„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 09/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.004.065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3167
28/06/2010
სსმ, 34, 09/07/2010
070.000.000.05.001.004.065
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს, გარდა ამ კანონის 171 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსიუფროსი აღმასრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

.) ჩაბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ან ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან ადვოკატთა ტესტირება საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;

.) წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში.“.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები

აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონითა და აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების დამატებითი საფუძველი შეიძლება იყოს სხვა გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც დაუშვებელს ხდის აღმასრულებლად მუშაობას.“.   

6. 146 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის“, „და“–„ქვეპუნქტებისა, მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, მე-7–მე-9 და მე-12–მე-14 მუხლებისა, III1 თავისა, მე-15 და მე-16 მუხლებისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 171 მუხლისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21- მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25- მუხლის მე-3 პუნქტისა, 28- მუხლის მე-5 პუნქტისა, 281 მუხლისა, 36- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა, 38- და 39- მუხლებისა, 49- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, 50- და 51- მუხლებისა, 62- მუხლისა, 75-–761 მუხლებისა, 771 მუხლისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტისა, 901 და 91- მუხლებისა, XVII, XVIII, XVIII1, XVIII2 და XIX თავებისა, 113- მუხლის პირველიმე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის“–„ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.“.

7. 147 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.“;

) მე-5 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სარეალიზაციო ქონების მდებარეობის (სარეალიზაციო ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაშიერთ-ერთის მდებარეობის) მიხედვით სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, სააღსრულებო ბიუროს წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;“. 

8. 191 მუხლის:

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია კრედიტორის წერილობითი მოთხოვნისა და მის მიერ რეესტრში მოვალის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.“;

) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

6. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად, აგრეთვე ამ მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად რეესტრში მოვალის რეგისტრაციისათვის საფასურების ოდენობები და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

9. 192 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვის შემთხვევისა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასაჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩეროს შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვის შემთხვევისა.“.

10. 21- მუხლის:

) მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს მიერ, და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გაცემული სააღსრულებო ფურცლისა.“.

11. 28- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინადადება მოვალეს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის გასვლისთანავე იძულებითი აღსრულების დაწყებისა და საფასურის დაკისრების შესახებ. ამ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება მხოლოდ საფასურის კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი შესაბამისი ნაწილი, რაც ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ უფლებებთან ერთად ასევე განემარტება მოვალეს.“.

12. 281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 281. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი

აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულის და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელითმისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.“.

13. 34- მუხლის:

) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე.“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება.“;

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.“.

14. 36- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღმასრულებელი ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.“.

15. 38- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 38. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური

1. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური (შემდგომშისაფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

2. საფასურიდან მიღებული შემოსავალი (დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით) სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების სადეპოზიტო ანგარიშებზე საბანკო დაწესებულებების მიერ პროცენტების სახით დარიცხული თანხები, ასევე სხვა შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

4. საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5. საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

6. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-.

7. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-. საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს კრედიტორი წარუდგენს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.

8. ამ კანონის 34- და 35- მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება.

9. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება საფასური ამოღებული თანხის პროპორციულად, ხოლო შემდეგაღსასრულებელი მოთხოვნა.

10. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო დოკუმენტის) სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია თავის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისგან მოითხოვოს სასამართლო წესით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლის პირველი ნაწილის“–„ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის და ამ კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-. აღსრულების საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.

12. საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდება:

) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით;  

) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სასამართლოს შეუძლია კრედიტორი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით).

13. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების კრედიტორები თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან. ამ კანონის 771 მუხლით დადგენილი წესით ქონების ნატურით მიმღები სახელმწიფო ორგანო თავისუფლდება საფასურის გადახდისაგან.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორების ფულადი მოთხოვნების მოვალეების მიერ ამ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%-.

15. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააღსრულებო მოქმედებებისათვის, რომლებიც უკავშირდება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე შეტანილ თანხებს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168- მუხლის პირველი ნაწილისა და 680- მუხლის 22- ნაწილის შესაბამისად შეტანილ თანხებს.“.

16. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების დროს ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღმასრულებელი ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.“.

17. 71- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 71. იძულებითი აუქციონის ჩატარების წესი

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

18. 72-–74- მუხლები ამოღებულ იქნეს.

19. 75- მუხლის:

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ანკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ნივთზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე. ნივთზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“;

) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 76- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 76. აუქციონის შედეგის გაუქმება

თუ აუქციონზე ნივთის შემძენმა მთლიანი თანხა არ დაფარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, აღმასრულებელი გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და განკარგულების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.“.

21. 761 მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნივთის რეალიზაცია“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ნივთის რეალიზაცია ხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ამ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ ნივთის რეალიზაცია ხორციელდება იპოთეკარის სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ ნივთის რეალიზაცია ხორციელდება იპოთეკარისსაქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ანკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტისსასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ნივთზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე. ნივთზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“;

) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. თუ ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდა, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება. კრედიტორის მიერ ამ კანონის 771 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ნივთის ნატურით მიღების თაობაზე განცხადების წარმოდგენამდე ნივთის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს განმეორებითი აუქციონისთვის დადგენილ საწყის ფასად, ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“.

22. 77- მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. 771 მუხლის:

) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნატურით გადაცემისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განმეორებითი აუქციონისთვის დადგენილი საწყისი ფასით.

6. ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ ნივთზე წარმოიშობა საერთო საკუთრება. საერთო საკუთრებაში თითოეული კრედიტორის წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისასპირველ რიგში შესაბამის სახელმწიფო ორგანოს.“;

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ნივთის ნატურით გადაცემისას კრედიტორის მიერ გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იპოთეკარისთვის ნივთის ნატურით გადაცემისას:

) ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა სხვა იპოთეკა და სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა) უქმდება;

) თუ იპოთეკარია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ანკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, უქმდება ნივთზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე;

) ნივთზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“.

24. 823 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგიპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირიშემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო დაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგსაგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

11. თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო დაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო დაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების რეგისტრირებული, გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი ნაწილით დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით.“.

25. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 902 მუხლი:

    „მუხლი 902. სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება

1. სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში კრედიტორი უფლებამოსილია წერილობითი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება წინსწრებით, ერთჯერადი კომპენსაციის სახით. ერთჯერადი კომპენსაციის სახით თანხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რაც იძულებითი აღსრულების საფუძველია. ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობას და გაცემის წესს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა. ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემ თანხაზე კრედიტორის მიერ ახალი სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ აღსრულება წყდება ამ კანონის 34- მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად.“.

26. 95- მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

27. 96- მუხლი ამოღებულ იქნეს.

28. 113- მუხლის:

) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

) იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის დამტკიცება 2010 წლის 1 აგვისტომდე;

) ამ კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცება 2010 წლის 1 აგვისტომდე.“; 

) 22- პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23- პუნქტი:

„23. 2011 წლის 1 იანვრამდე იარაღის სახელმწიფო კადასტრის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზის, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, ფასიანი ქაღალდების რეესტრისა და საჯარო რეესტრის მწარმოებელმა ორგანოებმა (პირებმა) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვისაღსრულების ეროვნული ბიუროსთვის შესაბამისი მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა.“;

) 23- პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24- და 25- პუნქტები:

„24.  2010 წლის 1 აგვისტომდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეებზე უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდა, აგრეთვე უზრუნველყოფილი კრედიტორებისათვის ნივთის ნატურით გადაცემა განხორციელდეს 2010 წლის 1 აგვისტომდე არსებული წესით.

25. 2010 წლის 1 აგვისტომდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც დანიშნულია იძულებითი აუქციონი, დასრულდეს 2010 წლის 1 აგვისტომდე არსებული წესით.“.

    მუხლი 2

1. 2010 წლის 1 აგვისტოსთვის სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. 2010 წლის 1 აგვისტოსთვის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმააღსრულების ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველიმე-9 პუნქტებისა, მე-10 პუნქტისქვეპუნქტისა, მე-11 და მე-12 პუნქტებისა, მე-13 პუნქტისდაქვეპუნქტებისა, მე-14–24-, 26- და 27- პუნქტებისა და 28- პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3542 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.290

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველიმე-9 პუნქტები, მე-10 პუნქტისქვეპუნქტი, მე-11 პუნქტი, მე-13 პუნქტისდაქვეპუნქტები, მე-15–24-, 26- და 27- პუნქტები და 28- პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3542 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.290

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                            . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ივნისი.

№3167–რს

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3542 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.290

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.