იძულება შრომითი ხელშეკრულების დადებაზე. შრომის ვალდებულება მიჩნეული იყო კომუნისტური სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთ აქტიურ შემადგენელ ელემენტად, რომელიც აღიარებული იყო კიდეც საბჭოთა კონსტიტუციით. საბჭოთა სამართლის თავისებურება ის იყო, რომ შრომა განიხილებოდა როგორც უფლებად, ისე მოვალეობადაც.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით აღიარებულია შრომის თავისუფლება. საბჭოთა სისტემისათვის დამახასიათებელი იძულებითი შრომის პრინციპი უარყოფილი იქნა 1997 წელს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში შეტანილი ცვლილებებითაც. 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი შრომის კოდექსი, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ზემოაღნიშნული ყველა ნორმატიული აქტი, გარდა „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონისა.

3. სოციალური პარტნიორობა და სამმხრივი კომისიის საქმიანობის პრინციპები
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის - საქართველოს პრემიერმინისტრის წინაშე. სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, საქართველოში სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებლთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანბები. სამმხრივი კომისიის თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი. სამმხრივ კომისიაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად უნდა იყვნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დამინისტრო და ა.შ.
სოციალური პარტნიორობისა და სამმხრივი კომისიის სამიანობის პრინციპებს რაც შეეხება, სოციალური პარტნიორობა არის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირბულ საკითხებზე სოციალურ პარტნიორებს - დამსაქმებლის, დასაქმებულის და სახელმწიფო წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის სისტემა. აღნიშნული კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა; სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა; ნდობა და კეთილსინდისიერება; კოორდინაცია და პასუხისმგებლობა; ინფორმირებულობა; ვალდბულებათა შსრულება; კონსესუსი.
სამმხრივი კომისია უფლებამოსილია: საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა მიერ დასმული საკითხები; თავის სხდომაზე მოისმინოს სამმხრივი კომისიის მხარეთა ინფორმაციები; შეიმუშაოდ და დაინტერესებულ პირბს წარუდგინოს წინადადებები და ა.შ. სამმხრივი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

4. დავა/კოლექტიური დავა
დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში. წარმოიშობა მხარის მიერ მეორ მხარისთვის უთანხმოების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. საფუძველი შეუძლება იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა; ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების, კოლექტიური ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევა და ა.შ. დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.
ინდივიდუალური დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებული პროცედურებით, ანუ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებით. მხარე მეორე მხარეს უგზავნის წერილობით შეტყობინებას შემათანხმებლ პროცედურაზე, სადაც მითითებულია დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები. მხარეები ან მათი წარმომადგენლები იღებენ წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც ხდება არსებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისთვის გადაცემაზე. დაუშვებელია დავის განხილვის პროცესში მხარის მიერ მოთხოვნის გაზრდა ან დავის საგნის შეცვლა.
კოლექტიური დავა (დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (არანაკლებ 20 დასაქმებული) შორის ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის) უნდა გადაწყდეს შმათანმხებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებლსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკების გამართას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ მინისტრისთვის წერილობითი შტყობინების გაგზავნის შმთხვევაში. მხარე მეორე მხარეს უგზავნის წერილობით შეტყობინებას შემათანხმებლ პროცედურაზე, სადაც მითითებულია დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები. მოლაპარაკების ნებისმიერ სტადიაზე მხარს უფლება აქვს, შეთანხმების მისაღწევად მინისტრს გაუგზავნოს შეტყობინება მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე და ეს შტყობინება იმავე დღეს უნდა გადაცს მეორე მხარეს. დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შმათანმხებელი პროცედურის შეწყვეტის შესახებ. მხარეები ვალდებულნი არიან რომ შემათანმხებელ პროცედურებში მიიღონ მონაწილეობა და მედიატორის მიერ გამართულ შხვედრებს დაესწრონ. მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში დავის მედიატორი ვალდებულია გაუგზავნოს მას დავასთან დაკავშირებული ანგარიში. დავის ნებისმიერ სტადიაზე მხარეები შეიძლება შთანხმდნენ დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის თაობაზე. დავის მედიოატორი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც მისთვის, როგორც დავის მდიატორისთვის გახდა ცნობილი.

5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობები
გაერთიანების თავისუფლება
დასაქმებულს/დამსაქმებლს უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნას გაერთიანება ან გახდს სხვა გაერთიანების წევრი. დამსაქმებელთა გაერთიანებას/დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვს შეიმუშაოს საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნას მართვის ორგანოები, აირჩიოს წარმომადგენლობა და წარმართოს თავისი საქმიანობა. ასევე უფლება აქვს შქმნას ფედერაცია, კონფედერაცია და გაერთიანდეს მასთან. აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ამ გაერთიანებაში მონაწილეობის გამო ან სხვა ქმედება რომლის მიზანია: დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შნარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებაზე უარის თქმის ან ამ გაერთიანებიდან გასვლის სანაცვლოდ; დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შვიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო. აკრძალულია აღნიშნული გაერთიანების წევრებისა და წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა.

კოლექტიური ხელშეკრულება
კოლექტიური ხელშეკრულება იდება ერთ ან ერთზე მეტ დამსაქმებელს/ერთ ან ერთზე მეტ დამსაქმებულთა გაერთიანებას და ერთ ან ერთზე მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის. ეს ხელშკრულება: განსაზღვრავს შრომის პირობებს; აწესრიგებს დამსაქმებელსა და დასაქმებულის ურთიერთობას; აწესრიგებს ერთი ან ერთზე მეტი დამსაქმებლის/ერთი ან ერთზე მეტი დამსაქმებელთა გაერთიანების და ერთი ან ერთზე მეტი დასაქმებულთა გაერთიანების ურთიერთობას. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ კოლექტიური ხელშკრულების პირობებს. მხარეები ვალდებულნი არიან მოლაპარაკება აწარმოონ კეთილსინდისიერად კოლექტიური ხელშკრულების დადების შესახებ ინიციატივის წარდგნის შემთხვევაში. მოლაპარაკების პროცესში მხარეები ერთმანეთს აწვდიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას ერთმანეთს, თუმცა მათ უფლება აქვთ არ მიაწოდონ კონფიდენციალური ინფორმაცია, ხოლო მიწოდების შმთხვვაში, მოითხოვოს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. დაუშვებელია კოლექტიური ხელშკრულების დადების პროცესში სახელმწიფო მუნიციპალიტეტის ორგანოების ჩართვა, თუ ისინი ჩაერევიან ხელშკრულება იქნება ბათლი. კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის, პირობების შცვლის ან დასაქმბულთა დაცვის მიზნით დასაქმებულთა გაერთიანება მოწმედებს წარმომადგენლლის მეშვეობით. წარმომადგენელი შიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი. კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება უნდა ითალისწინებდეს მისი ძალაში შესვლისა და ვადის გასვლის თარიღს, ხოლო განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მის გადასინჯვას, შეცვლისა და შეწყვეტის შესახებ დებულებებს. კოლექტიური ხელშკრულებით ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ამ ხელშეკრულების სუბიექტები. ბათილია კოლექტიური ხელშკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ეწინააღმდეგება.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

gavgzvane lashakstan

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რა საგანია?

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილუა უფლების სასამართლო წესით დაცვა. სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომრლიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. მესამე მუხლით განსაზღვრულია დისპოზიციურობის პრინციპი, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას დავის საგნის განსაზღვრაში და უფლების სასამართლო წესით დაცვას. კაზუსის თანახმად, სახეზეა სადავო მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა კერძოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეოთხე მუხლიდან გამომდინარე, პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

177 - ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ან განცხადებით. 178- ე მუხლი ადგენს სარჩელის შინაარსს. კაზუსში სადავო არ არის სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებული გარემოებები, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ დაცყლია 183- ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის ფორმალური და 186 - ე მუხლით გათვალისწინებული მატერიალური წინაპირობებუ

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

207 - ე მუხლის შესავამისად, პირველი ნაწილი მხარეთა წერილობუთი მასალების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღისვადაშიეცნიბებათ მხარეებს. მხარრებს უნდა ჰქონდეთ გონივრული ვადა ზეპირი შეჯიბრისთვის მომზადებისთვის, რადგან მეოთხე მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება ემყარება შეჯიბრებითობის პრინციპს. კაზუსის თანახმად, მთავარი სხდომა დაინიშნა წერილობითი მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში, რაც არის ზემოხსენებული მუხლით დადგენილი ვადის დარღვევა

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

210 -ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად 2. სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის ჩაბარდება მხარეს ან მის წარმომადგენელს, ან 74- ე მყხლით გათვალისწინებულ სუბიექტს

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსის მიხედვით, მოპასუხე ილია ლომმიძეს უწყება გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე, ხოლო მისმა მეუღლემ უარი თქვა უწყების ჩაბარებაზე.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

75-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, 2. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე მოხდა უწყების გაგზავნა, შესაბამისად ერთხელ გაგზავნის შემდეგ მეუღლის უარი ითვლება უწყების ჩაბარებად

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რაც შეეხება, მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობას, 230- ე მუხლის თანახმად, (პირველი ნაწილი) თუ სხდომაზე სრ გამოცხადდა მოპასუხე რომელსაც დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინევა 70-78 - ე მუხლები, და მოსარჩელე შუამდგომლოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამიტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებულიგარემოებები დამტკიცებულად ითვლება

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

იმისთვის, რომსარჩელი დაკმაყოფილდეს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. ეს გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს კანონი უნდა უკავშირებდეს იმ შედეგს, რომელიც სურს რომ მოსარჩელეს დადგეს. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 624- ე მუხლიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი ან წერილობითი ფორმით, კაზუსის თანახმად გვაქვს სახეზე ზეპირი ხელშეკრულება. ზეპირის ნამდვილობა კიარ შეიძლება დადასტურდესმხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გარკვეულწილად სანქცირებას იმ მხარისა, რომელიც არ ასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მნიშვნელობა იმაშია, რომ ამ დროს მოსამართლე არ აფასებს მტკიცებულებებსა და ფაქტებს და მიიჩნევს სარჩელში მითითებულ გარემოებებს დადასტურებულად

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მხრივ დაცულია საპროცესო ნორმები, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა მოსარჩელის შუამდგომლობა, ხოლო რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილებას, არ არის გამორიცხული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობა

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკავშირდება 236-ე და 237-ე მუხლები

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

236-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 232​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. ხოლო რაც შეეხება გასაჩივრების ვადას, 237- ე მუხლიდან გამომდინარე ეს არის 10 დღიანი ვადა, კაზუსის თანახმად მოპასუხემ დაარღია ეს ვადა, მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება 12 დღეში, შესაბამისად ეს მისი საჩივრის დაუშვებლობის საფუძველია

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შესაბამისად, მოსამართლეს არუნდა მიეღო ეს საჩივარი წარმოებაში.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

238-ე მუხლი განსაზღვრავს საჩივრის შინაარსს, სადაც აუცილებლად უნდა მიეთითოს,იმასთან დაკავშირებით თუ რა საპატიო მიზეზთან იყო დაკავშირებული მხარის გამოუცხადებლობა, ზოგადად, 233-ე მუხლი ადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძვლებს

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რადგან როგორც უკვე აღინიშნა უწყება ჩაბარდა მხარეს 70-78-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით, არ იკვეთება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძვლები. ხოლო რაც შეეხება მოპასუხის მითითებას თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც დადსტურებულია მკურნალი ექიმის ხელმოწერილი ცნობით, 241-ე მუხლი 233-ე მუხლთან ერთად ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს სხვა საპატიო მიზეზით

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

215 ე მუხლის მესამე ნაწილია დგენს
თქვენ გაგზავნეთ
იმსაპატო
იზეზებს რონელბიც 241-ე მუხლშია მითითებული

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ავადმყოფობასთან მკმართებით უნდა აღინიშნოს, რომ ის დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიტ რომელიც პირდაპირ მიუთიტებს
თქვენ გაგზავნეთ
მხწრის გამოუცხადებლობის შეუძლებლობას
თქვენ გაგზავნეთ
აქ მთავატია ცნობის შინაარსი, რომ იკიფხებიდეს რომ პირს არ შეუძლია საპროცესო მოქმედების შესრულება
თქვენ გაგზავნეთ
აქ სადავო არაა რომ ცნობა მკურნალი ექიმის მიერაა ხელმოწერილი
თქვენ გაგზავნეთ
215 ე მუხლის დანაწესი არუნდა გავიგოთ რომ მიანიშნებს მხოლოდ ხელმძღვანელ ექიმზე , მთავარია დასკვნიდან გამომდინარე იკვეთებოდეს გამოცხადების შეუძლებლობა

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

როგორც უკვე აღინიშნა, საჩივარი არუნდა ყოფილიყო წარმოებაში მიღებული ვადის გაშვების გამო. თუმცა, თავის მხრივ მხარეთა შეუტყობინებლად საჩივრის წარმოებაში მიღება და სხდომის დანიშვნა არ არის დარღვევა 239-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე. მხარეებს კაზუსის მიხედვით, ეცნობათ საჩივრის განხილვის სხდომის თარიღი 2016 წლის 5 მარტი

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ შემთხვევაშიც არის გონივრულივადა დაცული და პირადად ჩაბარდა მოპასუხეს უწყება 1 მარტს.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

240-ე მუხლის მიხედვით საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის არსიდან გამომდინარე, საჩივრის განხილვაზე გამოუცხადებლობა ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

განმეორებითიდაუსწრებელიგადაწყვეტილება გამოდის მაშინ როდესაც საჩივარი დაკმაყოფილდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შედახებ და საქმის განახლების სედახებ და მხარე კცკაც არ გამოცხადდება სხდომაზე
რომელზეც საქმე არსებითად განიხილება
კზუსში ეს ვითარება არგვაქვს სახეზე
შესაბამისად არიყოგანმეორებითი დაუსწრებელის საფუძველი

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შესაბამისად, განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვტილების გამოტანასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არის საპროცესო ნორმათა დარღევითმიღებული