საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6255-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.016757
  • Word
6255-Iს
22/05/2012
ვებგვერდი, 06/06/2012
070000000.05.001.016757
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 146   მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო.“.

2. 14 8  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს აღსრულების ეროვნული ბიურო.“.

3. 14 9  მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 14 14  მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი.“.

4. 14 10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირი სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინოს მას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

5. 14 11 და 14 12  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1411 . კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს:

ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;

ბ) ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ ანგარიშის ნომერს;

გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 1412 . სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა

კერძო აღმასრულებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ.“.

6. 14 13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

4. კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა.“.

7. 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს;“.

8. 14 15  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო აღმასრულებლისათვის ამ კანონის 14 13 ან 14 14 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული საქმეების აღსრულებას განაგრძობს კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ბოლო სააღსრულებო მოქმედებიდან.“.

 მუხლი 2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სანოტარო ბიუროს იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.“.

2. მე-16 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატას წარუდგენს:

ა) სამსახურებრივ ბეჭედს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;

ბ) სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) დოკუმენტს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სანოტარო ბიუროს მფლობელობის/საკუთრების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და ანიჭებს ნოტარიუსს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროცესის მწარმოებელი ორგანო ნოტარიუსის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

3. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეაქვს საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძველი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 მაისი.

№6255- I

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.