„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3721-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.102021
3721-XIIIმს-Xმპ
16/11/2023
ვებგვერდი, 07/12/2023
070000000.05.001.102021
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველი კომპანიის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე (ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე), რომლებსაც იგი ფლობს თავისი კლიენტების სასარგებლოდ ან/და რომლებიც მისი საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება. კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის, საბროკერო კომპანიის ან ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი;“.

3. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

 1​2. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3721-XIIIმს-Xმპ