დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6310-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.016786 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21 . იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვა
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს.
2. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე (ფინანსური გირაოს საგანზე) .
3. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6310- Iს
დოკუმენტის კომენტარები