„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1914
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 19/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.003.674
  • Word
1914
03/11/2009
სსმ, 35, 19/11/2009
070.000.000.05.001.003.674
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვა-ლისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1914–IIს